განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100119003124270
№1/134-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 აგვისტო, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - ბ----- ი-----–-–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)
ბრალდებული: ბ----- ი-----–-–---–ი
მამის სახელი: ვ-–-
დაბადებული: 0--------- წელს
პირადი ნომერი:------------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: გ-------------------–-------------
ფაქტობრივად მცხოვრები: გ-------------------–-------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
კვალიფიკაცია: ბ----- ი-----–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 7 საათზე, გ-----------------------------–-----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ბ----- ი-----–-–---–მა სცემა 16 წლის არასრულწლოვან შვილს, ვ-–- ი-----–-–---–ს, რომელსაც მაცივრის კარისთვის განკუთვნილი რეზინის დეტალით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ბ----- ი-----–-–---–ი 2019 წლის 2 ივლისს 00:05 საათზე დააკავეს და 2019 წლის 3 ივლისს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 7 საათზე, გ-----------------------------–-----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ბ---- ი-----–-–---–მა სცემა 16 წლის არასრულწლოვან შვილს, ვ-–- ი-----–-–---–ს, რომელსაც მაცივრის კარისთვის განკუთვნილი რეზინის დეტალით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ვ-–- ი-----–-–---–ის, მოწმეების - მ------ ი-----–-–---–ის, ნ---- ს--------–-–---–ის, ვ--–---- ა--------–---–ის, თავად ბრალდებულ ბ----- ი-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ბ----- ი-----–-–---–მა სცემა 16 წლის არასრულწლოვან შვილს, ვ-–- ი-----–-–---–ს, რომელსაც მაცივრის კარისთვის განკუთვნილი რეზინის დეტალით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს. ამასთან, აღნიშნულმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ვ-–- ი-----–-–---–ის, მოწმეების - მ------ ი-----–-–---–ის, ნ---- ს--------–-–---–ის, ვ--–---- ა--------–---–ის, თავად ბრალდებულ ბ----- ი-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ბ----- ი-----–-–---–მა სცემა 16 წლის არასრულწლოვან შვილს, ვ-–- ი-----–-–---–ს, რომელსაც მაცივრის კარისთვის განკუთვნილი რეზინის დეტალით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელება არასრულწლოვანი - 18 წელს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ, ამასთან, მოძალადისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ ძალადობრივ ქმედებას არასრულწლოვანის მიმართ სჩადის.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ----- ი-----–-–---–მა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 119-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ბ----- ი-----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ბ----- ი-----–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ბ----- ი-----–-–---–ი არ არის ნასამართლევი. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას. მას აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები. არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ----- ი-----–-–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ყველა საჭირო საფუძველი იმისათვის, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათი.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. ბ----- ი-----–-–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო, რომლის სრულ გადახდამდე დარჩა პატიმრობაში. ბრალდებულის მიმართ შეფარდებული გირაო უზრუნველყოფილია ფულადი თანხით.
2. საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია იატაკის საწმენდი ჯოხი და მაცივრის კარის რეზინი, რაც, როგორც დანაშაულის იარაღი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 160-ე, 169-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ----- ი-----–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.
ბ----- ი-----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 2 ივლისს 00:05 საათიდან და 2019 წლის 3 ივლისის ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
ნივთიერი მტკიცებულება - იატაკის საწმენდი ჯოხი და მაცივრის კარის რეზინი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი