განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1033-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- ნ-------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ----- ვ----- ძე ზ---------ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------- დაბადებული 1--- წლის 1-----–--ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული:------- თ---------–---- მ-------- #5- ბინა#1--–ი და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- მ---–------- ქ.#-, ბინა #---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)
ადვოკატი - პ------ ბ--–---–---–-
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 16 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე, ზ----- ზ---------ი იმყოფებოდა საცხოვრებელ მისამართზე - თ---–---- ა-–------- ქ.#-, ბინა #---–-, რა დროსაც ფიზიკური ძალადობა განახორციელა ყოფილი მეუღლის - ხ----- ც-------ის მიმართ, კერძოდ თმების მოქაჩვით, სახეში ხელის დარტყმითა და შუბლზე კბენით მიაყენა მას ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა
2.1. 2019 წლის 16 იანვარს, მოქალაქე ხ----- ც-------ემ წერილობითი განცხადებით აცნობა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებას მასზე განხორციელებული ოჯახური ძალადობის შესახებ.
2.2. მსხვერპლის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. გამოძიების დაწყებისთანავე გამომძიებელმა ნ----- მ-----–-–---–მა გამოკითხა მსხვერპლი ხ----- ც-------ე, რომელმაც დაადასტურა განცხადებაში მითითებული ინფორმაცია.
2.3.დაზარალებულმა ხ----- ც-------ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ჩვენების მიცემაზე უარით - დაზარალებულს არ მოუხდენია გამოძიებაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორის უარყოფა, აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს შეფასების საგანი გახდა ყველა ის მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა.
2.4. მოწმე ს--–---- ზ---------მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
2.5.მოწმე ზ------ ზ---------მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - ძმის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
2.6. ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების გამომძიებლის მოწმე ნ----- მ-----–-–---–ის ჩვენებით დადგინდა, 2019 წლის 16 იანვარს, საღამოს საათებში, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში ადვოკატთან ერთად გამოცხადდა ხ----- ც-------ე და დაწერა წერილობითი განცხადება მეუღლის, ზ----- ზ---------ის მიერ, მასზე განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. მოწმემ დაზარალებულის სახით დაუყოვნებლივ გამოკითხა ხ----- ც-------ე. ეს უკანასკნელი გამოკითხვაში აცხადებდა, რომ მასზე ფიზიკურად იძალადა მეუღლემ და ეს არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა. ხ----- ც-------ე იყო ძალიან შეშინებული და აღელვებული, შუბლზე, მარცხენა მხარეს აღენიშნებოდა მოწითალო ფერის დაზიანება ნაკბენის სახით.
2.7. ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების გამომძიებლის მოწმე თ----- ბ----–-–---–ის ჩვენებით დადგინდა, 2019 წლის 16 იანვარს, დაზარალებულ ხ----- ც-------ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. ხ----- ც-------ეს განყოფილებაში ყოფნის დროს შუბლის მარცხენა მხარეს აღენიშნებოდა დაზიანება, ნაკბენის სახით. დაზარალებული იყო აღელვებული და განმარტავდა, რომ მეუღლემ ზ----- ზ---------მა უკბინა შუბლის მიდამოში.
2.8. მოწმე ს-----–--- ც-------ის ჩვენებით დადგინდა, არის დაზარალებულ ხ----- ც-------ის დედა. თანაცხოვრების პერიოდში, სხვადასხვა მიზეზით, ხშირ შემთხვევაში კი საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე, ზ----- ზ---------ი ხ----- ც-------ეს ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ერთად სისტემატურად ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც დაზარალებული მუდმივად იმყოფებოდა სტრესისა და შიშის მდგომარეობაში. 2019 წლის 16 იანვარს, მოწმეს მობილურ ტელეფონზე, ,,ვაიბერით“ დაუკავშირდა ხ----- ც-------ე, ტიროდა, ამბობდა რომ ზ----- ზ---------მა სახეში დაარტყა ხელი, მოქაჩა თმები და უკბინა შუბლზე. ვიდეოთვალით მკაფიოდ ჩანდა, რომ მას სახეზე მიღებული ჰქონდა დაზიანებები. ხ----- ც-------ის თანხმობით დარეკა ,,112-ში’’ და განაცხადა ოჯახში ძალადობის ფაქტზე, პარალელურ რეჟიმში გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც დახვდა ხ----- ც-------ე, შუბლის არეში დაზიანებით. დაზარალებულმა პოლიციის განყოფილებაში მოწმეს დაუდასტურა, რომ სცემა მეუღლემ.
2.9. დაზარალებულის სხეულზე ძალადობის კვალის აღმოჩენის მიზნით დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. #0-------- სამედიცინო ექსპერტიზის თანხმად, პირადი შემოწმებით: 2019 წლის 18 იანვარს, მოქ.ხ----- ც-------ეს შუბლის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაკაწრი. დაზიანებები, როგორც ერთობლიობაში, ისე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს - 2019 წლის 16 იანვარს. სისხლნაჟღენთი განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები მოქმედების შედეგად.
2.10. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა, კ------------- ც-----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, ხ----- ც-------ე შეამოწმა პირადად. შესამოწმებელი პირის გადმოცემით, მასზე ფიზიკურად იძალადა მეუღლემ, კერძოდ უკბინა შუბლის მიდამოში. ექსპერტის განმარტებით, შუბლის მიდამოში სისხლნაჟღენთი მიყენებული იყო მკვრივი-ბლაგვი საგნით. ნატურალურ მკვრივ - ბლაგვ საგანს წარმოადგენს ადამიანის ხელი, ფეხი, კბილი, ხოლო ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები მოქმედების შედეგად, რომელიც შესაძლოა იყოს ადამიანის კბილი.
2.11. ხ----- ც-------ის მოთხოვნით ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, გამოიცა შემაკავებელი ორდერი #0----- მოძალადე ზ----- ზ---------ის მიმართ. შემაკავებელ ორდერთან ერთად გამოიცა შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელშიც ასახულია მსხვერპლის მიერ გამომძიებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია ოჯახურ ძალადობასთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია ოქმის შინაარსი რომელიც გადმოსცემს მსხვერპლის მიერ მითითებულ გარემოებებს. ინციდენტის ფაბულაში ხ----- ც-------ე აღნიშნავს, რომ ყოფილმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, უკბინა შუბლზე და მოქაჩა თმებში. ოქმში მითითებულია, რომ მსხვერპლს ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანება შუბლზე ნაკბენის სახით. ოქმში ასევე მითითებულია, რომ 2019 წლის 16 იანვრის გარდა სხვა დროსაც ჰქონდა ადგილი ძალადობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას და დამცირებას.
2.12.დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:
2.12.1. ბრალდებულმა ზ----- ზ---------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო. განმარტა, რომ მეუღლეზე ხ----- ც-------ეზე ფიზიკურად არასდროს უძალადია.
2.12.2. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები რ-------- ს---–-----–--ე და პ---–- გ----------ი. ხსენებული პირები დანაშაულებრივ ფაქტთან მიმართებაში სასამართლოს არ აწვდიან რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას, მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე ისაუბრეს არა დანაშაულთან მიმართებაში, არამედ შემოიფარგლნენ მხოლოდ ზ.ზ---------ის დადებითი დახასიათებით და მისი მხრიდან გაწეულ ქველმოქმედებაზე. შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს ბრალეულობის ან უდანაშაულობის კონტექსტში დეტალურად არ განიხილავს.
2.12.3. დაცვის მხარის პოზიცია გამამართლებელი განაჩენის მიღების მოთხოვნასთან მიმართებაში იმ არგუმენტზე მითითებით, რომ მსხვერპლმა სასამართლოს ჩვენება არ მისცა - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 2017 წლის 5 აპრილს რატიფიცირებული იქნა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენცია. კონვენციის 55-ე მუხლი ხელშემკვრელ მხარეებს, რომელთა შორისაც არის საქართველო, ავალდებულებს, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ხ----- ც-------ემ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, მხოლოდ ეს გარემოება, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ვერ გახდება გამამართლებელი განაჩენის მიღების საფუძველი. ზ----- ზ------ინის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა დადასტურდა არაერთი მტკიცებულებით და ამ მტკიცებულებებისა და საქმის გარემოებების ლოგიკური ანალიზით. სასამართლო ხაზს უსვამს ოჯახური ძალადობის დანაშაულის თავისებურებას, იგი ძირითად ხორციელდება დახურულ სივრცეში - ოჯახის პირობებში, როდესაც მოძალადე, მსხვერპლი და მოწმეც არიან ერთი ოჯახის წევრები და მათი ოჯახური კავშირიდან გამომდინარე დანაშაული რჩება ლატენტური (გაუმჟღავნებელი და დაფარული), აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს, თუ რამდენად ოპერატიულად მოხდა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა და ამ კუთხით დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება. განსახილველ შემთხვევაში ჩარევა იყო იმდენად დროული, მყისიერი და ეფექტური, რომ შეიქმნა დამატებითი მტკიცებულებები საქმის გამომძიებელთა ჩვენებებისა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თვალსაზრისით. გამომძიებელის ნ----- მ-----–-–---–ის და თ----- ბ----–-–---–ის ჩვენებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ოჯახში ნამდვილად ჰქონდა ადგილი ფიზიკურ ძალადობას და აღნიშნულის მკაფიო დასტურია მოწმეთა ჩვენებების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, მსხვერპლს პოლიციის განყოფილებაში გამოცხადების მომენტისთვის არ ჰქონდა განელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად მიყენებული ტკივილი და ემოციური განცდა, იგი იყო უკიდურესად აღელვებული, შეშინებული, ტიროდა, უჭირდა საუბარი, ამასთან, შუბლის არეში აღენიშნებოდა სიხლნაჟღენთი. ძალადობის მყისიერად გამოვლენა ეფექტურია იმ თვალსაზრისითაც, რომ დროის სიმცირიდან გამომდინარე მსხვერპლს ინტელექტუალური თვალსაზრისით არ აქვს ობიექტური შესაძლებლობა დაამახინჯოს ან გააზ-----ოს ფაქტები, ამ დროს, მისი მხრიდან პოლიციელებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის გულწრფელი, მეტად სანდო და სარწმუნო. სახელმწიფოს ოპერატიულმა ჩარევამ, ასევე შეუწყო ხელი მსხვერპლის სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალის აღმოჩენას, დანაშაულის გამოვლენიდან გონივრულ დროში ხ----- ც-------ე პირადად იქნა შემოწმებული ექსპერტის მიერ. შემოწმების პროცესში მსხვერპლს აღენიშნებოდა დაზიანებები შუბლის მიდამოში სისხლნაჟღენთების და ნაკაწრის სახით. შესამოწმებლის გადმოცემით: 2019 წლის 16 იანავრს ღამით, მეუღლემ ფიზიკურად იძალადა მასზე. ოჯახური დანაშაულის კატეგორიის საქმეებში მნიშვნელოვანია გამოვლინდეს თუ ვინ სთხოვს სახელმწიფოს დახმარებას, ვინ არის დანაშაულის შესახებ შეტყობინების ინიციატორი, განსახილველ შემთხვევაში გამომძიებელ ნ.მ-----–-–---–ის და თ.ბ----–-–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ შეტყობინების ინიციატორი იყო თავად მსხვერპლი. ეს ფაქტობრივი გარემოება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ვინაიდან, ამ კატეგორიის საქმეები ცხადყოფენ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ, სანამ მდგომარეობა არ გაუარესდება და სამართალდამცავების ჩართულობა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა აღმოჩნდება. სწორედ იდენტურია განსახილველი შემთხვევაც. სასამართლოს შეფასებით მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს დაზარალებულის დედის ს-----–--- ც-------ის ზეპირი ჩვენება, ს-----–--- ც-------ე არის ის პირი, ვისთანაც ძალადობის შემდეგ პირველი ვიზუალური კონტაქტი დაამყარა ხ----- ც-------ემ. დაზარალებულმა დედას უამბო ძალადობის შესახებ და ვიდეო თვალის საშუალებით აჩვენა დაზიანება სახის - შუბლის არეში. ასევე მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელიც აღწერს უშუალოდ მსხვერპლის მიერ გადმოცემულ ძალადობის მოვლენებს, ოქმის შინაარსის სისწორეს და სანდოობას მოწმობს ხ----- ც-------ის ხელმოწერა.
2.12.4. დაცვის მხარის არგუმენტი, - მხედველობაში არ იქნეს მიღებული საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხული პირების ნ----- მ-----–-–---–ისა და თ----- ბ----–-–---–ის ჩვენებები, ვინაიდან მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებას,- სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. ირიბი ჩვენების სანდოობის და გაზიარების თვალსაზრისით არსებითია შემოწმდეს, მოწმეებმა ვისგან და დანაშაულის ჩადენიდან დროის რა მონაკვეთში მიიღეს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში ფაქტია ის გარემოება, რომ ძალადობიდან დროის უმოკლეს პერიოდში ნ----- მ-----–-–---–ი და თ----- ბ----–-–---–ი შეხვდნენ ძალადობის მსხვერპლს. მოწმეთა გადმოცემით დაზარალებული ხ----- ც-------ე აცხადებდა, რომ იყო მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი და პრევენციის სახით ითხოვდა დამცავი ორდერის გამოყენებას. გარდა ამისა, სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის სხეულზე ძალადობის კვალის აღმოჩენის ნაწილში გამომძიებლები წარმოადგენენ პირდაპირ მოწმეებს, მათ პოლიციის განყოფილებაში დაზარალებულის შუბლზე დააფიქსირეს დაზიანების კვალი.
2.12.5.სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ზ----- ზ------ინმა 2019 წლის 16 იანვარს, ოჯახში კონფლიქტის ნიადაგზე, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე ხ----- ც-------ეზე. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლოს შეფასებით მოძალადის ქმედება არის ბრალეული, რის გამოც მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა ძალადობა განახორციელა პირის მიმართ (ყოფილი მეუღლე), რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად.
2.12.6.სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. ტკივილის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმებით, მართალია, დაზარალებულმა სასამართლოს ჩვენება არ მისცა და მისგან ვერ იქნა მოსმენილი ტკივილის ელემენტები, თუმცა ეს სასამართლოს არ უშლის ხელს ობიექტურად შეაფასოს ტკივილის კომპონენტი. სასამართლოს შეფასებით ფიზიკური ძალადობის შედეგად მსხვერპლის სხეულზე არსებული დაზიანების სიმრავლე და მორფოლოგიური სურათი მიუთითებს ტკივილის ობიექტურად განცდის აუცილებლობაზე.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.
3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. პატივი და ღირსებაც წარმოადგენს ადამიანის ხელშეუვალ უფლებას და მას იცავს საქართველოს კონსტიტუცია, ამ უფლების ხელყოფა, თუნდაც ოჯახის წევრის მიერ, აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თ---------–---- თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3.4.სასამართლომ შეაფასა ზემოთგანხილული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ ზ-----ი ზ---------ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული ბრალეული ქმედება, რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ზ----- ზ---------ის პასუხისმგებლობის ნაწილობრივ შემამსუბუქებელი გარემოებაა დაცვის მხარის მოწმეთა მიერ ბრალდებულის დადებითი დახასიათება.
4.2. ზ----- ზ---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.2. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი დამნაშავე პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, აღნიშნულიდან გამომდინარე არ არის აუცილებელი ბრალდებულის იზოლაცია საზოგადოებისაგან. სასჯელის მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებით.
5.3. სასამართლოს შეფასებით კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა ზ----- ზ------ინმა მომავალში აღარ ჩაიდინოს განზრახი დანაშაული, მოახდინოს მისი ქმედებების კორექტირება, თვითშეგნების ამაღლება და რესოციალიზაცია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ----- ზ------ინი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ასორმოცდაათი) საათი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 4 თებერვლიდან - 2019 წლის 8 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 125(ასოცდახუთი) საათი.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით ზ----- ზ------ინის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ზ----- ზ---------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (საკადასტრო კოდით #0-----------, მდებარე რ--------- დ-------- ქუჩა #8-–-).
3. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა