განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2019
საქმის ნომერი
330100119003006508
თარიღი
17.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2287-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ ც-------–---–-----,ადვოკატ დ-----------------–---–--,ბრალდებულ ლ------------- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ------------- (პირადი #0----------) - დაბადებულის 1--- წლის 1------------, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თბილისში, ს---–----–--–---- ქ.#--, ბინა #---ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ-------------- ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა ძალადობით, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 8 მარტს, საღამოს, თბილისში, ს---–----–--–---- ქუჩაზე, შ--------------–-------–-–--------------------- პატრულ-ინსპექტორების - ნ-------–-------- და გ------------------- მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა ლ-------------. დაკავების შემდეგ ლ------------- საპატრულო პოლიციის ავტომანქანით გადაყვანილ იქნა თბილისში, ნ----------–---–-- ქ.#---ში მდებარე, შსს ვ---------------–----------------–-------–- განყოფილების ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე ავტოსადგომზე, სადაც 2019 წლის 9 მარტს, დაახლოებით 00:15 საათზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლ------------- წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს, კერძოდ, მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ცდილობდა, არ მიეცა შესაბამისი ოქმის შედგენის შესაძლებლობა და თავი გაეთავისუფლებინა დაკავებიდან. ოქმის შედგენის მიზნით, ნ-------–------ გადავიდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანიდან. ლ---------------- ავტომანქანაში დარჩა გ------------------, რა დროსაც ლ--------------, პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის და დაკავებიდან თავის გათავისუფლების მიზნით, გ------------------ს ჯერ თავი ჩაარტყა სახეში, ხოლო შემდეგ უკბინა მარჯვენა ლოყაზე და მარცხენა ხელის იდაყვზე. ლ------------- ქმედებით გ------------------მ მიიღო ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ ლ------------- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - დაზარალებულ გ-------------------ა და მოწმე ნ-------–------ს გამოკითხვის ოქმებით; სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ-------------- საპატრულო პოლიციის თანამშრომელს - გ------------------ს, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, გაუწია წინააღმდეგობა, რა დროსაც გ------------------ს ჯერ თავი ჩაარტყა სახის არეში, ხოლო შემდეგ უკბინა მარჯვენა ლოყაზე და მარცხენა ხელის იდაყვზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ------------- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი, ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელი განესაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამავდროულად, დანიშნულმა სასჯელმა, მისი სიმკაცრის გამო, არ უნდა გამოიწვიოს მასში უსამართლობის განცდა.

 

ლ------------- მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა.

 

სასჯელის სახის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ლ------------- დღეის მდგომარეობით ნასამართლობის არმქონეა, ხასიათდება დადებითად, არის დასაქმებული, მის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

აღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში, ლ------------- მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასჯელის სახედ, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას, სასამართლო მიიჩნევს ჯარიმას, ხოლო ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას ითვალისწინებს ბრალდებულის ქონებრივ შესაძლებლობას.

 

ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ლ------------- 2019 წლის 9 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით იმყოფებოდა პატიმრობაში და, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ლ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ლ-------------, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5 750 (ხუთი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1---------- #1------ განჩინებით, ლ------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად, თბილისში, ს-–--–---- ქ.#--, ბინა #---ში მდებარე, 8----კვ.მ. ფართის უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით 0--1-.1-.0--.0--.0--0--, დადებული ყადაღა.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - ლ------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება განადგურდეს, ხოლო 2 (ორი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე