განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
330100119002818829
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/320-19

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ივნისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – ნ----- გ-------–ის

ბრალდებულ – ი-----–- კ---------ის

ადვოკატ – თ---------- ნ-------ას

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

– ი-----–- ტ------–ის ძე კ---------ის, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), დანაშაულის ჩადენის დროს ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ზ------------------------------–--------–------–----------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–- კ---------ეს წარედგინა ბრალდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, ესე იგი სხეულის დაზიანებისათვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–- კ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, ქ. თბილისში, მუ----–-----–-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი-----–- კ---------ემ განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ს------- გ----–--ს მიმართ, კერძოდ, ს------- გ----–--ს „აიფონის“ ფირმის მობილურ ტელეფონზე შემოსული შეტყობინების შედეგად წარმოშობილი ეჭვიანობის ნიადაგზე, ი-----–- კ---------ემ ხელი დაარტყა ს------- გ----–--ს სახეში, რის შემდგომაც მოქნეული შეკრული ხელის მტევანი ძლიერად დაარტყა მარცხენა ფერდის არეში, რის შედეგადაც წაქცეულ ს------- გ----–--ს, სხეულის მარცხენა ნაწილში ხელებისა და ფეხების მრავლობითი დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდგომ, ი-----–- კ---------ე სწვდა ს------- გ----–--ს თმაში და თმის ძლიერად მოქაჩვით გაათრია იგი სხვა ოთახში, რის შემდეგაც თავზე, ზურგზე, ფეხებსა და ტანის არეში არაერთხელ დაარტყა ხელები და ფეხები.

 

ი-----–- კ---------ის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად, ს------- გ----–--მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, კერძოდ: C4 მალის წვეტიანი მორჩის ხაზოვანი მოტეხილობა მცირე შეცილებით, მარცხნივ მე-7, მე-8, მე-9 ნეკნების ხაზოვანი მოტეხილობები უმნიშვნელო შეცილებით, მარცხენამხრივი პნევმოთორაქსი, ფილტვის კოლაფსი.

 

ამის გამო ი-----–- კ---------ეს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა პროცესზე დაკითხულ პირთა ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია ი-----–- კ---------ის მიერ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ს------- გ----–--ს მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი, თუმცა სასამართლო არ ეთანხმება ი-----–- კ---------ის ქმედების კვალიფიკაციას ბრალდების დადგენილებაში მითითებული სახით, კერძოდ, მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას „განსაკუთრებული სისასტიკით“, რის გამოც ი-----–- კ---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველ ნაწილზე შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ი-----–- კ---------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ დაახლოებით ექვსი წელია, რაც ს------- გ----–--სთან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 18 ნოემბერს, ს------- გ----–--ს მობილურ ტელეფონზე, ე.წ. მესენჯერში, შემოვიდა შეტყობინება, სადაც შინაარსობრივად ისეთი ტექსტი ეწერა, რომ მისი საფუძვლიანი ეჭვიანობა და გაღიზიანება გამოიწვია. მან მეუღლეს ჰკითხა, თუ ვინ სწერდა ამ ტექსტს, თუმცა ს------- გ----–-- არ უმხელდა სიმართლეს და ცდილობდა მის მოტყუებას, რის გამოც მან რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის შედეგადაც მისი მეუღლე გახდა შეუძლოდ და სუნთქვა გაუჭირდა. ამის გამო მან ს-------ს დასახმარებლად გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ს------- გ----–-- გადაიყვანა საავადმყოფოში, სადაც ასევე აგრძელებდა მისთვის ყურადღების მიქცევას.

 

ბრალდებულის განმარტებით, აღნიშნული კონფლიქტის დაწყებამდე ს------- გ----–--ს რაიმე დაზიანება არ ჰქონია. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული დაზიანებები ს------- გ----–--ს მიადგა მისი მხრიდან განხორციელებული ცემისა და დაცემის შედეგად.

 

მისივე თქმით, იგი დაავადებულია „C“ ჰეპატიტით, იღებს მედიკამენტებს, რომლებიც ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და კონფლიქტისას იყო გაღიზიანებული, თუმცა 7-10 წუთის განმავლობაში არ უცემია და არც განსაკუთრებული სისასტიკით ჩაუდენია აღნიშნული დანაშაული, რადგან თუ მას ს------- გ----–--სათვის განსაკუთრებული ტკივილის მიყენება სურდა, არ აღმოუჩენდა მას დახმარებას, არ გამოუძახებდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას და შემდგომაც არ მიაქცევდა ყურადღებას.

 

დაზარალებულმა ს------- გ----–--მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ი-----–- კ---------ესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება დაახლოებით ექვსი წელია. 2018 წლის 18 ნოემბერს, ი-----–- კ---------ესთან ერთად იმყოფებოდა ამ უკანასკნელის მეგობრის - ა-–--ა გ--------ის საცხოვრებელ სახლში. ა-–--ა გ--------ე და მისი მეუღლე წავიდნენ სტუმრად, ხოლო თვითონ და ი-----–- დარჩნენ მათ სახლში, რა დროსაც მის მობილურ ტელეფონზე, მესენჯერში, მისთვის უცნობი პირისაგან მიიღო შეტყობინება, რაზეც მისი მეუღლე ძალიან გაღიზიანდა და დაუწყო ხელებითა და ფეხებით ცემა, თმებით გაათრია მეორე ოთახში და დაახლოებით 7-10 წუთის განმავლობაში სცემდა, რის შედეგადაც იგი გახდა ცუდად და სუნთქვა გაუჭირდა. ი-----–-მ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მან ექიმებს განუცხადა, რომ დაზიანებები მიიღო სკამიდან გადმოვარდნის შედეგად, რადგან არ უნდოდა სამართალდამცავ ორგანოებს შეეტყოთ, რომ მეუღლემ სცემა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ იგი გადაყვანილ იქნა კლინიკაში, სადაც მედპერსონალსა და პოლიციის თანამშრომლებს ასევე უთხრა, რომ დაზიანებები მიიღო სკამიდან გადმოვარდნის შედეგად.

 

ქართულ-ჰოლანდიური კლინიკა „მ--------ის“ ქირურგის - მოწმე ი-----–- კ-----–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 18 ნოემბერს, კლინიკა „მ--------–-“ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შეყვანილ იქნა ს------- გ----–--. პაციენტი აღნიშნავდა დაზიანებას სიმაღლიდან ვარდნის გამო. ჩატარებული კვლევების შედეგად გამოიკვეთა კისრის მალებისა და ნეკნების მოტეხილობა და სხვა დაზიანებები.

 

ს------- გ----–--ს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის შესახებ სასამართლოს ინფორმაციას აწვდის სამედიცინო დოკუმენტაცია და 2019 წლის 14 იანვრის #--------- და 2019 წლის 29 მარტის #--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, კერძოდ:

 

მოწმე მ--- ნ----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკა „მ--------–-“ არქივისა და სტატისტიკის მენეჯერად. მან სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამომძიებელს გადასცა ს------- გ----–--ს ავადმყოფობის ისტორია.

 

2018 წლის 12 დეკემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, მ-----------–--------------------------ში მდებარე ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკა „მ--------იდან“, სტატისტიკისა და არქივის მენეჯერ მ--- ნ----–---–ისაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის #--------- განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა ს------- გ----–--ს ავადმყოფობის ისტორია - 20 ფურცლად და 5 ცალი ლაზერული დისკი, მასზე ჩაწერილი ტომოგრაფიული სურათებით;

 

სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის ავტორმა ექსპერტმა ე-- ჩ---–--–---–მა სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, შ.პ.ს. „ქ--------–-----–---------------------–-“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #----დან ირკვევა, რომ მოქალაქე ს------- გ----–--ს 2018 წლის 18 ნოემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიუმართავს აღნიშნული კლინიკისათვის 18.11.18 წ., სადაც დაესვა დიაგნოზი: მენჯ-ბარძაყის სახსრის დაჟეჟილობა, კისრის სხვა დაზუსტებული მალის მოტეხილობა, ტრავმული პნევმოთორაქსი. ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია კანქვეშა ჰემატომა. ექსპერტიზაზე წარდგენილი 5 CD დისკი შესწავლილ იქნა სამედიცინო კორპორაცია „ე-----“-ს დიაგნოსტიკური ცენტრის რადიოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელის, ნ-------–---–ის მიერ, რომლის დასკვნითაც, არსებულ გამოსახულებებზე ფიქსირდება C4 მალის წვეტიანი მორჩის ხაზოვანი მოტეხილობა მცირე შეცილებით; მარცხნივ VII, VIII, IX ნეკნების ხაზოვანი მოტეხილობები უმნიშვნელო შეცილებით; მარცხენამხრივი პნევმოთორაქსი (18.11.2018-2:41) ფილტვის კოლაფსი. შემდეგ ტომოგრამაზე (18.11-3:59) პლევრა დრენირებულია. ზურგის ტვინის დაზიანების იდენტიფიცირება კტ. მონაცემებით შეუძლებელია. დაზიანებების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (18.11.2018) წინააღმდეგობაში არ არის. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის ავტორმა ექსპერტმა ზ------ გ-------–-–---–მა სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, წარმოდგენილი სისხლის სამართლის #------------ საქმის მასალებში არსებული ექსპერტის დასკვნა #----------ის (14.12.2018წ. - 14.01.2019წ. სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ე-- ჩ---–--–---–ი) და ამავე საქმის მასალებში არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების თანახმად: მოქალაქე ს------- გ----–--ს 2018 წლის 18 ნოემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიუმართავს კლინიკისათვის 18.11.18 წ-ს, სადაც დაესვა დიაგნოზი: მენჯ-ბარძაყის სახსრის დაჟეჟილობა, კისრის სხვა დაზუსტებული მალის მოტეხილობა, ტრავმული პნევმოთორაქსი. ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია კანქვეშა ჰემატომა.

 

ამავე ექსპერტიზის ფარგლებში წარდგენილი 5 (ხუთ) ცალ CD დისკზე დატანილი მოქალაქე ს------- გ----–--სთვის ჩატარებული CT-კვლევის მონაცემები შესწავლილ იქნა სამედიცინო კორპორაცია “ე-----ს“ რადიოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელის, მედიცინის დოქტორის ნ-----–---- ს----–---–ის მიერ, რომელმაც დაადგინა, რომ არსებულ გამოსახულებებზე ფიქსირდება C4 მალის წვეტიანი მორჩის ხაზოვანი მოტეხილობა მცირე შეცილებით; მარცხნივ VII, VIII, IX ნეკნების ხაზოვანი მოტეხილობები უმნიშვნელო შეცილებით; მარცხენამხრივი პნევმოთორაქსი (18.11.2018-2:41). ფილტვის კოლაფსი. შემდეგ ტომოგრამაზე (18.11-3:59) პლევრა დრენირებულია. ზურგის ტვინის დაზიანების იდენტიფიცირება კტ. მონაცემებით შეუძლებელია. დაზიანებების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (18.11.2018) წინააღმდეგობაში არ არის.

 

თუ რა ვითარებაში მიიღო მოქალაქე ს------- გ----–--მ მის სხეულზე არსებული, ზემოთ ხსენებული დაზიანებები, - აღნიშნულის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების (ან საგანზე (საგნებზე)) არაერთჯერადი ზემოქმედებით - არ არის გამორიცხული გარკვეული სიმაღლიდან ვარდნის და დაცემის შედეგად, - თუმცა აღნიშნულის მტკიცება ექსპერტიზას არ შეუძლია. ცემის საკითხის დადგენა არ შედის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენციაში.

 

რადიოლოგმა ნ-----–---- ს----–---–მა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მის მიერ შესწავლილ იქნა 5 (ხუთ) ცალ CD დისკზე დატანილი მოქალაქე ს------- გ----–--სთვის ჩატარებული ტომოგრაფიული კვლევის მონაცემები, რა დროსაც დაფიქსირდა C4 მალის წვეტიანი მორჩის ხაზოვანი მოტეხილობა მცირე შეცილებით; მარცხნივ VII, VIII, IX ნეკნების ხაზოვანი მოტეხილობები უმნიშვნელო შეცილებით; მარცხენამხრივი პნევმოთორაქსი ფილტვის კოლაფსი. პლევრა დრენირებულია. ამასთან, მისთვის წარდგენილი კტ-კვლევის მონაცემებით შეუძლებელი იყო ზურგის ტვინის დაზიანების იდენტიფიცირება. დაზიანებების ხანდაზმულობა თარიღთან - 18.11.2018 - წინააღმდეგობაში არ არის.

 

მოწმე ნ---- ი----------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 17 ნოემბერს, მას და მის მეუღლეს - ა-–--ა გ--------ეს სამსახურში მიაკითხეს მისი მეუღლის ნათესავმა ი-----–- კ---------ემ და მისმა მეუღლემ ს------- გ----–--მ. ოთხივე ერთად წავიდნენ მის საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ა-–-----------------------------ში, თუმცა მალევე თავად და მისი მეუღლე წავიდნენ სტუმრად, ხოლო ი-----–- კ---------ე და მისი მეუღლე იმ ღამით დარჩნენ მათ სახლში. მეორე დღეს, გამომძიებლისაგან შეიტყო, რომ მათ სახლში დარჩენილ ცოლ-ქმარს შორის მომხდარა კონფლიქტი და ს------- გ----–-- გადაყვანილი იყო კლინიკაში. მოგვიანებით ს------- გ----–--მ უთხრა, რომ იმ ღამით მეუღლესთან მოუვიდა ჩხუბი და ი-----–-მ სცემა მას.

 

მოწმე ა-–---- ზ-----ის ჩვენების თანახმად, მის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ა-–-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი გაქირავებული აქვს ნ---- ი----------ეზე. 2018 წლის 18 ნოემბერს, გვიან ღამით, იგი გამოაღვიძა ჩხუბის ხმამ, რომელიც ისმოდა მის მიერ გაქირავებული სახლიდან. ესმოდა მამაკაცის ხმამაღალი საუბარი, კარის გაჯახუნების და ავტომანქანის სწრაფი ტარების ხმა, თუმცა რა მოხდა მის მიერ გაქირავებულ სახლში, - არ იცის, რადგან სიტუაციაში გასარკვევად გარეთ არ გამოსულა.

 

2018 წლის 18 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, მ-----------------------------------------------------------ში მდებარე ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში.

 

ექსპერტ-კრიმინალისტმა ზ------ ო-----–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 18 ნოემბერს, გ-–-----------–--------------------–-------------------–---დან მიღებული გამოძახების საფუძველზე მეწყვილესთან - ხ------- მ---------ესთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე - ქ-------–--–----------------------------------ი, ა-–-----------------------------ში, სადაც მონაწილეობა მიიღეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. მოწმემ დაადასტურა გამომძიებლის მიერ შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე.

 

მოწმე ე-–--- ჯ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ იგი არის ს------- გ----–--ს შვილის მეგობარი. 2018 წლის 18 ნოემბერს, ს------- გ----–--მ დაურეკა მობილურ ტელეფონზე და აცნობა, რომ იმყოფებოდა საავადმყოფოში. სანახავად მისულმა, ნახა, რომ ს-------ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რასთან დაკავშირებითაც ს------- გ----–--მ უთხრა, რომ ი-----–- კ---------ესთან მოუვიდა კონფლიქტი, კერძოდ, უცნობი პირისაგან მიღებული შეტყობინების გამო ი-----–- კ---------ემ სცემა მას.

 

მოწმე მ------ა მ-----–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ს------- გ----–-- არის მისი მეგობრის დედა. ს-------საგან იცის, რომ ი-----–- კ---------ესთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა. 2018 წლის 18 ნოემბერს დაურეკა მეგობარმა - ე-–--- ჯ-----–---–მა და შეატყობინა, რომ ს------- გ----–-- იწვა საავადმყოფოში. მან მოგვიანებით მოინახულა ს-------, რომელსაც სახეზე და სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და საუბარი ძალიან უჭირდა. გამოწერის შემდეგ ს-------მ უთხრა, რომ მესენჯერში მიღებული შეტყობინების გამო, ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა ი-----–- კ---------ემ, ხოლო სკამიდან ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია, - მასთან არ უხსენებია.

 

ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-–-----------–--------------------–-------------------–---ს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა - მ------ შ----------–-–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 20 ნოემბერს, პირადი კონტაქტის მიერ მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმად, ი-----–- კ---------ისთვის ცნობილი გახდა, რომ ს------- გ----–--მ სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინა მასზე არსებული დაზიანებების მეუღლის მხრიდან მიყენების ფაქტი, რის გამოც იგი აპირებდა მიმალვას. მიღებული ინფორმაციის შესახებ მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

 

ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-–-----------–--------------------–-------------------–---ს თანამშრომლებმა - მოწმეებმა მ-----– მ------–---–მა და გ------- რ-------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ ხელმძღვანელობის დავალებით გავიდნენ მ------ შ----------–-–---–ის მიერ მიღებულ ინფორმაციაში მითითებულ ტერიტორიაზე - ქ. თბილისში, მ-------------------------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მ-----– მ------–---–ის მიერ, გ------- რ-------–---–ის მონაწილეობით დაკავებულ იქნა ი-----–- კ---------ე. მ-----– მ------–---–ის მიერ ადგილზე შეივსო დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის სისწორეც დაადასტურეს ხელმოწერით.

 

2018 წლის 20 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად, გამომძიებელ გ------- მ--–-–--ის მიერ ს------- გ----–--საგან ამოღებულ იქნა შავი ფერის „აიფონ 4S“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 9--------------, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი რაიმე ინფორმაცია აღნიშნული ტელეფონიდან ამოღებული არ ყოფილა.

 

ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-–-----------–--------------------–-------------------–---ს გამომძიებლებმა - გ------- მ--–-–--ემ, ლ-–- ყ---–--ემ და ბ--------- ბ-----–-–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების თაობაზე და განმარტეს, რომ ისინი ჩაატარეს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.

 

სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდებულმა ი-----–- კ---------ემ 2018 წლის 18 ნოემბერს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ს------- გ----–--ს მიმართ, ამ უკანასკნელის მობილურ ტელეფონზე მიღებული შეტყობინების გამო, ნამდვილად განახორციელა დაუნდობელი ხასიათის ფიზიკური ძალადობა, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რასაც არც თავად ბრალდებული უარყოფს. კერძოდ: კონფლიქტის მონაწილე ორი პირიდან დაზარალებული ამბობს, რომ მის მობილურ ტელეფონზე უცნობი პირისაგან მიღებული შეტყობინების გამო მეუღლემ ფიზიკურად იძალადა მასზე, რა დროსაც სხეულის სხვადასხვა ადგილას განხორციელებული დარტყმების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. თავის მხრივ, მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტი დაადასტურა ბრალდებულმაც, თუმცა უარყო აღნიშნული ძალადობის ჩადენა განსაკუთრებული სისასტიკით. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ ი-----–- კ---------ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად ს------- გ----–--მ მიიღო დაზიანებები, კერძოდ: C4 მალის წვეტიანი მორჩის ხაზოვანი მოტეხილობა, მარცხნივ მე-7, მე-8, მე-9 ნეკნების ხაზოვანი მოტეხილობები უმნიშვნელო შეცილებით, მარცხენამხრივი პნევმოთორაქსი ფილტვის კოლაფსი, რომლებიც მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ამდენად, სახეზეა ი-----–- კ---------ის მხრიდან ს------- გ----–--სათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის განმარტებაზე, რომ 7-10 წუთის განმავლობაში არ გრძელდებოდა ცემა და რომ დაზიანებების ნაწილი ს------- გ----–--მ მიიღო არამარტო ცემის, არამედ დაცემის შედეგად. აღსანიშნავია, რომ დროის ხანგრძლივობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს კვალიფიკაციისათვის და მთავარია, რომ ძალადობის შედეგად პირმა მიიღოს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და რამდენ ხანს გრძელდებოდა ძალადობა, იგი შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს სასჯელის დანიშვნის დროს. ასევე, შესაძლოა დაზიანებათა ნაწილი განპირობებული იყოს დაცემის შედეგად, თუმცა სხეულის სხვადასხვა ადგილას მიყენებული დაზიანებები შეუძლებელია განხორციელებულიყო ერთჯერადი დაცემის შედეგად, რომელიც გამოიწვევდა მხოლოდ ერთი ლოკაციის ფარგლებში დაზიანებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში არა აქვს ადგილი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ თავად დაზარალებული არ ადასტურებს დაცემის შედეგად დაზიანების მიყენების ფაქტს და გარკვევით განმარტავს, თუ რატომ მიაწოდა სამედიცინო პერსონალსა და პოლიციას საწყის ეტაპზე მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაზიანებები მიიღო დაცემის შედეგად. საყურადღებოა ისიც, რომ კლინიკაში მის სანახავად მისულ თავისი შვილის მეგობრებს ს------- გ----–-- უმხელს სიმართლეს და ორივეს ეუბნება, რომ ქმარმა სცემა იგი.

 

რაც შეეხება აღნიშნული ქმედების ჩადენას განსაკუთრებული სისასტიკით, ამ ნაწილში სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, რომ არასწორია ი-----–- კ---------ის მიერ ჩადენილი ქმედების შეფასება „განსაკუთრებული სისასტიკით“ ჩადენილად, რამდენადაც აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოება სახეზე იქნება მაშინ, როცა ქმედება იქნება ერთდროულად „განსაკუთრებული“ და „სასტიკი“. თავისთავად, ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაული სისასტიკის გამოვლინებაა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ი-----–- კ---------ის მიერ განხორციელებულ ძალადობას არ ჰქონდა განსაკუთრებული ხასიათი, ანუ ისეთი აღმატებული ხასიათი, რითიც იგი იქნებოდა სხვა ძალადობრივი ქცევისაგან რაიმე ნიშნით გამორჩეული (მაგალითად, სხეულზე დამწვრობის მიყენება, თვალების ამოთხრა, რომელიმე ორგანოს მოჭრა, დასახიჩრება და ა.შ). მას მართალია ჰქონდა დაუნდობელი ხასიათი, რომელიც გამოიხატა არაერთჯერად დარტყმაში სხეულის სხვადასხვა ადგილას, თუმცა მას არ მიუღწევია იმ ხარისხისათვის, რაც მას გახდიდა „განსაკუთრებულს“ და „სასტიკს“, კერძოდ, აღნიშნული ძალადობა არ ყოფილა გამორჩეული რაიმე ფორმით, არ ყოფილა შემზარავი ხასიათის, მის ჩასადენად არ ყოფილა ისეთი ხერხი ან საშუალება გამოყენებული, რაც დაზარალებულს ხანგრძლივ და ძლიერ ტკივილს (ან ტანჯვას) განაცდევინებდა. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს არც ობიექტური და არც სუბიექტური კრიტერიუმები, კერძოდ, დაზარალებულმა მართალია, მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, თუმცა მას სასამართლოსათვის არ მოუწოდებია რაიმე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული ძალადობის შედეგად განიცადა განსაკუთრებული ტკივილი ან ტანჯვა. საქმეში არ იკვეთება არც სუბიექტური კრიტერიუმი, - ბრალდებულის სურვილი მის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებით დაზარალებულს განეცადა განსაკუთრებული ტკივილი ან ტანჯვა, პირიქით, მართალია, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუნდობელ ცემას, რასაც შედეგად მოჰყვა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი მრავლობითი დაზიანებები, თუმცა მან დაზარალებულისათვის დახმარების აღმოსაჩენად თავად გამოიძახა სასწრაფო-სამედიცინო სამსახური, რითაც გამოავლინა თავისი დამოკიდებულება დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანების შედეგად გამოწვეული ტკივილის შემსუბუქების მიმართ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მის განზრახვაში არ შედიოდა დაზარალებულისათვის განსაკუთრებული ტკივილის მიყენება. შესაბამისად, ი-----–- კ---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ: ბრალდებული მართალია, ადასტურებს მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს, თუმცა არ გამოთქვამს სინანულს ამ ყველაფრის გამო. სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ი-----–- კ---------ის მიერ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას.

 

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ი-----–- კ---------ის მხრიდან მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ჰქონდა უკიდურესად დაუნდობელი ხასიათი, რასაც ადასტურებს როგორც დაზარალებულის ჩვენება, ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში ასახული ს------- გ----–--ს დაზიანებების ხასიათი და ხარისხი.

 

ამასთან, მართალია, საქმის მასალებში წარმოდგენლია დაზარალებულ ს------- გ----–--ს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, იგი შეურიგდა ბრალდებულს და არ არის წინააღმდეგი მის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის პოზიციის მიუხედავად, სახელმწიფოს ვალდებულებაა იმოქმედოს მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე, მსხვერპლის პოზიციის მიღმა არსებული მოტივების მიუხედავად.

 

პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ, მანამ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან თავდაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს მრავალი ფაქტორი, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობა, შეცოდება, ნათესავების მხრიდან ზეწოლა, მოძალადიდან მომდინარე შიში და სხვა. ძალადობის მსხვერპლები ზოგჯერ ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის საჯაროდ და გაბედულად დაფიქსირებას, რის შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე განიცდიან, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის უსაფრთხოებას კი ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხეც, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

 

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთის მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორეს მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მხრიდან ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეულ იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა, მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

 

გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ასევე ითვალისწინებს ი-----–- კ---------ის წარსულ ცხოვრებას, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის დროს იგი ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე დანაშაულის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნასამართლობა გაუქარწყლდა 2019 წლის 14 თებერვალს), რის გამოც სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი და სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ი-----–- კ---------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება სასჯელის სახედ უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ძალადობის ხასიათის, ბრალდებულის პიროვნებისა და მისგან მომდინარე სამომავლო რისკების მხედველობაში მიღებით, მას უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმი - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----–- კ---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

2. ი-----–- კ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. ი-----–- კ---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 ნოემბრიდან.

 

4. დაზარალებულ ს------- გ----–--საგან ამოღებული „აიფონი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, სიმბარათით (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ს------- გ----–--ს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

– ი-----–- კ---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ფულადი თანხა და „ეჩო“-ს ფირმის მობილური ტელეფონი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ი-----–- კ---------ის ოჯახის წევრს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

– ს------- გ----–--ს სამედიცინო ისტორიის შემადგენელი კომპიუტერული ტომოგრაფიის სურათები, განთავსებული 5 (ხუთ) ცალ ლაზერულ დისკზე, ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა, განთავსებული 1 (ერთ) ცალ ელექტრონულ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი