განაჩენი

სისხლის სამართლის 14.03.2019
საქმის ნომერი
060100118002781948
დავის ტიპი
126
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

სამტრედიის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე #1/189-18

№061201118002

 

14 მარტი, 2019 წელი ქ.სამტრედია

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - დავით სვანაძე

სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე

 

პროკურორ - მა---------–--ის

ადვოკატ - ეს-----------ას

ბრალდებულ - გე------–----–----ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ გე----------–---------–----–---ძის (დაბადებული 19---–-–------------------------------------- მცხოვრები სამტრედია ბა------------------) მიმართ, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 1 -ე მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით,სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილებით: გე------–----–----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

გე------–----–----ე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განაჩენის საფუძველზე ითვლებოდა რა ნასამართლევად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული, კერძოდ: 2018 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ქ. სამტრედია, ა-----------------------------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, უმოტივოდ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ვე----–----–----ეს. კერძოდ, ამ უკანასკნელს ძლიერად ჰკრა ხელი გულმკერდის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–------------------ დაბადებული გი-------–----–--იძე .

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გე------–----–----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

გე------–----–----ე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განაჩენის საფუძველზე ითვლებოდა რა ნასამართლევად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული, კერძოდ: 2018 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ქ. სამტრედია, ა-----------------------------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, უმოტივოდ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ვე----–----–----ეს. კერძოდ, ამ უკანასკნელს ძლიერად ჰკრა ხელი გულმკერდის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–------------------ დაბადებული გი-------–----–--იძე .

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა გე------–----–----ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია, პირიქით, იგი თავად არის დაზარალებული. 2018 წლის 20 ნოემბერს მისი ავადმყოფი დედის მოვლასთან დაკავშირებით გამოწვეული კამათისას მისმა მეუღლემ, ვე----–----–----ემ მას ხელი ჰკრა, რის შედეგადაც იგი დაეცა ზურგით. მიუხედავად ამისა, მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, პირიქით, იგი თავად იყო არაერთხელ ძალადობის მსხვერპლი.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ ვე----–----–----ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი არის გე------–----–----ის მეუღლე, ჰყავთ 3 შვილი, მათ შორის ერთი, გი-------–----–--იძე არის არასრულწლოვანი, ხოლო ერთი შვილი თა-----–----–---ძე არის ფსიქიკური ნაკლის მქონე და სწორედ მის მიმართ გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით გე------–----–----ე. იგი (ბრალდებული) მუდმივად იღებს ალკოჰოლურ სასმელს, რის შემდეგაც არის აგრესიული და მისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ხშირად ეჩხუბება მას. 2018 წლის 20 ნოემბერს, საღამოს საათებში, ისხდნენ სუფრასთან თვითონ, მისი მეუღლე, გე------–----–----ე და მათი არასრულწლოვანი შვილი გი-------–----–--იძე რა დროსაც, გაურკვეველი მოტივით, გე------–----–----ე გახდა აგრესიული და უთხრა მას, რომ იგი საჭმელს ამადლიდა და თეფში დაამტვრია, ამ დროს წამოდგა მათი არასრულწლოვანი შვილი გი-------–----–--იძე, რომელიც მისი ასაკის მიუხედავად ფიზიკურად საკმაოდ დიდია და შეეცადა მის შეჩერებას. გენადი ბავშვს ეუბნებოდა რომ მისულიყო და დაერტყა მისთვის რა დროსაც თავად ვე----–----–----ე ჩადგა მათ შუაში, რომელსაც გე------–----–----ემ ძლიერად ჰკრა ხელი გულმკერდის არეში რის შედეგადაც იგი (დაზარალებული) დაეცა იქვე მდგარ ტახტზე. ძალადობის შედეგად მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვან გი-------–----–--იძის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მშობლებთან და დასთან ერთად ცხოვრობს ქ. სამტრედიაში, ბა-------------------ში, იგი არის მე-11 კლასის მოსწავლე. 2018 წლის 20 ნოემბერს, როდესაც იგი სკოლიდან დაბრუნდა, მამა გე------–----–----ე სახლში ნასვამი დახვდა და მთელი დღე ეკამათებოდა მის დედას, ვე----–----–----ეს იმ მოტივით, რომ წარსულში უმიზეზოდ დამიჭირეო. საღამოს სუფრასთან ისხდნენ: თვითონ, მისი დედა ვე----–----–----ე და მამა გე------–----–----ე და ვახშმობდნენ, რა დროსაც გე------–----–----ე გახდა აგრესიული და უთხრა ვე----–----–----ეს, რომ თქვენ ჩემი სიკვდილი გინდათ და ეს საჭმელიც მოწამლულიაო, მას სურდა მამა გაეყვანა ოთახიდან, მაგრამ ამ დროს მამამ მის დედას, ვე----–----–----ეს ხელი ჰკრა გულმკერდის არეში, რომელიც იქვე, დივანზე, წაიქცა.

 

სასამართლო სხდომაზე ზვ-------------ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შ--------------ს რაიონულ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ საქმეზე მის მიერ გამოკითხულ იქნა ბრალდებულ გე------–----–----ის არასრულწლოვანი შვილი გი-------–----–--იძე, რომელსაც დაუნიშნა საპროცესო წარმომადგენელი.

 

სასამართლო სხდომაზე გი---------–--–-–---–ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შ--------------ს რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 20 ნოემბერს შემოსული შეტყობინების საფუძვეზე მის მიერ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 1მუხლის პირველი ნაწილით. მოახდინა დაზარალებულ ვე----–----–----ის გამოკითხვა, ასევე მის მიერვე მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება ვე----–----–----ის თანხმობითა და მონაწილეობით, რა დროსაც ამოღებულ იქნა თეფშის ნამსხვრევები. ასევე მის მიერ მოხდა გე------–----–----ისათვის ბრალის წარდგენა და მისი ბრალდებულის სახით გამოკითხვა.

 

გე------–----–----ის მიერ წარდგენილი ბრალდება ასევე დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მასალებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი, მათივე უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ აძლევს სასამართლოს საფუძველს, რათა გაიზიაროს დაცვის მხარის პოზიცია გე------–----–----ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით, დაზარალებულ ვე----–----–----ის, მოწმეების: გი-------–----–--იძის, გი---------–--–-–---–ის, ზვ-------------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ გე------–----–----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 1 -ე მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

გე------–----–----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელისა დასაბუთება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში, გე------–----–----ის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 126 1 -ე მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით სანქცია სასჯელთა სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე, კერძოდ, გადაწყვეტილებაში საქმეზე ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან, რეალურად, ამ ფენომენის შედეგად ხშირად პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზარალდებიან ბავშვებიც.

სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, პროკურორებს მოუწოდებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნეს ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და სამართალწარმოების მიმდინარეობისას გადადგმულ იქნეს კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად.

საქართველოს სსკ-ის 126 1 -ე მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით სანქციით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გე------–----–----ისათვის სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულ გე------–----–----ის წარსული ცხოვრება, მისი პიროვნება და ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკა - დამახასიათებელია განმეორებადობის ტენდენცია, რაც ბრალდებულის ალკოჰოლისადმი მიდრეკილების გათვალისწინებით, კიდევ უფრო ზრდის დანაშაულის ჩადენის რისკებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის გაცნობიერებას და მომავალში ახალი ძალადობრივი ფაქტების პრევენციას. ამავე დროს, სასამართლო მიიჩნევს, რომ გე------–----–----ეს თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელი უნდა შეეფარდოს მინიმუმთან მიახლოებული სანქციის ფარგლებში.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268- 269-ე, 271-274-ე, 277- 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გე------–----–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.

 

გე------–----–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდეს. მსჯავრდებულ გე------–----–----ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 21 ნოემბრიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით სვანაძე