განაჩენი

სისხლის სამართლის 24.07.2019
საქმის ნომერი
330100119002916570
თარიღი
24.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1309-19 (№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 ივლისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ა--------ა

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ი----------ის ასული ს-----–---–ი - დაბადებული 1--- წლის 1------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თბილისი, ფ-------–--------------–--------------------------------ში

 

ადვოკატი - ნ--- ს------------–----ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის 11 ნოემბერს 01:00 საათზე, ქ.თბილისში, ფ-------–--------------–--------------------------------ში საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო, ურთიერშელაპარაკებისას, ი--------–---–მა დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით ერთი შემავალი ჭრილობა მიაყენა კისრის მარჯვენა არეში მასთან მუდმივად მცხოვრებ სიძეს - თ----- ლ----------ას. აღნიშნული ქმედებით თ----- ლ----------ას მიადგა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. 2018 წლის 23 ნოემბერს, ი--------–---–ის მიერ მიყენებული დაზიანების შედეგად თ----- ლ----------ა გარდაიცვალა შპს „---------------–-ის“ საავადმყოფოში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 11 ნოემბერს 01:00 საათზე, ქ.თბილისში, ფ-------–--------------–--------------------------------ში საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო, ურთიერშელაპარაკებისას, ი--------–---–მა მასთან მუდმივად მცხოვრებ სიძეს (დის მეუღლეს) - თ----- ლ----------ას დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება - ერთი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის მარჯვენა არეში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლის ნინო ლ----------ას ჩვენებით, არის გარდაცვლილ თ----- ლ----------ას შვილი. მოწმის განმარტებით, ფაქტს არ შესწრებია, თუმცა მ------ ს-----–---–ისაგან შეიტყო, რომ ი--------–---–მა დაჭრა თ----- ლ----------ა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა, რამაც მას მიაყენა დიდი მორალური ზიანი.

 

მოწმე მ------ ს-----–---–ის ჩვენებით, ქ.თბილისში, ფ-------–--------------–--------------------------------ში ცხოვრობდა მეუღლესთან - თ----- ლ----------ასთან, შვილთან და დასთან - ი--------–---–თან ერთად. იას უყვარდა ალკოჰოლი და სასმელის მიღების შემდეგ ხდებოდა აგრესიული. 2018 წლის 11 ნოემბერს, ოჯახის წევრები ვახშმობდნენ, ია და თ-----ი ალკოჰოლს სვამდნენ, თავად კი 1 ჭიქა მიირთვა მხოლოდ. ვახშმის დასასრულს, იამ თ-----ს ჰკითხა, გადაიხადა თუ არა ინტერნეტის გადასახადი, რაზეც თ-----მა უპასუხა, რომ გადახდილი ჰქონდა და არ გაითიშებოდა. აღნიშნულ საკითხზე მათ შორის დაიწყო კამათი, ია ამბობდა, რომ არ იყო გადახდილი, თ-----ი კი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა, მ------ ს-----–---–ი ცდილობდა მათ დაწყნარებას, თუმცა ვერ შეძლო. მოწმის განმარტებით, ჩხუბმა ბინის შემოსასვლელში გადაინაცვლა, რა დროსაც ია გაიქცა სამზარეულოში დანის ასაღებად, რომ თავი დაეზიანებინა. მოწმის ჩვენებით, იამ აიღო დანა და გამოვიდა დერეფანში, თ-----ი მას მივარდა დანის წასართმევად, ხელის ქნევის დროს იას დანა მოუხვდა თ-----ის ყელზე, არტერიაში. მოწმის ვარაუდით, „არამგონია ძალით დაერტყა, უფრო ვფიქრობ, რომ შემთხვევით მოუხვდა.“ იას თავი აღარ დაუზიანებია, დანა დააგდო და თავად დარეკა საპატრულო პოლიციასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში. მოწმის განმარტებით, ადგილზე მალევე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც და საპატრულო პოლიციაც, თ-----ი გადაიყვანეს კლინიკაში, ია კი დააკავეს, როგორც ახსოვს, სახლში, მიმალვა არ უცდია, თავზე ადგა თ-----ს და ნერვიულობდა მომხდარის გამო. ასევე მივიდნენ გამომძიებლებიც და მისი მონაწილეობით დაათვალიერეს ბინა, ამოიღეს სხვადასხვა ნივთები, მათ შორის, დანა, იას სისხლიანი ხალათი და ჩუსტები (რომელიც ეცვა დაჭრის დროს და შემდეგ გამოიცვალა), ამოღებული ნივთები დაილუქა და მოწმემ ხელი მოაწერა როგორც ოქმს, ისე ლუქებს. მოწმის განმარტებით, სასწრაფოს ექიმების მოსვლის დროისათვის, თ-----ი გონზე აღარ იყო, დანის დარტყმის შემდეგ მხოლოდ ის თქვა, „რა მიქენი, არტერიაში დამარტყიო“, გონება დაკარგა და შესასვლელში დაეცა. მოწმის ჩვენებით, დაჭრილი თ----- ლ----------ა გარდაიცვალა დაახლოებით 1,5 კვირის შემდეგ. მ------ ს-----–---–ის განმარტებით, იას და თ----- შორის კამათი ადრეც მომხდარა, თუმცა ასეთი შეტაკება - არასდროს. ასევე ყოფილა იას მხრიდან თვითდაზიანების ფაქტებიც, ჩხუბის დროს დანას დაავლებდა ხოლმე ხელს, თუმცა არაერთხელ გადაარჩინეს ოჯახის წევრებმა. მოწმის ჩვენებით, დაჭრის დროს არც ისე შორს იდგა, მაგრამ ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ დანის წართმევა არ უცდია, შეშინებული მხოლოდ სთხოვდა დას და მეუღლეს, რომ გაჩერებულიყვნენ. მ------ ს-----–---–მა განმარტა, რომ ია არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, ძალიან ცოტას ხედავს, თუმცა მასზე უკეთესი მხედველობა აქვს. მოწმემ არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია - „იამ რამდენჯერმე მოუქნია თ-----ს დანა მარჯვენა ხელით, რაც მე დავინახე ჩემი თვალით, გარკვევით და დაარტყა ყელის არეში, რა დროსაც თ-----ს წასკდა სისხლი ყელიდან და მისი სისხლით გაივსო მიმდებარე ტერიტორია“, თუმცა განმარტა, რომ გარეშე პირთან ერთად წაიკითხა ჩვენება. მოწმის ჩვენებით, კონფლიქტის დღეს, სახლში იმყოფებოდა მისი შვილი პირველი ქორწინებიდან, რომელიც არის პირველი ჯგუფის უსინათლო და აქვს გონებრივი პრობლემები, რის გამოც ვერ მოხდა მისი გამოკითხვა.

 

ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, 2019 წლის 5 თებერვალს, სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფ.სპეციალისტის ნინო ჯაფარაშვილისაგან გამოთხოვილი იქნა 2018 წლის 11 ნოემბრის №------- (შეტყობინება) აუდიო ჩანაწერი 1 (ერთი) ცალ დისკზე, რც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი დ.რ---–---–ი).

 

სასამართლო სხდომაზე ზ/აღნიშნული აუდიოჩანაწერის გამოკვლევის შედეგად დადგინა, რომ სსიპ „112“-ში დაფიქსირდა ი--------–---–ის სატელეფონო ზარი, რა დროსაც აღელვებულ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული, ყვირილითა და ტირილით ითხოვს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის მისვლას მისსავე საცხოვრებელ მისამართზე, ვინაიდან ჩაიდინა დანაშაული - „გეხვეწებით, სასწრაფო, პოლიცია... მემგონი კაცი მოვკალი... მემგონი კაცი შემომაკვდა... ი--------–---–ი ვარ... გავცხარდი, ცოტა ნასვამი ვიყავი, დანა დავარტყი, ყელთან აქვს მგონი ჭრილობა.“

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 11 ნოემბერს 01:30 საათზე, ქ.თბილისში, ზ--------------–-–------------–----------------------ის მ---------------ოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნა ი----------ის ას ს-----–---–ი მას შემდეგ, რაც მისმა დამ, მ------ ს-----–---–მა მასზე მიუთითა, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე (გამომძიებელი თ.თ------ე, მონაწილე პირები: ე.ნ------–---–ი, ხ.კ----ე).

 

შ--------------------------------–-------------------–--ის თანამშრომლებმა: თ----- თ------ემ, ხ------- კ----ემ და ს-–---- გ----–-ამ დაადასტურეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2018 წლის 11 ნოემბერს, ღამის საათებში, საძახილში გავიდა შეტყობინება, რომ ქ.თბილისში, ფ-------–--------------–--------------------------------ში ი--------–---–მა დანით დაჭრა დის ქმარი, თ----- ლ----------ა და თავად იყო შეტყობინების ინიციატორიც. შემთხვევის ადგილზე გავიდნენ თ----- თ------ე, გ------- ს--–--–---–ი, ხ------- კ----ე და ს-–---- გ----–-ა, რა დროსაც მ--------------ის სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ეზოში შენიშნეს ქალბატონი, რომელმაც განუმარტა პოლიციის თანამშრომლებს, რომ იყო ი--------–---–ი და დაჭრა სიძე. ბრლდებულთან დარჩნენ თ.თ------ე და ხ.კ----ე, ხოლო ს.გ----–-ა და გ.ს--–--–---–ი შევიდნენ პირველ სართულზე მდებარე ბინაში. ეს უკანასკნელი მალევე გამოვიდა ეზოში მ------ ს-----–---–თან ერთად, რომელმაც მიუთითა ი--------–---–ზე და განმარტა, რომ იამ დაჭრა მისი ქმარი. აღნიშნულის საფუძველზე მოხდა ი--------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავება, მას განემარტა უფლებები და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკაც, რა დროსაც არაფერი ამოღებულა. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი განყოფილებაში შეადგინა თ.თ------ემ, პირად ჩხრეკაში კი მონაწილეობდა ხ.კ----ე. ოქმს ბრალდებული გაეცნო როგორც პირადად (მას აქვს ფიზიკური ნაკლი, მხედველობის პრობლემა, თუმცა თვალთან ახლოს მიტანით კითხულობს), ისე მოწვეული გარეშე პირის მიერ, ბრალდებულმა ხელი მოაწერა და შენიშვნა ან პრეტენზია არ დაუფიქსირებია. პოლიციის განყოფილებიდან ბრალდებული მოთავსდა დროებითი მოთავსების იზოლატორში. საგამოძიებო მოქმედების პროცესში, ი.ს-----–---–ი იმეორებდა, რომ მან დაჭრა სიძე და ძალიან განიცდიდა, „ეს რა გავაკეთეო.“

 

მოწმე თ.თ------ემ დამატებით განმარტა, რომ საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე დააფიქსირა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის მისვლას კი ვერ იხსენებს, თუმცა როგორც ახსოვს, ს.გ----–-ას ბინაში შესვლის მომენტისათვის, დაჭრილი ჯერ ისევ სახლში იმყოფებოდა.

 

მოწმე ს.გ----–-ამ დამატებით განმარტა, რომ პირველ სართულზე მდებარე ბინის შესასვლელში იატაკზე დაინახა, რომ სისხლში იწვა მამაკაცი, ყელში დაჭრილი. იქვე მყოფმა ქალბატონმა - მ------ ს-----–---–მა განაცხადა, რომ მისმა დამ იამ დაჭრა მისი მეუღლე, რაც ეზოში გასულს დაუდასტურა თავად ბრალდებულმაც - „ტიროდა, დანაშაული ჩავიდინე, მოვკალი ჩემი სიძეო.“ მოწმის ჩვენებით, მალევე მივიდა შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და დაჭრილი გადაიყვანეს კლინიკაში.

 

შ--------------–-------–-–--------------------------–----------–-------------------–-------–--------------–----–ის პატრულ-ინსპექტორ გ-------------ას ჩვენებით, 2018 წლის 11 ნოემბერს 22:00 საათის შემდეგ, საძახილში „ცენტრისგან“ მიიღო შეტყობინება დაჭრის თაობაზე. ინფორმაციის მიღებიდან 5-6- წუთში, მეწყვილესთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე - ქ.თბილისში, ფ-------–--------------–--------------------------------ში, სადაც დახვდა კრიმინალური პოლიცია. მოწმის ჩვენებით, მიმდინარეობდა ი--------–---–ის დაკავების საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ბრალდებული როგორც საპატრულო, ისე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს უცხადებდა, „ეს რა გავაკეთე, დის ქმარი მოვკალი, დანა დავარტყიო“, ერთხელ კი არა 30-ჯერ მაინც გაიმეორა „მგონი მოვკალიო.“ მოწმის განმარტებით, ადგილზე მისულმა შენიშნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელსაც სავარაუდოდ კლინიკაში გადაყავდა დაჭრილი, რომელიც თავად არ უნახავს, შესაბამისად, უცნობია ცოცხალი იყო თუ გარდაცვლილი. მოწმემ განმარტა, რომ ბინაში არ შესულა, მხოლოდ შეიხედა და ყველგან სისხლი იყო. ვინაიდან ბინაში უკვე იმყოფებოდა კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიციის ჩარევის საჭიროება აღარ იყო და პატრულ-ინსპექტორებმა დატოვეს შემთხვევის ადგილი.

 

სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2019 წლის 28 თებერვლის წერილის თანახმად, 2019 წლის 11 ნოემბერს, პაციენტ თ----- ლ----------ასთან გამოძახებული იყო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის №---- სამედიცინო ბრიგადა შემდეგი შემადგენლობით: უფროსი ექიმი თ----- მ-------–---–ი და უმცროსი ექიმი გ---------------ე.

 

სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმის, მოწმე გ---------------ის ჩვენებით, 2018 წლის 11 ნოემბერს, შეტყობინების საფუძველზე, კოლეგასთან - თ----- მ-------–---–თან ერთად გამოცხადდა ქ.თბილისში, ფ-------–--------------–--------------------------------ში. პირველ სართულზე მდებარე ბინის შესასვლელში დახვდა იატაკზე გულდაღმა მწოლიარე პაციენტი და სისხლის გუბე მის ირგვლივ. პაციენტი უგონოდ იყო, თუმცა პულსაცია აღენიშნებოდა. მამაკაცი გადმოაბრუნეს, ყელის არეში სისხლმდენი ჭრილობა დაუმუშავეს, დაადეს სახვევი და სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკა „---------------–-ში“. მოწმის განმარტებით, სახლში მყოფი პირებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ახსოვს ხმები (ტირილი, კივილი), ასევე პოლიციის თანამშრომლები როგორც ბინაში, ისე გარეთ. მოწმის განმარტებით, პაციენტი კლინიკაში მიყვანისას ცოცხალი იყო, გზაში გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად რეფლექსები ჰქონდა, თუმცა არ იყო კონტაქტური.

 

მოწმე ვ------- შ-------ის ჩვენებით, ცხოვრობს ქ.თბილისში, ფ-------–--------------–----------------------ში, ბრალდებულის მეზობლად, მე-6 სართულზე. ს-----–---–ების ოჯახთან არ აქვს ახლო ურთიერთობა, თ----- ლ----------ა კი სულ ორჯერ ჰყავდა ნ---ხი. 2018 წლის 11 ნოემბერს, მათსავე სადარბაზოში მცხოვრებმა დეიდაშვილმა ტელეფონით შეატყობინა, რომ ს-----–---–ების ოჯახში ხმაური იყო და რაღაც მოხდა. მოწმემ ჩაირბინა ეზოში სიტუაციის გასარკვევად, რა დროსაც შეესწრო, რომ დააკავეს ია და ჩასვეს მანქანაში, დაინახა სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც, შემთხვევის ადგილი კი იყო ყვითელი ლენტით შემოსაზღვრული. მოწმის განმარტებით, ადგილზე იმყოფებოდა მ------ ს-----–---–იც, რომელიც ცუდად იყო და ამშვიდებდნენ, მომხდარზე არაფერს ამბობდა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 11 ნოემბერს, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი - თბილისი, ფ-------–--------------–-------------------------------, რა დროსაც ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ანაწმენდები, დანა მოწითალო ფერის ლაქებით (აღნიშნულ დანაზე, როგორც დანაშაულის იარაღზე მიუთითა მ------ ს-----–---–მა), 2 ცალი ჭიქა, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი დაშლილ მდგომარეობაში, 1 ცალი პოლიეთილენის ბოთლი, სიგარეტის ნამწვები, ხალათი მოწითალო ფერის ლაქებით, 2 ცალი ჩუსტი, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი დ.რ---–---–ი, მონაწილე პირები: პ.დანდურაშვილი, ექსპერტები: მ.ქ----–---–ი, ნ.მ------–---–ი და მოწმე მ.ს-----–---–ი).

 

ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებისა და შესაბამისი ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ----- მ------–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა შემდეგი: 2018 წლის 11 ნოემბერს, გვიან ღამით შემოსული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილესთან მ------ ქ----–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, მდებარე: თბილისში, ფ-------–--------------–--------------------------------ში. ბინიდან ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული ნივთები, მათ შორის, დანა მოწითალო ფერის ლაქებით, ხალათი და ჩუსტები მოწითალო ფერის ლაქებით. საგამოძიებო მოქმედების დროს ექსპერტებმა გადაიღეს ფოტოსურათები, შეფუთეს და დალუქეს ამოღებული ნივთმტკიცებები სათანადო წესით, მოაწერეს ხელი და გადასცეს გამომძიებელს. მოწმის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობდა გარდაცვლილის მეუღლე და გარეშე პირი (მამაკაცი). მოწმეს არ ახსოვს დანის ზუსტი აღწერილობა, თუმცა ახსოვს, რომ იყო სამზარეულოს დანა მოწითალო ფერის ლაქებით და ამოიღო შესასვლელში, თაღის ქვეშ იატაკიდან.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 11 ნოემბერს, შპს „---------------–-ის“ მიმღები განყოფილებიდან ექთნის დამხმარე ვ.ხ----–--ისაგან ამოიღეს თ----- ლ----------ას ტანსაცმელი, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ნ.თ------–---–ი).

 

შპს „---------------–-ის“ 2018 წლის 11 ნოემბრისა და 20 ნოემბრის ცნობების თანახმად, პაციენტი თ----- ლ----------ა მოთავსებულია რეანიმაციის განყოფილებაში, ზოგადი მდგომარეობა კრიტიკულია, იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე, რის გამოც მისი დაკითხვა შეუძლებელია.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 23 ნოემბერს, შპს „---------------–-ის“ ექიმის ა-–---------- მ--------ელისაგან ამოიღეს თ----- ლ----------ას ავადმყოფობის ისტორია 257 ფურცლად (გამომძიებელი დ.რ---–---–ი).

 

ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებისა და შესაბამისი ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, შპს „---------------–-ის“ ექიმმა რეანიმატოლოგმა ა-–---------- მ--------ელმა. მოწმემ განმარტა, რომ 2018 წლის 11 ნოემბერს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს პაციენტი თ----- ლ----------ა, რომელსაც კისრის არეში ჰქონდა ჭრილობა, არაერთი ოპერაცია ჰქონდა უკვე ჩატარებული, პირველივე წუთიდან იყო კრიტიკულ მდგომარეობაში და მიუხედავად გაწეული მკურნალობისა, იმავე განყოფილებაში გარდაიცვალა ისე, რომ გონზე არ მოსულა და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. მოწმის განმარტებით, პირველად დაზიანებას - ჭრილობას კისრის არეში დაერთო არაერთი გართულება, რაც საბოლოოდ გახდა გულის გაჩერების მიზეზი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-------–--–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

შპს ,----------------–სის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №------დან, მოქ. თ----- ლ----------ა მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 1--------- წ., სადაც დაესვა დიაგნოზი: კისრის მარჯვენა ზედაპირზე ნაკვეთი ჭრილობა მკერდლავიწდვრილისებრი კუნთის, კისრის და გულმკერდის სისხლისძარღვების მრავლობითი დაზიანებით, მარჯვენა ზემო კიდურის მწვავე არტერიული გაუვალობა, გენერეალიზებული ათეროსკლეროზი. სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კისრის მარჯვენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ღია ჭრილობა, ორმხრივი ჰემორაგიული ენდობრონქიტი, ანტიტეტანური იმუნიზაცია, იშემიური ინსულტი თავის ტვინის უკანა ცირკულაციის აუზში, მწვავე ინფარქტის კერებით ნათხემის მარჯვენა ჰომოსფეროსა და ჭიაში, მარჯვნივ საფეთქელ-კეფის წილში, მარცხნივ საფეთქელ -კეფის წილში და ორმხრივ თხემის წილებში, მარჯვენამხრივი ჰემოთორაქსი, ორმხრივი კატარალური ენდობრონქიტი, ტრაქეის ქვედა მესამედის და მარჯვენა მთავარი ბრონქის დეფორმაცია, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, ანემია, შოკი დაუზუსტებელი, თავის ტვინის შეშუპება, პოსტტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, თირკმლების მწვავე უკმარისობა, ოლიგურია, ანურია, მეტაბოლური აციდოზი, ჰემოდიალიზი, გულის გაჩერება. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია ,,მარცხენა ზემო კიდურზე, კერძოდ, მტევნის მიდამოში და მარცხენა გულმკერდის მიდამოში აღენიშნება ნაკაწრ-ნაჩხვლეტი ჭრილობები“.

 

დაზიანება კისრის მარჯვენა ზედაპირზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით მკერდლავიწდვრილისებრი კუნთის, კისრის და გულმკერდის სისხლძარღვის მრავლობით დაზიანებით (გვამის სასამართლო მედიკური წესით გამოკვლევისას-კისრის მარჯვენა ნახევარში გულმკერდის წინა მარჯვენა ზედაპირზე გარდამავლი სწორკიდეებიანი გაკერილი ჭრილობა მარჯვენა მხარ-თავის ღეროს და ლავიწქვეშა არტერიის გოფრირებული სინთეზური სისხლძარღვოვანი პროთეზით, მარჯვენა საძილე არტერიის და შიგნითა საუღლე ვენის პლასტიკის, საერთო საძილე არტერიიდან გამომავალი მცირე კალიბრის არტერიული ტოტების ლიგირება - ოპერაცია -მარჯვენა საძილე არტერიის და შიგნითა საუღლე ვენის პლასტიკა, ლავიწქვეშა არტერიის შუნტირება, მხარ-თავის ღეროს ენდარტერექტომია, თრომბექტორია ლავიწქვეშა, იღლიის და მხრის არტერიებიდან, მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის ნაკერი, არტეტიული ტოტების ლიგირება შემდგომი მდგომარეობა) განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის მოქმედებით და ცალკე, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში აღწერილ შემთხვევის დროს - 1--------- წ.

 

თ----- ლ----------ას სიკვდილის მიზეზის და ზ/აღწერილი ჭრილობის სიკვდილის ფაქტთან მიზეზობრივი კავშირის დასადგენად საჭიროა ჩატარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა სათანადო დარგის სპეციალისტების მონაწილეობით.

 

გვამის გამოკლვლევის მონაცემების მხედველობაში მიღებით, მისი სიკვდილის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ დროს -23.11.2018 წ. 09:45 სთ.

 

თ----- ლ----------ას გვამის სასამართლო -მედიკური გამოკვლევისას აღენიშნებოდა: კედლის ამყოლი პლევრის ფურცელზე მარჯვენა ფილტვის როგორც ზედა, ასევე შუა და ქვედა წილების შესაბამისად შეხორცებითი პროცესები, რომელზეც შერჩენილია კედლის ამყოლი პლევრის ფურცლების მოგლეჯლი ფრაგმენტები/კიდეები უსწორო/, მარჯვენა ფილტვის სისხლით იმბიბირება/ალაგ ჰემოსტაზური ღრუბლის ფრაგმენტები/ ფილტვის ამყოლი პლევრის ფურცლის დაზიანება/ დაგლეჯილია, კიდეები უსწორო/, მარჯვენა ფილტვის ზედა და ქვედა წილის მიდამოებში თითო კვ. ნაკერით. გულმკერდის წინა მარჯვენა ნახევარში, მე-5-6 ნეკნთაშუა მიდამოში, სწორკიდეებიანი ჭრილობები (ნაოპერაციები და დრენაჟის ჩადგმის კვლებით, კანზე ფიქსირებული კვ. ნაკერებით) შესაბამისად კედლის ამყოლი პლევრის ფურცლის დაზიანებებით სწორკიდეებიანი ჭრილობების სახით-(სამედიცინო დოკუმენტაციით ოპერაცია: მარჯვენა მხრივი თორაკოტომია, ფილტვის დეფექტის გაკერვა, პლევრის ღრუს სანაცია-დრენირების შ/მდგ.).

 

თ----- ლ----------ას გვამზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, ნაჭდევები და ნაკაწრები. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებები ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს. დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ თარიღს 1---------წ.

 

თ----- ლ----------ას გვამზე მარცხენა მხარის შუა მესამედში, წინა-გარეთა ზედაპირზე არსებული მოყვითალო ფერის პერგამენტისებური უბანი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილის შემდგომ პერიოდში.

 

თ----- ლ----------ას გვამზე არსებული სწორკიდეებიანი ჭრილობები თავის რბილ საფარზე, შესაბამისად ქალას ფუძის უკანა ფოსოს მიდამოში კეფის ძვალზე გარდამავლი მოოვალო ფორმის ხვრელოვანი დეფექტით და შესაბამისად მაგარ გარსზე სწორკიდეებიანი ჭრილობებით, გულმკერდის წინა მარჯვენა ნახევარში სწორკიდეებიანი ჭრილობები (ნაოპერაციები და დრენაჟის ჩადგმის კვლებით, კანზე ფიქსირებული კვ. ნაკერებით) შესაბამისად კედლის ამყოლი პლევრის ფურცლის დაზიანებებით. სწორკიდეებიანი ჭრილობების სახით, ნაჩხვლეტი ჭრილობები ვენების საპროექციოდ (მათ შორის კანქვეშა სისხლჩაქცევებით და ირგვლივ ნაკერების კლვებით); ნაოპერაციები მიდამოების შესაბამისად ნაჭდევები, ალაგ კანის აშრევებით და წერტილოვანი ხასიათის კანქვეშა სისხლჩაქცევებით წარმოადგენენ სამედიცინო მანიპულაციის კვალს.

 

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 27 ნოემბერს, ექსპერტ ი.წ------ას მიერ ბრალდებულ ი--------–---–ისაგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი დ.რ---–---–ი, მონაწილე პირები: კ.ლ----------ე, ადვოკატი ნ.ს------------–----ე).

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 6 დეკემბერს, სპეციალისტ ლ.რ-------–---–ის მიერ თ----- ლ----------ას გვამიდან აღებული იქნა სისხლის ნიმუში, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი დ.რ---–---–ი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს-------- ყ---------–მა დაადასტურა ექსპერტ ნ--- ნ------–---–თან ერთად გაცემული, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოიგიური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

სეროლოგიური და გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: „...1 ც (ერთი) პოლიეთილენის ბოთლი მასში არსებული მუქი ფერის სითხით ამოღებულია ბინაში მისაღებ ოთახში პატარა მაგიდის ქვეშ ლამინატის იატაკის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ბოთლზე (ობ. №1-3) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

- პაკეტში წარწერით: „... ობიექტი №1, №3 და №4 მოწითალო ფერის გუბეებიდან და მოწითალო ფერის ლაქიდან...“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №4-6) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ----- ლ----------ას (ობ. №44; პაკეტი, წარწერით: „...გარდაცვლილ თ----- ლ----------ას სისხლის ნიმუში...“).

- პაკეტში წარწერით: „... ობიექტი №2 1 ც (ერთი) დანა მოწითალო ფერის ლაქებით. ამოღებულია ბინაში მისაღებ ოთახში შესასვლელშივე თაღის ქვეშ ლამინატის იატაკის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ დანაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №7,8) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ----- ლ----------ას (ობ. №44).

- პაკეტში წარწერით: „... ობიექტი №5 ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი მოწითალო ფერის ლაქებით დაშლილ მდგომარეობაში ამოღებულია სამზარეულოში მეტლახის იატაკის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ მობილურ ტელეფონზე (ობ. №9). მობილური ხუფზე (ობ.№10) და მკვებავ ელემენტზე (ობ. №11) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ----- ლ----------ას (ობ. №44)

- პაკეტში წარწერით: „... ამოღებულია 2 ც (ორი) ჩუსტი მოწითალო ფერის ლაქებით...“ მოთავსებულ ჩუსტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №12,13) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ----- ლ----------ას (ობ. №44)

- პაკეტში წარწერით: „... ამოღებულია 1 ც (ერთი) თეთრი ხალათი მოწითალო ფერის ლაქებით...“ მოთავსებულ ხალათზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები (№14-16) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ----- ლ----------ას (ობ. №44)

- პაკეტში წარწერით: „... ამოღებულია 1 ც (ერთი) დიდი ზომის და 2 ც (ორი) მცირე ზომის შუშის ჭიქა. ამოღებულია მისაღებ ოთახში არსებული პატარა მაგიდის ზედაპირიდან....“ მოთავსებულ ერთ-ერთ მცირე ზომის ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ. №22) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი--------–---–ს (ობ. №43; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში... ბრალდებული: ი--------–---–ი...“), ხოლო ამავე პაკეტში მოთავსებულ მეორე მცირე ზომის ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ. №20) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესი პირს და განსხვავდება ი--------–---–ის (ობ. №43) გენეტიკური პროფილისაგან.

 

პაკეტში მოთავსებულ ე.წ. ფეხიან ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ. №17, 18) გენეტიკური პროფილები შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის თ----- ლ----------ას, ხოლო მინორული წილი და ობ. №20-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს.

 

ჭიქების შიდა ზედაპირებზე არსებული ღია მოყავისფრო ლაქები (ობ. №18, 21 23) სისხლს არ წარმოადგენს.

 

- პაკეტში წარწერით: „... ამოღებულია 13 ც (ცამეტი) სიგარეტის ნამწვი მისაღებ ოთახში პატარა მაგიდაზე არსებული საფერფლიდან...“ მოთავსებულ სიგარეტის ოთხ ცალ ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ. №24,27,29,32) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ----- ლ----------ას (ობ. №44).

 

პაკეტში მოთავსებულ რვა ცალ სიგარეტის ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ. №25,26,28,30,31,34-36) გენეტიკური პროფილი, ობ. №20-ის გენეტიკური პროფილი და ობ. №17,18-ის მინორული წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს.

 

პაკეტში მოთავსებულ ერთ ცალ სიგარეტის ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ. №33) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი, ობ №20,25,26,28,30,31,34-36-ის გენეტიკური პროფილი და ობ. №17,18-ის მინორული წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს, ხოლო მინორული წილი ეკუთვნის თ----- ლ----------ას (ობ. №44).

 

- პაკეტში წარწერით: „...თ. ლ----------ას ტანსაცმელი...“ მოთავსებულ ჯინსის შარვალზე (ობ. №37-39), მთლიანობადარღვეულ ჯემპრზე (ობ. №40) და მაისურზე (ობ. №41) და წინდაზე (ობ. №42) არსებული მოწითალო მოყავისფრო და მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ----- ლ----------ას (ობ. №44).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---- კ---------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, ქიმიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ერთი ცალი 1.0ლ ტევადობის პეტ-ბოთლში არსებული სითხე წარმოადგენს ალკოჰოლურ სასმელს, რომელშიც ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს 28%-ს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა---- ტ-----–--ემ დაადასტურა თ.ნ-----–-----–---–სა და ქ.შ----------ესთან ერთად გაცემული, სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს ი--------–---–ს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - შერეული პერსონოლოგიური აშლილობა -(კოდი F61; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), გართულებული ალკოჰოლიზაციით, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ი--------–---–ს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა-შერეული პერსონოლოგიური აშლილობა, გართულებული ალკოჰოლიზაციით, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით, ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). შემდგომში, იზოლაციის პირობებში, მას განუვითარდა და ამჟამადაც უგრძელდება ზომიერად გამოხატული დეპრესიული ეპიზოდი (კოდი F32.1 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, ი--------–---–ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას ამჟამად არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც არ გამორიცხავს შეზღუდულ შერაცხადობას. ამჟამად ი--------–---–ი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. იგი საჭიროებს არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ი--------–---–მა უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდირებულია შ.პ.ს. ,,აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ (ხონი-ქუტირი) პირობებში), არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: გ---------------ამ, თ----- თ------ემ, ნინო თ------–---–მა და დ-----------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით, ი--------–---–ის ბრალდების სს საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. გამომძეიებელმა გ.ფ-----ამ დამატებით განმარტა, რომ მოწმე მ------ ს-----–---–ი გაეცნო გამოკითხვის ოქმს როგორც პირადად, ისე გარეშე პირის მეშვეობით, ხელი მოაწერა ნებაყოფლობით და არანაირი შენიშვნა ან პრეტენზია არ დაუფიქსირებია.

 

საქართველოს უსინათლოთა კავშირის 2018 წლის 21 ნოემბრის ცნობის თანახმად (დაცვის მხარის მტკიცებულება), ი--------–---–ი 1992 წლიდან არის საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი - მკვეთრად გამოხატული უსინათლო (პირველი ჯგუფის).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს განზრახ მკვლელობას და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ქმედების განხორციელებას ყოველგვარი მაკვალიფიცირებელი გარემოებების გარეშე. მკვლელობის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ და შედეგი სიკვდილის სახით. ამდენად, დანაშაულებრივი ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელია განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება, შედეგი (სიკვდილის სახით) და მიზეზობივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში სს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ 2018 წლის 11 ნოემბერს, ქ.თბილისში, ფ-------–--------------–--------------------------------ში საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო, ურთიერშელაპარაკებისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ი--------–---–მა მასთან მუდმივად მცხოვრებ სიძეს (დის მეუღლეს) - თ----- ლ----------ას დანის გამოყენებით, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება - ერთი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის მარჯვენა არეში. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზ/აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ გაუხდია დაცვის მხარეს, თუმცა მათი განმარტებით, სახეზე იყო არა ბრალდებული განზრახი ქმედება, არამედ შემთხვევითობა, ვინაიდან ბრალდებული ცდილობდა თვითდაზიანების მიყენებას, თ.ლ----------ა კი - მის შეჩერებას, რა დროსაც შემთხვევით მოხვდა მას ი.ს-----–---–ის ხელში არსებული დანა და მიადგა დაზიანება.

 

სასამართლო მიაჩნია, რომ ზ/აღნიშნული ვერსია მოგონილია ბრალდებულის მოსალოდნელი სს პასუხისმგებლობისგან დაცვის მიზნით და არ არსებობს მისი გაზიარების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ი.ს-----–---–სა და თ.ლ----------ას შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება საყოფაცხოვრებო საკითხზე, რაც საკმარისი საფუძველი გახდა ი.ს-----–---–ისათვის, რომ დანის გამოყენებით სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიეყენებინა კისრის არეში თ.ლ----------ასათვის, რომლისგანაც არანაირი საშიშროება არ მოდიოდა, მას არც ცივი იარაღი ჰქონდა და არც რაიმე ისეთი საგანი, რომელიც ი.ს-----–---–ის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა. ბრალდებულის განზრახვაზე ასევე მიუთითებს ის ფაქტი, რომ კონფლიქტი მიმდინარეობდა ბინის შესასვლელში, რა დროსაც ი--------–---–მა დატოვა კონფლიქტის ადგილი, გავიდა სამზარეულოში, აიღო დანა და უკან დაბრუნდა თ.ლ----------ასათვის დაზიანების მისაყენებლად (აღსანიშნავია, მოწმე მ.ს-----–---–ის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ ალკოჰოლის მიღების შემდეგ ბრალდებული ხდებოდა აგრესიული). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ყოველგვარ ლოგიკურ საფუძველს აცლის დაცვის მხარის ვერსიასა და მოწმე მ.ს-----–---–ის განმარტებას, რომ ბრალდებულს დანა უნდოდა თვითდაზიანების მისაყენებლად, ვინაიდან ასეთი სურვილის არსებობის პირობებში, გაუგებარია რატომ გადაწყვიტა ი.ს-----–---–მა თვითდაზიანების მიყენება სიძის თვალწინ მაშინ, როდესაც აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შესაძლებელი იყო სამზარეულოშიც. ი.ს-----–---–ის განზრახვას ასევე ამყარებს და მთელი სისრულით ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, თ.ლ----------ასათვის მიყენებული დაზიანება კისრის მარჯვენა ზედაპირზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით, მკერდლავიწდვრილისებრი კუნთის, კისრის და გულმკერდის სისხლძარღვის მრავლობით დაზიანებით, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის მოქმედებით და ცალკე, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წლის 11 ნოემბერს განვითარებული მოვლენების ანალიზი, კერძოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის კონფლიქტის დაწყება და მიმდინარეობა, ი.ს-----–---–ის მიერ სხვა ოთახიდან დანის გამოტანა, თ.ლ----------ასათვის მიყენებული დაზიანებების ლოკალიზაცია (ადგილი, სადაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არტერიები) და ხარისხი მიუთითებს, რომ ბრალდებულის განზრახვა ქმედების ჩადენისას მიმართული იყო თ.ლ----------ას სიცოცხლის მოსპობისაკენ, თუმცა ვინაიდან წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ვერ დადგინდა დაზიანების მიზეზობრივი კავშირი დამდგარ სიკვდილთან (აღსანიშნავია, რომ დანიშნულია კომისიური ექსპერტიზა სათანადო დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, თუმცა დღეის მდგომარეობით შედეგები უცნობია), სახეზეა პირის მიერ განხორციელებული განზრახი ქმედების მცდელობა და შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი.ს-----–---–ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით.

 

საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ი--------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებაში (სსკ-ის 19,108-ე მუხლი) მითითება საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე სწორია, ვინაიდან გამოკვეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ი--------–---–ი და მისი დის მეუღლე, თ----- ლ----------ა ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი--------–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლით (2018 წლის 11 ნოემბერს მოქმედი რედაქცია).

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ი--------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

5.2. ი--------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად:

 

1. დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

2. დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება ი--------–---–ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პირობებში.

 

ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.

 

სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს ი--------–---–ს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - შერეული პერსონოლოგიური აშლილობა -(კოდი F61; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), გართულებული ალკოჰოლიზაციით, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ი--------–---–ს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა-შერეული პერსონოლოგიური აშლილობა, გართულებული ალკოჰოლიზაციით, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით, ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). შემდგომში, იზოლაციის პირობებში, მას განუვითარდა და ამჟამადაც უგრძელდება ზომიერად გამოხატული დეპრესიული ეპიზოდი (კოდიF32.1 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, ი--------–---–ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას ამჟამად არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც არ გამორიცხავს შეზღუდულ შერაცხადობას. ამჟამად ი--------–---–ი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. იგი საჭიროებს არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ი--------–---–მა უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდირებულია შ.პ.ს. ,,აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ (ხონი-ქუტირი) პირობებში), არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი--------–---–მა სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი გამოჯანმრთელებამდე უნდა მოიხადოს აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი), რის შემდეგაც სასჯელის მოხდა უნდა გაუგრძელდეს საერთო წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი--------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 111,19,108-ე მუხლზე.

 

ი--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ი--------–---–ს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა განესაზღვროს აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი) მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით.

 

მსჯავრდებულ ი--------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 ნოემბრიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- 2 (ორი) ცალი დისკი და თ.ლ----------ას სამედიცინო ისტორია შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

- „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, ჭიქები, პოლიეთილენის ბოთლი, ხალათი და ერთი წყვილი ფეხსაცმელი დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს;

- მოწითალო ფერის ანაწმენდები, დანა, სიგარეტის ნამწვები, ი.ს-----–---–ის ნერწყვის და თ.ლ----------ას სისხლის ნიმუშები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- თ.ლ----------ას ტანსაცმელი დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს (ნინო ლ----------ას) ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია