განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1059-18
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივლისი, 2019 წელი Qქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ელენე გოგუაძე
სხდომის მდივანი ანა სოსელია,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-–----------–--ე;
დაცვის მხარე:
ბრალდებული – დ-------------–---–ი, დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, ბ-------–----------------–--–----;
ადვოკატი - მ------------–---–ი, ი-----–---------–---–ი,კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I ნაწილი (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. დ-------------–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 6 აგვისტოს, საღამოს საათებში, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. თბილისში, წ----------------–--–-----ში, დ-------------–---–ის და ი--------------–ის საცხოვრებელი სახლების ეზოში, დ-------------–---–მა ი--------------–ს მკლავებში ძლიერად მოუჭირა ხელები და მიანარცხა საკუჭნაოს ლითონის კარს, რის შედეგადაც ი--------------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. დ-------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I ნაწილით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. დაზარალებულმა ი--------------–მა სასამართლოს მოახსენა, რომ შემთხვევის დღეს -2017 წლის 6 აგვისტოს იმყოფებოდა სახლში. მას ბინაში ჰქონდა სარემონტო სამუშაოები. დილით სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გაუშვეს ხელოსნები, შემდეგ მან მისმა დამ - თ---------------–მა და დედამ - ა---–---------–---–მა დაიწყეს სახლის დალაგება. მათ ხელოსანს ბეტონის მასით ამოაქოლინეს მათი სახლის კედელზე, საძინებლის კედელთან არსებული სანიაღვრე მილი, რადგან ამ სანიაღვრე მილში ჩამოდიოდა ზემოთ დაგროვილი წყალი, რაც აზიანებდა მათ კედელს. ფაქტობრივად მთელი კედელი იყო სველი და ნესტიანი, რის გამოც ნახევარზე მეტი ტანსაცმელი გაუფუჭდათ და გადაყარეს. საღამოს დაახლოებით 19:30 საათზე, როდესაც იგი თავის დასთან და დედასთან ერთად გამოვიდა ეზოში, დაინახა, რომ სანიაღვრე მილიდან ბეტონის მასა გამოყრილი იყო და ძირს ეყარა. მან დ-------------–---–ს ჰკითხა თუ რატომ გააკეთა ეს. ამის საპასუხოდ, დ-------------–---–მა ამოიღო თავისი მობილური ტელეფონი და დაუწყო მას გადაღება. დ-------------–---–ი მათ ეუბნებოდა, რომ იქ მათი საკუთრება არაფერი არ იყო და არანაირი უფლება არ ჰქონდათ. ამ საუბარს მოჰყვა ხმამაღალი ურთიერთშელაპარაკება და კამათი, რა დროსაც დ-------------–---–მა შეწყვიტა ვიდეოს გადაღება, შემდეგ გადაამოწმა ნამდვილად გათიშული იყო თუ არა ვიდეო. მას ორივე ხელი მოუჭირა ხელებში, შეანჯღრია და საკუჭნაოს რკინის კარს მიანარცხა. დ-------------–---–ს ამ დროს ცალ ხელში ტელეფონი ეჭირა. მან ამის შედეგად განიცადა ტკივილი. ამ ფაქტს შეესწრნენ თ---------------–ი, ა---–---------–---–ი და დ-------------–---–ის მეუღლე - ნ--------------ე. მოგვიანებით ძალადობის კვალზე მას გაუჩნდა სილურჯეები, რის გამოც სამსახურში გრძელმკლავიანი ტანსაცმლით დადიოდა. მისი მეზობელი ი-----–--------–--ე ცხოვრობს მათი სახლიდან ძალიან შორს და იგი შემთხვევის მომენტში იქ არ ყოფილა. ამ შემთხვევის შემდეგ მან გამოიძახა პოლიცია. პოლიციამ ისინი დასაკითხად გადაიყვანა გ---–---- ქუჩაზე მდებარე განყოფილებაში, სადაც მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რადგან ხელებზე ემჩნეოდა ძალადობის კვალი. მის ოჯახსა და დ-------------–---–ის ოჯახს აქვთ გარკვეული ქონებრივი დავები, რაც ძირითადად მათი კონფლიქტის მიზეზს წარმოადგენს. დ-------------–---–მა მას ამ კონფლიქტის გამო სამსახურში უჩივლა, რის შედეგადაც გამოუცხადეს საყვედური. მისი პოზიციაა, რომ დ-------------–---–ი კანონის სიმკაცრით დაისაჯოს, რადგან ბრალდებული ფიქრობს, რომ მისი თანამდებობიდან გამომდინარე, ყოველთვის დაუსჯელი დარჩება და ვერავინ შეეხება.
2.2. მოწმე თ---------------–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ი--------------–ი არის მისი და, ხოლო ბრალდებული დ-------------–---–ი - დედამისის ძმა. იგი ი--------------–თან და დედასთან - ა---–---------–---–თან ერთად ცხოვრობს პირველ სართულზე, ხოლო იმავე სახლის მეორე სართულზე ცხოვრობს დ-------------–---–ი მეუღლესთან - ნ--------------ესთან ერთად. შემთხვევამდე მათ სახლში ჰქონდათ სარემონტო სამუშაოები, რადგან ნესტიანი სახლი იყო, განსაკუთრებით ნესტიანი იყო მათი საძინებლისა და დ-------------–---–ის საკუჭნაოს საერთო კედელი. დ-------------–---–ს წლების მანძილზე უკანონოდ ჰქონდა გაკეთებული სანიაღვრე მილი, რის გამოც მათი კედელი და ეზო სველდებოდა და ბინძურდებოდა. ამის გამო მათ სარემონტო სამუშაოებისას ხელოსნებს ბეტონით ამოაქოლინეს ხსენებული მილი. შემთხვევის დღეს, დაახლოებით საღამოს 18:30 საათზე მათ ხელოსნები გაუშვეს და სახლს ალაგებდნენ. როდესაც ეზოში გავიდნენ, დაინახეს, რომ სანიაღვრე მილიდან გამოყრილი იყო ის ბეტონის მასა, რომლითაც ხელოსანს ამოაქოლინეს. იქვე იყვნენ დ-------------–---–ი და მისი მეუღლე. ი--------------–მა დ-------------–---–ს ჰკითხა თუ რატომ გამოანგრია ბეტონი. ამის საპასუხოდ დ-------------–---–ი და ნ--------------ე გამოემართნენ და მათ დაუწყეს კამათი, ,,თქვენ ვინ გკითხავთო?!“. შემდეგ დ-------------–---–მა ამოიღო მობილური ტელეფონი და დაიწყო ვიდეოს გადაღება. ი--------------–მა მას უთხრა, - ,,მე კი ნუ მიღებ, ამ მილს გადაუღე, შენ რომ დააზიანეო“. ამაზე დ-------------–---–ი ძალიან გაცხარდა, შეწყვიტა ვიდეოს გადაღება, ი--------------–ს სწვდა ხელებში და საკუჭნაოს კარებზე მიაჯანჯღარა. მას ამ დროს ცალ ხელში ტელეფონი ეჭირა. ი--------------–მა ტკივილისგან შეჰკივლა. ეს ფაქტი იმდენად უცებ მოხდა, რომ მან და ა---–---------–---–მა გასაშველებლად მისვლაც ვერ მოასწრეს. ამის შემდეგ ი--------------–მა გამოიძახა პოლიცია, ხოლო დ-------------–---–ი და ნ--------------ე ავიდნენ სახლში. ი--------------–ი ამ ფაქტის გამო გაოგნებული და შეშინებული იყო. პოლიცია და საგამოძიებო სამსახური მალევე მივიდა ადგილზე, რომლებმაც ისინი წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში დასაკითხად. იქ ი--------------–ისთვის მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც დააფიქსირა, რომ ი----ს ნამდვილად ჰქონდა დაზიანებები. მოგვიანებით ი--------------–ს ჩაუტარეს სამედიცინო ექსპერტიზა. ი--------------–ს ვიზუალურადაც ეტყობოდა ხელებზე სილურჯეები, რის გამოც დაახლოებით 2 კვირა გრძელმკლავიანი ტანსაცმლით დადიოდა სამსახურში. ი--------------–სა და დ-------------–---–ს შორის ადრეც ყოფილა კონფლიქტური ურთიერთობა. ამ ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ თვითონ, ი--------------–ი, დ-------------–---–ი, ნ--------------ე და ა---–---------–---–ი. მოგვიანებით ასევე მივიდა დედამისის მეორე ძმა ა-–---------ე, მეუღლესთან ერთად. მათი მეზობელი ი-----–-----------–-------–--ე იმ დროს იქ არ ყოფილა და არც შორიდან უყურებდა ინციდენტს.
2.3. მოწმე ა---–---------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ბრალდებული დ-------------–---–ი არის მისი ძმა, ხოლო დაზარალებული ი--------------–ი - შვილი. იგი ცხოვრობს თავის შვილებთან ი---- და თ---------------–ებთან ერთად, პირველ სართულზე, ხოლო მეორე სართულზე ცხოვრობს დ-------------–---–ი, მეუღლესთან ნ--------------ესთან ერთად. 2017 წლის 6 აგვისტოს მას და მის შვილებს ჰქონდათ სახლში სარემონტო სამუშაოები. მისი საძინებელი ოთახისა და დ-------------–---–ის საკუჭნაოს შორის იყო სანიაღვრე მილი, რომელიც საერთო კედელს ანესტიანებდა და აფუჭებდა. მერიის სამსახურიდან უთხრეს დ-------------–---–ს, რომ ამოელესა ეს სანიაღვრე, მაგრამ მან არ ამოლესა. ამის გამო მათ ხელოსნებს ბეტონით ამოაქოლინეს ხსენებული მილი. ხელოსნების წასვლის შემდეგ ისინი შევიდნენ სახლში. საღამოს, როდესაც გამოვიდნენ სახლიდან, დაინახეს, რომ სანიაღვრე მილიდან გამოყრილი იყო ბეტონის მასა, ხოლო დ-------------–---–ი და ნ--------------ე იქვე ბაღში იმყოფებოდნენ. ამ ფაქტმა მათ შორის გამოიწვია კამათი. ისინი ეკითხებოდნენ თუ რატომ გამოყარა მილიდან ბეტონის მასა. ამის საპასუხოდ დ-------------–---–ი მათ პასუხობდა, რომ რასაც უნდოდა იმას გააკეთებდა, ხოლო მათ არაფერი არ ეკუთვნოდათ, რის შემდეგაც ამოიღო მობილური ტელეფონი და დაიწყო ვიდეოს გადაღება. ამ დროს იყო კონფლიქტური სიტუაცია და ისინი სიტყვიერად ჩხუბობდნენ. დ-------------–---–ს ტელეფონი ი--------------–თან ახლოს მიჰქონდა და უღებდა. ი--------------–მა მას უთხრა, მე კი ნუ მიღებ, მოდი და შენი დაზიანებული მილი გადაიღეო. ამაზე დ-------------–---–ი გაბრაზდა, ვიდეოს გადაღება შეწყვიტა, ი--------------–ს მკლავებზე მაგრად მოჰკიდა ხელი და მიანარცხა საკუჭნაოს ლითონის კარს. ო-----–---–ს ამ დროს ცალ ხელში ტელეფონი ეჭირა. ი--------------–მა ტკივილისგან შეჰკივლა. თვითონ და თ---------------–ი მათთან არ მისულან, რის გამოც მოგვიანებით საყვედური მიიღეს ი--------------–ისგან. შემდეგ ი--------------–მა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, ხოლო დ-------------–---–ი სახლში ავიდა. პოლიცია მალევე მივიდა ადგილზე. ამ ინციდენტს შეესწრნენ თვითონ, ი--------------–ი, დ-------------–---–ი, თ---------------–ი და ნ--------------ე. სხვა იქ არავინ ყოფილა, მათ შორის არც ი-----–--------–--ე, ხოლო მისი ყოფნის შემთხვევაში იგი მას აუცილებლად დაინახავდა. ამ ფაქტიდან 2-3 კვირის განმავლობაში ი--------------–ს სილურჯეები ეტყობოდა მკლავებზე. ზოგადად, დ-------------–---–ი მის ოჯახს ავიწროვებს და მას ი--------------–თან ადრეც ჰქონია კონფლიქტი. დ-------------–---–ი ცდილობს, რომ მისი ოჯახი იძულებული გახადოს, გადავიდეს სხვაგან საცხოვრებლად, ბინასთან დაკავშირებით მათ შორის არსებობს გარკვეული დავები.
2.4. პატრულ-ინსპექტორმა ე--------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2017 წლის აგვისტოს თვეში, მან და მისმა მეწყვილემ მიიღეს შეტყობინება ბ----–---–-----------------ში მომხდარ მეზობლურ კონფლიქტთან დაკავშირებით. მითითებულ მისამართზე ისინი დაახლოებით 3 წუთში გამოცხადდნენ. მათ ადგილზე დახვდათ ახალგაზრდა აღელვებული ქალბატონი ი--------------–ი, რომელმაც განუმარტა, რომ ცხოვრობდა ხსენებულ მისამართზე, პირველ სართულზე, დედასთან და დასთან ერთად და მას კონფლიქტი ჰქონდა ბიძამის დ-------------–---–თან, რომელიც ცხოვრობდა იმავე სახლის მეორე სართულზე. მისი თქმით, დ-------------–---–მა მას ხელი მოკიდა, ძლიერად შეაჯანჯღარა და კარებს მიანარცხა. ი--------------–მა მას აჩვენა მარცხენა ხელზე შეწითლებული, რაც დაფიქსირებული იქნა. შემთხვევის ადგილზე ასევე იყვნენ ი--------------–ის დედა და და. ასევე გამოკითხეს დ-------------–---–იც, რის შემდეგაც საქმე გადაეცა საგამოძიებო სამსახურს.
2.5. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პატრულ-ინსპექტორმა კ---------–-----ემ.
2.6. მოწმე ი-----–--------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ ბრალდებული დ-------------–---–ი მისი მეზობელია, რომელიც მის ხელშია გაზრდილი. ასევე იცნობს მეზობელ ი--------------–ს, რომელიც იმავე ეზოში ცხოვრობს. ო-----–---–ისა და ქ--------–ის ეზო არის მისი ეზოს მომიჯნავედ. ი--------------–ისა და დ-------------–---–ის კონფლიქტს 2-3-ჯერ შესწრებია. ერთ-ერთი ჩხუბი ეხებოდა ,,ჟოლობის“ მოხსნას. ამ დღეს ხმაური როცა გაიგო, გამოვიდა სახლიდან და დაინახა, რომ დ-------------–---–ის ეზოში ხალხი იყო შეგროვებული და დ-------------–---–ი და ი--------------–ი კამათობდნენ. თვითონ მივიდა და დ-------------–---–ის მანქანასთან დადგა და იფიქრა, თუ რამე მოხდება მივალო. მან დაინახა, რომ ი--------------–ი იწევდა დ-------------–---–ისკენ, რომელიც შემდეგ სახლში შეიყვანეს. ი--------------–ი მისკენ სახით იდგა, ხოლო დ-------------–---–ი - ზურგით. იგი კონფლიქტის ამოწურვამდე დ-------------–---–ის მანქანასთან იდგა. ამ დროს შემთხვევის ადგილას ასევე იყვნენ ი--------------–ის დედა და და, რომლებიც იჭერდნენ ი--------------–ს, შემდეგ კი სახლში შეიყვანეს. შემდეგ მან დ-------------–---–ის მეუღლეს დაურეკა და ესაუბრა მომხდარ შემთხვევაზე. მას არ დაუნახავს, რომ დ-------------–---–ს ი--------------–ისთვის ხელი დაეკარებინა.
2.7. მოწმე ა-–---------ე ო-----–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის დ-------------–---–ისა და ა---–---------–---–ის ძმა. ი--------------–სა და დ-------------–---–ს ადრეც ჰქონდათ კონფლიქტური ურთიერთობა. ი--------------–ი დ-------------–---–ს ემუქრებოდა, მანქანას ნუ აყენებ სახლის წინ, თორემ შენს ცოლს ვეტყვი, რომ საყვარელი გყავს და მისგან შვილიო. 2017 წლის 6 აგვისტოს მას რამდენჯერმე დაურეკა დ-------------–---–მა და უთხრა, რომ ი--------------–თან კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც ი----მ პატრული გამოიძახა და თხოვდა მასთან მისვლას. იგი თავის მეუღლესთან - დ-------- ო-----–---–თან ერთად დაახლოებით 5 წუთში მივიდა თავის ძმასთან. ადგილზე დახვდათ საპატრულო პოლიციაც. იგი პოლიციელებს მიესალმა, რადგან ყველას იცნობდა. ამის დანახვაზე ი--------------–ი გაღიზიანდა, მივარდა მას და უთხრა, ,,შენც მოხვედი, სამსახურიდან ჩემი გამოგდება რომ გინდოდაო?!“ იგი პოლიციის დეპარამენტის უ-------------------–ე იყო და ვინაიდან ი--------------–ი პროვოკაციულად იქცეოდა, ამჯობინა, რომ გარიდებოდა სიტუაციას. ი--------------–ს მისთვის არაფერი უთქვამს დ-------------–---–ის მიერ მიყენებულ ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით. ადგილზე ასევე იყვნენ თ---------------–ი და ა---–---------–---–ი.
2.8. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა ა-–---------ე ო-----–---–ის მეუღლემ - დ-------- ო-----–---–მა.
2.9. მოწმე ნ--------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ბრალდებულ დ-------------–---–ის მეუღლე. ი--------------–ი არის დ-------------–---–ის დისშვილი. ისინი ცხოვრობენ ქ. თბილისი, ბ-------–----------------–--–-----ში. პირველ სართულზე ცხოვრობს დ-------------–---–ის და - ა---–---------–---–ი, შვილებთან - ი---- და თ---------------–ებთან ერთად, ხოლო მეორე სართულზე ცხოვრობენ თვითონ, დ-------------–---–ი და მათი შვილი ნ--–- ო-----–---–ი. ამ სახლის მეორე სართულის აივნიდან (ეს აივანი არის ავტოფარეხის ზედა ნაწილი) აქვთ შესასვლელი ოთახში. იქიდან ჰქონდათ წყლის გამტარი მილი (ე.წ. ჟოლობი) დაყენებული, რომელიც ჩამოდიოდა კედელზე. ეს „ჟოლობი“ იყო მისი მამამთილის დროს, 1960-იან წლებში, ან უფრო ადრეც გაკეთებული. ამ „ჟოლობს“ დაამატეს მხოლოდ ერთი მილი და რატომ შეუქმნა ამან პრობლემა ა---–---------–---–ის ოჯახს, არ იცის. ეს მილი გადიოდა მისივე ბაღში და არანაირ საშიშროებას არ ქმნიდა იმისა, რომ ა---–---------–---–ის ოჯახი დატბორილიყო. აივნის ქვედა ნაწილი, რომელსაც ახლა ის ახსენებს, იყო დ-------------–---–ის ბიძის - შ----- ო-----–---–ის და მისი ბიძაშვილების, სადაც სამანქანო გზა ჩადიოდა და მაგით სარგებლობდნენ ისინი. მათ რომ მოისურვეს პირობების გაუმჯობესება, შ----- ო-----–---–ს სთხოვეს, რომ დაეთმო ეს ადგილი, რადგან მათ სხვა ალტერნატიული მისასვლელი გზა ჰქონდათ. ისინიც დათანხმდნენ. 1999 წელს მათ ააშენეს აივანი და იქვე კიდევ იყო ფერდობი. ეს ფერდობი განიცდიდა კოროზიას და საფრთხეს უქმნიდა აივანს. მათ თავიანთი ფინანსებითა და სახსრებით ჩაყარეს ფერდობზე მიწა და მოაწესრიგეს ბაღი, ჩაყარეს ხეხილი. მაშინ არც გაზი იყო და არც კანალიზაცია. გაზი და წყალი შეიყვანეს და კანალიზაციაც გააკეთეს. ზედა სართულზე დააშენეს სამზარეულო და აბაზანა-ტუალეტი. ა---–---------–---–ს ეს კომუნიკაციები ჰქონდა სახლის მეორე მხარეს და უწევდა ეზოში გასვლა. მანამდე ისინიც იმით სარგებლობდნენ. საერთო სარგებლობაში იყო. მერე ა---–-მ დ-----ს და ბიძაშვილებს სთხოვა თუ შეიძლება აბაზანა-ტუალეტი რომ ამოვაშენო თქვენი აივნის ქვეშო. დ----- ო-----–---–მა მას სამზარეულოს გაკეთების უფლებაც მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ის ითხოვდა დაახლოებით 10-15 კვადრატულ მეტრს, დ----- ო-----–---–მა მას 50 კვადრატული მეტრი მისცა. ა-–---------ე ო-----–---–მა აუშენა მათ სამზარეულო და აბაზანა-ტუალეტი. როცა უკვე ისინი შევიდნენ და აითვისეს ეს ფართი, მერე უკვე მოუნდათ წინა ადგილის მითვისებაც. მერე 2014 წელს უფრო მეტის წართმევა მოუნდათ და დაუძახეს მას და მის მეუღლეს და უთხრეს, რომ ა-–---------ე ო-----–---–ს (მის ძმას) საჩივარი უნდა დავუწეროო, უფრო მეტი წილი მეკუთვნოდა მე და ცოტა მოგვცაო. მან უთხრა, რომ დ-----მ მისცა მას უკვე და ჩივილების გარეშე ეცხოვრათ მშვიდად და ტკბილად. ა---–---------–---–მა თქვა, რომ ამაზე მეტი ეკუთვნოდათ მათ. მერე საუბარში ი--------------–ი ჩაერთო და მან უთხრა, რომ ,,ბიცო, მე მყავს მეგობარი და იმას პროკურატურაში ნაცნობი ჰყავსო, ტყუილები ვილაპარაკოთ და დავაჭერინოთ ა-–---------ე ო-----–---–იო, დავაბრალოთ რაღაცები, ვითომ ხელი რაღაცებზე მოგვაწერინა და მოკვლით გვემუქრებოდაო“. დ----- ო-----–---–მა უთხრა, რომ ამ საქმეში არ გაერეოდა. ამ უარისგან გაბოროტებულებმა დაიწყეს პროვოკაციების მოწყობა. 2015 წელს გამოვიდა ეზოში და შუა გზაზე ირუჯებოდა. იქვე მშენებლობა იყო. დ----- ო-----–---–ი რომ მოვიდა და ნახა, გაუკვირდა და შეზლონგი მისწია გვერდით. ი--------------–მა უთხრა, მე ვირუჯებიო. დ----- ო-----–---–მა მამა-შვილურად აუხსნა, შენ რომ აქ ზიხარ და ირუჯები, მუშები ზემოდან გიყურებენო. შემდეგ თვითონ აივანზე რწყავდა ყვავილებს და არ შეუმჩნევია ი--------------–ი თუ ისევ ირუჯებოდა ქვემოთ და წვეთები დაესხა მას, რის გამოც ი----მ დაუყვირა ქვემოდან: ,,რას შვები ქალო, ვერ ხედავ რომ ვწევარ და ვირუჯებიო?“ მან უპასუხა ი----ს, რომ ის მისი ,,ქალო“ არ იყო და ნორმალურად მიემართა მისთვის. ზოგადად ი--------------–მა იცის უხეში ლაპარაკი და მომართვები. ის კონფლიქტში მასთან არასდროს არ შესულა. მერე დ----- ო-----–---–მა გამოიხედა და ი----ს უთხრა, - ,,ხომ გაგაფრთხილე, შვილო, ნუ ირუჯები აქ, მამა-შვილურად გეუბნები, ხალხი რას იტყვისო“. ამაზე ი--------------–მა ძალიან უწმაწური სიტყვებით მიმართა დ-----ს _ ,,ხალხიც მკიდია და შენც მკიდიხარო“. ამის გამო დ----- ქ--------–ი ჩავიდა მასთან და შეზლონგი გადაუგდო იქით. ამის გამო ი--------------–მა მთელი საპატრულო ეკიპაჟი დაახვია მას თავზე. პოლიციამ გამოწერა შემაკავებელი ორდერი, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ ისინი შედიოდნენ მათ კუთვნილ ბაღში და ასხამდნენ რაღაც სითხეებს და ბინძურ წყლებს, რითაც გაახმეს ხეხილი.
2017 წლის 6 აგვისტოს ი--------------–მა დ----- ო-----–---–ს სთხოვა, მანქანა გაიყვანე, სარემონტო სამუშაოები უნდა ვაწარმოოთო. დ-----მ იმწუთშივე გაიყვანა მანქანა. ხეხილის მოსარწყავად რომ ჩავიდნენ, შენიშნეს, რომ ავტოფარეხის თავზე არ იყო მილი. მილის ადგილზე ცემენტის პარკი იყო და დ----- ო-----–---–მა ხელით გამოიღო. როდესაც ი--------------–მა დაინახა გამოცლილი პარკი, ,,დაგეშილი“ გამოვარდა და მივარდა დ-----ს, - ეს რა გაგიკეთებიაო. თვითონ დ-------------–---–სა და ი--------------–ს შორის ჩადგა და ი----ს უთხრა, რომ არ გაებედა და დ-----ს არ მიახლოებოდა. ამაზე ა---–---------–---–იც გამოვიდა და მანაც დაიწყო ჩხუბი, - ,,სახლიდან ვერ გამოვდივარ, მავიწროვებთ, სახლიდან ჩემი გაგდება გინდ ათო“. მან უპასუხა, რომ რაც მოითხოვეს თითქმის ყველაფერი გაუკეთეს მან და მისმა ქმარმა და როგორღა ავიწროებდნენ ვერ ხვდებოდა. მერე ა---–---------–---–მა მას მიმართა უწმაწური სიტყვებით - ,,შე ქუჩის ქალო, შე გაოხრებულოო, შენ აგიჟებ ჩემს ძმასო“. ეს დიდი შეურაცხყოფა იყო მისთვის და უთხრა, რომ ამ სიტყვას როგორ ეძახდა, როცა შვილები გაუზარდა და გვერდში ისე ედგა, როგორც საკუთარ დას. მან აუხსნა, რომ წყალი როცა გუბდება, ჩადის ავტოფარეხში. ავტოფარეხისა და მათი საცხოვრებელი სახლის კედელი არის საერთო. ისედაც ნესტიანი იყო სახლი, უფრო დაუნესტიანდებოდა და ამაზე უთხრა, რომ დაფიქრებულიყვნენ. მერე შეურაცხყოფაზე რომ გადმოვიდნენ, დ-------------–---–მა დაიწყო ვიდეოს გადაღება. ი--------------–ი ვიღაცას ემესიჯებოდა, შემდეგ იგი წამოვიდა და ჩაარტყა დ----- ო-----–---–ს ხელში. დ----- ო-----–---–ს ტელეფონი გაუვარდა და დაიხარა ტელეფონის ასაღებად. ი--------------–ი მზად იყო კიდევ დაერტყა დ----- ო-----–---–ისთვის, თუმცა მან შეაჩერა იგი და უთხრა, თუ რას ბედავდა და როგორ კადრულობდა ამას. ამ დროს ა---–---------–---–მა და თ---------------–მა სტაცეს ი----ს ხელი და გვერდით გაიყვანეს, რა დროსაც ი--------------–მა თქვა, ახლა მე საპატრულოში დავრეკავო. დ-------------–---–მა თავის ძმას დაურეკა, მოუყვა მომხდარის შესახებ და უთხრა, რომ ი--------------–ი პატრულს იძახებდა. როდესაც სახლში ადიოდა, აივნიდან დაინახა ი-----–--------–--ე ზურგით, რომელიც გადიოდა. ცოტა ხანში ადგილზე მივიდნენ ა-–---------ე ო-----–---–ი და საპატრულო პოლიციის დაახლოებით ოთხი ეკიპაჟი.
2.10. გამომძიებლებმა დ---------–-–---–მა, კ---------------ემ, ა-–---------ე მ-------–---–მა, უ-----------–---–მა და კ---------------–--ემ სასამართლოს მოახსენეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე.
2.11. შეტყობინების №------- აქტით დასტურდება, რომ 2017 წლის 6 აგვისტოს, 21:09 საათზე, ქ. თბილისში, წ----------------–--–-----ში გამოვლენილ იქნა, რომ დ-------------–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სცემა ი--------------–ი (ს.ფ. 3).
2.12. 2017 წლის 9 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის მიხედვით, როგორც დადგენილებიდან და შესამოწმებლის გადმოცემით ირკვევა, 2017 წლის 6 აგვისტოს, წ----------------–--–-----ში გამოვლენილ იქნა შსს ს----------------------–----------------------------------------–--------------------------–----–------–-------ი დ-------------–---–ი, რომელმაც ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე სცემა შ--------------–-------–-–----------------------–-----------–---–-----------–-–-----–----------ი ი--------------–ი.
როგორც ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი №----დან ირკვევა, მოქ. ი--------------–ს აღნიშნული ცენტრისათვის დახმარების მიზნით მიუმართავს 2017 წლის 6 აგვისტოს, 21:30 საათზე. უჩივის ტკივილს ზედა კიდურების, მხრის საპროექციო არეში, უკავშირებს ტრავმას. მისი გადმოცემით მიიღო დარტყმის შედეგად (მიაყენა ბიძამ). ორივე კიდურზე აღენიშნება სილურჯე. დიაგნოზი: ზემო კიდურის ზედაპირული ტრავმა დაზუსტებულ დონეზე. სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი, როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანსაზღვრული.
პირადი შემოწმების მონაცემები: მოლურჯო მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთები: მარჯვნივ მხრის შუა მესამედის - უკანა ზედაპირზე 2X0,8 სმ. წინა ზედაპირზე ზ. 1,2X0,6 სმ; მარცხენა წინამხრის შუა მესამედის წინა ზედაპირზე 3,5X1,5სმ. ფართზე. უჩივის ტკივილს ამ მიდამოებში.
დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით.
ყველა დაზიანება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 27-28).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ე-------–--–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის სისწორე და დაეთანხმა მას.
2.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------ის გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს 2----–-–----------ს გამოცემული №-----7 შემაკავებელი ორდერის დამტკიცებაზე, რომელიც გაცემული იყო დ-------------–---–ის მიმართ, ძმისშვილზე ი--------------–ზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ვინაიდან ი--------------–ი არ წარმოადგენს დ-------------–---–ის ოჯახის წევრს (ს.ფ. 63-65).
2.14. 2018 წლის 12 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ი--------------–მა ქ. თბილისი, ბ-------–----------------–--–-----ში გამოძიებას მიუთითა ის ადგილი, სადაც ბიძამისმა დ-------------–---–მა 2017 წლის 6 აგვისტოს მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (ს.ფ. 89-92).
2.15. გენერალური ინსპექციის უ-------------------–ის 2018 წლის 6 მარტის წერილით, თანდართული ი--------------–ის მიმართ არსებული სამსახურებრივი შემოწმების დასკვნით და მასალების ასლებით დასტურდება, რომ 2017 წლის 6 აგვისტოს დ-------------–---–თან მომხდარი კონფლიქტის გამო ი--------------–ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელის ზომა ,,საყვედური“ (ს.ფ. 116-141).
2.16. 2018 წლის 7 მარტის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა დ-------------–---–ის მიერ წარდგენილი ვიდეოფაილები და ფოტოები. ერთ-ერთ ვიდეოფაილში, რომლის მოცულობაც შეადგენს 296634 კილობაიტს, მასში აღმოჩნდა 2 წუთის ხანგრძლივობის ვიდეოჩანაწერი, რომელიც გადაღებულია დღის საათებში და კადრში ჩანს ი--------------–ი, მისი დედა - ა---–---------–---–ი და თ---------------–ი. აღნიშნულ პირებს ვიდეოს უღებს პიროვნება, რომელიც საუბრობს მამაკაცის ხმით. აღნიშნულ პირებს შორის მიმდინარეობს სიტყვიერი კამათი, თუმცა მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება არ შეინიშნება (ს.ფ. 142-143).
2.17. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა უშუალო მონაწილეობით. ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ სიტყვიერი კამათი მიმდინარეობს ერთის მხრივ ა---–---------–---–ს, ი--------------–ს და თ---------------–ს, ხოლო მეორეს მხრივ - ნ--------------ისა და დ-------------–---–ს შორის, რომელიც იღებს ვიდეოს. ვიდეოჩანაწერის ბოლოს ი--------------–ი კამერას ურტყამს ხელს, რის შემდეგაც ჩანაწერი წყდება. ხსენებულ პირთა გარდა, ვიდეოჩანაწერში სხვა პირი არ ჩანს.
2.18. ბრალდებულმა დ-------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ბოლო პერიოდში მას და მის დას ა---–---------–---–ს ჰქონდათ გარკვეული ქონებრივი დავები მათ სახლთან დაკავშირებით, რის გამოც ურთიერთობაში ადგილი ჰქონდა არასასიამოვნო შემთხვევებს. ასევე კონფლიქტური ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ი--------------–თან, რომელიც მის დაშანტაჟებას ცდილობდა და პოლიციაში უჩიოდა. ამის გამო მან მათთან ურთიერთობისას დაიწყო ვიდეოკამერის გამოყენება. როდესაც ი--------------–ი და მისი ოჯახი სარემონტო სამუშაოებს იწყებდნენ, მათ სთხოვეს, რომ ეზოდან მანქანა გაეყვანა, რათა მუშებს ემუშავათ, რაც გაითვალისწინა და მანქანა ეზოდან გაიყვანა. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მათ სამშენებლო მასალა დატოვეს ეზოში, რის გამოც ავტოფარეხში ვეღარ შედის. იგი ცდილობდა პროვოკაციებს არ წამოგებოდა.
შემთხვევის დღეს, საღამოს საათებში იგი ბაღში გავიდა მოსათოხნად, რა დროსაც შეამჩნია, რომ მილები მოხსნილი და მიყრილი იყო ავტოფარეხის კარზე. ასევე დაინახა, რომ ცემენტის ტომარა ეგდო, რასაც ფეხი ჰკრა და გადააგდო. შემდეგ როდესაც მეუღლესთან ერთად ბაღში მუშაობდა, ი--------------–ი გამოვიდა სახლიდან და ლანძღვით გამოემართა მისკენ. ი--------------–ს თ---------------–ი და ა---–---------–---–ი მოჰყვებოდნენ. მას ნ--------------ე გადაუდგა წინ და უთხრა, უკან დაეხია. ამ დროს მან ამოიღო მობილური ტელეფონი და ვიდეოს გადაღება დაუწყო. ა---–---------–---–ი ი--------------–ს დასდევდა და მოუწოდებდა გამოსულიყო და თავი დაენებებინა, ხოლო ი--------------–ი აქტიურობდა და თან ტელეფონზე მესიჯობდა. ბოლოს მას აჩვენა მესიჯი, უთხრა, ,,აი ამას გადაუღეო“, შემდეგ მოუქნია ხელი და ხელში ჩაარტყა, რის გამოც ტელეფონი გაუვარდა და მიწასთან დაიჭირა, ტელეფონი შემთხვევით გაითიშა. მას ა---–---------–---–მა დაუჭირა ხელი. ამ დროს ნ--------------ე და თ---------------–ი მის წინ იდგნენ. ი--------------–ი იძახდა, ,,აი, ხელით შემეხეთ და პატრულს გამოვიძახებო“. მას რეალურად შეეხნენ თ---------------–ი და ა---–---------–---–ი, შეიძლება ნ--------------ეც შეეხო. მან იკითხა ,,რათ უნდოდათ პატრულის გამოძახება?!“, შემდეგ კი ავიდა სახლში და თავის ძმას დაურეკა, რომ მისულიყო. ა-–---------ე ო-----–---–ი მალევე მივიდა მათთან, ასევე დაახლოებით 10-15 წუთში ადგილზე მივიდნენ პატრულის თანამშრომლები. მან პოლიციელებს წარუდგინა ვიდეოჩანაწერი, შემდეგ იგი გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც დაკითხეს და ჩაუტარეს ალკოტესტი. როდესაც საგამოძიებო სამსახურს ი--------------–ი მიჰყავდა, მაშინ შეამჩნია მის მარჯვენა ხელზე სიწითლე. მან ნ--------------ისგან შეიტყო, რომ თურმე მათ მეზობელ ი-----–--------–--ეს დაუნახავს მომხდარი ინციდენტი, რომელიც იქვე იყო, თუმცა თავად იგი არ დაუნახავს შემთხვევის ადგილზე.
2.19. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, დ-------------–---–ის მიერ ი--------------–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.
2.20. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
2.21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.22. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
2.23. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:
2.24. მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2017 წლის 6 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, წ----------------–--–-----ში, დ-------------–---–ის და ი--------------–ის საცხოვრებელი სახლების ეზოში, ურთიერთშელაპარაკება ჰქონდათ დ-------------–---–სა და ი--------------–ს.
2.25. დაზარალებულმა ი--------------–მა ერთმნიშვნელოვნად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად ისაუბრა იმის შესახებ, რომ 2017 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 19:30 საათზე, დ-------------–---–მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელები ძლიერად მოუჭირა მკლავებში და მიანარცხა საკუჭნაოს ლითონის კარს, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.26. გარდა დაზარალებულისა, დ-------------–---–ის მიერ ჩადენილი სხვაგვარი ძალადობის ფაქტი ასევე დაადასტურეს მოწმეებმა თ---------------–მა და ა---–---------–---–მა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მათ უშუალოდ დაინახეს დ-------------–---–ის მიერ ი--------------–ის მიმართ ხელების მოჭერისა და საკუჭნაოს კარზე მინარცხების ფაქტი, რის შედეგადაც ი--------------–ს შემდეგი 2-3 კვირის მანძილზე ხელები დალურჯებული ჰქონდა.
2.27. დ-------------–---–ის მიერ ი--------------–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი ასევე დადასტურდა პატრულ-ინსპექტორების ე--------------ისა და კ---------–-----ის ჩვენებებით (რომლებიც აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას მათ შენიშნეს, რომ აღელვებულ ი--------------–ს ხელზე აღენიშნებოდა სიწითლე), ასევე დადასტურებული იქნა გამოკვლეული საგამოძიებო ექსპერიმენტით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თავად ბრალდებულმა დ-------------–---–მა სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ როდესაც საგამოძიებო სამსახურს ი--------------–ი მიჰყავდა, მაშინ შეამჩნია მის მარჯვენა ხელზე სიწითლე.
2.28. გარდა ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებებისა, სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ასევე ითვალისწინებს მოწმეების (გამომძიებლების) - დ---------–-–---–ის, კ---------------ის, ა-–---------ე მ-------–---–ის, უ-----------–---–ის და კ---------------–--ის ჩვენებებს, რომლებმაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
2.29. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).
2.30. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვა ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა. კერძოდ, ი--------------–ი, თ---------------–ი და ა---–---------–---–ი სასამართლოს აძლევენ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, ისინი ბრალდებულის მიმართ განმსჭვალულნი არიან შურისძიების მოტივით და მისი დასჯის მიზანი ამოძრავებთ, დ-------------–---–ს ი--------------–ის მიმართ არ ჩაუდენია სხვაგვარი ძალადობა, რაც ბრალდებულის გარდა ასევე დაადასტურეს ნ--------------ემ და მეზობელმა ი-----–--------–--ემ.
2.31. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან გამოკვლეული მასალები შეიცავენ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს დ-------------–---–ის მსჯავრდებისათვის. კერძოდ, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებული ი--------------–ი და მოწმეები თ---------------–ი და ა---–---------–---–ი სასამართლოს აძლევენ ერთგვაროვან, თანმხვედრ და დამაჯერებელ ჩვენებებს. მცირე უზუსტობები, რაც შესაძლოა იყოს ხსენებულ ჩვენებებს შორის, ასევე ჩვენებებსა და ვიდეოჩანაწერს შორის, მათ სანდოობაში ეჭვის გაჩენის საფუძველს არ იძლევა.
შურისძიების მოტივთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ი--------------–სა და დ-------------–---–ს შორის არსებობდა კონფლიქტური ურთიერთობა, რადგან სახეზეა ქონებრივი დავა ნათესავებს შორის, რა დროსაც ი--------------–ს, რომელიც არის შ--------------–-------–-–----------------------–-----------–---–-----------–-–-----–----------ი, მართებდა როგორც მეტი თავშეკავებულობა, ასევე მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოპყრობოდა მისი სამსახურის პრესტიჟსა და იმიჯს, ასევე მეტად უნდა ჰქონოდა გაცნობიერებული ქონებრივი დავის სამართლებრივი გზებით მოგვარების საკითხები და არ უნდა მიემართა არასათანადო ფორმებისათვის - დ-------------–---–ის შანტაჟის მცდელობისა და მის ტელეფონზე ხელის ჩარტყმის სახით (რაც დადასტურდა გამოკვლეული ვიდეომასალით - სიტყვიერი დაპირისპირების დროს ი--------------–ი პირველი გადავიდა თავდასხმაზე და მოულოდნელად დაარტყა ხელი დ-------------–---–ის მობილურ ტელეფონს).
2.32. ასევე სასამართლო ყურადღების მიღმა ვერ დატოვებს დაზარალებულის განცხადებას, რომელიც მან სასამართლო სხდომაზე დააფიქსირა, რომ - „დ-------------–---–ი კანონის სიმკაცრით დაისაჯოს, რადგან ბრალდებული ფიქრობს, რომ მისი თანამდებობიდან გამომდინარე, ყოველთვის დაუსჯელი დარჩება და ვერავინ შეეხება“. სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულისათვის დამნაშავე პირის დასჯის ინტერესი უნდა იყოს მისი დარღვეული უფლებების კომპენსირება და არა ბრალდებულის თანამდებობა. რაც შეეხება სასჯელის განსაზღვრას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, 531-ე, 54-ე მუხლებით.
2.33. შესაბამისად საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები სასამართლოს არ აძლევს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ ბრალდების ხსენებულმა მოწმეებმა სპეციალურად მისცეს სასამართლოს დ-------------–---–ის წინააღმდეგ ჩვენება, მისი სისხლის სამართლის წესით დასჯის მიზნით. თუ კი მივიჩნევთ, რომ ერთი დაპირისპირებული მხარე - ი--------------–ი, თ---------------–ი და ა---–---------–---–ი აწვდიან სასამართლოს არასწორ ინფორმაციას, მეორეს მხრივ სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება 2017 წლის 9 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომლის მიხედვით, ,,ი--------------–ს ორივე კიდურზე აღენიშნება სილურჯე. უჩივის ტკივილს ამ მიდამოებში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ყველა დაზიანება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს“. ასევე სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხნენ მოწმეები - პატრულ-ინსპექტორები ე--------------ე და კ---------–-----ე, რომლებმაც დაადასტურეს შემთხვევის ადგილზე მისვლისას დაზარალებულ ი--------------–ის იმ წუთიერი ემოციური მდგომარეობა და მის ხელებზე არსებული სიწითლეები. სასამართლო მიუთითებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის ეჭვქვეშ დაყენება არარელევანტურია, რადგან როგორც დაზარალებული ი--------------–ი არის შ--------------–-------–-–----------------------–-----------–---–-----------–-–-----–----------ი, ასევე ბრალდებული მუშაობს და იკავებს შსს ს----------------------–----------------------------------------–--ის უ-------------------–ის პოსტს, არის ვიცე-პოლკოვნიკი, შესაბამისად პატრულ-ინსპექტორების მიერ მიღებულ ინფორმაციას, შემთხვევის ადგილზე მყისიერად დაფიქსირებული მონაცემების თაობაზე სასამართლო ეყრდნობა მთლიანად და ისინი სხვა მტკიცებულებებთან ერთად ქმნიან იმ საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს დ-------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაში. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა საწინააღმდეგო არგუმენტაცია, რომელიც იქნებოდა წარმოდგენილი მტკიცებულების სახით სისხლის სამართლის საქმეზე და რომელიც ჩაითვლებოდა დ-------------–---–ის გამამართლებელ მტკიცებულებად, ასევე გააბათილებდა ბრალდების მხარის მტკიცებულებებს - სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება და არც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულა. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ცალსახად დასტურდება დ-------------–---–ის მიერ ი--------------–ის მიმართ სხვაგვარი ძალადობის ჩადენის ფაქტი.
რაც შეეხება მოწმე ი-----–--------–--ის ჩვენებას, აღსანიშნავია, რომ შემთხვევის მომენტში მისი არყოფნის ფაქტს ადასტურებენ არა მხოლოდ ბრალდების მოწმეები - ი--------------–ი, თ---------------–ი და ა---–---------–---–ი, არამედ თავად ბრალდებული დ-------------–---–ი და მისი მეუღლე ნ--------------ეც, ეს უკანასკნელ ი აცხადებს, რომ მან ი-----–--------–--ე მხოლოდ მაშინ შენიშნა, როდესაც ინციდენტის შემდგომ აივანზე ადიოდა, ხოლო ი-----–--------–--ე ზურგით იყო და გადიოდა, რაც ინფორმაციულად მიაწოდა დ-------------–---–ს, ხოლო თავად დ-----ს ი-----–--------–--ე ინციდენტის დროს არ დაუნახავს. საყურადღებოა, რომ ასევე დ-------------–---–ის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში, რომელიც შემთხვევამდე რამდენიმე წამით ადრეა გადაღებული და სასამართლო სხდომაზე საჯაროდ მხარეთა მიერ იქნა გამოკვლეული (ფირი გადახვეული იქნა რამოდენიმეჯერ, ასევე მოხდა ვიდეო-ჩანაწერის ნელ რეჟიმზე გადაყვანა, რადგან უფრო თვალნათელი და შესამჩნევი ყოფილიყო ფირზე აღბეჭდილი ინფორმაციის აღქმადობა), ვიდეო ფირზე ი-----–--------–--ე არ ფიქსირდება. შესაბამისად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ი-----–--------–--ე ან ძალადობრივი აქტის დასრულების შემდეგ მივიდა შემთხვევის ადგილზე და ვერ დაინახა მომხდარი ფაქტი, ან ის დ-------------–---–ის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მიზნით იძლევა მის სასარგებლო ჩვენებას.
2.34. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული ი--------------–ი და მოწმეები თ---------------–ი და ა---–---------–---–ი სასამართლოს აძლევენ პირდაპირ ჩვენებებს დ-------------–---–ის წინააღმდეგ და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, რადგან აღნიშნული ინფორმაცია გამყარებულია სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც ზემოთ ვრცლად მიმოიხილა სასამართლომ.
2.35. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2017 წლის 6 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, წ----------------–--–-----ში, დ-------------–---–ის და ი--------------–ის საცხოვრებელი სახლების ეზოში, დ-------------–---–მა ი--------------–ს მკლავებში ძლიერად მოუჭირა ხელები და მიანარცხა საკუჭნაოს ლითონის კარს, რის შედეგადაც ი--------------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3.სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებულ ,,ძალადობაში“ კანონმდებელი მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.
3.5. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში (ცემა, ან სხვაგვარი ძალადობა), შედეგში (დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ბრალდებულ დ-------------–---–ის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს.
3.6. ამდენად, საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია დ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-------------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - სხვაგვარი ძალადობა, რამაც ი--------------–ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი), რის გამოც დ-------------–---–ი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
3.7. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს დაზარალებულ ი--------------–ის ვიქტიმურობა, კერძოდ მისი ქცევების როლი დ-------------–---–ის ქმედების ჩადენამდე, რაც გამოიხატა შანტაჟში, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ტელეფონზე ხელის ჩარტყმაში. ასევე სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ დ-------------–---–ი ხასიათდება დადებით პიროვნებად, ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ გამოკვეთილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5.2. სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულისთვის დანიშნული სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად, დ-------------–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. სწორედ დანიშნული სასჯელი იქნება დ-------------–---–ისთვის შემაკავებელი ხასიათის და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
მსჯავრდებულ დ-------------–---–ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
1) დ-------------–---–ის მიერ წარმოდგენილი ფოტო და ვიდეო მასალა ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
2) ი--------------–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალა, ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
3) ი--------------–ის მიერ, 2017 წლის 6 აგვისტოს, სსიპ ,,112“-ში განხორციელებული სატელეფონო შეტყობინების აუდიოჩანაწერი, ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
4) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გადმოგზავნილი, ი--------------–ის სამსახურებრივი შემოწმების მასალებზე თანდართული 1 ცალი დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
5) ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს სამედიცინო დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი პაკეტი №1--------, რომელშიც მოთავსებული იყო ი--------------–ის სამედიცინო ბარათი №---, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ელენე გოგუაძე