განაჩენი

სისხლის სამართლის 10.09.2019
საქმის ნომერი
160140019003078082
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
10.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160140019003078082

საქმე #1/208-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

9 სექტემბერი 2019 წელი ქ.ბოლნისი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ჯემალ კოპალიანი

სხდომის მდივანი - ცაცა ებრალიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - სა-–---ე ქე--–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ბი---- ომ-----ი (დაბადებული - 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, სოფელი აღ-------–-----------------

 

ადვოკატი - სუ-–----ნ ის----–---ი

თარჯიმანი: სუ---ა მა------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგი--:

 

1.1. 20---–-–-ს 8 ივნისს, დაახლოებით, დაახლოებით 17:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ აღმამედლოში მდებარე სახლში, ბი---- ომ-----მა, ფი--ნსურ საკითხთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მარჯვენა მუშტი მარჯვენა ხელის მაჯაზე ორჯერ დარტყმის, ხელის კვრის და წაქცევის შედეგად მარჯვენა ხელის და მარცხენა მხრის დაზიანების, ასევე ფეხის ორჯერ ტანის და ერთხელ მარჯვენა ხელის თითებზე დარტყმის გზით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ურ-- ვა-–----ს. ბი---- ომ-----ის ძალადობრივი ქმედების შედეგად, ურ-- ვა-–----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე ბრალდებულმა ბი---- ომ-----მა თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 20---–-–-ს 8 ივნისს საღამოს საათებში, მარნეულის რაიონის სოფელ აღმამედლოში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, ფი--ნსურ საკითხთან დაკავშირებით კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან ურ-- ვა-–----სთან რა დროსაც მარჯვენა მუშტი მარჯვენა ხელის მაჯაზე ორჯერ დარტყმა მას, ხელი კრა და წააქცია, ფეხის ორჯერ დაარტყა ტანის არეში, ასევე ფეხი დაარტყა მარჯვენა ხელის თითებზე.

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბი---- ომ-----ის მიერ 20---–-–-ს 8 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ აღმამედლოში მდებარე სახლში ურ-- ვა-–----ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგი-- მტკიცებულებები: დაზარალებულ -ურ-- ვა-–----ს, მოწმე სუ-–--ნ სა-–------ს, ხა-----ა ბე-----ს გამოკითხვის ოქმები, ურ-- ვა-–----ს სხეულის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები, ექსპერტიზის დასკვნა.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ბი---- ომ-----ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები არსებით სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

2.4. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმი-- ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - ბი---- ომ-----ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრ--ლ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდი--რეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკმარისია ბი---- ომ-----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.5. ბრალდებულმა არსებით სხდომაზე დაკითხვისას და საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ იგი სრ--ლად ცნობს თავს დამნაშავედ და სასამართლოს სთხოვა მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება.

 

2.6. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრ--ლ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრ--ლ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

2.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრ--ლ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრ--ლ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდი--რეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

2.8. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრ--ლ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდი--რეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან.

2.9. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

2.10. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებებს რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ხოლო ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნებაგანწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა”.

 

3.2. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმი--ლიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.

 

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.4. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრ--ლ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმი--ლიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის (იგულისხმება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი) მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრ--ნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, ამ დროს მნიშვნელოვანია დადგენილი იქნეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებებასა და დამდგარ შედეგს შორის, ასევე ის გარემოებაც, რომ პირის მიერ განხორცილებულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

3.7. ზემოაღნიშნული ნორმის ში--არსიდან გამომდი--რე ნათელია, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი რომ მოხდეს პირის მიერ ჩადენილი ქმედების მოცემული მუხლით დანაშაულად კვალიფიკაცია. კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) სუბიექტთა წრე (დამნაშავე უნდა იყოს დაზარალებულის ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართა განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება) და 3) აღნიშნული ქმედებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა). ზემოაღნიშნული გარემოებები ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მიერ გახორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.

 

3.8. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით, დადგენილია, რომ ბრალდებული ბი---- ომ-----ი არის დაზარალებულ ურ-- ვა-–----ს მეუღლე.

3.9. ამდენად, ბრალდებული ბი---- ომ-----ი და დაზარალებული ურ-- ა-–---- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად.

3.10. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.

 

3.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის ბრალდების დადგენილებაში ბი---- ომ-----ის მიერ განხორციელებული ქმედების დაკვალიფიცირება ძალადობად სამართლებრივად მართებულია, ვი--იდან მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებებით: დაზარალებულ -ურ-- ვა-–----ს, მოწმე სუ-–--ნ სა-–------ს, ხა-----ა ბე-----ს გამოკითხვის ოქმებით, ურ-- ვა-–----ს სხეულის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით, ექსპერტიზის დასკვნით,(ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20---–-–-ს 21 ივ----ს N5003848219 დასკვნის თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო საბუთებით ურ-- ვა-–---- 08.06. 2019 წელს მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით სტაციონალურად მკურნალობდა 09. 06. 2019 წელს დაუდგინდა: სისხლჩაქცევები ორივე ზედა კიდურის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯამრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, დაზიანების არასრ--ლი მორფოლოგიური აღწერილობის გამო.) ასევე ბრალდებულ ბი---- ომ-----ის ჩვენებით (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 20---–-–-ს 8 ივნისს, დაახლოებით, დაახლოებით 17:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ აღმამედლოში მდებარე სახლში, ბი---- ომ-----მა, ფი--ნსურ საკითხთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მარჯვენა მუშტი მარჯვენა ხელის მაჯაზე ორჯერ დარტყმის, ხელის კვრის და წაქცევის შედეგად მარჯვენა ხელის და მარცხენა მხრის დაზიანების, ასევე ფეხის ორჯერ ტანის და ერთხელ მარჯვენა ხელის თითებზე დარტყმის გზით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ურ-- ვა-–----ს. ბი---- ომ-----ის ძალადობრივი ქმედების შედეგად, ურ-- ვა-–----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდი--რე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბი---- ომ-----მა ჩაიდი-- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილ;ით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწი--აღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1 ბი---- ომ-----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სს საქმეში არ მოიპოვება, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ი--ნიებს მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრ--ნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწი--აღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწი--აღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

5.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვი--იდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

5.6. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდი--რე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრ--ნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, დამნაშავის რესოციალიზაცია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დაზარალებული შეურიგდა ბი---- ომ-----ს.

 

5.7. სასამართლო ითვალისწინებს ბი---- ომ-----ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდი--რე, ბი---- ომ-----ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრ--ლად უზრ--ნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ბრალდებულის რესოციალიზაციას.

 

5.8. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდი-- განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში ვი--იდან ბი---- ომ-----მა ჩაიდი-- ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს გამოსაცდელი ვადა. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ყოფა-ქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, ბი---- ომ-----ს უნდა დაეკისროს სსკ-ის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბი--დრობის ადგილი.

 

6. ნივთმტკიცების, აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. ბი---- ომ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხა განაჩენის აღსრ--ლებიდა ერთი თვის ვადაში დაუბრ--ნდეს მის შემტან პირს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და საქართველოს სსკ-ის 63-66-ე მუხლებთ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბი---- ომ-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრ--ლების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრ--ლებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრ--ლებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბი--დრობის ადგილი.

 

ბი---- ომ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხა განაჩენის აღსრ--ლებიდა ერთი თვის ვადაში დაუბრ--ნდეს მის შემტან პირს.

 

ბი---- ომ-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 20---–-–-ს 10 ივ------ან 20---–-–-ს 12 ივ----ს ჩათვლით.

„ განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ჯემალ კოპალიანი