განაჩენი

სისხლის სამართლის 04.09.2019
საქმის ნომერი
060100119003143051
დავის ტიპი
381
თარიღი
04.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 060100119003143051

საქმე N1/129-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

4 სექტემბერი, 2019 წელი ქ. სამტრედია

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე როინ კახიძე

სხდომის მდივანი გურამ შენგელია

პროკურორი - მ----------–---;

ბრალდებული -ო------ კ-----–-–---–-;

ადვოკატი - ნ-----------–----;

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

ბრალდებულ ო------ კ-----–-–---–-ს მიმართ;

მამის სახელი: შ-----;

დაბადებული: 0-.0-.1--- წელი;

დაბადების ადგილი: ხ----ს რაიონი.

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

პირადი ნომერი; 5----------

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე;

რეგისტრირებული; ხ----ს რაიონი ს------–- კ--------------.

ფაქტობრივი საცხოვრებელი: ქ. ხ---- მ-----------–--------–------------–-;

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 13 ივლისს ო------ კ-----–-–---–-ს მიერ მეუღლის კ----- კ-----–-–---–-ს მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხოფის ფაქტზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რითაც მას აეკრძალა კ----- კ-----–-–---–-ს საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, ასევე აეკრძალა მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, 2019 წლის 13 ივლისს, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში ო------ კ-----–-–---–-- არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება და დაახლოებით 21 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, მივიდა ქ. ხ---- მ-----------–--------–------------–- კ----- კ-----–-–---–-ს საცხოვრებელ სახლში და მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხოფა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, (არსებით სხდომაზე) ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ო------ კ-----–-–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა ბრალდებულის ცნობისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მიერ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ო----- კ-----–-–---–-ს ბრალეულობას, კერძოდ: მოწმეების კ----- კ-----–-–---–-ს, დ----- ფ---–---–----, ბ-------------–---–--- ნ----------–----, ი------------- გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, ბრალდების შესახებ დადგენილებით.

სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

ო------ კ-----–-–---–-ს, მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

სასჯელის დასაბუთება:

ბრალდებულ ო------ კ-----–-–---–-ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს (არ არის ნასამართლევი) ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს (ინანიებს ჩადენილს). ეკონომიურ მდგომარეობას (უმუშევარია), სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, როგორც სხვა პირთა, ასევე ო----- კ-----–-–---–-ს მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისი შემდგომი რესოციალიზაციის მიზნით, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება, გამოყენებული უნდა იქნეს პირობით მსჯავრი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-ე 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ო------ კ-----–-–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა 1 წლით.

2. განაჩენის აღსრულება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. ო----- კ-----–-–---–- 2019 წლის 14 ივლისიდან 2019 წლის 21 აგვისტომდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის მოხდის ვადაში.

4. ო----- კ-----–-–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

7. მსჯავრდებულს უფლება აქვს შუამდგომლობა შეიტანოს შეწყალების შესახებ.

 

მოსამართლე

როინ კახიძე