განაჩენი

სისხლის სამართლის 05.09.2019
საქმის ნომერი
330100119003148227
თარიღი
05.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#1/3828-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

05 სექტემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: მ------ ლ-----ე

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: ნ-----–---- ჯ----–---–ი

მამის სახელი: ბ-------

დაბადებული: 1---------–-

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა-------–---------------------

პასუხისგებაში მიცემის დრო: 1---------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილი

აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა

დაკავების დრო: 11.07.2019წ. 13:20 საათი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ნ-----–---- ჯ----–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი: ნ-----–---- ჯ----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ღვთისმსახურების, რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, რასაც თან ახლდა მორწმუნის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2019 წლის 11 ივლისს, 13:20 საათზე ს----------–-------–-–--- დეპარტამენტის, თ---–---------------------------–--- თანამშრომლების მიერ ქ. თბილისში, ა-----–-------–------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ნ-----–---- ჯ----–---–ი, რომელმაც ძალადობითა და ძალადობის მუქარით, უკანონოდ შეუშალა ხელი ,,იეჰოვას მოწმეებს’’ - რ------- ა----–--ესა და ჯ------- მ------ს ღვთისმსახურების, რელიგიური წესისა და ჩვეულების აღსრულებაში, რასაც თან ახლდა მორწმუნეთა რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა.

 

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ნ-----–---- ჯ----–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ნ-----–---- ჯ----–---–მა ჩაიდინა ღვთისმსახურების, რელიგიური წესისა და ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, რასაც თან ახლდა მორწმუნის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არაფხიზელ მდგომარეობაში, ნასამართლები პირის მიერ.

სასამართლო თვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ნ-----–---- ჯ----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ-----–---- ჯ----–---–ი (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ნ-----–---- ჯ----–---–ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროდან, 2019 წლის 11 ივლისის 13 საათი და 20 წუთიდან.

ნ-----–---- ჯ----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე