გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.08.2019
საქმის ნომერი
090310019003032590
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № (3/17–19) 090-1001900-0-2590

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13.08. 2019 წელი ქ.ამბროლაური

 

შესავალი ნაწილი

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გურამ გოცირიძე

სხდომის მდივანი ქეთევან არჩვაძე

 

მოსარჩელე – კ----–--------–----------

წარმომადგენელი – რ------–--------

 

მოპასუხე – ს-------------------------------–------------

წარმომადგენელი – ო---------------–-

 

დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი, სა-------------------------------–------------ს 2----–-–-------------–-- გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დაკმაყოფილდეს N------------ განცხადება, იგი ცნობილ იქნას უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი 8-------.0-- მესაკუთრედ.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი: 2----–-–----------------- მიმართა ს--------------------------------–-----------ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, რა დროსაც, არ მოქმედებდა შეზღუდვა უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის, უძრავ ქონებაზე (სასოფლო – სამეურნეო) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. იმის მიუხედავად, რომ კა---–-------–---------ის განცხადება

 

დაჩქარებული იქნა და სა------------------------------–---------ოს 2----–-–-----------------ს უნდა გამოეცა გადაწყვეტილება, მან 2----–-–-------------ს, რამდენიმე თვის დაგვიანებით, განიხილა განცხადება და უარი განაცხადა მის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ 2----–-–----------------დან, ამოქმედდა შეზღუდვა. კა---–-------–---------მა ადმინისტრაციულ ორგანოში გაასაჩივრა უარი (----------- , რაც არ დაკმაყოფილდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

სა-------------------------------–------------ს წარმომადგენელი წარმოდგენილი შესაგებლით, არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავს, რომ – სადავო გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შემდეგ გარემოებათა გამო: დაინტერესებულმა პირმა განცხადებით მოითხოვა ო---------–----–-----------------–---–---–-–- მდებარე სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 8-------.0--), საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2----–-–-----------------ს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნ-------------–---–-ა კა---–-------–---------ს მიჰყიდა ო---------–----–----------------–---–---–-–ი მდებარე უძრავი ნივთი. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თანახმად, ო---------–----–----------------–---–---–-–ი მდებარე 1-------. სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგარ შენობა – ნაგებობაზე რეგისტრირებულია ნ--------------–---–-- საკუთრების უფლება. დადგინდა, რომ უძრავი ნივთის შემძენი კ----–--------–---------- არის უცხოელი. 2----–-–-------------ს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ი---------------------–-----------,, საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23 – ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N------------ –0- გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, (ამოქმედდა 2018 წლის 16 დეკემბერს), სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის, ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ, ორი მესამედის უმრავლესობით. ვინაიდან აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ორგანული კანონი მიღებული არ იყო, სასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უცხოელის საკუთრების უფლება არ ექვემდებარებოდა რეგისტრაციას. ორგანული კანონის მიღების შემდეგ, დაინტერესებულ პირს შეუძლია ახალი სარეგისტრაციო განცხადებით, მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ 2----–-–-----------------ს კ----–--------–----------- N------------ სარეგისტრაციო განცხადებით, მიმართა ქ--------------------–----------------------------------–--------------–-----------------------------------------------------–------სს და გარიგების საფუძველზე, მოითხოვა ო---------–----–-----------------–---–---–-–- მდებარე სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 8-------.0--) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

3.2.2 დადგენილია, რომ 2-----–-–------------------ს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ( დამოწმებულია სა-------------------------------–------------ს მიერ) თანახმად, ნ--------------–---–---------–--------–---------- მიჰყიდა ო---------–----–----------------–---–---–-–ი მდებარე უძრავი ნივთი.

 

3.2.3 დადგენილია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თანახმად, ო---------–----–----------------–---–---–-–ი მდებარე – 1-------. სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგარ შენობა – ნაგებობაზე რეგისტრირებულია ნ-------------–---–-- საკუთრების უფლება.

 

3.2.4 დადგენილია, რომ უძრავი ნივთის შემძენი კ----–--------–---------- არ არის საქართველოს მოქალაქე.

 

3.2.5 2----–-–-------------, ქ--------------------–----------------------------------–-------------–----------------------------------------------------–------------ ,, საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23 –ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, N------------ –0- გადაწყვეტილებით, უარი უთხრა მოსარჩელეს რეგისტრაციის განხორციელებაზე, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად (ამოქმედდა 2018 წლის 16 დეკემბერს), სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის, ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ, ორი მესამედის უმრავლესობით. ვინაიდან, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ოგანული კანონი მიღებული არ იყო, სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უცხოელის საკუთრების უფლება არ ექვემდებარებოდა რეგისტრაციას. ორგანული კანონის მიღების შემდეგ, დაინტერესებულ პირს შეუძლია ახალი სარეგისტრაციო განცხადებით, მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი,,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი,6.სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას, ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით, უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას, ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში, მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

2----–-–-----------------ს, კ----–--------–----------- N------------ სარეგისტრაციო განცხადებით, მიმართა ქ--------------------–----------------------------------–--------------–-----------------------------------------------------–------სს და გარიგების საფუძველზე, მოითხოვა ო---------–----–-----------------–---–---–-–- მდებარე სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი : 8-------.0--) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით განმტკიცებული კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, განახორციელოს რაიმე ქმედება, მე-601 მუხლის თანახმად კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (პირველი ნაწილი). ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე, მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება (მე-2 ნაწილი).

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამ კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს, როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო, თუ სხვა დოკუმენტაციის, აგრეთვე ამ დოკუმეტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე –2 მუხლის ,, კ’’ პუნქტი განმარტავს სარეგისტრაციო დოკუმენტის ცნებას – სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამდენად, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის მიზნებისათვის, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ადმინისტრაციული აქტი, უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული ცნობა, სასამართლოს გადაწყვეტილება და სხვა), რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ცვლილების რეგისტრაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში, კ----–--------–----------- სარეგისტრაციო განცხადებით, მოითხოვა ო----------–----–-----------------–---–---–-–ი მდებარე სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების, მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 8-------.0--) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

2-----–-–------------------ს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ( დამოწმებულია სა-------------------------------–------------ს მიერ) თანახმად, ნ--------------–---–---------–--------–---------- მიჰყიდა ო---------–----–----------------–---–---–-–ი მდებარე უძრავი ნივთი.

 

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თანახმად, ო---------–----–----------------–---–---–-–ი მდებარე – 1-------. სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგარ შენობა – ნაგებობაზე რეგისტრირებულია ნ-------------–---–-- საკუთრების უფლება.

 

2----–-–-----------------ს კ----–--------–----------- N------------ სარეგისტრაციო განცხადებით, მიმართა ქ--------------------–----------------------------------–--------------–-----------------------------------------------------–------სს და გარიგების საფუძველზე, მოითხოვა ო---------–----–-----------------–---–---–-–- მდებარე სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი : 8-------.0--) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

დადგენილია, რომ უძრავი ნივთის შემძენი კ----–--------–---------- არ არის საქართველოს მოქალაქე.

 

2----–-–-------------, ქ--------------------–----------------------------------–-------------–----------------------------------------------------–------------ ,, საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23 –ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N------------ –0- გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა , რომ საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად (ამოქმედდა 2018 წლის 16 დეკემბერს), სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის, ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ, ორი მესამედის უმრავლესობით. ვინაიდან, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ორგანული კანონი მიღებული არ იყო, სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უცხოელის საკუთრების უფლება არ ექვემდებარებოდა რეგისტრაციას. ორგანული კანონის მიღების შემდეგ, დაინტერესებულ პირს შეუძლია ახალი სარეგისტრაციო განცხადებით, მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით, მარეგულირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს, ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე –18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, შესახებ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

,, ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. მას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა სხვა სამართლებრივი აქტების მიმართ. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე –19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საჯარო ინტერესებისათვის, დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე –19 მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად (ამოქმედდა 2018 წლის 16 დეკემბერს), სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის, ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ, ორი მესამედის უმრავლესობით.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ არსებობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების, საჯარო – სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა, არ ექვემდებარება რეგისტრაციას.

 

ს-------------------------------–------------ს ქ-------------------–---------------------------------–-------------–--------------------------------------------------–---------- რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N------------–0- (1---------) გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარის მიერ, გასაჩივრებულ იქნა ადმინისტრაციული წესით. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N------------–0- (1---------) გადაწყვეტილების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით შემოწმების შედეგად, ს-------------------------------–------------ს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილმა პირმა მიიჩნია, რომ ი----------------------–---------- მიერ, გადაწყვეტილების მიღების დროს, შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებით დაკისრებული სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება. ამდენად, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N------------–0- (1---------) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და ს-------------------------------–-------------- მიიღო N1------------------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კა---–-------–---------ის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას, სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმესთან დაკავშირებით, უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. კა---–-------–---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან – 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს (ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №13) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გურამ გოცირიძე