განაჩენი

სისხლის სამართლის 05.07.2019
საქმის ნომერი
330100117002225225
თარიღი
05.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5268-17

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – მ-----– ქ-----ს

ბრალდებულ _ გ------- ხ----–---–ის

ადვოკატ - ნ---- მ-------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ გ------- ა---------–ის ძე ხ----–---–ის, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ------–--–-------------------–---–------------------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ხ----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

გ------- ხ----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 8 ნოემბერს, დაახლოებით 20:10 საათზე, ქ.თბილისში, გ------- ჭ-----------–--------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შელაპარაკებისას გ------- ხ----–---–მა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ნ--- ბ-----ს მიმართ ეჭვიანობის გამო, მის მშობელს - მ-----ა ბ-----ს, მცირეწლოვანი შვილიშვილების - მ------ და ლ---- ბ-----ბის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სხეულის სხვადასხვა ადგილებში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, მოქაჩა თმებზე და უკბინა მარჯვენა ხელის თითებზე, რის შედეგადაც მ-----ა ბ-----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. გ------- ხ----–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

სასამართლოს დასკვნა გ------- ხ----–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ გ------- ხ----–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ------- ხ----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებულია ფიზიკური ძალადობა, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო მეორეს მხრივ, აფასებს განხორციელებული ძალადობის ხასიათსა და ინტენსივობას, კერძოდ, ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობა არ გამოირჩეოდა ისეთი მომეტებული საშიშროებით, რაც აუცილებელს გახდიდა გ------- ხ----–---–ის იზოლირებას ოჯახისა და საზოგადოებისაგან საპატიმრო სასჯელის გამოყენებით. ამასთან ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია განმეორებითი ხასიათი და იგი პირველად განხორციელდა.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იგი აღიარებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს და გამოთქვამს გულწრფელ სინანულს, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს სისხლისსამართლებრივი სანქცია გამოყენებული, ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი, რომელთაც სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლით უწევს მატერიალურ დახმარებას, ამასთან, საქმეში არსებული მასალებიდან არ იკვეთება გ------- ხ----–---–ის პასუხისმგებლობის რაიმე დამამძიმებელი გარემოება. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს გ------- ხ----–---–ის მიმართ პირველივე შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ბრალდებულის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულების გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც. რაც შეეხება ალტერნატიული სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნას, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია, რამდენადაც ბრალდებულის განმარტებით, აქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რაც ხელს შეუშლის დანიშნული სასჯელის მოხდას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- ხ----–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად სასამართლოს მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ბრალდებულის სათანადო ქცევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ხ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

2. მსჯავრდებულ გ------- ხ----–---– სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 8 ნოემბრიდან - 2017 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის პერიოდი.

3. მსჯავრდებულ გ------- ხ----–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ------- ხ----–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. საგამოძიებო მოქმედების - დათვალიერების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი