განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N14-1-0119003147721
N 1/3---19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6.09.2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი გ------- მოწონელიძე
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - შორენა მგალობლიშვილი
დაცვის მხარე
ბრალდებული - გ------- გ-------–ის ძე ფ---ია, დაბადებული 19-- წლის 1- მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------- დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-------------------–---–---–-----------4, ფაქტობრივად მცხოვრები: ბ--------ის რაიონი, სოფელი ს------.
კვალიფიკაცია
ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
გ------- ფ---იამ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“, წონით 9, 392 გრამი, რაც ამოღებულ იქნა 2018 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრზე, გორის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- ფ---იას მართვის ქვეშ მყოფი, ,,ფ---–------ნ გ---–--ის“ მარკის ავტომობილიდან, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით ,,W--------”, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ზემოაღნიშნული ქმედებისათვის გ------- ფ---იას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით.
გ------- ფ---იამ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია გ------- ფ---იას მიერ ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანას“ უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ, მოწმეების - დ-------------ას, ო----------------–---–ის, ნ-----–---------–--ის და გ------- ფ---იას გამოკითხვის ოქმები, ჩხრეკის ოქმი, სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება საკმარისია გ------- ფ---იას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ფ---იამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასამართლო გ------- ფ---იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
რაც შეეხება გ------- ფ---იას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
გ------- ფ---იას მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედება განეკუთვნება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ, განზრახ ნაკლებად მძიმე კატეგორიის, არაძალადობრივი ხასიათის, ნარკოტიკულ დანაშაულთა რიგს. გ------- ფ---იამ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, ყველა მტკიცებულება მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას. სასამართლო სხდომაზე თავისი ქცევით ბრალდებულმა დაადასტურა, რომ მოწოდებულია სრულად აიღოს პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებს: გ------- ფ---ია 4- წლისაა, ნასამართლობის არმქონეა, არის დასაოჯახებელი, დასაქმებულია კერძო სექტორში.
გ------- ფ---იას მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების, მისი ოჯახური და მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მას ძირითადი სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით, რაც შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და უზრუნველყოფს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე და 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ------- ფ---ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
გ------- ფ---იას, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; გ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ე) პასიური საარჩევნო უფლება; ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 1- წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2. მსჯავრდებულ გ------- ფ---იასათვის, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისათვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ, დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და მსჯავრდებულ გ------- ფ---იას მიერ მის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმერეთის პრობაციის ბიუროს.
4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“, რომელიც ინახება საქართველოს შსს სპდ შიდა ქართლის მთავარ სამმართველოში, განადგურდეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე