განაჩენი

სისხლის სამართლის 30.08.2019
საქმის ნომერი
340100119003120372
დავის ტიპი
120
თარიღი
30.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100119003120372

N1/132-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

30.08.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილი

ბრალდებულ - გი------ სე----–--ლი

ადვოკატ - ნა-- ჯე------–--ლის, გე-–- ნუ----–--ლის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №030230619001)

ბრალდებული: გი------ სე----–--ლი;

მამის სახელი: ელ------;

დაბადებული: 02.12. 1----–--–-;

პირადი ნომერი: 2----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონის სოფელი ლ--–----;

ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონის სოფელი ლ--–---- ;

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -120-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით.

გი------ სე----–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, გი------ სე----–--ლმა სცემა არასრულწლოვან შვილს - 16 წლის მა----- სე----–--ლს, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი სხეულის სხვადასხვა არეში, ასევე რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი ზურგზე, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

გი------ სე----–--ლს, 2019 წლის 28 ივნისს, ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -120-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით. 2018 წლის 28 ივნისს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა დაუსწრებლად; 2019 წლის 04 ივლისს 11:45 საათზე იქნა დაკავებული; 2019 წლის 20 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეეცვალა გირაო 3000 ლარის ოდენობით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, გი------ სე----–--ლმა სცემა არასრულწლოვან შვილს - 16 წლის მა----- სე----–--ლს, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი სხეულის სხვადასხვა არეში, ასევე რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი ზურგზე, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმე პა--–- ბრ----ძის გამოკითხვის ოქმი, მოწმე ლე-–- ქა-----–--ლის გამოკითხვის ოქმი, მოწმე ელ------ სე----–--ლის გამოკითხვის ოქმი, მოწმე ლია-- სე----–--ლის გამოკითხვის ოქმი, მა----- სე----–--ლის დაბადების მოწმობის ასლი, მა----- სე----–--ლის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი------ სე----–--ლმა, შვილის, დაზარალებულ მა----- სე----–--ლის მიმართ ჩაიდინა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება შეიძლება იყოს მაშინ როდესაც ერთი, იწვევს ჯანმრთელობის მოშლას, ხანმოკლედ და მეორე, რომელიც არ იწვევს ჯანმრთელობის მოშლას, მაგრამ მოჰყვება შრომისუნარიანობის უმნიშვნელო არამყარი დაკარგვა.

ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაა დაბეჟილობა, სისხლნაჟღენთები, მხედველობის და სმენის ისეთი შესუსტება, რამაც გამოიწვია შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.

არასრულწლოვნად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი. დაზარალებული მა----- სე----–--ლი დაბადებულია 15.09.2--- წელს და არის არასრულწლოვანი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

დაზარალებული მა----- სე----–--ლი არის ბრალდებულის შვილი და მისი ოჯახის წევრი.

სამართლებრივი შეფასება

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ სე----–--ლმა ჩაიდინა:

ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -120-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

გი------ სე----–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

გი------ სე----–--ლის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -120-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გი------ სე----–--ლი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან, დაზარალებულთან შერიგებულია.

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი------ სე----–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია პირობითი მსჯავრის გამოყენებით.

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

გი------ სე----–--ლს 2018 წლის 28 ივნისს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა, დაუსწრებლად; 2019 წლის 04 ივლისს 11:45 საათზე იქნა დაკავებული; 2019 წლის 20 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეეცვალა გირაო 3000 ლარის ოდენობით. გირაო გადახდილი არ არის.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გი------ სე----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -120-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

2. აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

3. გი------ სე----–--ლს სასჯელის მოხდაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 04 ივლისის 11:45 საათიდან 2019 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.

 

4. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც მსჯავდებულმა დაუყოვნებლივ შეატყობინოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე