განაჩენი

სისხლის სამართლის 04.09.2019
საქმის ნომერი
200100119003134631
დავის ტიპი
210 1
თარიღი
04.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/211-19

#200100119003134631

(გამოძიების საქმის №0-----------)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 სექტემბერი, 2019 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მარინე ცერცვაძემ

სოფიკო ჩაფურიშვილის სხდომის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თ---------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ვ------ ქ--------–--ე - დაბადებული 1----–-–------------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ს--------ო, ჯ--------ის ქ. N--.

 

ადვოკატი - კ------- ხ----------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2016 წლის 11 აგვისტოს, ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა ,,თ------ ხ--–-–---–ი“ (ს/ნ 3----------). მეწარმის სახელით საქმიანობას, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ახორციელებდა ვ------ ქ--------–--ე, რომელიც მის სარგებლობაში არსებული ,,ფ------------------ის“ მარკის სატვირთო ავტომანქანით, სახელმწიფო ნომერი ,,S------“ ახორციელებდა სათბობი შეშის ტრანსპორტირებას და რეალიზაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. სამეწარმეო საქმიანობის პროცესში, ვ------ ქ--------–--ემ, სახელმწიფოს წინაშე შესაბამისი ფინანსური ვალდებულებებისაგან გათავისუფლების მიზნით გადაწყვიტა დაემზადებინა და გამოეყენებინა ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, ვ------ ქ--------–--ე წერდა ყალბ ელექტრონულ ზედნადებებს, რომელსაც შემდგომ იყენებდა სათბობი შეშის ტრანსპორტირებისას. კერძოდ, 2019 წლის 07 ივნისს, ვ------ ქ--------–--ემ ი/მ ,,თ------ ხ--–-–---–ის“ (ს/ნ 3----------) სახელით ი/მ ,,დ----- უ---–-----ისაგან“ (ს/ნ 0----------) შეიძინა 3მ3 დაკოტრილ-დაჩეხილი სათბობი შეშა, რაზეც გაიწერა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები Nელ-0456351312. სათბობი შეშა ვ------ ქ--------–--ეს ტრანსპორტირებით უნდა გადაეტანა ახმეტიდან ს--------ოს სოფ. გორანაში.

2019 წლის 24 ივნისს ვ------ ქ--------–--ემ ი/მ ,,თ------ ხ--–-–---–ის“ (ს/ნ 3----------) სახელით წ-----ში, დ. ა---–------ის ქუჩა N----ს მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელა 1,5მ3 დაკოტრილ-დაჩეხილი სათბობი შეშის ტრანსპორტირება და რეალიზაცია გ------ი ჩ-------–---–ზე. შეშის ტრასპორტირების მიზნით ვ------ ქ--------–--ემ ი/მ ,,თ------ ხ--–-–---–ის“ (ს/ნ 3----------) სახელით გაწერა შიდა გადაზიდვის ხე-ტყის Nელ-0459885652 ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, რომელშიც ხე-ტყის წარმოშობის გრაფაში მითითებულია სასაქონლო ზედნადებები N0456351312, N0456251877, იმავე დღეს ვ------ ქ--------–--ემ მოახდინა Nელ-0459885652 სასაქონლო ზედნადებების გაუქმება იმის ნიშნად, თითქოს მას შეშის ტრანსპორტირება არ განუხორციელებია. რეალურად ვ------ ქ--------–--ემ სარგებლობაში არსებული ,,ფ------------------ის“ მარკის, სახელმწიფო ნომერი ,,S------“, სატვირთო ავტომანქანით განახორციელა ხე-ტყის ტრანსპორტირება და რეალიზაცია, თუმცა ხე-ტყის Nელ-0459885652 სასაქონლო ზედნადებებში ოპერაციის შინაარსში მიუთითა შიდა გადაზიდვა, აღნიშნული ზედნადები კი გააუქმა, იმის ნიშნად, რომ თითქოს მას შეშის ტრანსპორტირება არ განუხორციელებია. აღნიშნულის შემდგომ ვ------ ქ--------–--ემ ი/მ ,,თ------ ხ--–-–---–ის“ (ს/ნ 3----------) სახელით კვლავ გაწერა შიდა გადაზიდვის ხე-ტყის, ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომელშიც ხე-ტყის წარმოშობის გრაფაში მიუთითა მის მიერ უკვე დამზადებულ და გამოყენებულ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული სასაქონლო ზედნადებები N0456351312, N0456251877, რომლითაც მას უკვე განხორციელებული ჰქონდა შეშის ტრანსპორტირება და რეალიზაცია. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე ვ------ ქ--------–--ემ მოახდინა ხე-მასალის ტრანსპორტირება და რეალიზაცია. რეალიზაციის დასრულების შემდგომ იგი სისტემატიურად აუქმებდა ყალბ ზედნადებებს, თითქოსდა მას არ განუხორციელებია ხე-მასალის ტრანსპორტირება. ამდენად, ვ------ ქ--------–--ემ არასწორი ინფორმაციის ასახვით დაამზადა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებები, რაც გამოიყენა შეშის ტრანსპორტირების და რეალიზაციის დროს.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; დათვალიერების ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და სხვ.) ერთობლიობა ვ------ ქ--------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ------ ქ--------–--ემ ჩაიდინა ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ვ------ ქ--------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. სასამართლო ითვალისწინებს ასევე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ვ------ ქ--------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ------ ქ--------–--ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვ------ ქ--------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ვ------ ქ--------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

CD და DVD დისკები შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი სათბობი შეშა, რომელიც განთავსებულია ქ. თ---–------------------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გადაეცეს ს----------–--------------------------------------------------------------------------------------------------------------–ოს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე