განაჩენი

სისხლის სამართლის 04.07.2019
საქმის ნომერი
330100119002867202
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/763-19

გამოძიების N0-----------

04 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ლ-–----------–---–ი, თ---------------–--ე;

დაცვის მხარე:

ბრალდებული ო---------–-------–---–- (პ/ნ 4----------) - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-----–----------–--------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, რ------------------–--–-----------------------------ში,ადვოკატი - ზ----------–---ი,ბრალდებული ი------------–---–ი (პ/ნ 5----------) - დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ------------–---------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ს------–-------------------------–---–--------;

ადვოკატი - ე-–---------–--–---–-,კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლის მე-2 ნაწილი - სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია;

სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

ი------------–---–ისა და ო---------–-------–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

ი------------–---–ს და ო---------–-------–---–ს ბრალი ედებათ მასში, რომ მათ ჩაიდინეს სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია;

2017 წლის 23 აგვისტოს, დილის საათებში, ქ. თბილისი, რ------------------–--–------ში მდებარე შპს “G---------”-ის მინის დასამზადებელ საამქროში ჯ--–--–----------- თანამშრომლებთან ერთად „სამკუთხა ურიკით“ გადაადგილებდა მინაპაკეტებს, რომლებიც დამაგრებული არ იყო „ურიკაზე“. ურიკის გადაადგილებისას ჯ--–--–-----------ს მხარეს არსებული მინაპაკეტები გადმოყირავდა და ზემოდან დაეცა მას. მიღებული დაზიანებების შედეგად ჯ--–--–----------- გარდაიცვალა.

სასამართლომ დაადგინა:

ო---------–-------–---–მა ჩაიდინა სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, კერძოდ:

2017 წლის 23 აგვისტოს, დილის საათებში, ქ. თბილისი, რ------------------–--–------ში მდებარე შპს “G---------”-ის მინის დასამზადებელ საამქროში ჯ--–--–----------- თანამშრომლებთან ერთად „სამკუთხა ურიკით“ გადაადგილებდა მინაპაკეტებს, რომლებიც დამაგრებული არ იყო „ურიკაზე“. ურიკის გადაადგილებისას ჯ--–--–-----------ს მხარეს არსებული მინაპაკეტები გადმოყირავდა და ზემოდან დაეცა მას. მიღებული დაზიანებების შედეგად ჯ--–--–----------- გარდაიცვალა.

გამოკვლეული მტკიცებულებები:

მოწმეების - ზ--------------–---ს, დ---------–-----ს, მ------------–---ს და მ-----------–------ს გამოკითხვების ოქმებით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, რ------------------–--–------ში მდებარე შპს “G---------”-ის მინის დასამზადებელ საამქროში მუშაობდნენ მუშებად, ამავე საქმიანობით იყო დაკავებული ჯ--–--–-----------ც. მათ უფლება-მოვალეობებში შედიოდა მინაპაკეტების აწყობა, რომელთა გადაადგილებასაც სპეციალური, რკინის კონსტრუქციის, ხის მასალის და ბორბლებისგან შემდგარი სამკუთხა ურიკების საშუალებით ახდენდნენ. სამკუთხა ურიკაზე, როგორც წესი, ათავსებდნენ ერთ-ორ ტონამდე მინა პაკეტს, იმისდა მიხედვით, თუ რამდენნი იყვნენ და რა სიმძიმის ტვირთის გადაადგილებას შეძლებდნენ. 2017 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 11:00 საათზე, მინაპაკეტის საამქროში მყოფმა ზ--------------–---მ, დ---------–-----მ, მ------------–---მ, მ-----------–-----მა და ჯ--–--–----------მა სამკუთხა ურიკაზე დაალაგეს დაახლოებით 8-9 ცალი მინაპაკეტი (თითოეული - 3,085 მ სიგრის, 2,24 მ სიმაღლის, 25 მმ სისქის და დაახლოებით 200-220 კგ წონის) და ცეხის ბეტონის ზედაპირზე დაიწყეს ურიკის გაგორება. სამკუთხა ურიკას უკანა მხრიდან აწვებოდნენ ზ--------------–--- და დ---------–-----, ურიკის მარჯვენა მხარეს იმყოფებოდა ჯ--–--–-----------, მარცხენა მხარეს - მ-----------–------, ურიკის წინ კი - მ------------–---. ყველა მათგანი ხელებით იჭერდა მინაპაკეტებს, რადგან სხვაგვარად დიდი მინაპაკეტების ურიკაზე დამაგრება არ ხდებოდა. ,,მინის გამოწრთობის ღუმელთან“ ურიკის მოხვევისას ურიკის მარჯვენა, ჯ--–--–-----------ს მხარეს დადებული მინაპაკეტები გადმოწვა. ჯ--–--–----------მა ვერ მოასწრო გაცლა და იგი მინაპაკეტებმა მთელი ტანით ქვეშ მოიყოლა. მაშინვე მისცვივდნენ ჯ--–--–ს, გაათავისუფლეს იგი ზედ დაცემული მინაპაკეტებისაგან და უგონო მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი დაახლოებით 2-3 საათში გარდაიცვალა. მათვე განმარტეს, რომ მთავარი ინჟინრები, - როგორც შემთხვევისას მომუშავე ს------------–---–ი, ისე მისი წინამორბედი, ს-------------–---, - სისტემატიურად აფრთხილებდნენ და უხსნიდნენ უსაფრთხოების წესებს, განუმარტავდნენ მინის აწევის, დამუშავების და გადაადგილების წესებს. მუშაობის პროცესში, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ყველა მათგანს სპეცტანსაცმლისა და ხელთათმანების გარდა, უნდა სცმოდა რკინის „ბათინკები“ და თავზე ფარებოდა ჩაფხუტი, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. ჯ--–--–----------ს არც ფორმა სცმია, არც - „ბათინკები“ და თავზე არც ჩაფხუტი ჰფარებია.

შპს „G---------”-ის გენერალური დირექტორის, ა---------------ს მიერ დამტკიცებული „მინის საამქროში სამუშაოების შესრულებისას შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ ინსტრუქციის“ -

1-ლი თავის (შრომის უსაფრთხოების დაცვის ზოგადი მოთხოვნები) მე-6 პუნქტის თანახმად, „თანამშრომელმა უნდა შეასრულოს მხოლოდ ის სამუშაოები, რომელიც მასზე დავალებულია ხელმძღვანელობის მიერ“;

მე-2 თავის (შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნები სამუშაოს შესრულების წინ) 1-ლი პუნქტის თანახმად, თანამშრომელი ვალდებულია „საწარმოში გამოცხადებისას ჩაიცვას სპეც. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი“

მე-3 თავის (სამუშაოების შესრულებისას უსაფრთხოების მოთხოვნები) თანახმად: „1. მინის გადმოტვირთვისას ანდა ტრანსპორტირებისას თანამშრომელი ვალდებულია: დაიცვას მაქსიმალური სიფრთხილე, მინის გადატვირთვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ სპეციალურ დგარებზე, მაგიდებზე ან მინის დასატვირთ პირამიდებზე. 2 თანამშრომელი ვალდებულია მიიღოს მინის მოცურების ანდა ვარდნის საწინააღმდეგო ღონისძიებები, 2 კვ. მეტრამდე ზომის მქონე მინის ტრანსპორტირებისას დამაგრება უნდა მოხდეს მინიმუმ 2 წერტილში, 2 კვ. მეტრზე მეტი ზომის დამაგრება უნდა განხორციელდეს სულ მცირე 4 წერტილში; 3. მძიმე წონის მინების გადაადგილებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალური ურიკები ან და საწოვარა ამწეები; 4. სპეციალურ ურიკებზე დაიტვირთოს მინა ზღვრული წონის ფარგლებში, 600 კგ - პატარა პირამიდებზე და 800 კგ - დიდ პირამიდებზე; /.../ 7. სპაციალური ურიკების და პირამიდების გადაადგილებისას მიწოლა უნდა ხდებოდეს უკნიდან გაშლილი ხელის დისტანციით 2 მუშით და წინიდან მიმართულების მიცემა განხორციელდეს ასევე გაშლილი ხელის დისტანციით 1 მუშით. სპეციალური ურიკა და პირამიდა უნდა გადაადგილდებოდეს გრძივი მიმართულოებით. აკრძალულია მოძრავ შუშებთან გარეშე პირების მიახლოება“.

საინჟინრო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში უბედური შემთხვევის დროს დარღვეული იქნა შპს „G---------”-ის გენერალური დირექტორის, ა---------------ს მიერ დამტკიცებული მინის საამქროში სამუშაოების შესრულებისას შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნები.

ნორმატივის - „უსაფრთხოების რეგულაციები სამრეწველო ჰიგიენასა და სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს“ - N16.1 პუნქტის მოთხოვნების თანახმად, საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია უზრუნველყოს შრომითი უსაფრთხოების სამსახურის შექმნა და დაკომპლექტება, ხოლო N16.2 პუნქტის მოთხოვნების თანახმად, საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია საწარმოში შექმნას შრომისათვის უსაფრთხო პირობები.

ამავე ნორმატივის N17.3 პუნქტის მოთხოვნების თანახმად, საწარმოს მთავარი ინჟინერი ვალდებულია ხელმძღვანელობა გაუწიოს შრომის უსაფრთხოების სამსახურს და აკონტროლოს მათ მიერ შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა

ამავე ნორმატივის N21.1 პუნქტის მოთხოვნების თანახმად, საწარმოში ცეხის უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს მუშების შრომის უსაფრთხოება და კონტროლი გაუწიოს მათ მიერ შრომის უსაფრთხოების წესების დაცვას.

ექსპერტმა რ------–----–-----მ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული, ზემოაღნიშნული დოკუმენტის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ დასკვნაში მხოლოდ ნორმატივის მიერ ზოგადად დადგენილი წესის ციტირება მოახდინა, რომელიც ყველა დაწესებულებისთვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი ყველა საწარმოში მთავარი ინჟინერი ანდა ცეხის უფროსი არ არის და ეს ფუნქცია, რიგ შემთხვევებში, ხელმძღვანელობის შეხედულებისამებრ, შესაძლოა დაკისრებული ჰქონდეს ზემოაღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთს ან სხვა თანამდებობის პირსაც.

შპს „G---------”-ის გენერალური დირექტორის ა---------------ს 2017 წლის 01 აგვისტოს N---- ბრძანებით, 2017 წლის 01 აგვისტოს ი------------–---–ი დაინიშნა მთავარი ინჟინერის მოვალეობის შემსრულებლად.

შპს „G---------”-ის გენერალური დირექტორის ა---------------ს 2017 წლის 09 იანვრის N3-- ბრძანებით, 2017 წლის 09 იანვარს ო---------–-------–---–- დაინიშნა მინის საამქროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.

შპს „G---------’’-ის გენერალური დირექტორის, ა---------------ს 2017 წლის 14 სექტემბრის N14/09-1 განცხადების თანახმად, საამქროში შრომითი უსაფრთხოების პროცესზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს მინის საამქროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ო---------–-------–---–-.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ჯ--–--–-----------ს სიკვდილის მიზეზია: მწვავე სისხლ-ნაკლებობა განვითარებული მუცლის ღრუს დახურული ბლაგვი ტრავმის შედეგად, გაგლეჯილი მუცლის აორტიდან სისხლდენის გამო, სისხლჩაქცევებით შინაგან ორგანოებში და რბილ ქსოვილებში. სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების მიხედვით, ჯ--–--–-----------ს ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა 23.08.2017 წლის 14:30 საათზე, გვამის გამოკვლევის მონაცემები არ ეწინააღმდეგება მითითებულ თარიღსა და დროს.

გვამზე აღინიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: მუცლის ღრუს დახურული ბლაგვი ტრამვა; ჰემოპერიტონეუმი: მუცლის ღრუში 1700 მლ.-მდე თხიერი სისხლი და სისხლის კოლტები, მუცლის აორტის გაგლეჯა, შესაბამისად და ირგვლივ რბილ ქსოვილებში სისხლჩაქცევებით; სისხლჩაქცევები მუცლის კედლის რბილ ქსოვილებში; ნაწლავების ჯორჯალში; ნაწლავების მარყუჟებზე; ორმხრივ თირკმლის ცხიმოვან კაფსულაში და რეტრო პერიტონეალური სივრცის რბილ ქსოვილებში; წელის I; II; III; IV; V-ე მალების მარცხენა გვერდითი მორჩების მოტეხილობა; სიმფიზის და ორმხრივ გავა-თეძოს შესახსრების გაგლეჯა მენჯის ძვლების მრავალ ფრაგმენტოვანი მოტეხილობით და სისხლჩაქცევებით ირგვლივ რბილ ქსოვილებში, სისხლჩაქცევები სათესლე პარკის რბილ ქსოვილებში, გულ- მკერდის დახურული ბლაგვი ტრავმა; მარცხნივ მე-10 და მე-11 ნეკნების მოტეხილობა, შესაბამისად, რბილ ქსოვილებში და მარცხენა ფილტვში სისხლჩაქცევებით; სწორკიდეებიანი ჭრილობები, ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულზე.

სწორკიდეებიანი ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით; ხაზოვანი ფორმის ნაჭდევები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად; ყველა სხვა დანარჩენი დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით; ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო ხარისხს, შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს და მიზეზობრივ კავშირში არიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.

ტრასოლოგიური ექსპერტიზის N9-------. დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილი, ჯ--–--–-----------ს შორტის და ტრუსის ზედაპირზე არსებული გამჭოლი და ზედაპირული დაზიანებები, წარმოქმნილია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედებით და შესაძლებელია განვითარებულიყო აღნიშნულ ტანსაცმელზე მინაპაკეტების დაცემით, მათ (მინაპაკეტების) მჭრელ ზედაპირთან კონტაქტის შედეგად.

ბრალდებულმა ი------------–---–მა საქმის სასამართლო განხილვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

ბრალდებულმა ო---------–-------–---–მა საქმის სასამართლო განხილვისას აღიარა ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და განმარტა, რომ შპს „G---------”-ის მინის საამქროში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო სრულად გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას, ვინაიდან სწორედ ის იყო ვალდებული სათანადოდ უზრუნველეყო მუშების შრომის უსაფრთხოება და კონტროლი გაეწია მათ მიერ უსაფრთხოების წესების დაცვაზე.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოაღნიშული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ო---------–-------–---–-ს ბრალეულობა მისთვის ბრალად შერაცხულ დანაშაულში დადასტურდა სრულად, ი------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტმა კი საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა. სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოწმეთა - ზ--------------–---ს, დ---------–-----ს, მ------------–---ს და მ-----------–------ს გამოკითხვების ოქმებით, რომლებიც დაცვის მხარეს არ გაუხდია სადავოდ, დადგინდა, რომ 2017 წლის 23 აგვისტოს შპს “G---------”-ის მინის დასამზადებელ საამქროში, საწარმოო პროცესში, „სამკუთხა ურიკით“ მინაპაკეტების გადაადგილების დროს გადმოყირავებული მინაპაკეტების ზედ დაცემის შედეგად დაშავდა საწარმოს ერთ-ერთი მუშა - ჯ--–--–-----------, რომელიც საავადმყოფოში მიყვანიდან მცირე ხანში გარდაიცვალა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ჯ--–--–-----------ს სიკვდილის მიზეზია მის სხეულზე არსებული სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები, - მუცლის ღრუს დახურული ბლაგვი ტრამვა, მუცლის აორტის გაგლეჯა, სისხლდენით, სისხლჩაქცევებით შინაგან ორგანოებსა და რბილ ქსოვილებში, - რომელთა ხანდაზმულობა შეესაბამება შპს “G---------”-ის მინის დასამზადებელ საამქროში მომხდარი ზემოაღნიშნული შემთხვევის თარიღს.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებებითა და საინჟინრო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება და მხარეთა დავას არც იწვევს ის გარემოება, რომ ჯ--–--–-----------ს გარდაცვალება პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია შემთხვევის დროს შრომის უსაფრთხოების წესების უგულებელყოფასა და შპს „G---------”-ში მოქმედ შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნათა შეუსრულებლობასთან. გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული ზემოაღნიშნული ინსტრუქციის თანახმად, მინის მოცურებისა და ვარდნის პრევენციის მიზნით, ე.წ. „პირამიდით“ მინაპაკეტების ტრანსპორტირებისას, უნდა მომხდარიყო მათი სათანადოდ, სულ მცირე, ოთხ წერტილში დამაგრება. გარდა აღნიშნულისა, შემთხვევის დროს ჯ--–--–----------ს და მ-----------–-----ს ეკრძალებოდათ მოძრავი სამკუთხა ურიკის გვერდებთან განლაგება (სადაც იმყოფებოდნენ ურიკაზე დალაგებული მინაპაკეტების საკუთარი ხელით დამაგრების მიზნით), ვინაიდან, საწარმოში მოქმედი ინსტრუქცია მოძრავ პირამიდასთან გარეშე პირების მიახლოებას კრძალავდა, გარდა გრძივად მოძრავი „პირამიდის“ უკან განლაგებული ორი მუშისა (მოცემულ შემთხვევაში, - დ---------–----- და ზ--------------–---), რომელთაც გაშლილი ხელის დისტანცით უნდა განეხორციელებინათ მიწოლა და „პირამიდის“ წინ მიმავალი და მიმართულების მიმცემი ერთი მუშისა (მოცემულ შემთხვევაში, - მ------------–---). აღსანიშნავია, რომ შემთხვევის დღეს შპს „G---------”-ის მინის საამქროში მომუშავე პირებს, - მათ შორის, ჯ--–--–----------ს, - არ სცმიათ ან სრულად არ სცმიათ სპეცტანსაცმელი (ჩაფხუტი, ხელთათმანი, სათანადო ფეხსაცმელი), რაც ასევე არღვევდა შპს „G---------”-ში მოქმედ შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნებს.

სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „G---------”-ში სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის, რასაც ჯ--–--–-----------ს სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, პასუხისმგებელი პირები არიან როგორც მინის საამქროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ო---------–-------–---–-, ისე მთავარი ინჟინრის მოვალეობის შემსრულებელი ი------------–---–ი. სასამართლო მიიჩნევს, რომ საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, იმასთან დაკავშირებით, რომ ობიექტზე შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლის ვალდებულება მთავარ ინჟინერსა და საამქროს უფროსს აკისრიათ,- რაზეც, როგორც ძირითად მტკიცებულებაზე, აპელირებს პროკურორი, - ცალსახად არ ადგენს ი------------–---–ის ბრალეულობას, რადგან ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა, ექსპერტმა რ------–----–-----მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მის მიერ მითითებული დანაწესის არსებობა არ გამორიცხავს ყოველ კონკრეტულ საწარმოში ზემოაღნიშნული საკითხის სხვაგვარად, საწარმოს ხელმძღვანელობის შეხედულებისამებრ გადაწყვეტის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, თავად ბრალდების მხარის მიერ გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულების - შპს „G---------”-ის გენერალური დირექტორის, ა---------------ს განცხადების თანახმად, მინის საამქროში 2017 წლის 23 აგვისტოს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევისას შრომითი უსაფრთხოების პროცესზე პასუხისმგებელი პირი იყო ამავე საამქროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ო---------–-------–---–-.

ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემთხვევის დღეს შპს „G---------”-ის ობიექტზე შრომითი უსაფრთხოების წესების დაცვაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა ბრალდებული ო---------–-------–---–-, რასაც არც ეს უკანასკნელი უარყოფს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “G---------”-ის მინის საამქროში შრომითი უსაფრთხოების წესების დაცვაზე პასუხისმგებელი პირის, ამავე საამქროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ო---------–-------–---–-ს მიერ ნორმატივის „უსაფრთხოების რეგულაციები სამრეწველო ჰიგიენასა და სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს“ N21.1 პუნქტით მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობას შედეგად მოჰყვა საწარმოო პროცესში ჩართული ერთ-ერთი მუშის - ჯ--–--–-----------ს სიცოცხლის მოსპობა.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით კრიმინალიზებულია სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. ზემოაღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე მდგომარეობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოთა წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. შესაბამისად, ქმედების ობიექტური შემადგენლობა მოიცავს: ა) მოქმედებას ან უმოქმედობას (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევა); ბ) შედეგს (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება); გ) მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

ობიექტური შემადგენლობით მოცული „სხვა სამუშაოს“ წარმოებას მიეკუთვნება ისეთი სპეციფიკური სახის სამუშაო (საქმიანობა), რომელიც შეიცავს ადამიანისათვის ზიანის მიყენების საფრთხეს და რომლის წარმოებისათვისაც დადგენილია ტექნიკური უსაფრთხოების სპეციალური წესები.

დანაშაულის სუბიექტური მხარე გაუფრთხილებლობაში გამოიხატება, როგორც თვითიმედოვნების, ისე დაუდევრობის ფორმით.

დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც დაკავშირებულია სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოთა წარმოებასთან, ე.ი. ის, ვინც თავისი თანამდებობრივი მდგომარეობით ან პროფესიული ფუნქციით მოვალეა დაიცვას უსაფრთხოების სპეციალური წესები მითითებულ სამუშაოთა წარმოებისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს კვალიფიციურ შემადგენლობას, - ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ შპს “G---------”-ის მინის საამქროში შრომითი უსაფრთხოების წესების დაცვაზე პასუხისმგებელი პირის, ამავე საამქროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ო---------–-------–---–-ს მიერ ნორმატივის - „უსაფრთხოების რეგულაციები სამრეწველო ჰიგიენასა და სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს“ - N21.1 პუნქტით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობას შედეგად მოჰყვა საწარმოო პროცესში ჩართული ერთ-ერთი მუშის - ჯ--–--–-----------ს სიცოცხლის მოსპობა. სასამართლო თვლის, რომ ო---------–-------–---–-ს ქმედებაში (უმოქმედობაში) აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები (სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რის გამოც ო---------–-------–---–- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით.

ი------------–---–თან მიმართებაში კი სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში იგი უნდა გამართლდეს, ვინაიდან სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენას.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ო---------–-------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

ჩადენილი დანაშაულის გამო ო---------–-------–---–-ს მიმართ სასჯელის სახის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დანაშაულებრივმა ქმედებამ საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციით გათვალისწინებული ალტერნატიული შედეგებიდან ყველაზე მძიმე შედეგი გამოიწვია (ადამიანის სიცოცხლის მოსპობა). აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ო---------–-------–---–ს სასჯელად უნდა განესაზღვროს სანქციით გათვალისწინებული უფრო მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა. ამავე დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების, ბრალდებულის პიროვნების და მის მიერ დანაშაულის გულწრფელი მონანიების, დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიციის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნებს სავსებით უზრუნველყოფს ო---------–-----–---–-ს მიმართ სასჯელის მინიმალური ვადით გამოყენება. ამასთან, სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე და 63-ე მუხლებიდან გამომდინარე, ო---------–-------–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის (მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას), ბრალის აღიარების და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ არის, არსებობს ბრალდებულის მიერ დანიშნული სასჯელის პირობითად მოხდის, როგორც სამართლებრივი შესაძლებლობა, ისე - მიზანშეწონილობაც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდეს ი------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1-----------–-ს განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

გამართლებულ ი------------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ო---------–-------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

გაუქმდეს ო---------–-------–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1-----------–-ს განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

მსჯავრდებულ ო---------–-------–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთიერი მტკიცებულება:

ლაზერული დისკი, სამედიცინო ისტორიის ასლები, დანიშვნის ბრძანებები, დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

ჯ--–--–-----------ს პირადი ნივთები, რომლებიც ინახება თ---–---------–-–--- დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

მინის ნატეხი, მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქით, მინის მოზრდილი ნატეხები, მინაპაკეტის დაზიანებული რკინის სილიკონი, გვამური სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება თ---–---------–-–--- დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი