განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2019
საქმის ნომერი
330100119002833475
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/455-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი - თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მ--------–------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ვ------------------- (პირადი #0----------) - დაბადებული 1--- წლის 4--------------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თბილისში, ვ---------–---, მ----------ნი, კორპუსი #3--, ბინა #1---ში, ამჟამად პატიმარი

 

კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 7 იანვარს, ღამის საათებში, თბილისში, ვ---------–---, კორპუსი #3--, ბინა #1---ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ვ------------------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ა------------------, კერძოდ, განუცხადა, რომ დაწვავდა ცოცხლად, რა დროსაც ა------------------ გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ

ოჯახის სხვა წევრის მიმართ

 

სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე უდავოდ მიჩნეული, ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობაში შეფასებასაც ეფუძნება სასამართლოს დასკვნა.

 

დაზარალებულ ა------------------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2019 წლის 7 იანვარს მისი მეუღლე ვ------------------- სახლში მივიდა მთვრალი და დაუწყო ჩხუბი, ემუქრებოდა, რომ მას და დედამისს მოკლავდა, დაწვავდა. შიში გაუჩნდა, რადგან ნასვამი იყო და არ იცოდა, რას იზავდა. სახლში, მის გარდა, არავინ იყო, მხოლოდ დედა, რომელიც საწოლში იწვა. ღამის 12 საათისთვის ეკლესიაში უნდა წასულიყო, შვილი ელოდებოდა, დაურეკა, ჰკითხა, დედა, სად ხარო. უთხრა, რომ არ შეეძლო გასვლა, რადგან მამამისი ჩხუბობდა და ტელეფონი გაუთიშავად დადო, მისი მუქარის და ჩხუბის ხმა შვილმაც გაიგო და აღელვებულმა მეზობელს უთხრა, რომელმაც პატრულში დარეკა.

 

მოწმე ი---------------- ჩვენებით, 2019 წლის 7 იანვარს, ღამით, დედამისთან ერთად, აპირებდა ეკლესიაში წასვლას და 11 საათიდან ელოდებოდა. დედამისმა ძალიან აღელვებულმა დარეკა და უთხრა, რომ ძალიან ცუდად იყო, მამა მთვრალი იყო და ემუქრებოდა, რომ მოკლავდა და დაწვავდა. დედამ უთხრა, რომ მისულიყო მასთან, ტელეფონი გვერდით იყო დადებული და ყველაფერი გაიგო, ესმოდა გინების ხმა. ძალიან შეეშინდა, თან გვიანი იყო, ბავშვები ჰყავდა სახლში და ვერ წავიდა. მეზობელს დაუძახა, ჟანას, რომელმაც ურჩია პატრულში დარეკვა და დარეკეს პატრულში.

 

მოწმე ჟ--------------- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ერთი წელია, რაც იცნობს ი---------------. ზუსტად ახსოვს, შობის ღამე იყო, მასთან გვიან იყო მისული, რა დროსაც დედამისმა დარეკა, ი--- ძალიან აღელვდა და ტირილი დაიწყო, უთხრა, რომ მამამისი იყო ნასვამი და დედას ემუქრებოდა, შეეშინდა, ხელით არ შეეხოსო. უთხრა, პატრულში დაერეკა და თავისი ტელეფონიდან დარეკა პატრულში.

 

მოწმე ო---------------- სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ შობის ღამე იყო, როდესაც მიიღეს გამოძახება ოჯახური ძალადობის შესახებ, ვარკეთილის მ--- მ/რ-ნის 3---ე კორპუსში, ავიდნენ საცხოვრებელ ბინაში, დახვდათ ვ------------------- და ა----------------, რომელიც იყო ძალიან აღელვებული და აცრემლებული, ვ------------------- იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, მათ მიმართ იქცეოდა ძალიან ირონიულად. ა------- მოახსენათ, რომ არაერთხელ დამუქრებია მისი ქმარი მას და მის დედას, რომელიც გვერდით ოთახში იყო და შეუძლოდ იმყოფებოდა. კონკრეტულ შემთხვევაში, ვ------------------- ნავთის მიტანით და დაწვით დაემუქრა მათ. დაზარალებული დარწმუნებული იყო, რომ ასეც მოიქცეოდა. განაცხადა, რომ მეუღლეს ადრეც მიუყენებია მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლოს მოწმეებმა - დ--------------------- და მ----------------.

 

მტკიცებულებების გამოკვლევის ბოლო სტადიაზე ბრალდებულმა ვ-------------------- თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2019 წლის 7 იანვარს ნასვამი მივიდა სახლში, სიდედრს ეძინა, მეუღლემ დაუწყო პროვოკაციული ლაპარაკი, რის გამოც აგინა და დაემუქრა მოკვლით.

 

ამასთან, ბრალდებულმა ვ-------------------- მოწმე ნ-----–---------- გამოკითხვის ოქმი გახადა უდავო. შესაბამისად, აღნიშნულ ოქმში ასახული ფაქტები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიჩნეული პრეიუდიციად.

 

ზემოთ მითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებებს ვ-------------------ს მიერ ა------------------- მიმართ განხორცილებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის დასადასტურებლად.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, ასევე, დაცვის მხარის (ბრალდებულის) მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულება, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულ ვ-------------------ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს და ადასტურებს ვ-------------------ს მიერ მეუღლის - ა------------------- მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, რა დროსაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით - სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით ან ქონების განადგურებით, მუქარის ადრესატს კი ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ყოველ წუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ - ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მუქარა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც პირადად პირისპირ საუბრით, ასევე, მიმოწერით, სატელეფონო საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. ამასთან, შესაძლებელია, მუქარა სხვა პირის მეშვეობითაც განხორციელდეს, კერძოდ, მუქარა შეუთვალოს სხვა პირის მეშვეობით ან განზრახ დაიმუქროს დაზარალებულის ახლობელთან, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მისი მუქარა მივა ადრესატამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვ-------------------ს მხრიდან მუქარა განხორციელებულია პირადად დაზარალებულისადმი უშუალო დამუქრებით. იმ გარემოებამ, რომ იგი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, რაც არც თავად ბრალდებულს უარყვია, ა------------------- მიმართ ნათქვამმა სიტყვებმა, რომ მოკლავდა და დაწვავდა, მსხვერპლს გაუჩინა მისი რეალურად შესრულების შიში.

 

საგულისხმოა, რომ მუქარის დროს არ აქვს მნიშვნელობა, რამდენადაა გამიზნული პირის მხრიდან ამ მუქარის რეალიზაცია. როგორც საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, ვ-------------------ს მიერ განხორციელებული მუქარით შეშინდა არა მარტო დაზარალებული, არამედ მისი შვილი - ი---------------, რომელსაც დაზარალებულმა დაურეკა და მუქარის შესახებ უთხრა. მან სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა, რომ ვინაიდან ვ------------------- არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, შეიძლებოდა შეესრულებინა მუქარა.

 

ის ფაქტი, რომ ვ-------------------ს მხრიდან განხორციელებული მუქარის, კერძოდ, მოკვლის და დაწვის მუქარის შემდეგ, ანა---------------- იყო ძალიან აღელვებული და შეშინებული, სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, ასევე, მოწმის სახით დაკითხულმა ო----------------, დ--------------------- და მ----------------.

 

ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 22 სექტემბრის #561 დადგენილებით, მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის ყველა საკითხში, მათ შორის, იმ საკითხებში, რომლებიც ეხება ქორწინებასა და ოჯახურ ურთიერთობას, და მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ თანაბარი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების პერიოდში, ასევე, განქორწინების დროს.

 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (სტამბულის 2011 წლის 11 მაისის კონვენცია), რომელიც გვთავაზობს ღონისძიებათა თანმიმდევრულ კომპლექსს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის. კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს როგორც ადამიანის უფლების დარღვევად, აგრეთვე, დისკრიმინაციის ფორმად.

 

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასა და ზოგადად ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება სახელმწიფოს მხრიდან ისეთი კანონების მიღება, როგორიცაა ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი, ,,გენდერული თანასწორობის შესახებ‘‘ საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი და ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ‘‘ საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი.

 

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მ--- მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფითა ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრციულ-სამართლებრივი მექანიზმები. სისხლისსამართლებრივი მექამიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, თუ პირს, რომელსაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო იგივე დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენისას ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ამ მუხლთან ერთად მე-111 მუხლზე მითითება, რაც ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით განხორციელებული ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლებიან: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე, პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ამდენად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ვ-------------------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა მეუღლის - ა------------------- მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ მოპოვებული და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა, რომ ვ-------------------- ჩაიდინა დანაშაული, რაც გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ-------------------ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

ვ-------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მ--- ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო ან თავისუფლების აღკვეთა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ვ-------------------- ა------------------- მიმართ განახორციელა დანაშაული, რომელმაც დაურღვია მას ფსიქიკური ხელშეუხებლობა და მშვიდი ცხოვრების უფლება, რათა გამოეწვია მისი შიში. ამრიგად, საქმე გვაქვს მოძალადესთან, რომელიც ახორციელებს ფსიქიკურ ძალადობას ოჯახის წევრის - ქალის მიმართ, რაც ადამიანის უფლების დარღვევა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფორმაა და წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას.

 

ამასთან, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ბრალდებული ვ------------------- არ არის ნასამართლევი, აღიარა ჩადენილი დანაშაული, წარსულში მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული შემაკავებელი ან დამცავი ორდერი, ასევე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ არაა წინააღმდეგი, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნეს ისეთი სასჯელი, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-------------------ს მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს არასაპატიმრო სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და მისი სიმკაცრე არ გამოიწვევს მასში უსამართლობის განცდას. სასჯელის ასეთ სახედ სასამართლო მიიჩნევს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას.

 

ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებას, რომ ვ------------------- 2019 წლის 7 იანვრიდან დღემდე იმყოფება პატიმრობაში, ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მ--- ნაწილით, რომლის თანახმადაც, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაითვლება სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ვ------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მ--- ნაწილის საფუძველზე, ვართან ათაბეგიანს პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის მოხდის ვადაში.

 

ვ------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 1 (ერთი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე