განაჩენი

სისხლის სამართლის 27.05.2019
საქმის ნომერი
330100119002948845
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ------- შ---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - რ---- ო------- ძე ნ------–----,- საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–---- რ--------- გ-------–--–- #2--, კორპ.--- ბინა #3--–- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- რ--------- გ-------–--–- #---, კორპ.#--, ბინა #3--–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) - 2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

ადვოკატი - თ----- ხ--–-–---–-

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლს 28 სექტემბერს, თბილისში, ქავთარაძის ქ.#21ა-ში მდებარე შპს ,,ჰელსი ჯორჯიაში’’ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა რ---- ნ------–---მა ურთიერთშელაპარაკებისას ლ---- შ----–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, რ---- ნ------–---მა გადატეხილი ბოთლი დაარტყა მარცხენა ხელის არეში, მუშტი დაარტყა თავის არეში და ფეხი ჩაარტყა მხარის არეში, რა დროსაც ლ---- შ----–--ემ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხანმოკლე მოშლით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა რ---- ნ------–----ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ლ---- შ----–--ის, მოწმეების - დ----- ჭ---------ას, ნ-----–---- კ---------–---–ის, ა-–---- ქ--------–ის, ს---–--------------- გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია რ---- ნ------–----ს მიერ ძალადობის ჩადენა.

 

3.2. კანონმდებლის მიერ სსკ-ის 120-ე მუხლით (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება განზრახ დანაშაულთა კატეგორიას და მსგავსად სხვა კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულებისა, ობიექტური მხრივ გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დანაშაულის ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია ძალადობას შედეგად მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში რ---- ნ------–----ს დანაშაული გამოიხატა აქტიურ ქმედებაში, კერძოდ მან არაერთგზის მიაყენა ფიზიკური დაზიანება მსხვერპლს, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, ლ---- შ----–--ეს დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა და სისხლნაჟღენთი, განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მარცხენა (მარჯვენა) მტევანზე არსებული (უსწოროკიდეებიანი) ნაკვეთი ჭრილობა, რომლის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის არასრულყოფილების გამო. თავის ტვინის შერყევა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ჭრილობა/ნაკაწრი მარცხენა (მარჯვენა) მტევანზე იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ხოლო სისხლნაჟღენთი იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

3.3. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.5. სასამართლომ პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა რ---- ნ------–---მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - 2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. რ---- ნ------–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და გულწრფელი სინანული, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მასშტაბი, ქმედების ჩადენა საჯარო სივრცეში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3.სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება: ძალადობის მასშტაბი, რაც გამოიხატა მსხვერპლისთვის არაერთი დაზიანების მიყენებაში, პასუხისმგებლობას ამძიმებს ასევე ის ფაქტიც, რომ დანაშაული ჩადენილი იქნა საჯარო სივრცეში, ალკოჰოლის თრობის ქვეშ, აღნიშნულიდან გამომდინარე რ---- ნ------–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს მაქსიმალური სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით - 2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით, ამავე დროს სასამართლომ მხედველობაში მიიღო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარება და გულწრფელი სინანული, გათვალისწინებული იქნა ასევე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა - დაავადებულია C ჰეპატიტით, აღნიშნულიდან გამომდინარე დანიშნული სასჯელი რ---- ნ------–---ს უნდა ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ---- ნ------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2. გაუქმდეს რ---- ნ------–----ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

3.მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა