განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/2825-19
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ივლისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ ლ-------------–----,ბრალდებულ ბ---------------–---–ის,ადვოკატ ა-–--------------------–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ--------------------------–---–ის (პ/------------) - დაბადებულის 1----–-–-------------, რეგისტრირებულის ა-------------------------–------------ და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: თ---–----------–----–--------------------------–- - მიმართ, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბ----------------–---–ს ბრალად ედება ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
20198 წლის 12 მაისს, დაახლოებით 03:30 საათზე, ქ. თბილისში, ლიბანის ქუჩა N16-ში მდებარე სააქციო საზოგადოება „ფუდმარტის“ კუთვნილ მარკეტ „სპარში“ დანით შეიარაღებული ბ---------------–---–ი თავს დაესხა მოლარე-ოპერატორ ლ--------------ვს, რომელიც ერთი ხელით დაიჭირა თმებით და ძლიერად მოქაჩა, ხოლო მეორე ხელით მოუღერა დანა. ბ---------------–---–მა სიცოცხლის მოსპობის მუქარით ლ--------------ვს მოსთხოვა და გასტაცა სააქციო საზოგადოება „ფუდმარტის“ კუთვნილი 690 ლარის ოდენობით ფულადი თანხა.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბ---------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: თ-------------ის, ქ--------–---------–---–ის, ი-----–----–----–---–ის, ლ--------------ვის, მ--------------ას და თ-----------–---–--ას გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბ---------------–---–ის გამოკითხვისა და დაკავების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ბ---------------–---–ის ამოცნობის ოქმი, ვიდეოჩანაწერის გამოთხოვის ოქმები, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალები) ერთობლიობა ბ---------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავო, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბრალდებულმა ბრალადშერაცხული ქმედება ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში ქ. თბილისში და ამის შემდეგ გაემგზავრა ახმეტაში. გამოფხიზლების შემდეგ ბრალის აღიარებით გამოცხადდა ადგილობრივ პოლიციაში და ჩაბარდა სამართალდამცავებს. ამასთან, მან დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურა და კომპანიას მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული თავად ჩაბარდა სამართალდამცავებს, მისთვის დანაშაულის ჩადენისას არ წაუსწრიათ და მან ითანამშრომლა გაძიებასთან სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბ---------------–---–ისათვის სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებული იქნას სსკ 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავთები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ 50-ე, სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით, საქართველოს სსკ 50-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საჯელის ნაწილი 03 (სამი) წელი და 04 (ოთხი) თვე განესაზღვოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წელი და 08 (რვა) თვე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
ბ---------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 12 მაისიდან.
გაუქმდეს ბ---------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში, ბ---------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულები:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლები, ხელის კვლები და ბ---------------–---–ისაგან ამოღებული ნიმუშები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოილუსტრაცია 01 ცალ დისკზე, შენახულ იქნას საქმის შენახვია ვადით;
ბ---------------–---–ისაგან ამოღებული ფულადი თანხა და ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოილუსტრაცია და დანაშაულის ამსახველი ვიდეოცანაწერი, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი