განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2368-19
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 ივლისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ დ------–----–---–ის,ბრალდებულ დ----------------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ-----------------------------აძის (პ/№1----------) - დაბადებულის 1----–-–----------ს, რეგისტრირებულის ვ----------------------–------------------------–----------------------------------–-------------------–-----–-----------–---–--------ში - მიმართ, საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
დ----------------ეს ბრალად ედება სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2----–-–------------–ს, დაახლოებით 19:20 საათზე, დ----------------ემ ქ-------–--–---–-----------–---–--------------ში მდებარე ე-–-------------------------ის შიდა პერიმეტრზე დააზიანა ხელის დარტყმით და მკვრივი ბლაგვი საგნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ეკრანის მონიტორი და ზედაპირი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 270 ლარს.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ დ----------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: თ-------------–---–ის, გ-------------–---–ის, ა-–--------------------ის და შ----------------იანის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ჩხრფეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება და საქმეში არსებული სხვა მასალები) ერთობლიობა დ----------------ის მიმართ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, მან უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, დ----------------ეს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა და იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
გასათვალისწინებელია ასევე, რომ ბრალდებულმა ზიანი აანაზღაურა და დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე; სსკ 63-65 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ--------------იძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.
დ--------------იძეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2----–-–------------–იდან 2019 წლის 26 აპრილის ჩათვლით.
პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში, დ--------------იძის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდეს დ--------------იძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს;
ნივთიერი მტკიცებულებები:
პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, რომლებიც ინახება შსს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი