განაჩენი

სისხლის სამართლის 02.08.2019
საქმის ნომერი
330100118002736966
თარიღი
02.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5268-18

გამოძიების #------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ელენე გოგუაძე

სხდომის მდივანი ანა სოსელია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ--------------–--ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული – ა-–----------------ი, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, კ----–-----------------------,ადვოკატი - თ-------------–--ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 3771-ე მუხლით

 

სხდომის სახე: ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ა-–----------------მა ჩაიდინა აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 11 ივლისს, თბილისი, კ----–-----------------ში არსებულ მის საცხოვრებელ სახლთან, კურიერის მიერ, მოვალე ა-–----------------ს გადაეცა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის შეტყობინება, რომლის თანახმად მას დაეკისრა ვალდებულება 5 (ხუთი) დღის ვადაში აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის წერილობით წარედგინა ქონებრივი ნუსხა, რაც ამ უკანასკნელმა არ შეასრულა.

 

ე.ი. ა-–----------------მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 3771-ე მუხლით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ბრალდებულ ა-–----------------ისათვის ცნობილი იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა მისი სისხლის სამართლის საქმე, თუმცა იგი არ ცხადდებოდა სასამართლოში, რის გამოც საქმის განხილვა წარიმართა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით.

 

2.2. მოწმე თ---------------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებულს იცნობს საქმის წარმოებიდან გამომდინარე. იგი 2009 წლიდან მუშაობს აღსრულების ეროვნულ ბიუროში აღმასრულებლის პოზიციაზე. ა-–----------------ის საქმე სააღსრულებო ბიუროში შევიდა 2018 წლის 19 ივნისს, ხოლო სააღსრულებლო წარმოება დაიწყო 2018 წლის 20 ივნისს. 2018 წლის 11 ივლისს ა-–----------------ს, როგორც მოვალეს, მიეცა 7 დღიანი ვადა, „თ--–---ს“ მიმართ არსებული დავალიანების გადასახდელად, რაზეც მას რეაგირება არ მოუხდენია. აღნიშნულის შემდეგ, ბიურომ მოიძია ა-–----------------ის ქონება სხვადასხვა მარეგისტრირებელ ორგანოში, რის საფუძველზეც მან გაუგზავნა შეტყობინება საქართველოს ფოსტის მეშვეობით, რომელშიც ასახული იყო, რომ ა-–----------------ს აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის უნდა წარედგინა ქონებრივი ნუსხა 5 დღის ვადაში, სადაც ასევე მოხსენიებული იყო აღნიშნული ქმედების შეუსრულებლობისათვის გათვალისიწინებული პასუხისმგებლობა საქართველოს სსკ-ის 3771-ე მუხლით. აღნიშნული შეტყობინება ა-–----------------ს ჩაბარდა 25 ივლისს, მაგრამ მან 5 დღის ვადაში არ წარადგინა ქონებრივი ნუსხა აღსრულების ეროვნულ ბიუროში. ა-–----------------ს ფაქტობრივი მდგომარეობითაც არ აქვს წარდგენილი ზემოაღნიშნული დოკუმენტი.

 

2.3. მოწმე თ------–------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი მუშაობს თბილისის აღსრულების ბიუროში აღმასრულებლის პოზიციაზე. ბიუროში საქმის წარმოება დაიწყო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რის შემდგომაც ბრალდებულ ა-–----------------ს ჩაბარდა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც მას აღსრულების ეროვნულ ბიუროში უნდა წარედგინა ქონებრივი ნუსხა, მაგრამ ა-–----------------მა ნუსხა არ წარადგინა.

 

2.4. მოწმე ვ-----–--------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ ის მუშაობს აღსრულების ეროვნულ ბიუროში უფროს აღმასრულებელად და მის დაქვემდებარებაში შედის 4 წევრისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთაც უწევს კოორდინირებას. საქმის წარმოება დაიწყო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების პროცედურა დაიწყეს თავდაპირველად შეტყობინებით, რომელიც ჩაბარდა ა-–----------------ს, სადაც ნახსენები იყო დავალიანების დაფარვის შესახებ, რომელზედაც მიცემულ 7 დღის ვადაში ა-–----------------ს რეაგირება არ მოუხდენია. აღნიშნულის შემდგომ მას გაეგზავნა მოთხოვნა აღმასრულებელი თ---------------–--ის მერ საქართველოს ფოსტის მეშვეობით, რის მიხედვითაც ა-–----------------ს აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის უნდა წარედგინა ქონებრივი ნუსხა, წინააღმდეგ შემთხვევაში განსაზღვრული იყო შესაბამისი პასუხისმგებლობა, რომელიც მას ჩაბარდა. მიუხედავად ამისა, ა-–----------------ის მხრიდან არ განხორციელებულა არანაირი რეაგირება, რის შემდგომაც აღნიშნული ფაქტის შესახებ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

 

2.5. მოწმე ლ-----–---------მ სასამართლოს მოახსენა, რომ მუშაობს საქართველოს ფოსტაში, მისი მოვალეობაა წერილები მიიტანოს მისამართზე. მოცემულ შემთხვევაში წერილის გამომგზავნი იყო აღსრულების ეროვნული ბიურო, ხოლო მიმღები - ა-–----------------ი. აღნიშნული კონვერტი იყო „ა----“, რაც იმას ნიშნავდა, რომ კონვერტი უნდა მიეწოდებინათ ა-–----------------ისთვის 5 დღის განმავლობაში. მან კონვერტი მისამართზე მიიტანა იმავე დღეს, სადაც კარი გაუღო ა-–----------------მა, რომლის შემდგომი იდენტიფიცირება მოახდინა სოციალურად დაუცველის ბართის მეშვეობით, სადაც განთავსებული იყო ა-–----------------ის პირადი ნომერი, სახელი, გვარი და ფოტოსურათი, რის შემდგომაც „პ------ში“ ასახა აღნიშნული ინფორმაცია, მოაწერინა ხელი ა-–----------------ს და დააფიქსირებინა, რომ მან ჩაიბარა წერილი.

 

2.6. მოწმე კ---------------------მა სასამართლოს მოახსენა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–---ში, სადაც 2018 წლის 3 ოქტომბერს აღსრულების ეროვნული ბიუროდან გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ა-–----------------ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 3771-ე მუხლით. საქმის მასალებით იკვეთებოდა, რომ ა-–----------------ს ერიცხებოდა დავალიანება სს „თ--–---ს“ მიმართ, ხოლო აღსრულების ეროვნულ ბიუროს ა-–----------------თან გადაგზავნილი ჰქონდა მოთხოვნა ქონებრივი ნუსხის წარდგენის შესახებ, რაც მისი მხრიდან არ განხორციელდა. აღნიშნულ ქმედებაში კი იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები. მან გამოკითხა მოწმეები და თარჯიმნის მონაწილეობით გამოკითხა ა-–----------------ი. ა-–----------------ი ბრალის გასაცნობად არ ცხადდებოდა საგამოძიებო ორგანოში და თავს არიდებდა გამოცხადებას, ხოლო საბოლოოდ დანიშნა ადვოკატი სავალდებულო წესით, რომელიც გაეცნო ა-–----------------ის ბრალის დადგენილებას.

 

2.7. მოწმე ს--–-----–------მა სასამართლოს ჩვენება მისცა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.

 

2.8. შს სამინისტროსადმი თბილისის სააღსრულებლო ბიუროს 2018 წლის 24 აგვისტოს წერილით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------ის გადაწყვეტილების მიხედვით, კრედიტორია სს ,,თ--–---“, ხოლო მოვალე - ა-–----------------ი. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, მოვალე ა-–----------------ს 2018 წლის 11 ივლისს ჩაბარდა შეტყობინება. 2018 წლის 25 ივლისს ა-–----------------ს ჩაბარდა შეტყობინება ქონებრივი ნუსხის წარმოდგენის თაობაზე. თბილისის სააღსრულებო ბიურო შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილს უგზავნის შემგომი რეაგირების მიზნით (ს.ფ. 3-4).

 

2.9. თბილისის სააღსრულებლო ბიუროს 2018 წლის 23 ივლისის N A---------------- ქონებრივი ნუსხის წარმოდგენის თაობაზე შეტყობინებით დასტურდება, რომ ა-–----------------ს აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში უნდა წარედგინა ქონებრივი ნუსხა (ს.ფ. 7 -8).

 

2.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------ის სააღსრულებლო ფურცლის თანახმად, მოპასუხე ა-–----------------ს მოსარჩელე სს „თ--–---“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 208,90 ლარის გადახდა. ასევე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 7,24 ლარის გადახდა (ს.ფ. 9).

 

2.11. ,,საქართველოს ფოსტის“ უკუგზავნილით დასტურდება, რომ ა-–----------------მა აღსრულების ეროვნული ბიუროდან გაგზავნილი წერილი ჩაიბარა 2018 წლის 11 ივლისს, კ----–-----------------ში არსებულ მის საცხოვრებელ სახლთან (ს.ფ. 10-11).

 

2.12. 2018 წლის 7 სექტემბრის რეაგირების ოქმით დასტურდება, რომ ა-–----------------ს თარჯიმნის მეშვეობით უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა აცნობა, რომ უნდა წარმოედგინა ქონებრივი ჩამონათვლის ნუსხა, თუმცა ა-–----------------მა უარი განაცხადა წარდგენაზე და განმარტა, რომ არ აპირებდა ნუსხის წარდგენას, რადგან არ თვლიდა, რომ უნდა გადაეხადა ,,თ--–---ს“ მიერ ,,შეთითხნილი“ დავალიანება. ინსპექტორმა მას განუმარტა, რომ თუ არ წარადგენდა, მის მიმართ დაიწყებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა (ს.ფ. 12).

 

2.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–-----------ის გადაწყვეტილების მიხედვით, ა-–----------------ს მოსარჩელე სს „თ--–---“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 208,90 ლარის გადახდა, ასევე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 7,24 ლარის გადახდა (ს.ფ. 34-42).

 

2.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

2.15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.16. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.17. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:

 

2.18. მოწმეებმა ვ-----–--------ემ, თ---------------–--ემ და თ------–------–--ემ ერთმნიშვნელოვნად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ბრალდებულ ა-–----------------ის მიმართ თბილისის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობდა სააღსრულებლო წარმოება, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ა-–----------------ს გაეგზავნა შეტყობინება, რომლის თანახმად განესაზღვრა ვალდებულება, რომ 5 დღის ვადაში აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის წერილობით წარედგინა ქონებრივი ნუსხა, რაც ამ უკანასკნელმა არ შეასრულა.

 

2.19. ბრალდებულისათვის წერილის (შეტყობინების) გადაცემის ფაქტი დაადასტურა მოწმე ლ-----–---------მ, რომელმაც აღნიშნა, რომ მან უშუალოდ გადასცა ბრალდებულ ა-–----------------ს აღსრულების ეროვნული ბიუროდან გაგზავნილი წერილი. აღნიშნული ფაქტი ასევე დასტურდება ,,საქართველოს ფოსტის“ უკუგზავნილით. სააღსრულებო ბიუროს შეტყობინებით დასტურდება, რომ ა-–----------------ი გაფრთხილებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე. ა-–----------------ის გაფრთხილების ფაქტი ასევე დადასტურდა რეაგირების ოქმით, რომლის მიხედვითაც ბრალდებული აცხადებს, რომ არ აპირებდა ქონებრივი ნუსხის წარდგენას. ყოველივე ზემოაღნიშნული მტკიცებულება ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ა-–----------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

 

2.20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).

 

2.21. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვა ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა.

 

2.22. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან გამოკვლეული მასალები შეიცავენ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს ა-–----------------ის მსჯავრდებისათვის.

 

2.23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში მოწმეები ვ-----–--------ე, ლ-----–---------, თ---------------–--ე და თ------–------–--ე სასამართლოს აძლევენ პირდაპირ ჩვენებებს ა-–----------------ის წინააღმდეგ.

 

2.24. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–----------------მა არ შეასრულა აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა ქონებრივი ნუსხის წარდგენის თაობაზე.

 

3.სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის/კერძო აღმასრულებლისათვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა. კანონმდებლობით დანაშაულის ობიექტურ მხარეს წარმოადგენს, მოვალის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის/კერძო აღმასრულებლისათვის კანონით გათვალისწინებული ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა ან არასწორად, ანდა არასრულყოფილად წარდგენა. აღნიშნული დანაშაული შესაძლებელია ჩადენილ იქნეს როგორც მოქმედებით ისე უმოქმედობით.

 

3.5. ბრალდებულ ა-–----------------ის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ შესაძლებელია ჩადენილ იქნეს პირდაპირი განზრახვით, როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებელს არ წარუდგენს ქონებრივ ნუსხას.

 

3.6. ამდენად, საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ა-–----------------ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–----------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის/კერძო აღმასრულებლისათვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა. (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3771-ე მუხლი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

3.7. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა-–----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

5.2. სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულისთვის დანიშნული სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად, ა-–----------------ს საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სწორედ დანიშნული სასჯელი იქნება ა-–----------------ის შემაკავებელი ხასიათის და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-–----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3771-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ა-–----------------ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მსჯავრდებულ ა-–----------------ის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე