განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2019
საქმის ნომერი
330100119002905661
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1192-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ივნისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ ლ---- ჟ----–---–--ის

ბრალდებულ _ ვ------- ტ-------ის

ადვოკატ _ ა-----– დ---–-–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ვ------- ზ------ის ძე ტ-------ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, ქვრივის, მცხოვრების ა--------------------------–------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ------- ტ-------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

ვ------- ტ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 2 თებერვალს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, თემქის მე-11 მიკრო/რაიონის მე-3 კვარტალის მიმდებარე ტერიტორიაზე ვ------- ტ-------ემ მჭრელი საგნის გამოყენებით გ------- წ--------–ს მარჯვენა ხელისა და თეძოს არეში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები და მიიმალა, ხოლო გ------- წ--------–ი კი მოთავსებულ იქნა „პ------–-----------------------–-----ში“.

ე.ი. ვ------- ტ-------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა ვ------- ტ-------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ავტომანქანის დათვალიერების ოქმს, ამოღების ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №------ დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

საქმის ირგვლივ შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ბრალდებულმა გ------- წ--------–ს ნამდვილად მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან და რასაც არც თავად ბრალდებული უარყოფს. იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ვ------- ტ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით. მოცემულ შემთხვევაში მართალია, ვ------- ტ-------ე აღიარებს მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, თუმცა დანაშაულის რეციდივის რისკთან მიმართებით მხედველობაშია მისაღები ბრალდებულის პიროვნება და დანაშაულის გამომწვევი მიზეზები. კერძოდ, საქმის მასალებითა და სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის განმარტებით დგინდება, რომ ბრალდებული ალკოჰოლზე დამოკიდებული პირია, ხოლო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ხდება აგრესიული და კარგავს საკუთარ თავზე კონტროლს. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულმა დაზარალებულს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა დანის გამოყენებით სწორედ ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის დროს, როდესაც ეს უკანასკნელი მის დახმარებას ცდილობდა და მისი აგრესიული ქცევის პროვოცირება არ მოუხდენია და როგორც თავად ბრალდებული აღნიშნავს, დაზარალებულთან მანამდე ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ბრალდებული ემოციურად გაუწონასწორებელი პიროვნებაა, რასაც თან ერთვის მისი მყარი დამოკიდებულება ალკოჰოლზე, რის საფუძველზეც სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მისი მხრიდან დანაშაულის გაგრძელების მაღალი რისკი და მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენებას.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. ამასთან, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ ვ------- ტ-------ე ითვლება ნასამართლობის არმქონედ, მან გამოძიების ეტაპზევე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და მეზობლებისაგან ხასიათდება დადებითად, სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნახევრის პირობითად ჩათვლა და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რომელიც იქნება პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მისი ნორმალური ქცევის უზრუნველმყოფელი და იქონიებს პრევენციულ გავლენას მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ------- ტ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

2. ვ------- ტ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 6 თებერვლიდან.

3. მსჯავრდებულ ვ------- ტ-------ის ყოფაქცევაზე კონტროლი, საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდგომ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვ------- ტ-------ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. დაზარალებულ გ------- წ-------–ის ტანსაცმელი (გადაგზავნილია საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ გ------- წ--------–ს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

_ ბრალდებულ ვ------- ტ-------ის ტანსაცმელი (გადაგზავნილია საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ვ------- ტ-------ის ოჯახის წევრს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

_ ბრალდებულ ვ------- ტ-------ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში, ხელის კვლები, ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, ამოღებული ანაწმენდები და მიკრონაწილაკები (ინახება საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში) და ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული 3 (სამი) ცალი ხელის კვალი დაქტილოფირზე (ინახება საქართველოს შს სამინისტროს გ-–-----------–--------------------–-------------------–---ში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

– ავტომანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი