განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2019
საქმის ნომერი
330100119003012395
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2364-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ივნისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ ნ----- ქ-----–---–ის

ბრალდებულ _ ნ------- პ-----------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ნ------- ჯ-----ის ძე პ-----------ის, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №0----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ-------–--–-----------------------------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–--–-------------–-------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ------- პ-----------მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

ნ------- პ-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 2 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, შ-------------------ში მდებარე შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-----------–------------–------------------–----–-–------ში, ნ------- პ-----------მა არასრულწლოვან ლ---- ც-----ს სახის არეში მარცხენა მხარეს გაარტყა ხელი, რა დროსაც ლ---- ც-----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. ნ------- პ-----------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სასამართლოს დასკვნა ნ------- პ-----------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ნ------- პ-----------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ნ------- პ-----------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ერთის მხრივ, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ნ------- პ-----------ის მიერ ძალადობრივი დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის შენობაში, სამართალდამცავთა თანდასწრებით, ხოლო მეორეს მხრივ, მხედველობაში იღებს ძალადობის ხასიათს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გამოხატულა არაერთჯერად დარტყმასა ან სხვაგვარ მომეტებული საშიშროების მქონე ქმედებაში. ბრალდებულის განმარტებით, აღნიშნული ძალადობა განპირობებული იყო იმით, რომ ლ---- ც-----მ მისი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ შეწყვიტა დანაშაულებრივი ქმედებები და გაღიზიანდა იმით, რომ პოლიციამ კიდევ ერთხელ დაიბარა არასრულწლოვნის დანაშაულებრივი ქცევის გამო. ამასთან, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ხოლო საქმის მასალების მიხედვით რაიმე დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია, რის გამოც სასამართლოს მის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია და შესაძლებლად მიიჩნევს პირობითი მსჯავრის გამოყენებას, რაც იქნება მის მიერ ჩადენილი ქმედების ადეკვატური და ამავდროულად, შემაკავებელი ეფექტის მქონე შემდგომი დანაშაულებრივი ქცევის აღსაკვეთად. რაც შეეხება ალტერნატიულ სასჯელებს- ჯარიმას და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, სასამართლოს აღნიშნული სასჯელების გამოყენება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რამდენადაც ბრალდებულის განმარტებითა და მის მიერვე სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, მისი ოჯახი განიცდის მატერიალურ სიდუხჭირეს და შესაბამისად, არ აქვს ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა, ამასთან, აქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რაც ხელს შეუშლის მის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ------- პ-----------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ------- პ-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

2. მსჯავრდებულ ნ------- პ-----------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნ------- პ-----------ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი