განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100119003141292
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
საქმის # 1/184-2019 წ
02 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი სოფია კობახიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი რ------–----ე
დაცვის მხარე - ადვოკატი თ------------ე
ბრალდებული - ე---------------ე (დაბადებული 0--------- წელს, პირადი ნომერი: 6----------, მოქალაქეობა: საქართველო, განათლება: ს-–----–ო, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მ----–-----ი; ფაქტობრივად მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი კ-----–---ი).
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2----–-–---------------–---ან ე---------------ე და მ------------ე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2019 წლის 19 ივლისს დაახლოებით 10:05 საათზე, ქ. ბათუმში ფ-----–--–-----------------ში მდებარე სახაჭაპურეში, არასრულწლოვანი შვილების, ა------ა და ა-–--ა კ-------ის თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე ურთიერთკამათისას ე---------------ემ მ------------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდგომ ერთხელ ხელი დაარტყა სახეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ბრალდებულმა ე---------------ემ, როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება, მ------------ის, თ------------------ის, კ-----–---–-----ის, ზ-------–-------ის, ე---------------ის, გ----------–-----ის, ბ-------------ის, ბ------------ის, დ----------------ის, მ------------–--ის, ი-----–--------------ის გამოკითხვის ოქმები, დაკავების ოქმი, ამოღების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემაკავებელი ორდერი და ოქმი, დათვალიერების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ქორწინების აქტის ჩანაწერი, დაბადების მოწმობის ასლები, მ------------ის განცხადება და ხელწერილი.
ამრიგად, უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ე---------------ემ ოჯახის წევრის მეუღლის მ------------ის მიმართ, შვილების ა------ა და ა-–--ა კ-------ის თანდასწრებით განახორციელა ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა ე---------------ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის წევრის მიმართ ძალადობით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ადამიანის ხელშეუხებლობას, ასევე მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა ოჯახის წევრი, რაც ამავე დროს ხელყოფს ოჯახში თანასწორუფლებიანობას და მშვიდ თანაცხოვრებას, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.
თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებული დაუპირისპირდა ოჯახში და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, ისეთი ფორმებით, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ წესებს ეწინააღმდეგება, რაც დასაგმობია, რადგანაც სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ცალკეულმა პირებმა თავის თავზე აიღონ სხვა პირის დასჯა და ანგარიშსწორება, ვინაიდან უგულებელყოფილი იქნება კანონის უზენაესობა.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, თუმცა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშული. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაზარალებულს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, ე---------------ე არაა ნასამართლევი, აღიარა და ინანიებს ჩადენილს, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, განთავისუფლების შემდეგ რაიმე დარღვევა არ ჩაუდენია, რაც მიუთითებს, რომ მან გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება, რომლის ზომა ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში მინიმუმი ზომით.
იმის გამო, რომ ე---------------ე იმყოფებოდა პატიმრობაში საბოლოდ სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე.
ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:
ე---------------ის მიმართ უნდა გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს.
ნივთმტკიცების სახით არსებული მობილური ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე---------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ე---------------ეს 2019 წლის 19 ივლისიდან 2019 წლის 20 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელის ზომა და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 190 საათის ვადით.
გაუქმდეს ე---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო და გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 1000 ლარი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს მ----------–---–--ეს (პ/ნ 6----------).
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება, ასევე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახისა და ყოველდღიური ხანგრძლივობის, სამუშაო ადგილის, დამსაქმებლის განსაზღვრა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთმტკიცების სახით არსებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე დავით გელაშვილი