განაჩენი

სისხლის სამართლის 04.07.2019
საქმის ნომერი
330100119003025172
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2481-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – ი-----–- ქ-------ას

ბრალდებულ _ ი-----–- თ-----–---–ის

ადვოკატ - გ-------– გ-----ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ი-----–- მ--–----ის ძე თ-----–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ. თბილისში, ბ-------------–----–------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისში, ჩ---–----–---–-----------------–---------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----–- თ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

ი-----–- თ-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 25 თებერვალს გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც მოძალადე - ი-----–- თ-----–---–ს 1 თვით აეკრძალა მსხვერპლთან - თავის დასთან - ე-–--- თ-----–---–თან მიახლოება, კერძოდ, ი-----–- თ-----–---–ს აეკრძალა მიახლოება იმ ადგილას, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს.

2019 წლის 26 თებერვალს, საღამოს საათებში, ი-----–- თ-----–---–ი მივიდა ქ.თბილისში, ბ-------------–----–----------–---------------------ში, ე-–--- თ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მან ე-–--- თ-----–---–ის მოწოდებისა და თხოვნის მიუხედავად, არ დატოვა საცხოვრებელი სახლი, რის შემდგომაც ამ უკანასკნელმა განაცხადა პოლიციაში.

ე.ი. ი-----–- თ-----–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა ი-----–- თ-----–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დათვალიერების ოქმებს, ი-----–- თ-----–---–ის მიმართ 2019 წლის 25 თებერვალს გამოწერილ №------ შემაკავებელ ორდერს, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ი-----–- თ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ი-----–- თ-----–---–ს ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელი, ხოლო საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ.

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სამართლიანი სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის ხასიათთან და სიმძიმესთან, ამასთან გათვალისწინებული უნდა იქნეს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, აგრეთვე, მსჯავრდებულის პიროვნება და მისგან მომდინარე საფრთხეები.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მოვალეობების დარღვევის ხასიათს და აღნიშნავს, რომ მართალია, ი-----–- თ-----–---–მა შემაკავებელი ორდერის გამოცემიდან დროის მოკლე პერიოდში (მეორე დღეს) დაარღვია ამავე ორდერით გათვალისწინებული აკრძალვა, თუმცა აღნიშნული გამოიხატა მხოლოდ მსხვერპლის საცხოვრებელ სახლში მისვლით, რა დროსაც მისი მხრიდან განმეორებით კონფლიქტს ანდა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, გასათვალისწინებელია წარსულში განხორციელებული ძალადობის ხასიათი, რასთან დაკავშირებითაც უნდა აღინიშნოს, რომ ი-----–- თ-----–---–ის მიმართ 2019 წლის 25 თებერვალს შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ამ ეტაპზე ბრალდებული და დაზარალებული ცხოვრობენ ცალ-ცალკე, რაც მინიმუმამდე ამცირებს კონფლიქტის განმეორების რისკს. შესაბამისად, სასამართლოს ი-----–- თ-----–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება საჭიროდ არ მიაჩნია. რაც შეეხება ალტერნატიულ სასჯელებს - ჯარიმასა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ბრალდებულის ქონებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება, რამდენადაც იგი არ არის დასაქმებული, არა აქვს ჯანმრთელობის რაიმე ისეთი პრობლემა, რითაც ხელი შეეშლებოდა მოცემული სასჯელის აღსრულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი-----–- თ-----–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და ბრალდებულის ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა წარმოადგენს ყველაზე ადეკვატურ და ეფექტურ სასჯელს, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის ზოგადი და კერძო მიზნების მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----–- თ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 2019 წლის 20 მაისიდან - 20---–-–----------ის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ, ი-----–- თ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 190 (ას ოთხმოცდაათი) საათის ვადით.

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 20---–-–----------ის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1.500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

3. მსჯავრდებულ ი-----–- თ-----–---–ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ი-----–- თ-----–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. ე-–--- თ-----–---–ის მიერ წარმოდგენილი 2 (ორი) ცალი კომპიუტერული დისკი, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი