განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2209-19
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელიას მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------–---–------ე;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - შ--–-----------–---–ი (პ/№0----------), დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, დ------------------------------------------------------.
ადვოკატები - ვ-----------–----ე და დ-----------ე;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი (გამართლდა);
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. შ--–-----------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 26 მარტს, 21:25 საათზე, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ შ--–-----------–---–ის მიმართ გამოიცა 0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მას 30 დღით აეკრძალა მეუღლესთან, ი---------–----თან მიახლოება, მის სახლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება და ასევე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
მიუხედავად აღნიშნულისა, შ--–-----------–---–ი 2019 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, თბილისში, დ------------–---------------------------------------თან მიუახლოვდა მეუღლეს ი---------–---- და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, მობილური ტელეფონის მეშვეობით გაუგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინებები.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლომ შ--–-----------–---–ი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. დაზარალებულმა ი---------–---მ თავისი ოჯახის წევრის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.
3.2. გამომძიებელმა მ-----–-----------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაათვალიერა შს სამინისტროს ბაზა და ასევე ი---------–---- მობილურ ტელეფონში არსებული მოკლეტექსტური შეტყობინებები. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტიკურობა და კანონიერება.
3.3. გამომძიებელმა კ---------–----მ სასამართლოს ჩვენება მისცა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ავთენტიკურობისა და კანონიერების თაობაზე.
3.4. ი---------–---- 2019 წლის 15 აპრილის 9----- განცხადებით დასტურდება, რომ მან მიმართა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–--------–-–-----------------–--ის უფროსს და მოახსენა, რომ 2019 წლის 26 მარტს მისი მოთხოვნით მისი მეუღლის შ--–-----------–---–ის მიმართ (რომელთანაც არის ოფიციალურ ქორწინებაში), გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რითაც შ--–-----------–---–ი ცნობილი იქნა მოძალადედ და აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც იგი ცხოვრობს, აეკრძალა მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა და ასევე აეკრძალა მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
მიმდინარე წლის 13 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე მივიდა მისი შვილის წამოსაყვანად, დაინახა, რომ მის შვილს რამდენიმე მეტრის უკან მოჰყვებოდა შ--–-----------–---–ი. ფ------–---–მა მას მოსთხოვა ავტომანქანის გაჩერება, რის შემდგომ დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. მან გადაწყვიტა წასულიყო, რადგან ამ სიტუაციას ესწრებოდა მისი არასრულწლოვანი შვილი. შ--–-----------–---–ი მათ გაჰყვა ავტომანქანით. ი---------–---მ შ--–-----------–---–ის მოთხოვნით გააჩერა ავტომანქანა, რადგან არ სურდა სიტუაციის გამწვავება. მისი წამოსვლის შემდეგ შ--–-----------–---–მა დაქოქა ავტომანქანა და აგრძელებდა შეურაცხყოფის მიყენებას და დაჯახების იმიტაციას. ასევე შ--–-----------–---–მა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მას გაუგზავნა სმს შეტყობინებები და აღნიშნულთან დაკავშირებით ი---------–--- ითხოვდა სამართალდამცავების რეაგირებას (ს.ფ. 2-3).
3.5. 2019 წლის 15 აპრილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ი---------–---- მონაწილეობით დათვალიერდა მისივე ,,ჰ-----ის“ ფირმის მობილურ ტელეფონში არსებული მოკლეტექსტური შეტყობინებები. ი---------–---- განმარტებით, მას ყოფილი მეუღლე მოკლეტექსტურ შეტყობინებებს სწერს 5----------- ნომრიდან. ამის შემდგომ გახსნილ იქნა აღნიშნული ნომრიდან გამოგზავნილი მოკლეტექსტური შეტყობინებები და დათვალიერდა 2019 წლის 30 მარტიდან გამოგზავნილი შეტყობინებები. მიმოწერის დათვალიერების შემდეგ ი---------–---მ განმარტა, რომ აღნიშნული მიმოწერები განხორციელებულია მისი ყოფილი მეუღლის შ--–-----------–---–ის მიერ მას შემდეგ, რაც მის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი (ს.ფ. 9-11).
3.6. 2019 წლის 16 აპრილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა შსს-ს სპეციალური საინფორმაციო ბაზა. პიროვნების საძიებო ველში ჩაწერილ იქნა ი---------–--- პ/ნ 0---------- პროფილი, პროფილის გახსნის შემდეგ დათვალიერებული იქნა ი---------–---- სამოქალაქო აქტები, სადაც ჩანს, რომ იგი ქორწინებაში იმყოფება 0--1--.1--- წელს დაბადებულ შ--–-----------–---–თან და მასთან ჰყავს ერთი შვილი 2008 წელს დაბადებული გ------- ფ------–---–ი (ს.ფ. 12-13).
3.7. 2019 წლის 26 მარტის 0----- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ შ--–-----------–---–ის მიმართ გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, მისი მეუღლის - ი---------–---- მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობასთან დაკავშირებით. შემაკავებელი ორდერით მას 30 დღით აეკრძალა მეუღლესთან, ი---------–----თან მიახლოება, მის სახლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება და ასევე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით (ს.ფ. 17-30).
3.8. 2019 წლის 27 მარტის პიროვნების შესახებ ინფორმაციით დასტურდება, რომ შ--–-----------–---–ი სარგებლობდა ტელეფონის ნომრით - 5----------- (ს.ფ. 25).
3.9. ბრალდებულმა შ--–-----------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.
3.10. სასამართლომ შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით, მიიჩნია, რომ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, შ--–-----------–---–ის ბრალეულობის დასადასტურებლად.
3.11 სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ შ--–-----------–---–ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვერც ერთი მოწმე უშუალოდ ვერ მიუთითებს შ--–-----------–---–ის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე.
მართალია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა დაზარალებულ ი---------–---- მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი, რომლის მიხედვითაც, დაზარალებული გამოძიებას უთითებს, რომ მას შ--–-----------–---–მა მიწერა მოკლეტექსტური შეტყობინებები, თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ოქმის ავთენტიკურობა სასამართლოსთვის არ დაუდასტურებია მასში მონაწილე ი---------–----. გარდა ამისა, საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დადასტურებულა, რომ 2019 წლის 13 აპრილს, მობილური ტელეფონის ნომერს - 5-----------, ფლობდა შ--–-----------–---–ი. პიროვნების შესახებ ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება შ--–-----------–---–ის მიერ ხსენებული მობილური ტელეფონის ფლობა, დათარიღებულია 2019 წლის 27 მარტით, შესაბამისად ეჭვი, რომ 2019 წლის 13 აპრილს იგივე ტელეფონის ნომერს ფლობდა შ--–-----------–---–ი, გაქარწყლებული არ არის, ხოლო მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს ჩვენება არ მისცა არც დაზარალებულმა ი---------–---მ და არც ბრალდებულმა შ--–-----------–---–მა, რომლებსაც შეეძლოთ დაედასტურებინათ აღნიშნული ფაქტი. ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა არც ერთი სხვა წერილობითი მტკიცებულება შესაბამისი სამსახურიდან, რომელიც დაადასტურებდა, რომ 2019 წლის 13 აპრილს შ--–-----------–---–ი ფლობდა მობილური ტელეფონის ნომერს - 5-----------. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი საკმარისი არ არის შ--–-----------–---–ის ბრალეულობის დასადასტურებლად.
3.12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ შ--–-----------–---–ის მიმართ არ არსებობს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
3.13. შესაბამისად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული შ--–-----------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ შ--–-----------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებულ დანაშაულში დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.
4.2. კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვერც ერთი მოწმე და გამოკვლეული მტკიცებულება უშუალოდ ვერ მიუთითებს შ--–-----------–---–ის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე.
4.3. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ შ--–-----------–---–მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ.
4.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შ--–-----------–---–ის მიმართ ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
4.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
4.7. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
4.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.
4.9. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.
4.10. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;
4.11. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
4.12. ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ შ--–-----------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ--–-----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
შ--–-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
შ--–-----------–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე