განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2019
საქმის ნომერი
010100117002087528
დავის ტიპი
276 1
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002087528

1-794/17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ივლისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - გ--–---------

 

ბრალდებული - ნ------------ა

ადვოკატი - დ----------------ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N0-----------

 

ბრალდებული: ნ------------ა

მამის სახელი: მ------

დაბადებული: 05.03.1----–--–-

მოქალაქეობა: ს----------–----------–---

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-

პირადი ნომერი: 0----------

ნასამართლეობა: ა--------

მისამართი: ქ------–--------–-------–-------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 16 აპრილს დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.ბათუმი,შარტავასა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში "ნისანი"-ს მარკის ავტომობილი სახN S-------- , რომელსაც მართავდა ნ------------ა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის დანართი N1 "საგზაო ნიშნები" 2.3 "დაუთმე გზა" პუნქტის მოთხოვნები, რის გამოც შეეჯახა "ტოიოტას" მარკის ავტომობილს სახ NC--------,რომლის მძღოლმა ნ---- ფ---------- მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა:

 

წინა სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის რიგი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

გარდა უდაო მტკიცებულებებისა ნ------------ას მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილი დად დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით.

 

დაზარალებულ ნ---- ფ--------ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2017 წლის 16 აპრილს თავისი კუთვნილი ავტომობილით ტოიოტას მარკის სახელმწიფო ნომრით N C-------- მოძრაობდა ბათუმში დაახლოებით 60 კმ/სთ სიჩქარით. ტ. აბუსელიძის და შარტავას ქუჩის კვეთაში მთავარ გზაზე, სადაც მოქმედებს საგზაო ნიშანი მთავარი გზა. მიუხედავად ამისა მაინც გაიხედა ორივე მხარეს ავტომობილი არ მოძრაობდა და გააგრძელა გზა. უკვე დაწყებული ქონდა შარტავას ქუჩის გადაკვეთა, როდესაც შარტავას ქუჩიდან სწრაფად მიუახლოვდა ნ------------ას მართვის ქვეშ მყოფი ნისანის მარკის ავტომობილი სახ N S--------. ნ---- ფ---------- დაამუხრუჭა მაგრამ შეჯახება ვერ აიცილა. შეჯახების შედეგად მისი ავტომობილი დაზიანდა ხოლო მან მიიღო სხეულის დაზიანება. ნ------------ამ მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურა.

 

2017 წლის 29 სექტემბრის სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, "ტოიოტას" მარკის ავტომობილის სახ NC-------- მძღოლს ნ---- ფ--------ეს, ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.

 

ავტომობილ ნისანის სახN S--------, მძღოლის ნ------------ას მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის დანართი N1. საგზაო ნიშნები 2.3 დაუთმე გზა" პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.

 

სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა მიმდინარეობა შინაარსი და შედეგები სრულად დაადასტურა ექსპერტმა ზ------- თ--------მ.

 

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის ანალიზით ირკვევა, რომ 2017 წლის 16 აპრილს 20 საათსა 40 წუთიდან 21 საათამდე ქ. ბათუმში შემთხვევის ადგილი დაათვალიერა საქ. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის მთავარი სამმართველოს, საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელმა მ------ პ-------–--ლმა. დათვალიერება მიმდინარეობდა მშრალ ამინდში. ბუნებრივი და ხელოვნური განათების პირობებში. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ადგილი არის ქ. ბათუმში, შარტავასა და ტ. აბუსერიძის ქუჩების კვეთაში, სადაც ორივე ქუჩა განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისთვის და გაყოფილია გზაგამყოფით. ქუჩების კვეთაში მოქმედებს წრიული მოძრაობა. გზის საფარი ასფალტის სწორი პროფილის უდეფექტო და მშრალი. შარტავას ქუჩის საერთო სიგანე 15,0 მეტრი - შ. ხიმშიაშვილიდან ბაგრატიონის ქუჩის მიმართულებით სამოძრაო ზოლი. ტ. აბუსერიძის ქუჩის, აღმაშენებლის ქუჩიდან ი. ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით სამოძრაო ზოლის სიგანე 11,5 მეტრი, საპირისპირო ზოლის სიგანე 9,7 მეტრი, სამოძრაო ზოლებს შორის გზაგამყოფის სიგანე 1,4 მეტრი. წრიულის რადიუსი 29,5 მეტრი. შარტავას ქუჩის შ. ხიმშიაშვილიდან ბაგრატიონის ქუჩის მიმართულებით სამოძრაო ზოლში, ტ. აბუსერიძის ქუჩის კვეთასთან მოქმედებს საგზაო ნიშანი 2.4 (დაუთმე გზა), 4.1.2 (მოძრაობა მარჯვნივ) და 3.24 (მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა 40), ტ. აბუსერიძის ქუჩის აღმაშენებლიდან ი. ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით სამოძრაო ზოლში, შარტავას ქუჩის კვეთასთან მოქმედებს საგზაო ნიშანი 2.1 (მთავარი გზა). შეჯახების ადგილი არის ტ. აბუსერიძის ქუჩის გზაგამყოფიდან მარჯვნივ 10.8 მეტრში და პირდაპირ 8.5 მეტრში. გზაგამყოფზე წინა საბურავებით დგას ავტომობილი „ტოიოტა“ სახ N C------ , რომელსაც დაზიანებული აქვს წინა ნაწილი, მარცხენა უკანა კარი და ფრთა, რომლის წინ 17,0 მეტრში, წრიულსა და გზაგამყოფს შორის დგას ავტომობილი „ნისანი“ სახ N S------- რომელსაც დაზიანებული აქვს წინა ბამპერის მარჯვენა მხარე, მარჯვენა წინა ფრთა, მარჯვენა ორივე კარი, მარჯვენა უკანა ფრთა. შემთხვევის ადგილი დასურათებული იქნა ექსპერტის მიერ, ქუჩა გაიზომა სიგრძის საზომი ზონარით და შედგა სქემა-ნახაზი.

 

დათვალიერებაში მონაწილეობდნენ ექსპერტი ე------ ჭ-----–--ე, პატრულ ინსპექტორი რ----- მ-----ე და მძღოლი ნ------------ა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიმდინარეობა, შინაარსი და შედეგები სრულად დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა საქ. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის მთავარი სამმართველოს, საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელმა მ------ პ-------–--ლმა და პატრულ-ინსპექტორმა რ----- მ-----ემ.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ------- ბ---–----ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს საპატრულო პოლიციაში. 2017 წლის 16 ივნისს თავის მეწყვილესთან რ----- მ-----ესთან ერთად იმყოფებოდა ბათუმში და ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 20 : 00 საათზე მიიღო შეტყობინება ავტოავარიის შესახებ ტბელს აბუსერიძის და შარტავას ქუჩების კვეთაში და მაშინვე მივიდა შემთხვევის ადგილზე. სადაც მართლაც დახვდათ ორი მსუბუქი ავტომობილი შეჯახებული. ავტომობილის მძღოლები ფ--------ე და ნ------ია ეკამათებოდნენ ერთმანეთს და ორივე თავს იმართლებდა. ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ფ--------ე მოძრაობდა მთავარ გზაზე ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, ხოლო ნ------ია კი მთავარ გზის გადამკვეთ ქუჩაზე შარტავას ქუჩაზე. ნ------იას აუხსნა, რომ ტბელ აბუსელიძის ქუჩა იყო მთავარი გზა. იდგა ასვე მთავრი გზის აღმნიშვნელი ნიშანი. ხოლო გზა რომელზედაც მოძრაობდა და კვეთდა მთავარ გზას არ იყო მთავარი გზა. ნ------იამ განმარტა, რომ არ იყო ბათუმელი ეგონა, რომ მოძრაობდა მთავარ გზაზე და ფიქრობდა, რომ ფ--------ე მოძრაობისას მას გზას დაუთმობდა მაგრამ ასე არ მოხდა. შეჯახების შედეგად ფ--------ე იტკიებდა ხელს გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება და გამომძიებელი. ფ--------ე გადაიყვანე საავადმყოფოში ხოლო ნ------------ა დარჩა ადგილზე და მიიღო დათვალიერებაში მონაწილეობა.

 

მოწმის სახით დაკითხულ რ----- მ-----ეს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს საპატრულო პოლიციაში. 2017 წლის 16 ივნისს თავის მეწყვილესთან ერთად იმყოფებოდა ბათუმში და ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 20 : 00 საათზე მიიღო შეტყობინება ავტოავარიის შესახებ ტბელს აბუსერიძის და შარტავას ქუჩების კვეთაში და მაშინვე მივიდა შემთხვევის ადგილზე. სადაც მართლაც დახვდათ ორი მსუბუქი ავტომობილი შეჯახებული. ავტომობილის მძღოლები ფ--------ე და ნ------ია ეკამათებოდნენ ერთმანეთს. შეჯახების შედეგად ფ--------ე იტკიებდა ხელს გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება და გამომძიებელი. ფ--------ე გადაიყვანე საავადმყოფოში.

 

მოწმის მ------ პ-------–--ლის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ აწარმოებდა გამოძიებას ნ------------ას ბრალდების საქმეზე. საქმეში არსებული დოკუმენტები მოპოვებულია მის მიერ. საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმები შედგენილი მის მიერ და ოქმებზე არსებული ხელმოწერები ეკუთვნის იმ პირებს ვინც მონაწილეობდა მოქმედებებში. ოქმები სრულად ასახავენ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობას შინაარსა და შედეგებს.

 

სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად წარმოდგენილი ავტომობილ "ტოიოტა"-ს სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო საჭით მართვის მექანიზმი გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. წარმოდგენილი ავტომობილ "ნისანი"-ს საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდოგმარეობაშია.

 

შეჯახების მომენტისათვის ავტომობილების ტოიოტას" სახ NC-------- და ნისანის სახN S-------- გრძივ ღერძთა შორის მახვილი კუთხე შეადგენდა დაახლოებით 70-80 გრადუსს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას მძღოლს დარღვეული ჰქონდა თუ მოძრაობის უსაფრთხოების წესი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რომელთა დაცვის შემთხვევაში ის შეძლებდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას.

 

შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება:

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0--------- დასკვნის თანახმად, ნ---- ფ--------ე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მიყვანილი იქნა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში და დაესვა დიაგნოზი: მარცხენა მტევნის მე-4 ნების ძვლის მოტეხილობა მცირედი ცდომით. არსებული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას დაზარალებულზე მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ------------ამ დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

რაც შეეხება თვითონ ბრალდებულ ნ------------ას იგი არ გამოცხადდა სასამართლოში, მას არ მიუცია ჩვენება, მისი აზრი სასამართლომ ვერ მოისმინა ვერ დასკვნით სიტყვის ეტაპზე და არც საბოლოოს სიტყვა არ წარმოუთქვამს. (თუმცა ამის საშუალება მას ქონდა). მისი აზრი სასამართლოში გამოხატა ადვოკატმა, რომელმაც განაცხადა, რომ ნ------------ა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადვოკატს არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი, მოწმე ან ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შეუპირისპირდებოდა და უარყოფდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზას ან თუნდა მისცემდა სასამართლოს იმის საფუძველს, რომ ეჭვ ქვეშ დაეყენებინა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიმდინარეობისა და შედეგების ობიექტურობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ------------ამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ნ------------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

ნ------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, იგი არ ცხადდებოდა სასამართლოში, სასამართლომ ვერ მოისმინა მისგან ვერ დასკვნითი სიტყვა და ვერც საბოლო სიტყვა, მას არ აუნაზღაურებია მიყენებული ზიანი, ადვოკატის განმარტებით ნ------------ას არ გააჩნია შესაბამის ფინანსური სახსრები. აქედან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ნ------------ას უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე -თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ნ------------ას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ნ------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ნ------------ას ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ „ნისანის“ მარკის ავტომობილი სახN S-------- და „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი სახN C-------- - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი