განაჩენი

სისხლის სამართლის 16.08.2019
საქმის ნომერი
080100119002862360
დავის ტიპი
19 - 108
თარიღი
16.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/123-19 (№059221118001)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 აგვისტო 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - დ----- ც--------, ვ------- ჭ-----------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - კ------- ვ-------ის ძე ი------ - დაბადებული 1----–-–-----------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არ მქონე, უ-----–--- განათლებით, მცხოვრები: ქ. ონი, ს-------------------;

 

ადვოკატები - მ--- ლ------, კ------- გ--–------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი;

 

დისპოზიცია: განზრახ მკვლელობის მცდელობა;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი კ------- ი------ მისი კუთვნილი P-------- სახელმწიფო ნომრის მქონე ,,WOLKSVAGEN GOLF ” -ის მოდელის ავტომანქანით მივიდა ქ. ონში, ს------- ქუჩაზე მდებარე სს ,,ე-----------------------------“ ონის ფილიალის შენობის წინამდებარე ტერიტორიაზე, სადაც სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მახლობლად, ს------- N27-ში მცხოვრებ ნ------- ბ--------–--------- მათ შორის დაწყებული შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. განვითარებული კონფლიქტისა და ჩხუბის პროცესში, ნ------- ბ--------–---- მხრიდან განხორციელებული ძალადობით განაწყენებული კ------- ი------, რამდენიმე წამით განერიდა კონფლიქტს, მივიდა მის ავტომანქანასთან და ამოიღო დაახლოებით 14 სანტიმეტრის მჭრელი პირის მქონე დანა, რომელიც მოიმარჯვა მარჯვენა ხელში და განზრახ მოკვლის მიზნით ნ------- ბ--------–---- რამდენჯერმე ჩაარტყა მუცლისა და წელის არეში, რის შედეგადაც ნ------- ბ--------–---- მიიღო სისხლმდენი, ნაკვეთ-ნაფლეთი, მუცლის ღრუში შემავალი, არასწორ კიდეებიანი ჭრილობა ზომით 3X4 სმ-ზე, ხოლო წელის არეში სისხლმდენი, სწორ კიდეებიანი ჭრილობა ზომით 1X4 სმ-ზე. მიყენებული მძიმე დაზიანებით ნ------- ბ--------–---- მიმართა რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ონის რაიონულ საავადმყოფოს, სადაც მისი მდგომარეობა შეფასდა რა ჯანმრთელობისათვის მძიმედ, გადაყვანილ იქნა ჯერ თერჯოლის რაიონულ საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და დღეის მდგომარეობით გრძელდება მისი მკურნალობა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ ნ------- ბ--------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ მომხდარი ფაქტის დღეს 2018 წლის 21 ნოემბერს იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში მდებარე ონის რაიონი, ს------- ქ---------ში. ჰყავდა სტუმრები და იყო ნასვამი. სტუმრების წასვლის შემდეგ გავიდა გარეთ, სადაც იყვნენ კ------- ი------, გ------- მ---------–- და გ------- კ-------–---, რომლებთანაც მოუვიდა შელაპარაკება, რაც კონფლიქტსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რამდენიმე წუთში შებრუნდა სახლში და როდესაც აივნის კარი შეაღო დაინახა, რომ თეთრი ფერის ფილებზე დაიღვარა სისხლი, რომელიც მუცლიდან, მარცხენა მხარეს მოსდიოდა, ჭრილობიდან ნახეთქი ბუშტები ამოსდიოდა. მოიძია მანქანის გასაღები, ჩაჯდა იქვე სახლის წინ მდგომ მისივე კუთვნილ ავტომანქანაში და წავიდა საავადმყოფოში. ქ---------- ქუჩაზე, შესახვევში ,,თვალები აემღვრა’’ და გზას ვეღარ არჩევდა, გაიგონა შეჯახების ხმა, გადმოვიდა მანქანიდან და საავადმყოფომდე მივიდა ფეხით. ახსოვს მხოლოდ მანქანიდან გადმოსვლის მომენტი, თუმცა საავადმყოფომდე როგორ მივიდა ვერ იხსენებს. დაზარალებულმა განმარტა, რომ ვინ მიაყენა დაზიანება არ ახსოვს, არც დარტყმა დაუნახავს, არც ტკივილი უგრძვნია. დაზარალებულის განმარტებით მკურნალობას გადიოდა სამედიცინო დაწესებულებაში 2018 წლის 21 ნოემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. დაზარალებული ვერ იხსენებს მომხდარის დეტალებს, რადგან იმ ღამით იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- მ---------–-- განმარტა, რომ 2018 წლის 21 ნოემბერს სამუშაო საათების შემდეგ შეხვდა კ------- ი------ს, რა დროსაც დალიეს ლუდი. ვინაიდან სჭირდებოდათ კ------- ი------- ,,სარაიის“ გასაღები, რომელიც ჰქონდა გ------- კ-------–---ს, მიაკითხეს სამსახურში ,,ე-------------------------“ ქვესადგურში, რომელიც მდებარეობს ქ. ონში ს------- ქუჩაზე. ადგილზე მისვლისას ეძახდნენ გ-------ს ჭიშკრიდან, რაზედაც ქვესადგურის მახლობლად მცხოვრებმა ნ------- ბ--------–---- გამოიხედა, რომელიც იყო აგრესიული და მათ უთხრა, რას დადიოდნენ შუაღამეს ქუჩაში და იქ რას აკეთებდნენ. ნ------- ბ--------–---- სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო შე--მათდნენ, რაც გადაიზარდა ჩხუბში და შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში. დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ ნ------- ბ--------–---- ხელი დაარტყა კ------- ი------ს, რომელიც დავარდა ძირს, ამ დროს თავად ჩაერია და მასსა და ნ-------ს შორის გაგრძელდა დაპირისპირება მცირე ხნით, რის შემდეგ თავად წაიქცა, ხოლო ნ------- ბ--------–--- კ------- ი-------აკენ გაექანა აგრესიულად. კ------- ი------მ მანქანიდან აიღო დანა და ნ------- ბ--------–---- ეძახდა, რომ არ მომე--რო თორემ დაგარტყამო, თუმცა ნ------- ბ--------–--- მაინც აგრესიულად იწევდა მისკენ. კ------- ი------მ მას დანა რამდენჯერმე მოუქნია და ერთხელ დაარტყა ფერდში, რის შემდეგაც ნ------- ბ--------–--- გაიქცა სახლში, გზაში ყვიროდა ,,დამჭრეს, დაგხოცავთო“. იქვე იდგა მისი კუთვნილი მიკროავტობუსი, ჩაჯდა და წავიდა ქვედა მიმართულებით, ამის შემდეგ ის და კ--- ი------ც წავიდნენ მანქანით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- კ-------–---მ განმარტა, რომ 2018 წლის 21 ნოემბერს იმყოფებოდა სამსახურში ,,ე-------------------------“ ონის ფილიალში. კ------- ი------მ და გ-- მ---------–-- მიაკითხეს სამსახურში კ------- ი------- გასაღების წასაღებად. გავიდა ჭიშკრის გასაღებად რა დროსაც დაინახა, რომ კ------- ი------ და ნ------- ბ--------–--- კამათობდნენ. ამის შემდეგ დაინახა თუ როგორ დაარტყა ნ------- ბ--------–---- კ------- ი------ს, თუმცა მათ შორის საუბარი არ გაუგონია და არც მიზეზი იცის რატომ დაარტყა ნ-------მა კ---ს. ამ დროს გ-- მ---------–- იდგა იქვე ქვესადგურის მიმდებარედ კ--- ი------- ,,გოლფის“ მოდელის ავტომანქანასთან. მოწმემ განმარტა, რომ როდესაც ნ-------მა კ---ს დაარტყა, თავად ჩადგა შუაში, ხელი ჰკრა ნ-------ს, რომ ისინი გაეშველებინა, ხოლო გ-- მ---------–- ნ------- ბ--------–---- აკავებდა, რადგან კ--- და ნ-------ი იწევდნენ ერთმანეთისკენ, ყვიროდნენ და იგინებოდნენ. ერთ მხარეს იდგნენ გ-- მ---------–- და კ------- ი------, მეორე მხარეს იდგა ნ------- ბ--------–--- და თავად იყო შუაში და ცდილობდა გაშველებას, რა დროსაც ნ-------ი ვეღარ დააკავა და ნ-------მა ჯერ გ-- მ---------–- წააქცია, ხოლო შემდეგ კ------- ი------. მოწმემ ამ დროს ნ------- ბ--------–---- მოკიდა ხელი და მიყავდა ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლისაკენ, ამ დროს გ-- მ---------–- წაქცეული იყო და ვერ დგებოდა, მოწმემ ხელი გაუშვა ნ------- ბ--------–---- და წავიდა გ-- მ---------–-ს დასახმარებლად. ამ დროს ნ------- ბ--------–--- გაიქცა და როდესაც გ-- მ---------–- მან ფეხზე წამოაყენა დაინახა, რომ ნ------- ბ--------–--- და კ--- ი------ ჩხუბობდნენ, ხოლო კ--- ი------მ მას მოუქნია დანა ორჯერ, რომელიც ეჭირა მარჯვენა ხელში. დანა ერთხელ წინა მხრეს მოუქნია, ხოლო მეორეჯერ გვერდით მხარეს. მოწმემ განმარტა, რომ ნ------- ბ--------–---- მუცლის არეში დანა არ მოხვედრია, რადგან სისხლი არ შეუმჩნევია, ხოლო კ------- ი------- მიერ ნ------- ბ--------–----ათვის უკანა მხარეს მარცხნივ მარჯვენა ხელის დარტყმა დაინახა. ამის შემდეგ ნ------- ბ--------–--- გაიქცა სახლში და მცირე დროში უკანვე გამობრუნდა, დაჯდა მისივე მიკროავტობუსზე, რომელიც სახლთან ეყენა და წავიდა. ამის შემდეგ გ-- მ---------–- და კ------- ი------ წავიდნენ, ხოლო თავად დაბრუნდა სამსახურში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ-------- შ---–---- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს იმერეთის სამხარეო, სამედიცინო ცენტრ ,,თ--------–-----–ი“ ქირურგის პოზიციაზე. 2018 წლის 22 ნოემბერს დილით 06:40 საათზე კატასტროფის ბრიგადის მიერ ონიდან შეყვანილ იქნა პაციენტი ნ------- ბ--------–---, რომელსაც ჰქონდა მუცლის ღრუში ერთი შემავალი ჭრილობა და ერთი წელის მიდამოში არა შემავალი ჭრილობა. პაციენტი მიყვანილ იქნა ხელოვნური სუნთქვით, ჩაუტარდა ექოსკოპია, ხოლო შემდეგ ლაპარატომია, დაზიანებული ორგანოების მთლიანობის აღდგენა და სხვა სამედიცინო მანიპულაციები. როგორც მოწმემ განმარტა მუცლის ღრუში მუცლის წინა კედელი იყო დაზიანებული, განივი კოლინჯი მარცხენა ნახევარში. წინა კედელზე მარცხენა მხარეს იყო შემავალი ჭრილობა, რომელსაც ჰქონდა ლათინური V-ს ფორმა გარედან კანზე, ხოლო შიგნითა ზედაპირიდან იყო სწორი ჭრილობა. განივ კოლინჯზე ნაფლეთოვანი ჭრილობა, უსწორო კიდეებიანი, რაც გამოწვეულია ნაწლავის თავისებურებით, იგი არის არათანაბარი და უსწორმასწორო და ასევე იყო დაზიანებული ამ განივი კოლინჯის ჯორჯალი, რაზედაც არის ჩამოკიდებული ცხიმოვანი და სისხლძარღვოვანი წანაზარდი. მუცლის ღრუში გამოდიოდა ნაწლავის შიგთავსი და პირველადი დამუშავების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საკვები იყო მუცლის ღრუში და კუჭის დათვალიერების დროს უკანა კედელზე ნ---ხი იქნა დაახლოებით 5X2 სანტიმეტრზე მოგრძო ჭრილობა, გარდა ამისა ბადექონზე იყო რამდენიმე ჭრილობა, ხოლო წელის მიდამოში მარჯვენა მხარეს იყო კიდევ ერთი ჭრილობა. ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით პაციენტი გადაყვანილ იქნა ქ. თბილისში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, სადაც დასჭირდა განმეორებითი ოპერაცია, იყო გართულებებიც. როგორც სხდომაზე დაკითხულმა ექიმმა აღნიშნა მიუხედავად იმისა, რომ მის კომპეტენციას არ წარმოადგენს დაზიანების ხარისხის განსაზღვრა ჭრილობები წარმოადგენდა სიცოცხლისათვის სახიფათოს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული ბრალდებულის კ------- ი------- ჩვენებით, მომხდარი ფაქტის დღეს 2018 წლის 21 ნოემბერს სამუშაოს შემდეგ (მუშაობს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ჭადრაკის მასწავლებლად) ექვს საათზე საკუთარი ავტომანქანით გაემართა სახლისაკენ, გზად უნდა გაევლო საწვავის შესავსებად, ბენზინგასამართი სადგური მდებარეობს იუსტიციის სახლთან, სადაც მუშაობს მისი მეზობელი და მეგობარი გ------- (გ--) მ---------–-, ვინაიდან ისიც ექვს საათზე ამთავრებდა სამუშაოს გადაურე-- და ჰკითხა სახლისკენ ხომ არ მოდიოდა, ისიც გაჰყვა. გზად გაჩერდნენ არახალხმრავალ ადგილას და თითო ბოთლი ლუდი და ორასი გრამი არაყი დალიეს. შემდეგ ვინაიდან კ------- ი------ს გ------- კ-------–---------- უნდა გამოერთმია მისი ,,სარაიის’’ გასაღები, წავიდნენ მის სამუშაო ადგილას, რომელიც მდებარეობს ს------- ქუჩაზე. ადგილზე მისულებმა დაახლოებით ხუთი მეტრის დისტანციიდან დაუსიგნალეს გ------- კ-------–---ს, მან გამოიხედა და როცა გაიგო, რომ გასაღების წასაღებად იყვნენ მისულები, შებრუნდა უკან რათა გასაღები გამოეტანა. გ-- მ---------–- და თავად გადავიდნენ მანქანიდან, თვითონ ამოიღო მანქანაში არსებული დანა და დაუწყო მანქანის დინამიკს გასწორება, ხოლო გ-- მ---------–- ესაუბრებოდა ნ------- ბ--------–----, რომელიც სახლიდან გამოვიდა და ეტყობოდა იყო ძლიერ ნასვამი. მან მოკრა ყური გ-- მ---------–-ს ხუმრობით ნათქვამს, ბ--------–---- უთხრა ,,რა შენი საქმეაო“ საუბარი დაიძაბა და შეიძინა ჩხუბის სახე, ნ------- ბ--------–---- გაიწია გ------- მ---------–-საკენ. ინიციატივა აშკარად ბ--------–----გან მოდიოდა, აგრესიული იყო, ამიტომ დანა დააგდო მანქანის სავარძელზე და გაემართა მათ გასაშველებლად, მეორე მხრიდან გ------- კ-------–--- წამოვიდა, რა დროსაც ნ------- ბ--------–---- დაარტყა გ-- მ---------–- და ეს უკანასკნელი წაიქცა, კ-------–--- მიეშველა მ---------–- და სურდა მისი წამოყენება, ამ დროს თვითონ მივიდა ნ------- ბ--------–----თან და უთხრა ,,ნოდო ჩვენ ვართ“, რადგან ბრალდებულმა ჩათვალა, რომ ნ------- ბ--------–--- ძლიერი სიმთვრალის გამო ვერ ცნობდა მათ. თითქოს ამ მომენტში მან თავი შეიკავა, მაგრამ აგრესია მოდიოდა უკვე გ-- მ---------–-საგანაც და იწევდნენ ერთმანეთისაკენ, თავად ნ------- ბ--------–---- აკავებდა, გ------- კ-------–--- კი გ------- მ---------–-. ნ------- ბ--------–---- გათავისუფლების მიზნით მასაც მოუქნია ხელი. ამ დროს მათ შორის დაიწყო ჩხუბი, წაიქცა, მაგრამ მალევე წამოდგა, იფიქრა მანქანა წასვლა და აღნიშნულის გამო ჩაჯდა მანქანაში, რა დროსაც ნ------- ბ--------–--- დაედევნა, ამ დროს თავად მანქანაში იქვე სავარძელზე არსებულ დანას დაავლო ხელი და ნ------- ბ--------–---- ეძახდა არ მიკარებოდა, თუმცა ნ------- ბ--------–--- მისკენ მაინც მიემართებოდა. ორჯერ დაუსხლტა ხელიდან, მაგრამ მესამედ უკვე მის ზურგს უკან აღმოჩნდა და ასეთ დროს მოხვდა დანა ნ------- ბ--------–----. ნ------- ბ--------–----ათვის მას დანა არ დაურტყამს, როგორღაც უკანა მხრიდან თეძოსთან, როგორც ჩანს დანა გაუსვა, დანა დააგდო იქვე არსებულ სანიაღვრე არხთან. ამის შემდეგ თავად ცოტა ხანს ადგილზე დარჩა, ნ------- ბ--------–--- წავიდა იქვე მდებარე თავისსავე საცხოვრებელ სახლში და დაახლოებით 15 წუთში უკანვე გამობრუნდა, ჩაჯდა თავის კუთვნილ ,,ფორდის“ მარკის მიკროავტობუსში და წავიდა აღმოსავლეთის მიმართულებით. თავად და გ------- მ---------–-- გზა გააგრძელეს დასავლეთით. ამის შემდეგ, როცა უკვე სახლში მივიდა, იყო აფორიაქებული, განერვიულებული, ჩავიდა თავის ,,სარაიაში“ სადაც ინახავდა ალკოჰოლურ სასმელს და დალია. შემდეგ გაიგო, რომ ნ------- ბ--------–--- მოყვა ავტოავარიაში.

 

2018 წლის 22 ნოემბრის დადგენილების საფუძველზე სისხლის სამართლის N059221118001 საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის შესაბამისად, 2018 წლის 21 ნოემბერს ონის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ ონის რაიონულ საავადმყოფოში თვითმიმართვით გამოცხადდა მოქალაქე, რომელსაც მუცლის არეში აღენიშნება შემავალი ჭრილობა.

 

2018 წლის 22 ნოემბრის დანაშაულის შესახებ შეტყობინების N2838348 თანახმად - ონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ------- ჭ--–---- ონის საავადმყოფოს მიმღები განყოფილებიდან ი--------------- შეატყობინა, რომ საავადმყოფოში თვითმიმართვით გამოცხადდა პიროვნება, მუცლის არეში შემავალი ჭრილობით.

 

ონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ კ--- გ----–-–---–-- 2018 წლის 22 ნოემბრის პატაკით ირკვევა, რომ 2018 წლის 22 ნოემბერს ონის რაიონულ სამმართველოში მიღებული ინფორმაციით ქ. ონში ს------- ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს ქ. ონში ს--------------------ში მცხოვრებმა 1----–--–- დაბადებულმა კ------- ვ-------ის ძე ი------მ, დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა იმავე ქუჩაზე N---–---–------------- წელს დაბადებულ ნ-------ი გ-------ს ძე ბ--------–----, რა დროსაც მათთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ ქ. ონში ს------- ქ----------–- მცხოვრები გ------- მ-----–-- ძე მ---------–- და ქ. ონში ს------- ქუჩა N6-ში მცხოვრები გ------- დ..... ძე კ-------–---. დაჭრის შემდეგ ნ------- ბ--------–--- მოთავსდა მის კუთვნილ „ფორდის“ მარკის T------ სახელმწიფო ნომრის მიკროავტობუსის საჭესთან და გაემართა ონის რაიონული საავადმყოფოს მიმართულებით, მაგრამ ქ. ონში ა----–-----–-- მოედანზე შეეჯახა სკვერის ლითონის ღობეს, სადაც მიატოვა მიკროავტობუსი და ფეხით მივიდა საავადმყოფოში. ამავე ინფორმაციით კ------- ი------ იმყოფება მის საცხოვრებელ სახლში, სადაც გადამალული აქვს სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც ეცვა დანაშაულის ჩადენის დროს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 22 ნოემბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობდა 04:30 საათიდან 06:00 საათამდე დროის პერიოდში ონის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ გ------- მ----------- მიერ - შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ონში, ს------- ქუჩაზე. შემთხვევის ადგილიდან 30 მეტრის მოშორებით აღმოსავლეთ მხარეს მაღალი ძაბვის ქვესადგურის ღობესთან გარეთა მხარეს აღმოჩენილი იქნა მოყავისფრო ფერის კეპიანი ქუდი, ქუდი არის სველ მდგომარეობაში. ქუდიდან უფრო აღმოსავლეთით 3 მეტრის მოშორებით აღმოჩენილი იქნა თეთრი ფერის მოკლე სახელოებიანი მაისური, რომელიც გასვრილია ტალახით და არის სველ მდგომარეობაში, მაისურს აღენიშნება გახევის კვალი კისრის არეში. საყელოზე ლათინური ასოებით აქვს წარწერა „FAZO-R 56” აღნიშნული ნივთების აღმოჩენის შემდეგ მაღალი ძაბვის ქვესადგურის ოსტატის ა---–- გ----–-–---–-- თანხმობით, რომელიც ახორციელებდა ზედამხედველობას ქვესადგურზე დათვალიერება გაგრძელდა ქვესადგურის ეზოში. ქვესადგურის ეზოში, დასავლეთის მხარეს 25 მეტრის მოშორებით აღმოჩენილ იქნა 25 სმ. სიგრძის დანა. დანის ტარის სიგრძე არის 11 სანტიმეტრი, დანის ტარი არის თეთრი, მოწითალო და მოლურჯო ფერებით გაწყობილი. დანის პირი არის ცალმხრივ ლესილი, პირის სიფართე 2,5 სანტიმეტრია, დანის პირზე გაკეთებულია ლათინური ასოებით წარწერა „STAINLES STEEL” დანის პირზე შეინიშნება წითელი ფერის ლაქები.

 

შემთხვევის ადგილის და ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერება მიმდინარეობდა ონის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ დ... ა-------- მიერ 2018 წლის 22 ნოემბერს 01:00 საათიდან 03:00 საათამდე დროის პერიოდში. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ ონში, დ...... ა----–-----–-- მოედანზე. დ... ა----–-----–-- მოედნის დასაწყისში ყოფილი გამგეობის ეზოს ღობე მონგრეულია, მონგრეულ ღობესთან და მაღაზიის კუთხესთან მდგარ წაბლის ხეს შორის წინა მხრით ეზოში შევარდნილია „ფორდ ტრანზიტის“ მოდელის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით T------, რომელიც ეკუთვნის ქ. ონში მცხოვრებ ნ------- ბ--------–----. ავტომანქანაზე წინა მხრიდან მიყუდებულია საგზაო ნიშანი „თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა“ ავტომანქანას დაზიანებული აქვს წინა მარცხენა საბურავი. ავტომანქანის წინა მარცხენა კარზე შიგნითა მხარეს სახელურთან აღენიშნება მუქი წითელი ფერის ლაქები, ავტომანქანის საჭე მოსვრილია მუქი წითელი ფერის ლაქებით. ავტომანქანის სალონში არსებულ წინა მარცხენა მხარის სავარძელზე, როგორც საზურგეზე ისე დასაჯდომ ადგილზე შეინიშნება მუქი წითელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. მუქი წითელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით არის მოსვრილი ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომი ადგილის გვერდითა მხარე. მთლიანად მუქი წითელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით არის მოსვრილი ავტომანქანის ე.წ „ტორპედოს“ მარჯვენა მხარე.

 

2018 წლის 22 ნოემბრის 01:20 საათიდან 01:45 საათამდე დროის პერიოდში ონის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ ვ-–- მ----------- მიერ შედგენილი ამოღების ოქმის თანახმად - ონის რაიონული საავადმყოფოს მიმღების მორიგე ექიმის თ------ გ-------–---–-- მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი და ამოღებული იქნა ნ-------ი ბ--------–---- ტანსაცმელი, რომელიც ეცვა შემთხვევის დღეს. კერძოდ: ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, სამარკო ნიშნით „JACK JONES” შარვლის წინა მარცხენა ზედა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქა, ასევე შარვლის უკანა ჯიბეზე მარცხენა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. შარვლის ორივე ტოტზე აღენიშნება ჭუჭყის ლაქები.

 

2018 წლის 22 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ გამომძიებელ კ------- თ------------ მიერ ონის რაიონული სამმართველოს შენობაში გ------- მ---------–- წაეკითხა 2018 წლის 22 ნოემბერს მისი მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი და მასში დაფიქსირებული ინფორმაცია, სადაც იგი დეტალურად აღწერს 2018 წლის 21 ნოემბერს ქ. ონში, ს------- ქუჩაზე კ------- ი------- მიერ ნ------- ბ--------–---- დანის გამოყენებით დაჭრის და მას შემდეგ განვითარებული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. ამის შემდეგ მოწმე გ------- მ---------–- მიეცა წინადადება ადგილზე ჩვენებით დაედასტურებინა და დაეზუსტებინა მის მიერ გამოკითხვისას დაფიქსირებული ინფორმაცია, რომელზეც მოწმე გ------- მ---------–-- განმარტა, რომ თანახმაა ადგილზე ჩვენებით მთლიანად დაადასტუროს და დააზუსტოს გამოძიების პროცესში გამოკითხვისას დაფიქსირებული ინფორმაცია. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით მოწმე გ------- მ---------–-ს მითითებით გავიდნენ ონის რაიონული სამმართველოს შენობიდან სამსახურებრივი ავტომანქანით და მივიდნენ ქ. ონში, ს------- ქ---------ში მდებარე ნ------- ბ--------–---- საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს საავტომობილო მოასფალტებულ გზას. ნ------- ბ--------–---- საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს „ე--------------“ ქვესადგური ონი 110-ის ადმინისტრაციული შენობა და ეზო, რომელიც შემოღობილია ,,მავთულით’’ და გააჩნია ლითონის ერთ ფრთიანი ჭიშკარი, მოწმე გ------- მ---------–-- მიუთითა „ე-------------“ ქვესადგური ონი 110-ის ეზოში შესასვლელი ჭიშკრის წინ საავტომობილო გზაზე ადგილი, სადაც კ------- ი------მ შეაჩერა მისი კუთვნილი „ფოლქსვაგენ გოლფის“ მარკის P-------- სახელმწიფო ნომრის ავტომანქანა საიდანაც ჩამოვიდა მასთან ერთად და ქვესადგურის მხარეს დაუძახეს გ------- კ-------–---ს. შემდეგ გ------- მ---------–-- მიუთითა ს------- ქ---------ში მდებარე ნ------- ბ--------–---- საცხოვრებელ სახლზე, რომლის წინ ეზოში იმყოფებოდა ნ------- ბ--------–---, რომელიც გავიდა ეზოდან და დაუწყო სიტყვიერი კამათი, შემდეგ საავტომობილო გზის შუა ნაწილში მიუთითა ადგილზე, სადაც მან და ნ------- ბ--------–---- დაიწყეს სიტყვიერი კამათი, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ჩხუბში, რომელიც გაგრძელდა ს------- ქუჩის აღმოსავლეთით, შემდეგ მიუთითა ადგილი სადაც წაიქცა ჩხუბის დროს, შემდეგ ადგილი სადაც ფიზიკური ჩხუბი გაგრძელდა ნ------- ბ--------–----ა და კ------- ი------ს შორის, შემდეგ მიუთითა ადგილი სადაც თავისი ავტომანქანიდან ამოღებული დანა კ------- ი------მ რამდენჯერმე მოუქნია და დაარტყა სხეულზე ნ------- ბ--------–----. აღნიშნულის უკეთ წარმოჩენის მიზნით ნ------- ბ--------–---- ადგილი დაიკავა ონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------- ჭ--–---- და მისი მისამართით დანისმაგვარი ხის საგნით გ------- მ---------–-- შეასრულა იმ მოქმედებების დემონსტრირება თუ როგორ დაარტყა დანა რამდენჯერმე კ------- ი------მ ნ------- ბ--------–----, რის შემდეგაც კ------- ი------მ დანა გადააგდო, თუმცა რა მიმართულებით არ დაუნახავს. შემდეგ გ------- მ---------–-- მიუთითა ნ------- ბ--------–---- სახლისაკენ, საითაც გაიქცა დაჭრილი ნ------- ბ--------–---, ხოლო თავად კ------- ი------სთან ერთად მისი ავტომანქანით დატოვა შემთხვევის ადგილი.

 

2018 წლის 22 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ ლ-–- ჩ------ მიერ მოწმე გ------- კ-------–---ს წაეკითხა მის მიერ 2018 წლის 22 ნოემბერს მოწმის გამოკითხვის ოქმი, სადაც ის აღწერს თუ რა ვითარებაში, სად და როგორ იჩხუბეს ერთმანეთთან გ------- კ-------–---- განმარტებით ნ-------ი ბ--------–----, კ--- ი------მ და გ-- მ---------–--. მოწმე გ------- კ-------–---ს მიეცა წინადადება დაედასტურებინა ან დაეზუსტებინა მის მიერ გამოკითხვის ოქმში გადმოცემული ინფორმაცია, გ------- კ-------–---მ სრულად დაადასტურა მისი მოწმის სახით გამოკითხვის ოქმში გადმოცემული ინფორმაცია. აღნიშნულის შემდეგ ონის რაიონული სამმართველოს შენობიდან გ------- კ-------–---- მითითებით გავიდნენ სამსახურებრივი ავტომანქანით ქ. ონში, ს------- ქუჩაზე, სადაც მივიდნენ „ე-------------------------“ ონის ფილიალის ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქვესადგურის წინამდებარე ტერიტორიაზე, ასევე ნ-------ი ბ--------–---- საცხოვრებელი სახლის ეზოში შესასვლელი ჭიშკრის წინამდებარე ტერიტორიაზე. ექსპერიმენტში მონაწილე გ------- კ-------–---მ მიუთითა ელექტროგამანაწილებელი ქვესადგურის ეზოში შესასვლელ ჭიშკარზეც, ასევე მის წინამდებარე ტერიტორიაზე ქუჩაში და განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილზე შეამჩნია მან გ-- მ---------–-. მანვე აღნიშნული ადგილის მოპირდაპირედ ქუჩის მეორე მხარის ნაწილში მიუთითა ადგილი, სადაც განთავსებული იყო კ--- ი------- „ფოლქსვაგენ გოლფის“ მარკის ავტომანქანა, ასევე ადგილი აღნიშნული ავტომანქანის ახლოს, ქუჩაში სადაც ერთმანეთთან ჩხუბობდნენ ნ-------ი ბ--------–---, გ-- მ---------–- და კ--- ი------. აღნიშნულის შემდეგ გ------- კ-------–---მ მიუთითა ქუჩაში ჩხუბის ადგილიდან 10 მეტრის მოშორებით მანძილი სადაც ნ-------ი ბ--------–--- და კ--- ი------ ერთმანეთთან ჩხუბით გადაადგილდნენ და ის ცდილობდა მათ გაშველებას, ასევე მიუთითა ადგილი სადაც ჩხუბისას გ-- მ---------–- წაიქცა. აღნიშნულის შემდეგ გ------- კ-------–---მ მიუთითა, რომ კ--- ი------ მითითებული ადგილიდან წავიდა თავისი ავტომანქანისაკენ, ხოლო თვითონ მიეხმარა წაქცეულ გ-- მ---------–- წამოდგომაში, რის შემდეგ მან დაინახა, რომ „ფოლქსვაგენ გოლფის“ მარკის ავტომანქანასთან ერთმანეთთან კვლავ ჩხუბობდნენ კ--- ი------ და ნ-------ი ბ--------–---, რა დროსაც კ--- ი------მ მას ორჯერ მოუქნია მარჯვენა ხელში დაჭერილი დანა, რა დროსაც ნ-------ი ბ--------–--- იწევდა მის მიმართ გვერდულად. აღნიშნულის შემდეგ გ------- კ-------–---მ მოახდინა დემონსტრირება თუ როგორ დაარტყა დანა კ--- ი------მ ნ-------ი ბ--------–----, რისთვისაც დანის იმიტაციის მიზნით მარჯვენა ხელში დაიჭირა ჯოხის ნაჭერი, ხოლო ნ------- ბ--------–---- პოზიციისა და ადგილსამყოფელის იმიტაციაში მონაწილეობა მიიღო დეტექტივების სამმართველოს განყოფილების უფროსმა თ------ გ-–----, რომელმაც ზემოხსენებული იმიტაცია განახორციელა გ------- კ-------–---- მითითებით. აღნიშნულის შემდეგ გ------- კ-------–---მ განმარტა, რომ დანის დარტყმის შემდეგ ნ-------ი ბ--------–--- შევიდა მის ეზოში, საიდანაც მალე გამოვიდა და იქვე განთავსებულ „ფორდ ტრანზიტის“ მიკროავტობუსით, რომელიც მისი კუთვნილი იყო დატოვა შემთხვევის ადგილი, მანვე მიუთითა ნ-------ი ბ--------–---- მიერ შემთხვევის ადგილის დატოვების მიმართულება, ასევე მიუთითა საპირისპირო მიმართულება, საითაც წავიდნენ კ--- ი------ და გ-- მ---------–- „ფოლქსვაგენ გოლფის“ მარკის ავტომანქანით.

 

2018 წლის 22 ნოემბრის კ------- ი------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 03:15 საათიდან 04:20 საათამდე დროის პერიოდში ე.წ „ლოჯიდან“ ამოღებულ იქნა კ------- ი------- ტანსაცმელი, კერძოდ: მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი სამარკო წარწერით „WRANGLER” შარვლის მარჯვენა ტოტის მუხლის არეში გვერდითა მხრიდან აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები და ტალახისმაგვარი ლაქები, მარჯვენა ტოტის ჯიბის მიმდებარედ აღენიშნება ლაქები, შარვლის მარცხენა ტოტზე მუხლის და ქვემოთ წვივის არეში აღენიშნება მუქი ფერის ლაქები, შარვლის უკანა მხარეს საჯდომის არეში აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქა. მუქი ლურჯი ფერის გრძელსახელოებიანი სვიტერი მონაცრისფრო ზოლის ჩანართებით, სვიტერს წინა მარცხენა მხარეს გულის ჯიბეზე აქვს წარწერა „ACTUEL C.C” ჯიბეს აქვს მონაცრისფრო ირიბი ზოლი ტყავის ჩანართით, სვიტერს მხრებზე აქვს ტყავის ჩანართები. მოშავო ფერის გრძელსახელოებიანი დუტის ქურთუკი, საფირმო წარწერით „GEDaAIER” ქურთუკი ჯიბეებით ელვაშესაკრავითაა, ქურთუკს გარედან აქვს სამი ვერტიკალური ჯიბე, ქურთუკს მარჯვენა მკლავზე აღენიშნება მუქი ფერის ლაქები, ქურთუკს შიგნით აქვს მოშავო ფერის თბილი ბეწვიანი სარჩული.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 22 ნოემბერს 04:25 საათზე ონის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ, პოლიციის ვიცე პოლკოვნიკ ვ-–- მ----------- მიერ ქ. ონში, ს--------------------ში მდებარე კ------- ი------- საცხოვრებელ ბინაში მოხდა კ------- ი------- ბრალდებულის სახით დაკავება.

 

საცხოვრებელი სახლის და ეზოს დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერება მიმდინარეობდა 2018 წლის 22 ნოემბერს 18:25 საათიდან 19:55 საათამდე. ნ-------ი ბ--------–---- საცხოვრებელი სახლი და ეზო მდებარეობს ქალაქ ონში, გ------- ს------- ქ---------ში. ქუჩიდან ეზოში შევდივართ ბეტონის ფილებით მოპირკეთებული საცალფეხო ბილიკით. საცალფეხო ბილიკი გაკეთებულია ბეტონის პატარა ზომის ფილებით და საცხოვრებელ სახლს გაუყვება წინ. მოპირკეთებული ბეტონის ბილიკის ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები, რაც იწყება საცხოვრებელი სახლის ეზოში შესასვლელი კარის შიგნითა მხარეს არსებული ბეტონის ზედაპირიანი ფილებიდან და მთავრდება საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთ მხარეს ეზოში მდებარე საცალფეხო ბილიკის ბეტონის ფილებზე, ბილიკზე მოწითალო ფერის ლაქები გავრცელებულია ზიგზაგისებურად. მოწითალო ფერის ლაქები აღინიშნება ასევე საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთის მხარეს ქვის ფილებით დაგებულ ვიწრო ბილიკზე. აივანზე შესასვლელი კარის კუთხეში ხის ფიცრის ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის აივნიდან ხის კიბით ავდივართ მეორე სართულის აივანზე, ხის კიბეების ზედაპირი ალაგ-ალაგ მოსვრილია მოწითალო ფერის ლაქებით, მეორე სართულის აივნის ხის იატაკის ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები, აივნიდან ხის ორ ფრთიანი კარით შევდივართ სახლის მეორე სართულის დერეფანში, დერეფანში დაგებულია პარკეტი, სადაც ზედაპირზე ალაგ-ალაგ აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები, საძინებელ ოთახში იატაკზე ალაგ-ალაგ აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა: 1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას; გ------- მ---------–-ს მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას; ნ------- ბ--------–---- საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას; გ------- კ-------–---- მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას; ქ. ონში, ა----–-----–-- მოედნის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები - გადატანილი ხუთ ცალ CD-R დისკზე; 2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული დანა; 3. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული თეთრი ფერის მაისური;

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ზ---- კ------–----, გ--- ო----–---–--, მ------ გ---–--–-–---–--, ვ-–- მ-----------, დ.... ა--------, კ--- გ----–-–---–--, თ------ გ-–----, კ------- თ------------, ი----- ფ-------, გ------- მ----------- და ლ-–- ჩ------, ექსპერტებმა ო-–--- ს-------, შ--–-- გ----------, თ------ გ-------–---–-- და გ------- დ----------, მოწმეებმა ა---–- გ----–-–---–-- და ე-- მ----------- დაადასტურეს მათ მიერ, ასევე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

2018 წლის 22 ნოემბრის ონის სამედიცინო დაწესებულების წერილით ირკვევა, რომ 2018 წლის 21 ნოემბერს ონის სამედიცინო დაწესებულების მიმღებ განყოფილებაში შეყვანილ იქნა მოქალაქე ნ-------ი ბ--------–--- პ/ნ 3----------, დიაგნოზით: მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, აღნიშნულ მოქალაქესთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ამ ეტაპზე შეუძლებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

 

2018 წლის 27 ნოემბერს აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის რეანიმაციული განყოფილების მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ ნ-------ი ბ--------–---- მდგომარეობა არის მძიმე, ის მკურნალობას გადის რეანიმაციულ განყოფილებაში და მასთან საგამოძიებო მოქმედების - გამოკითხვის ჩატარება არის შეუძლებელი.

 

2018 წლის 5 დეკემბრის აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის რეანიმაციული განყოფილების მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ პაციენტ ნ------- ბ--------–---- გამოკითხვა, ასევე სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება შეუძლებელია, ვინაიდან პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე.

 

2018 წლის 7 დეკემბრის ამოღების ოქმის თანახმად - შპს „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი“ ონის საავადმყოფოს მენეჯერის ა---------– ლ------------ ამოღებულ იქნა მის მიერ წარდგენილი ნ-------ი ბ--------–---- შესახებ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაცია.

 

2018 წლის 7 დეკემბრის ამოღების ოქმის თანახმად - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრ ,,თერჯოლა მედიდან’’ ამოღებული იქნა ნ-------ი ბ--------–---- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის ასლები.

 

2018 წლის 10 დეკემბრის ამოღების ოქმის თანახმად, 16:40 საათიდან 16:57 საათამდე დროის პერიოდში სამედიცინო ცენტრის სტატისტიკური სამსახურის წარმომადგენლის ნ--- გ--------–---–-- მიერ წარდგენილი იქნა ნ-------ი ბ--------–---- (დაბ: 0--------- წელს, პ/ნ 3----------) შესახებ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი და ყველა სხვა სამედიცინო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები 112 ფურცლად.

 

2018 წლის 21 დეკემბრის აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის რეანიმაციული განყოფილების მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ პაციენტ ნ------- ბ--------–---- გამოკითხვა შესაძლებელია.

 

ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N0-------- დასკვნის თანახმად კ------- ი------ს ლაბორატორიული კვლევისას დაუდგინდა საშუალო ხარისხის ალკოჰოლური თრობა, ინტოქსომეტრ EC/IR/II 1.82 პრომილე;

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N008196918 დასკვნის თანახმად 22.11.2018 წ. 15:05 – 15:15 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ: კ------- ი------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციით N197 დადგენილია, რომ შპს ,,რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრ“-ის ონის განყოფილებაში 21.11.2018 წლის 23:00 საათზე შეყვანილ იქნა ნ------- ბ--------–---, რომელსაც წინასწარი დიაგნოზით აღენიშნებოდა შემდეგი სახის დაზიანებები: მუცლის კედლის ღია შემავალი სისხლმდენი ჭრილობები და წელის არეში მარჯვნივ ნაკვეთი სისხლმდენი ჭრილობები.

 

შპს ,,იმერმედი“ იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი) სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N2880-ით დადგენილია, 22.11.2018 წელს 06:40 საათზე კატასტროფის ბრიგადის მიერ ონის საავადმყოფოდან შეყვანილ იქნა 45 წლის მამაკაცი - ნ-------ი გ-------ს ძე ბ--------–---, მძიმე მდგომარეობაში, დიაგნოზით მუცლის კედლის ღია შემავალი ჭრილობა, წელის არეში ნაკვეთი სისხლმდენი ჭრილობა; მას 08:00 -16:00 საათზე ჩაუტარდა შემდეგი სახის ოპერაციები: ლაპარატომია, მუცლის ღრუს გამორეცხვა, დრენირება, მსხვილი ნაწლავის, კუჭის ჯორჯლის, ბადექონის, მუცლის წინა კედლის, ტორსის ჭრილობების გაკერვა.

 

აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N13539 დადგენილია, რომ 22.11.18 წ. 23:10 საათზე პაციენტი მიყვანილია კლინიკაში იმერმედის სამედიცინო ცენტრიდან, მუცლის ღრუში ფუნქციონირებს ოთხი დრენაჟი, საიდანაც აღენიშნება სეროზულ-ჰემორაგიული გამონადენი, მარჯვნივ აღენიშნება ჭრილობა გაკერილი წელის მიდამოში, შესვლისას პაციენტი ფ.ხ.ვ-ზეა.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ს.ს ,,რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი“ ონის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N197-ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N197 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 22.11.18წ.) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ: ნ------- ბ--------–---- აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 21.11.18 წ. 23:00 -სთ-ზე. საიდანაც გაეწერა 22.11.18წ. 04:00 სთ-ზე დიაგნოზით: მუცლის კედლის ღია შემავალი ჭრილობა, წელის არეში მარჯვნივ ნაკვეთი სისხლმდენი ჭრილობა. თანახმად წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ,,იმერმედი“ - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის (თერჯოლამედი) სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N2880-ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N3063 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 22.11.18წ) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ: ნ------- ბ--------–---- აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 22.11.18წ. 06:40 – 20:40 საათზე, სადაც დაესვა დიაგნოზი მუცლის წინა კედლის შემავალი ჭრილობა, ჰემოპერიტონეუმი? მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი ტრავმა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა სისხლმდენი ჭრილობა წელის მიდამოში. თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (აკად. ო.ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N13539-ის ასლი) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ნ------- ბ--------–---- აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 22.11.18წ. 23:10 საათზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, კუჭის განივი კოლინჯის დაზიანებით, ჰემოპერიტონეუმი, წელის ნაკვეთი არაშემავალი ჭრილობა, ლაპარატომიის, მუცლის ღრუს რევიზიის, დრენირების, ჭრილობების პ.ქ.დ შემდგომი მდგომარეობები. ორმხრივი პნევმონია, სეფსისი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. დაზიანების მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში დაზიანების ურთიერთგამომრიცხავი და არასრული მორფოლოგიური სურათის გამო, იზოლირებურად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დაზიანება წელის მიდამოში არსებული ნაკვეთი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნებით. მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზღვრისათვის მიზანშეწონილია იმ ტანსაცმლის გამოკვლევა, რომელიც დაზიანებათა მიყენების მომენტში ფარავდა ზემოთ აღნიშნულ მიდამოს.

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილ: 1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ თეთრი ფერის მაისურზე (პაკეტი FCD 863046) საყელოსა და მხრების მიდამოში - სახელოების ჩათვლით, არსებული დაზიანებები განვითარებულია რღვევითა და ხევით - ძლიერი მექანიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. 2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა (პაკეტი FCD 871460) დამზადებულია ქარხნული წესით და წარმოადგენს: საოჯახო - სამეურნეო დანიშნულების, ცალმხრივლესილი პირის მქონე დანას. გააჩნია მჩხვლეტავ - მჭრელი თვისებები, რის გამოც საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 18 ივნისის N35 განკარგულების შესაბამისად, იგი მიჩნეულია ცივ იარაღად. 3. კ------- ი------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ტანსაცმლიდან (დათბილული ქურთუკი, ჯემპრი, ჯინსის შარვალი) (დალუქული N33/18 ლუქით) მხოლოდ ქურთუკზე წინა მარცხენა კალთაზე, მუცლის მიდამოში, არსებული კვლები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია კვალდამტოვ ობიექტთან დინამიური კონტაქტის - ხახუნის - შედეგად.

 

ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ნ------- ბ--------–---- ჯინსის შარვლის და ,,შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას... ამოღებული (FCD 863046) მოთეთრო ფერის მოკლესახელოებიანი მაისურის ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო - მოვარდისფრო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება გ------- კ-------–---- მოკლესახელოებიანი მაისურის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ასევე აღინიშნება მოლურჯო - მომწვანო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება გ------- კ-------–---- სპორტული ჟაკეტის და სპორტული შარვლის ქსოვილების ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ,,შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას... ამოღებულ“ (FCD 863046) მოთეთრო ფერის მოკლესახელოებიანი მაისურის ზედაპირზე აღინიშნება მუქი მოლურჯო ფერის ბაც. მორუხო ფერში გადასვლით პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება გ------- მ---------–-ს შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ექსპერტიზაზე წარდგენილ კ------- ი------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული დუტის ქურთუკის და სვიტერის; გ------- მ---------–-ს ქურთუკის და შარვლის; გ------- კ-------–----: სპორტული ჟაკეტის, მოკლესახელოებიანი მაისურის და შარვლის და ,,შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას...ამოღებული“ (FCD 863046) მოთეთრო ფერის მოკლესახელოებიანი მაისურის ზედაპირზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ,,კ------- ი------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული“ ჯინსის შარვლის და ნ------- ბ--------–---- ჯინსის შარვლის ქსოვილების ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:

 

- პაკეტში, წარწერით ,,..შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მაღალი ძაბვის ქვესადგურის ეზოში დასავლეთის მხარეს ბალახის ზედაპირიდან ამოღებული დანა..“, მოთავსებული დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო, ურთიერთგარდამავალი ლაქები (ობ.N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------- ბ--------–---- (ობ N34: პაკეტი, წარწერით ,,...ნერწყვის ნიმუში 1 (ერთი) ცალ სტერილურ, ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული ნ------- გ-------ს ძე ბ--------–---- (დაბ. 0---------) პირის ღრუდან...,,). ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ.N2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთი წილი ეკუთვნის კ------- ი------ს (ობ. N33: პაკეტი, წარწერით: ,,....ბრალდებულ კ-------ი ი-------აგან აღებული ნერწყვის ნიმუში...,,), ხოლო მეორე წილი-ნ------- ბ--------–---- (ობ. N33).

 

- პაკეტში წარწერით ,,...მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ამოღებული ნ-------ი ბ--------–---- საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის აივნის მოაჯირის ხის ზედაპირიდან..,, ,,.მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ამოღებული ნ------- ბ--------–---- საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასასვლელი ხის კიბიდან...’’ ,,...მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ამოღებული ნ------- ბ--------–---- საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივნის იატაკიდან..,, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ამოღებული ნ------- ბ--------–---- საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის კორიდორის იატაკიდან..’’, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N6-9) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------- ბ--------–---- (ობ.N34):

 

- პაკეტში წარწერით ,,...ანაწმენდი მშრალ და სველ ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული ნ------- ბ--------–---- საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე შესასვლელი კარის სახელურიდან მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებულ მონაცრისფრო-მოყავისფრო ლაქებში (ობ, N11) სისხლი არ აღმოჩნდა. ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ. N11), გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ნ------- ბ--------–---- (ობ. N34), ხოლო მინორული წილი გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

 

- პაკეტში წარწერით ,,...ანაწმენდი მშრალ და სველ ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული ნ------- ბ--------–---- საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე საძინებელი ოთახის კარის სახელურიდან..., მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებულ ღია მონაცრისფრო ლაქებში (ობ. N12) სისხლი არ აღმოჩნდა. ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ. N12) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------- ბ--------–---- (ობ. 34).

 

- პაკეტში წარწერით ,,...მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი აღებული ნ------- ბ--------–---- საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მარცხნივ მდებარე საძინებელი ოთახის იატაკის ზედაპირიდან..’’,,.. მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი აღებული ა/მანქანა ფორდის წინა მარცხენა კარების ,,აბივკიბიდან’’..., ....მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი, აღებული ა/მანქანა ფორდის საჭიდან...., ,,....მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი, აღებული ა/მანქანა ფორდის ტორპედოს მარჯვენა ნაწილიდან...’’ ,,...ანაწმენდი სველ და მშრალ ბიოლოგიურ ჩხირზე, აღებული ა/მანქანა ფორდის საჭიდან და ანაწმენდი სველ და მშრალ ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული ავტომანქანა ფორდის გადაცემათა კოლოფის სახელურიდან...,, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და მოყავისფრო ლაქები (ობ. N13-18) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------- ბ--------–---- (ობ, N34).

 

- პაკეტში წარწერით ,,...შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მაღალი ძაბვის ქვესადგურის ღობესთან ბალახის ზედაპირიდან ამოღებული თეთრი ფერის დაზიანებული, სველი მაისური...’’ მოთავსებულ მაისურზე არსებული თმის ღერები (ობ. N19), ეკუთვნის ნ------- ბ--------–---- ( ობ. N 34). ამავე მაისურზე არსებულ მონაცრისფრო-მოყავისფრო და მომწვანო-მოყავისფრო ლაქებში (ობ, N20,21) სისხლი არ აღმოჩნდა. აღნიშნულ ლაქებში არსებული ბიომასალის (ობ. N20,21) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------- ბ--------–---- (ობ. N34).

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა: მ------ ჭ--–-–---–--, შ----- თ--------- თ----- შ--–-----–---–--, გ------- გ-------–-–---–--, ქ------- ქ--------–-–---–-- და ლ---- მ-----–---–-- დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით), კერძოდ: პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. შესაძლებელია დამნაშავეს არ სურდეს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას. ამდენად, სასამართლომ უნდა დაადგინოს რამდენად მოიცავდა კ------- ი------- განზრახვა ნ------- ბ--------–---- სიცოცხლის მოსპობას, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს დანაშაულის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა და რის გამო არ დადგა სასიკვდილო შედეგი.

 

ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის სასამართლო ითვალისწინებს, დანაშაულის ჩადენის ხეხსა და საშუალებას, სხეულის დაზიანებათა/ჭრილობათა რაოდენობას, ხასიათსა და ლოკალიზაციას, დანაშაულის ჩადენამდე და მის შემდეგ ბრალდებულის, დაზარალებულის ქცევასა და მათ ურთიერთობას.

 

სასამართლო უთითებს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ------- ბ--------–---- აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა და დაზიანება წელის მიდამოში ნაკვეთი ჭრილობის სახით. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე უთითებს, რომ წელის არეში ნაკვეთი ჭრილობა ნ------- ბ--------–---- მიიღო კ------- ი------- გაუფრთხილებელი ქმედებით, კერძოდ იმ მდგომარეობაში, როდესაც კ------- ი------ ნ------- ბ--------–---- უკან იდგა და ცდილობდა მისგან თავის დაღწევას, რა დროსაც ნ------- ბ--------–---- მოხვდა კ------- ი------- ხელში არსებული დანა, რაც შეეხება მუცლის ღრუში შემავალ ჭრილობას, ნ------- ბ--------–----ათვის კ------- ი------ს აღნიშნული დაზიანება არ მიუყენებია. დაცვის მხარის პოზიციას სასამართლო არ იზიარებს და უთითებს, რომ აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის, ფაქტის უშუალო შემსწრე, თვითმხილველი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ ნ------- ბ--------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ კონფლიქტის შემდეგ, როდესაც შევიდა სახლში დაინახა, რომ თეთრი ფერის ფილებზე დაიღვარა სისხლი, რომელიც მუცლიდან, მარცხენა მხარეს მოსდიოდა და ჭრილობიდან ნახეთქი ბუშტები ამოსდიოდა. სასამართლოს დაზარალებულის აღნიშნულ ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან იგი სრულ შესაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ქირურგის რ-------- შ---–----, შპს ,,იმერმედი“ იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი) სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათთან N2880, აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათთან N13539 და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან. სწორედ შპს ,,იმერმედი“ იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი) სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით N2880 ირკვევა, რომ ნ------- ბ--------–---- დაზიანებებების გამო ჩაუტარდა შემდეგი სახის ოპერაციები: ლაპარატომია, მუცლის ღრუს გამორეცხვა, დრენირება, მსხვილი ნაწლავის, კუჭის ჯორჯლის, ბადექონის, მუცლის წინა კედლის, ტორსის ჭრილობების გაკერვა. ნ------- ბ--------–---- მიერ მიცემულ ჩვენებას ასევე ადასტურებს ნ------- ბ--------–---- საცხოვრებელი სახლისა და ეზოს დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად ეზოსა და სახლში აღმოჩენილი იქნა ნ------- ბ--------–---- სისხლი, რაც დადასტურებულია ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით.

 

დაზარალებულის ჩენებასთან ასევე შესაბამისობაშია ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმეების გ------- მ---------–-სა და გ------- კ-------–---- მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები. მოწმეები აღნიშნავენ, რომ მათ არ დაუნახავთ კ------- ი------- მიერ ნ------- ბ--------–----ათვის მუცელში დანის დარტყმის ფაქტი, თუმცა დაადასტურეს და ცალსახად განმარტეს, რომ კ------- ი------მ ნ------- ბ--------–---- დანა რამდენჯერმე მოუქნია.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ სწორედ კ------- ი------- მიერ რამდენჯერმე მოქნეული დანით ნ------- ბ--------–---- მიიღო მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა და დაზიანება წელის მიდამოში ნაკვეთი ჭრილობის სახით. შესაბამისად, სასამართლო რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს მოკლებულად მიიჩნევს დაცვის მხარის მითითებას, რომ ნ------- ბ--------–---- მუცლის ღრუში დაზიანება მიიღო არა კ------- ი------- ქმედების შედეგად, არამედ ავტოავარიის შემდეგ, მაშინ როდესაც დაზარალებულს არ ახსოვს მოვლენები ძლიერი ალკოჰოლური თრობის გამო.

 

რაც შეეხება კ------- ი------- მხრიდან ნ------- ბ--------–---- სიცოცხლის მოსპობის განზრახვას, სასამართლო უთითებს, რომ ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა (პირის სიგრძე 14.3 სმ. პირის მაქსიმალური სიგანე 2.4 სმ. პირის მაქსიმალური სისქე 0.1 სმ.) დამზადებულია ქარხნული წესით და წარმოადგენს: საოჯახო - სამეურნეო დანიშნულების, ცალმხრივლესილი პირის მქონე დანას. გააჩნია მჩხვლეტავ - მჭრელი თვისებები. საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ უკვე დადგენილი გარემოებებით, კერძოდ: ნ------- ბ--------–----ათვის 14.3 სანტიმეტრის მჭრელი პირის მქონე დანის (რაც დადასტურებულია ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) რამდენჯერმე დარტყმით მუცლისა და წელის არეში (რის შედეგადაც ნ------- ბ--------–---- მიიღო სისხლმდენი, ნაკვეთ-ნაფლეთი, მუცლის ღრუში შემავალი, არასწორ კიდეებიანი ჭრილობა ზომით 3X4 სმ-ზე, რამაც გამოიწვია მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი ტრავმა, რაც იზოლირებურად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ასევე წელის არეში სისხლმდენი, სწორ კიდეებიანი ჭრილობა ზომით 1X4 სმ-ზე, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნებით) კ------- ი------მ ფაქტობრივად გამოხატა მისი ნება (განზრახვა) ნ------- ბ--------–----ათვის მოესპო სიცოცხლე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის დადგომის გარდაუვალობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კ------- ი------ს ცალსახად გაცნობიერებული ჰქონდა მისი მოქმედების მართლწინააღმდეგობა (ყველა საშუალო გონებრივი განვითარების მქონე ადამიანმა იცის, რომ დანის დარტყმა არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება), ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას (საშუალო გონებრივი განვითარების მქონე ადამიანი, როდესაც 14.3 სანტიმეტრის სიგრძის დანას ურტყამს მეორე ადამიანს სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მიდამოში - მუცლის არეში, შეუძლებელია ვერ გააცნობიეროს, რომ ამგვარი დაზიანება - მუცლის ღრუში შემავალი, არასწორ კიდეებიანი ჭრილობა ზომით 3X4 სმ-ზე, რამაც გამოიწვია მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი ტრავმა, რაც იზოლირებურად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ასევე წელის არეში სისხლმდენი, სწორ კიდეებიანი ჭრილობა ზომით 1X4 სმ-ზე, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნებით - მაღალი ალბათობით შეუთავსებელი იქნება სიცოცხლესთან) და შესაძლოა კ------- ი------ს არც სურდა ნ------- ბ--------–---- გარდაცვალება, თუმცა საქმის ფაქტობრივი გარემოებების კომპლექსური ანალიზისა და ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებებიდან (დანის სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის არეში დარტყმა) გამომდინარე, ცალსახაა, რომ ითვალისწინებდა მძიმე შედეგის (სიკვდილის) განხორციელების გარდაუვალობას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა პირდაპირი განზრახვის შემადგენელი ყველა კომპონენტი, ხოლო დაზარალებულის სიცოცხლის გადარჩენა მოხდა დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა კ------- ი------- ქმედების შემადგენლობის განხორციელებისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი და იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „i№ dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კ------- ი------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით;

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლი, რომლითაც კ------- ი------ს უნდა დაედოს მსჯავრი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს კ------- ი------- პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულ კ------- ი------- მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, ბრალდებულების კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

ამდენად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე ბრალდებულ კ------- ი------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მოყავისფრო ფერის კეპიანი ქუდი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული თეთრი ფერის მაისური, კ------- ი------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი, გ------- კ-------–----აგან ამოღებული ტანსაცმელი, გ------- მ---------–-სგან ამოღებული ტანსაცმელი, ნ------- ბ--------–---- ჯინსის შარვალი - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.

 

თმის ღერები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული დანა, კ------- ი-------აგან აღებული თმის ნიმუშები, კ------- ი-------აგან აღებული კანის ნახჭის ნიმუშები, კ------- ი-------აგან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ნიმუშები, კ------- ი-------აგან აღებული ნერწყვის ნიმუში, კ------- ი------- მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, გ------- კ-------–---- დაქტილო ბარათი, გ------- კ-------–----აგან აღებული ნერწყვის ნიმუში, გ------- კ-------–---- მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდების ნიმუშები, გ------- კ-------–---- მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ნიმუშები, გ------- მ---------–-საგან აღებული ნერწყვის ნიმუში, გ------- მ---------–-საგან აღებული ორივე ხელის ფრჩხილების ნიმუშები, გ------- მ---------–-საგან აღებული ორივე ხელის ანაწმენდის ნიმუშები, გ------- მ---------–-საგან აღებული ხელის კანის ნახჭის ანაბეჭდები, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, ანაწმენდი, სველ და მშრალ ბიოლოგიურ ჩხირებზე, ნ------- ბ--------–---- ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.

 

ფორდ ტრანზიტის ფირმის ავტომანქანა, ინახება ონის რაიონის სამმართველოს ეზოში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, გ------- მ---------–-ს ექსპერიმენტის ჩატარებისას, ნ------- ბ--------–---- საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას, გ------- კ-------–---- ექსპერიმენტის ჩატარებისას, ქ. ონში ა----–-----–-- მოედნის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები გადატანილი 05 (ხუთი) ცალ CD-R დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

კ------- ი------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

კ------- ი------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

კ------- ი------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 ნოემბრიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მოყავისფრო ფერის კეპიანი ქუდი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული თეთრი ფერის მაისური, კ------- ი------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი, გ------- კ-------–----აგან ამოღებული ტანსაცმელი, გ------- მ---------–-სგან ამოღებული ტანსაცმელი, ნ------- ბ--------–---- ჯინსის შარვალი - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.

 

თმის ღერები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული დანა, კ------- ი-------აგან აღებული თმის ნიმუშები, კ------- ი-------აგან აღებული კანის ნახჭის ნიმუშები, კ------- ი-------აგან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ნიმუშები, კ------- ი-------აგან აღებული ნერწყვის ნიმუში, კ------- ი------- მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, გ------- კ-------–---- დაქტილო ბარათი, გ------- კ-------–----აგან აღებული ნერწყვის ნიმუში, გ------- კ-------–---- მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდების ნიმუშები, გ------- კ-------–---- მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ნიმუშები, გ------- მ---------–-საგან აღებული ნერწყვის ნიმუში, გ------- მ---------–-საგან აღებული ორივე ხელის ფრჩხილების ნიმუშები, გ------- მ---------–-საგან აღებული ორივე ხელის ანაწმენდის ნიმუშები, გ------- მ---------–-საგან აღებული ხელის კანის ნახჭის ანაბეჭდები, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, ანაწმენდი, სველ და მშრალ ბიოლოგიურ ჩხირებზე, ნ------- ბ--------–---- ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.

 

ფორდ ტრანზიტის ფირმის ავტომანქანა, ინახება ონის რაიონის სამმართველოს ეზოში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, გ------- მ---------–-ს ექსპერიმენტის ჩატარებისას, ნ------- ბ--------–---- საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას, გ------- კ-------–---- ექსპერიმენტის ჩატარებისას, ქ. ონში ა----–-----–-- მოედნის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები გადატანილი 05 (ხუთი) ცალ CD-R დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური