გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----1- გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1-.0--2--- წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–-
სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე
მოსარჩელე - ე-–----- ა-–---ი,წარმომადგენელი - თ---------- ბ----–---–ი, მ----- ა-–---ი,მოპასუხე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია,წარმომადგენელი - ზ------ პ-------ა, შ----- ს-----ე,მესამე პირი- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო,წარმომადგენელი -ქ------- ქ---–--ე, ე--------------------ე,დავის საგანი - ქმედების განხორციელება და ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს ქმედების განხორციელებას და ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას (2--- წლის 1- ს---------ის სხდომის ოქმი 14:33:29)
მოსარჩელე მიუთითებს, რომ გარდაბნის რაიონის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ე-–----- ა-–---ის მიმართ განხორციელდა საკუთრების უფლების აღიარება 601 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც გადაცემული ჰქონდა გარდაბნის გამგეობის 1--- წლის 3-----------ის №2-- დადგენილებით, რომლის შინაარსით დგინდება, რომ ე-–----- ა-–---ის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით გადაეცა 601.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქალაქი გ---------ი, დ----- ა----–-----–ის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ყ---–---------------------ს" გვერდით, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებას კი წარმოადგენს გ---------ი, ა----–-----–ის ქუჩა №1---ში მდებარე 296,46 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული მაღაზიის შენობა-ნაგებობებით. დადგენილია, რომ გარდაბნის რაიონის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2--- წლის 2------- გარდაბნის გამგეობის 1--- წლის 3-----------ის №2-- დადგენილების საფუძველზე ე-–----- ა-–---ის სახელზე გასცა №5-- საკუთრების მოწმობა, თუმცა არ დაუთვალიერებია შემთხვევის ადგილი, არ მოუსმენია მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთათვის ან მოსარგებლეთათვის, არ დაუდგენია უძრავი ქონების კოორდინატები. მოსარჩელის მიერ არასწორი ნახაზის წარდგენამ გამოიწვია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შეზღუდვა. აღნიშნულ საკითხზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ სარჩელის მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკურო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 2-------- ე-–----- ა-–---ის სახელზე გაცემული №5-- საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა, სახელმწიფო სახელზე რეგისტრირებული 296,46 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ნაწილში ბათილად ცნობა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 9--------ს №3-1---14 გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 2------- ე-–----- ა-–---ის სახელზე გაცემული №5-- საკუთრების მოწმობა, სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული 296,46 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (ყოფილი მაღაზია) ნაწილში და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი აქტი.
მოსარჩელე ასევე მიუთითებს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 1----------ს №- ოქმზე რომლითაც განხილულ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 9--------ს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი და ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 2-------- №5-- საკუთრების მოწმობა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. ამასთან მიუთითა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგანაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის სრული დაცვით. (თავდაპირველად სარჩელით მოსარჩელე მოითხოვდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას)
2.2. მესამე პირი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც 2--- წლის 1- სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, სასამართლო სხდომის დღე მხარისათვის ცნობილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გ---------ი, ა----–-----–ის ქ. №1--, 601 კვ.მ ფართის უძრავი ქონება ს. კ. 8-.1-.--.--- საკუთრების უფლებით აღრიცხულია ე-–----- ა-–---ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2--- წლის 2-------- №5-- საკუთრების მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 2-25);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს. ფ. 26-27);
3.1.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 09--------ს №3-1---14 გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 2-------- ე-–----- ა-–---ის სახელზე გაცემული №5-- საკუთრების მოწმობა, სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული 296,46 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (ყოფილი მაღაზია) ნაწილში და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 2-25);
-რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 09--------ს №3-1---14 გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 30-39);
3.1.3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 01----------ს №1-7/2--- განკარგულებით, ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილება მოქალაქე ე-–----- ა-–---ზე ქ. გ---------ში ა----–-----–ის ქუჩაზე მდებარე 600 კვ.მ (მთლიან ფართზე) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე და გაუქმდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2--- წლის 2------- გაცემული საკუთრების მოწმობა №5--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 2-25);
-გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 01----------ს №1-7/2--- განკარგულება (ტომი I, ს. ფ. 46);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ე-–----- ა-–---ს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის საკუთრების უფლების აღიარებისა და საკუთრების მოწმობის გაცემის მოთხოვნით არ მიუმართავს.
3.2.2. ე-–----- ა-–---ს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 01----------ს №1-7/2--- განკარგულება არ გაუსაჩივრებია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმ-----ავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აღუსრულებია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 09--------ს №3-1---14 გადაწყვეტილება, ხოლო მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 09--------ს №3-1---14 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და გამოსცა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 01----------ს №1-7/2--- განკარგულება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები გამოკვლეულია სრულყოფილად, მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომელიც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმ-----ებების მოსმენის და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე-–----- ა-–---ის წარმომადგენლის სარჩელი მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის მიმართ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ''.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალაქტის განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, ქმედების განხორციელების მოთხოვნით.
ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე კოდექსის 331 მუხლის საფუძველზე სასამართლო 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, თუ ამ ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი ამ მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. ასეთი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განუხორციელებლობა (უმოქმედობა) იყოს უკანონო და ქმედების განხორციელებაზე უარის თქმით უშუალო და პირდაპირი ზიანი უნდა ადგებოდეს მოსარჩელე მხარეს. ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
სასამართლო განმ-----ავს, რომ სარჩელი მოქმედების განხორციელების თაობაზე დასაბუთებულია თუ დადგინდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე არის უკანონო. ამასთან, ადმინისტრაციული ოგანოს ვალდებულება, განახორციელოს გარკვეული მოქმედება უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
მოცემული ნორმის განმ-----ების შესაბამისად, სასამართლო იმ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალების თობაზე, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობა არ შეესაბამება კანონს და აღნიშნული პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მოითხოვს ქმედების განხორციელებას კერძოდ, მოსარჩელის 2018 წლის 24 დეკემბრის განცხადების განხილვას რომელიც ეხება რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას. მითითებული განცხადების შინაარსი მოიცავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 01----------ს №1-7/2--- განკარგულებისა და ამავე თარიღის №- სხდომის ოქმის შინაარსს ასევე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 09--------ს №3-1---14 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნას.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 1--------ის №04----- წერილით ე-–----- ა-–---ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 09--------ს №3-1---14 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი განხილული იქნა აღიარების კომისიის 2--- წლის 01----------ს №- სხდომაზე და ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2--- წლის 2-------- ე-–----- ა-–---ის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა №5--.
2--- წლის 1--------ის №04----- წერილი და 2--- წლის 01----------ს №1-7/2--- განკარგულება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. ასევე არ მიუმართავს მოპასუხისთვის საკუთრების მოწმობის გაცემის მიზნით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 1- მ-----ის №-/178/2--- განკარგულებით, ე-–----- ა-–---ის წარმომადგენელს უარი ეთქვა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში შესულ 2--- წლის 1-----------–ის №1- განცხადების განხილვაზე, რომლითაც მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვდა სადავო საკითხის ხელახლა განხილვას. მოსარჩელეს არც აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებდა, მოსარჩელის მიერ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების მოთხოვნით მიმართვას, ხოლო ეს უკანასკნელი წარმოადგენს სავალდებულო ელემენტს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის, ქმედების განხორციელების დავალების შესახებ სარჩელის აღძვრისას სასამართლოს მხრიდან შეფასება შეიძლება მიეცეს არა იმ ფაქტს თუ რა ქმედებას არ ახორციელებს ადმინისტრაციული ორგანო, არამედ იმას თუ რა ქმედების განხორციელებით მიმართა დაინტერესებულმა პირმა ადმინისტრაციულ ორგანოს, მიეკუთნება თუ არა მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციის ფარგლებს და მოჰყვა თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რეაგირება, ხოლო მოცემულ კონკრეტულ შემთხვევში მოსარჩელეს მოპასუხისათვის ასეთი მოთხოვნით არ მიუმართავს.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ'' საქართველოს კანონის შინაარსიდან გამომდინარე მართალია ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, მაგრამ მოსარჩელეს მოპასუხისთვის არც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით არ მიუმართავს.
საქართველოს ადმინისტრაციულის საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
სასამართლო განმ-----ავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულის საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დაკმაყოფილების პირობებს ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებას, ადმინისტრაციული ორგანოსთვის აქტის გამოცემის დავალებას, უკავშირებს სარჩელის დასაშვებობის რამოდენიმე პირობას, კერძოდ, სახეზე უნდა იყოს დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარი, უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე კანონს უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ამასთანავე უარი პირდაპირ და უშუალო ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს. სარჩელის დაკმაყოფილება საჭიროებს მოცემული კუმულატიური პირობებიდან ყველას სახეზე არსებობას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე და 33-ე მუხლების თანახმად, მავალდებელი სარჩელის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას შეადგენს სარჩელის აღძვრამდე ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართვა. რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება.
საქართველოს ადმინისტრაციულის საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული ნორმა გარდა იმისა, რომ მიუთითებს ხანდაზმულობის შესახებ, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ასეთი სარჩელის აღძვრამდე, მოსარჩელეს ჯერ ადმინისტრაციული ორგანოსადმი უნდა ჰქონდეს მიმართული ანალოგიური მოთხოვნით და უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მიმართოს სასამართლოს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის აქტის გამოცემის მოთხოვნით არ მიუმართავს.
სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მ-----ო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).
ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს კანონი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ'' მოთხოვნებიდან გამომდინარე ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, რომ ე-–----- ა-–---მა მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე: ქ. გ---------ი, დ. ა----–-----–ის ქ. №1---ში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, აღნიშნული კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხის შესახებ დებულებებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლით, რომლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ე-–----- ა-–---ის წარმომადგენლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №-ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–-