განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100119003103280
№1/121-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 აგვისტო, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - ს--------–--– მ-------------ის
ადვოკატ - გ------------–---–ის
თარჯიმან - რ------ მ------–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)
ბრალდებული: ს--------–--– მ-------------ი
მამის სახელი: ს----------
დაბადებული: 2--------- წელს
პირადი ნომერი:------------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ლ------------------–--------
ფაქტობრივად მცხოვრები: ლ------------------–--------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
კვალიფიკაცია: ს--------–--– მ-------------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2016 წლიდან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ში მცხოვრები ს--------–--– მ-------------ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ს--------–--– მ-------------ი, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - ზ----- ნ------------ის თანდასწრებით, მეუღლის - კ--–------- ნ------------ას მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ, სისტემატიურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას და რაც იწვევდა დაზარალებულის ტანჯვას.
ს--------–--– მ-------------ი 2019 წლის 9 ივნისს 21:35 საათზე დააკავეს და 2019 წლის 10 ივნისს, ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2016 წლიდან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ში მცხოვრები ს--------–--– მ-------------ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ს--------–--– მ-------------ი, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - ზ----- ნ------------ის თანდასწრებით, მეუღლის - კ--–------- ნ------------ას მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ, სისტემატიურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას და რაც იწვევდა დაზარალებულის ტანჯვას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა,რამაც გამოიწვია ტანჯვა.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ კ--–------- ნ------------ას, მოწმეების - ვ------ ნ------------ის, ა---- ი------------ას, ა---- მ-------------ის, ი-–-- კ-------ის, თავად ბრალდებულ ს--------–--– მ-------------ის გამოკითხვის ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2016 წლიდან, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ს--------–--– მ-------------ი, მეუღლის - კ--–------- ნ------------ას მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ, სისტემატიურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას და რაც იწვევდა დაზარალებულის ტანჯვას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიურ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამამცირებელი მიმართვა, რაც იწვევს დაზარალებულის ტანჯვას, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ამგვარ ქმედებას ჰქონდეს სისტემატიური ხასიათი, ანუ მეორდებოდეს დროის გარკვეული შუალედით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს--------–--– მ-------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ კ--–------- ნ------------ას, მოწმეების - ვ------ ნ------------ის, ა---- ი------------ას, ა---- მ-------------ის, ი-–-- კ-------ის, თავად ბრალდებულ ს--------–--– მ-------------ის გამოკითხვის ოქმით, დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2016 წლიდან, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ს--------–--– მ-------------ი, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის ზ----- ნ------------ის თანდასწრებით, მეუღლის - კ--–------- ნ------------ას მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ, სისტემატიურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას და რაც იწვევდა დაზარალებულის ტანჯვას.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს--------–--– მ-------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ს--------–--– მ-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ს--------–--– მ-------------ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში რადგან ქმედებას აქვს სისტემატიური ხასიათი, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის გულწრფელ აღიარებას და მონანიებას, ასევე იმ გარემოებას, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევი არ არის არცერთი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს--------–--– მ-------------ის მიმართ შესაძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენება.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
ს--------–--– მ-------------ს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. რაც ბრალდებულის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი და დარჩა პატიმრობაში. გურჯაანის რაიონული სასამართლოს საოქმო განჩინებით 2019 წლის 29 ივლისს, წინასასამართლო სხდომაზე ს--------–--– მ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი, ს--------–--– მ-------------ი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს--------–--– მ-------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
ს--------–--– მ-------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 9 ივნისის 21:35 საათიდან 2019 წლის 29 ივლისის ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს. რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი