განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100119003094917
№1/117-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 აგვისტო, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - გ------ ჩ--–----–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)
ბრალდებული: გ------ ჩ--–----–---–ი
მამის სახელი: გ--–-
დაბადებული: 1----–-–-----------------
პირადი ნომერი:------------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: გ-------------------–-------------
ფაქტობრივად მცხოვრები: გ-------------------–-------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: გ------ ჩ--–----–---–ის ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის იანვრიდან, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, გ------ ჩ--–----–---–ი სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ნ---- ნ--------ეს, რომელსაც, 2019 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 12:30 საათზე, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის საცხოვრებელ ბინაში, სახეში სამჯერ გაარტყა ხელი, რის შემდეგაც თავში ერთხელ ჩაარტყა მუშტი. გ------ ჩ--–----–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ნ---- ნ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
გ------ ჩ--–----–---–ი 2019 წლის 12 ივნისს 15:00 საათზე დააკავეს და 2019 წლის 12 ივნისს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის იანვრიდან, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, გ------ ჩ--–----–---–ი სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ნ---- ნ--------ეს, რომელსაც, 2019 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 12:30 საათზე, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის საცხოვრებელ ბინაში, სახეში სამჯერ გაარტყა ხელი, რის შემდეგაც თავში ერთხელ ჩაარტყა მუშტი. გ------ ჩ--–----–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ნ---- ნ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ნ---- ნ--------ის, მოწმეების - თ--------–-----–---–ის, გ--–- ჩ--–----–---–ის, მ---------------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, თავად ბრალდებულ გ------ ჩ--–----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის იანვრიდან, გ------ ჩ--–----–---–ი სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ნ---- ნ--------ეს, რომელსაც, 2019 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 12:30 საათზე, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის საცხოვრებელ ბინაში, სახეში სამჯერ გაარტყა ხელი, რის შემდეგაც თავში ერთხელ ჩაარტყა მუშტი. გ------ ჩ--–----–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ნ---- ნ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური ძალადობა, შანტაჟი, დამცირება, რაც დაზარალებულის ტანჯვას იწვევს. ამასთან აუცილებელია, ამგვარ ძალადობას ჰქონდეს სისტემატიური ხასიათი.
რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას, მასში მოიაზრება ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, მათ შორის დარტყმა სხეულის ნებისმიერ არეში, თმებში მოქაჩვა, ყელში ხელის მოჭერა და ა.შ. აუცილებელია, რომ ამგვარმა ქმედებებმა გამოიწვიოს დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. ამასთან, არ უნდა იწვევდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებულ შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------ ჩ--–----–---–იმ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------ ჩ--–----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გ------ ჩ--–----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
გ------ ჩ--–----–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
გ------ ჩ--–----–---–ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, რომელსაც აქვს სისტემატიური ხასიათი.
გ------ ჩ--–----–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან. არ არის წარსულში ნასამართლევი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ქმედებას აქვს სისტემატიური ხასიათი, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------ ჩ--–----–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, გ------ ჩ--–----–---–ის მიმართ არსებობს ყველა საჭირო გარემოება, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
გ------ ჩ--–----–---–ის გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით.
გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით ყადაღა დაედო ა----–---------–---–ის (პირადი №-----------), ვ------------–---–ის (პირადი №-----------), ზ-----------–---–ის (პირადი №-----------) და ი----------–---–----–---–-–---–ის (პირადი №-----------) კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე გურჯაანის რაიონი, სოფელი ვ------------------–----“, დაზუსტებული ფართობი 1081 კვ.მ, საკადასტრო კოდი №------------, რომლის საბაზრო ღირებულებაა 5000 (ხუთი ათასი) ლარი, გირაოს ფულადი თანხის - 3000 (სამი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------ ჩ--–----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ა----–---------–---–ის (პირადი №-----------), ვ------------–---–ის (პირადი №-----------), ზ-----------–---–ის (პირადი №-----------) და ი----------–---–----–---–-–---–ის (პირადი №-----------) კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე გურჯაანის რაიონი, სოფელი ვ------------------–----“, დაზუსტებული ფართობი 1081 კვ.მ, საკადასტრო კოდი №------------, რომლის საბაზრო ღირებულებაა 5000 (ხუთი ათასი) ლარი, გირაოს ფულადი თანხის - 3000 (სამი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
გ------ ჩ--–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 12 ივნისის 15:00 საათიდან 2019 წლის 14 ივნისის ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი