განაჩენი

სისხლის სამართლის 07.06.2019
საქმის ნომერი
330100119002896905
თარიღი
07.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა----------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ-------- დ--------ს ძე მ-----–-–---–- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------, დაბადებული 1--- წლის 4-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის ადგილი: თ---–---- ვ.-----–-------- ქ. #-

 

ადვოკატი: ს------- ჯ---------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა)

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 18 თებერვალს, თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ნაძალადევის მე-4 ოცეულის პატრულ-ინსპექტორის მიერ დ-------- მ-----–-–---–-ს მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი #0-----, რომლითაც დ-------- მ-----–-–---–ს აეკრძალა მამის - დ-------- მ-----–-–---–-ს სახლთან მიახლოება. მიუხედავად აღნიშნულისა, დ-------- მ-----–-–---–მა ორდერის მოქმედების ვადაში დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები და მივიდა მამის საცხოვრებელ სახლში თბილისში, მ---–------ის ქუჩა #--ში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა

 

2.1. 2019 წლის 18 თებერვალს, დაზარალებულ დ-------- მ-----–-–---–-ს მოთხოვნით გამოიცა შემაკავებელი ორდერი #0----- შვილის - დ-------- მ-----–-–---–-ს მიმართ. ორდერის პირობების თანახმად, ბრალდებულ დ-------- მ-----–-–---–ს 30 დღის ვადით განესაზღვრა შემდეგი მოთხოვნები და ვალდებულებები: ა) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი დ-------- მ-----–-–---–- (მამა) ცხოვრობს; ბ)აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ) აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; დ) აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. შემაკავებელ ორდერს ხელს აწერს მსხვერპლი - დ-------- მ-----–-–---–-. ორდერზე ასევე ფიქსირდება შენიშვნა, რომლის თანახმადაც მოძალადემ გაურკვეველი მიზეზის გამო უარი განაცხადა ხელის მოწერაზე.

 

2.2. შემაკავებელი ორდერის ოქმის მიხედვით, რომელშიც ასახულია მსხვერპლის დ-------- მ-----–-–---–-ს (მამა) მიერ პოლიციელისთვის მიწოდებული ინფორმაცია, დასტურდება, რომ 2019 წლის 18 თებერვალს დ-------- მ-----–-–---–ს შვილმა - დ-------- მ-----–-–---–მა საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მსხვერპლის მოთხოვნაზე შეეწყვიტა მისი გინება მოძალადე მაინც განაგრძობდა იგივე ქმედებას.

 

2.3. საპოლიციო კონტროლის და ვალდებულების ფარგლებში შემაკავებელი ორდერის გამომცემმა პირმა პატრულ-ინსპექტორმა გ--–- გ-----ამ შემთხვევის ადგილზე მსხვერპლს ჩამოართვა ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტებაში მსხვერპლი აღნიშნავს, რომ შვილმა დ-------- მ-----–-–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და პრევენციის მიზნით გამოიძახა საპატრულო პოლიცია.

 

2.4. დაზარალებულმა დ-------- მ-----–-–---–მა ისარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული იმუნიტეტით და უარი განაცხადა შვილის - დ-------- მ-----–-–---–-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

2.5. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ დ-------- მ-----–-–---–-ს ძმამ - გ------- მ-----–-–---–მა ისარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული იმუნიტეტით და უარი განაცხადა ძმის - დ-------- მ-----–-–---–-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

2.6. პატრულ-ინსპექტორ გ--–- გ-----ას ჩვენებით, 2019 წლის 18 თებერვალს ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე მეწყვილე გ------- გ--------სთან ერთად გამოცხადდა მისამართზე: თ---–---- მ---–------ის ქ. #--ში. შეტყობინების ინიციატორმა - დ-------- მ-----–-–---–მა პატრულ-ინსპექტორებს განუცხადა, რომ შვილთან დ-------- მ-----–-–---–თან ერთად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შვილმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მსხვერპლი ითხოვდა შემაკავებელი ორდერის გამოცემას, ამ დროისთვის სახლში არ იმყოფებოდა მოძალადე, იგი ცოტა მოგვიანებით მოვიდა. პატრულ-ინსპექტორების დანახვაზე მოაწყო დებოში, გახდა უკიდურესად აგრესიული, შექმნილი ვითარებიდან და მსხვერპლის მოთხოვნიდან გამომდინარე გ--–- გ-----ამ მიიღო გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის გამოცემის თაობაზე. გარდა ამისა, იკვეთებოდა ფიზიკური ძალადობის ნიშნები, სახლს ეტყობოდა რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას, ნივთები იყო ქაოტურად გადმოყრილი, გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახური და მოხდა ბრალდებულის დაკავება, პარალელურ რეჟიმში შედგა შემაკავებელი ორდერი, მოძალადე დ-------- მ-----–-–---–ს განემარტა ორდერის პირობები. ორდერით გათვალისწინებული პირობების და შეზღუდვების განმარტების დროს მოძალადე გახდა არაადეკვატური, ხმამაღლა გამოთვქვამდა პროტესტს და აცხადებდა, რომ არავის ჰქონდა უფლება მისთვის სახლში მისვლა აეკრძალა. ბრალდებულის პროტესტმა განაპირობა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების დამატებითი განმარტება, მოძალადეს დეტალურად განემარტა, რომ აკრძალული ჰქონდა მამასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის სატელეფონო საუბარი, მიმოწერა, სახლში მისვლა და მსხვერპლთან მიახლოება. ასევე განემარტა, რომ ორდერის პირობების დარღვევა გამოიწვევდა მოძალადის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. დეტალური განმარტების მიუხედავად, მოძალადე აგრძელებდა პროტესტს და ხმამაღლა აცხადებდა, რომ სახლში მისვლას ვერავინ აუკრძალავდა. ბრალდებულმა დ-------- მ-----–-–---–მა უარი განაცხადა ორდერზე ხელის მოწერაზე, თუმცა ასლი გადაეცა როგორც მას, ასევე მსხვერპლს. მსხვერპლმა განსხვავებით მოძალადისა, შემაკავებელ ორდერს ხელი მოაწერა.

 

2.7. შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით უბნის ინსპექტორ - გამომძიებელი ლ--–- ც------–--ე ორდერის მოქმედების ვადაში 2019 წლის 26 თებერვალს ტელეფონით დაუკავშირდა მსხვერპლს. სატელეფონო გასაუბრების ოქმის მიხედვით მსხვერპლმა ინსპექტორ გამომძიებელს განუცხადა, რომ მოძალადე მასთან ერთად ცხოვრობს და ერთმანეთთან აქვთ კავშირი. უბნის ინსპექტორ - გამომძიებელი ლ--–- ც------–--ე მონიტორინგის ფარგლებში ასევე დაუკავშირდა მოძალადეს, რომელმაც დაუდასტურა, რომ ცხოვრობს მსხვერპლთან ერთად თბილისში, მ---–------ის ქ. #--ში და ერთმანეთთან აქვთ კომუნიკაცია.

 

2.8. ინსპექტორ-გამომძიებელ ლ--–- ც------–--ის ჩვენებით ახორციელებდა საპოლიციო კონტროლს შემაკავებელი ორდერის აღსრულებაზე. მონიტორინგის ფარგლებში, 2019 წლის 26 თებერვალს ტელეფონით დაუკავშირდა მსხვერპლს დ-------- მ-----–-–---–ს, რომელმაც განუცხადა, რომ მოძალადე მასთან ცხოვრობდა და ჰქონდათ ერთმანეთთან კონტაქტი. იგივე ინფორმაცია, უკიდურესი აგრესიით დაუდასტურა მოძალადემაც. მოწმის ჩვენებით, ორივე შემთხვევაში შეადგინა სატელეფონო კომუნიკაციის ოქმები.

 

2.9. შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტს მოწმობს ის გარემოებაც, რომ 2019 წლის 27 თებერვალს, მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი დანაშაულის ფაქტზე, ორდერის დამრღვევი პირი - მოძალადე დ-------- მ-----–-–---–- დაკავებულ იქნა თბილისში, მ---–------ის ქ. #--ში. ეს ის მისამართია, სადაც ცხოვრობს მსხვერპლი დ-------- მ-----–-–---–- და მოძალადეს ამ მისამართზე შემაკავებელი ორდერის თანახმად აკრძალული ჰქონდა მისვლა და მსხვერპლთან კონტაქტი.

 

2.10. გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 18 თებერვალს, დ-------- მ-----–-–---–-ს მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. ორდერის პირობების და შეზღუდვების თანახმად, ბრალდებულს 30 დღის ვადით განესაზღვრა შემდეგი ვალდებულებები: ა) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ბ)აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ) აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; დ) აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. დ-------- მ-----–-–---–მა ორდერის მოქმედების ვადაში დაარღვია შეზღუდვის ,,ა“ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება და მივიდა მსხვერპლის საცხოვრებელ სახლში, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფებოდა. ბრალდებულის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები დაარღვია პირის მიმართ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად.

 

2.11.დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:

 

2.11.1. ბრალდებულმა დ-------- მ-----–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო, მისი ჩვენებით 2019 წლის 18 თებერვალს მამასთან დ-------- მ-----–-–---–თან ერთად, სახლში სვამდა ალკოჰოლურ სასმელს, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე იკამათეს, თვითონ წავიდა სახლიდან და დაბრუნდა დაახლოებით 1 საათში. სახლში დახვდა პოლიციის ეკიპაჟი, რამაც მისი აღშფოთება გამოიწვია, მოუწოდებდა პოლიციას დაეტოვებინათ მისი სახლი, მისი მოწოდების მიუხედავად პოლიციელები სახლს არ ტოვებდნენ, ამშვიდებდნენ, ადგენდნენ მისთვის გაურკვეველ დოკუმენტებს და სთხოვდნენ ამ დოკუმენტებზე ხელის მოწერას. ბრალდებული დოკუმენტებს ხელს არ აწერდა, არც პოლიციელების განმარტებებს უსმენდა, ვინაიდან მათი ვიზიტით იყო გაბრაზებული და ამავე დროს ალკოჰოლიც ჰქონდა მიღებული. პოლიციის თანამშრომლებმა იგი დააკავეს, გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, თუმცა არც შემთხვევის ადგილზე და არც წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ მისთვის შემაკავებელი ორდერი არავის არ გადაუცია და არც ის განუმარტავთ, რომ ეკრძალებოდა იმ სახლში მისვლა, სადაც მსხვერპლი ცხოვრობდა. წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ იგი დაბრუნდა იმ სახლში მ---–------ის ქ. #--ში სადაც მსხვერპლი - მამა დ-------- მ-----–-–---–- ცხოვრობდა.

 

2.11.2. სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდა ყველა ის არსებითი საკითხი, რაზეც დაცვის მხარე აპელირებდა.

 

ა)სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას, არ მოხდეს პატრულ-ინსპექტორ გ--–- გ-----ას ზეპირი ჩვენების გაზიარება მისი არასანდოობიდან გამომდინარე. მოწმის ჩვენების სანდოობის ტესტი იზომება არა მხოლოდ ჩვენების შინაარსით, თანმიმდევრულობით და კატეგორიულობით, არამედ ჩვენების პროცესში მოწმის ვერბალურ და არავერბალურ დინამიკაზე დაკვირვებით. სასამართლო ხაზს უსვამს ზეპირობის პრინციპის მნიშვნელობას, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო, როგორც ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდა, რომ პატრულ-ინსპექტორი გ--–- გ-----ა ფაქტებს გადმოსცემდა გულწრფელად, დამაჯერებლად და არგუმენტირებულად, საქმის მასალებით არაფერი მიუთითებს მასზედ, რომ მოწმე პატრულ-ინსპექტორს გააჩნდა ,,ფარული მიზნები“ დაემახინჯებინა ფაქტები და მოვლენები. პატრულ-ინსპექტორი გ--–- გ-----ა ზედმიწევნით დეტალებში გადმოსცემდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის და ბრალდებულისთვის ამ ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების განმარტების პროცედურას და გარემოებებს. მოწმის ჩვენების შინაარსის ნამდვილობას ირიბად ადასტურებს თავად ბრალდებულის ჩვენება, ეს უკანასკნელი ვერ უარყოფს, რომ პატრულ-ინსპექტორი ადგენდა დოკუმენტებს, ამ დოკუმენტებთან მიმართებაში აკეთებდა განმარტებებს, თუმცა იმის გამო, რომ ბრალდებული პოლიცელთა ვიზიტის გამო იყო აღშფოთებული, განზრახ არ უსმენდა ამ განმარტებებს.

 

ბ) სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული ბრალდებულის განმარტებები, თითქოს პატრულ-ინსპექტორ გ--–- გ-----ას მისთვის არ გაუცნია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვები და არც ორდერის ასლი გადაუცია, ბრალდებულის ამ პოზიციას მისივე არგუმენტები უპირისპირდება, რაც დ-------- მ-----–-–---–-ს ჩვენების არასანდოობაზე მიუთითებს, კერძოდ, ბრალდებული თავადვე ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიციელები დოკუმენტებს ადგენდნენ და განმარტებებს აკეთებდნენ. გარდა ამისა, შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ მოძალადეს ორდერის ასლი გადაეცა, მაგრამ გადაცემის დადასტურება ხელმოწერით არ მოახდინა. შემაკავებელი ორდერი ნამდვილად რომ გამოიცა, დასტურდება ამ ორდერზე მსხვერპლის ხელმოწერით.

 

გ). ბრალდებულის განზრახვა დაერღვია ორდერით გათვალისწინებული პირობები და ვალდებულებები დასტურდება ამ ორდერის გამოცემის პროცესშივე მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებების შინაარსიდან, პატრულ-ინსპექტორის გ--–- გ-----ას ჩვენებით, მოძალადე შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების განმარტებისას დაუფარავად და დემონსტრაციულად გამოხატავდა მის დამოკიდებულებას შეზღუდვებთან დაკავშირებით, აცხადებდა, რომ არავის ჰქონდა უფლება მისთვის სახლში მისვლა აეკრძალა. გარდა ამისა, ბრალდებული ჩვენების მიცემის პროცესში პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით არადამაჯერებლად ცდილობდა ემტკიცებინა, რომ იგი ვერ აცნობიერებდა შემაკავებელი ორდერის არს და დაწესებულ შეზღუდვებს, საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობის დაკნინება (დაკავების ოქმშიც აკეთებს შენიშვნას, თითქოს, ვერ ერკვევა საქმის ვითარებაში) მიზნად ისახავდა მცდელობას გამოერიცხა დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა - განზრახვა, რაც სასამართლომ ობიექტურად არ გაიზიარა. ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის შეფასებისას სასამართლო არ ეყრდნობა მხოლოდ ბრალდებულის პოზიციას, რომელიც მოტივირებულია პასუხიმგებლობის თავიდან არიდების მიზნით ალოგიკური არგუმენტებით ამტკიცოს თითქოს არ იცოდა, რომ ეკრძალებოდა მსხვერპლის სახლში მისვლა, განზრახვის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმით. ობიექტური კრიტერიუმის ანალიზი: საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2019 წლის 18 თებერვალს პატრულ-ინსპექტორმა გ--–- გ-----ამ გამოსცა შემაკავებელი ორდერი მოძალადე დ-------- მ-----–-–---–-ს მიმართ, რომელსაც 30 დღის ვადით აეკრძალა: ა) იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ბ)მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ) მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; დ) თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. პატრულ-ინსპექტორის ჩვენებით დასტურდება, რომ მოძალადეს დეტალურად განემარტა ორდერით გათვალისწინებული უფლებები, ვალდებულებები და შეზღუდვები. პატრულ - ინსპექტორმა შემაკავებელი ორდერის ორი ასლიდან ერთი გადასცა მსხვერპლს, რაც დასტურდება ამ უკანასკნელის ხელმოწერით ორდერზე, ხოლო მეორე ასლი გადაეცა მოძალადეს რომელმაც გადაცემის დადასტურებაზე უარი განაცხადა. შემაკავებელი ორდერის მონიტორინგზე უფლებამოსილი პირის მოწმე ლ--–- ც------–--ის ჩვენებით და ამ უკანასკნელის მიერ შედგენილი სატელეფონო გასაუბრების ოქმებით დგინდება, რომ ბრალდებულმა დ-------- მ-----–-–---–მა ორდერის მოქმედების ვადაში დაარღვია ამ ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები, მივიდა მსხვერპლის სახლში და განაგრძო მასთან ერთად ცხოვრება. დაკავების ოქმითაც დასტურდება, რომ მოძალადის დაკავება მოხდა იმ მისამართზე, სადაც მას მისვლა აკრძალული ჰქონდა. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, თავად ბრალდებული არ უარყოფს, რომ 2019 წლის 18 თებერვალს სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე მსხვერპლმა გამოიძახა პოლიცია, პოლიციამ შეადგინა დოკუმენტები და მოსთხოვა ამ დოკუმენტებზე ხელმოწერა, თუმცა ბრალდებულმა არცერთ დოკუმენტზე ხელი არ მოაწერა, ბრალდებული ასევე ადასტურებს, რომ პოლიციელები განმარტებებს აკეთებდნენ, თუმცა იგი ამ განმარტებებს არ ისმენდა, რადგან მიიჩნევდა, რომ არავის ჰქონდა უფლება აეკრძალა მისთვის სახლში მისვლა. დასახელებულ კრიტერიუმებზე და გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოძალადისთვის ორდერის გამოცემის პროცესი, ორდერით გაწერილი მოთხოვნები და ვალდებულებები თავიდანვე იყო შეცნობილი, თუმცა იგი არ შეეგუა აკრძალვებს, მიიჩნევდა, რომ კანონი და პოლიციელი ვერ შეზღუდავდა მის უფლებას განეგრძო ცხოვრება მსხვერპლთან ერთად, განზრახ დაარღვია 2019 წლის 18 თებერვალს გაცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები და განაგრძო მსხვერპლთან კონტაქტი და თანაცხოვრება. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მსხვერპლი დ-------- მ-----–-–---–-ც ინფორმირებული იყო შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვების შესახებ, სწორედ მან მოითხოვა პრევენციული ზომის გატარება შვილისგან თავდაცვის მიზნით, ამდენად, მოძალადეს მსხვერპლისგანაც ობიექტურად უნდა მიეღო დამატებითი ინფორმაცია ორდერის მოქმედების ვადაში მასთან მიახლოების აკრძალვის შესახებ.

 

დ)სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას, თითქოს მას ჰქონდა მხედველობის იმგვარი პრობლემა, რომ არ შეეძლო წაეკითხა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, სასამართლო ხაზს უსვამს ბრალდებულის წინააღმდეგობრივ პოზიციას, იგი ერთი მხრივ აცხადებს, რომ შემაკავებელი ორდერის ოქმი ასლი არ გადასცემია, მეორე მხრივ დავობს იმაზე, რომ ორდერს ობიექტურად ვერ წაიკითხავდა მხედველობის პრობლემის გამო. ბრალდებულის აშკარად წინააღმდეგობრივი პოზიციები მიუთითებენ მის არაგულწრფელობაზე. რაც შეეხება საკითხს, შეეძლო თუ არა მოძალადეს გაცნობოდა შემაკავებელი ორდერის ოქმს, მოწმე პატრულ-ინსპექტორის გ--–- გ-----ას ჩვენებით, მხედველობის პრობლემაზე ბრალდებულის მხრიდან მითითებას ადგილი არ ჰქონია, ეს უკანასკნელი პოლიციელის მიერ ზეპირად გაკეთებულ განმარტებებთან ერთად, თავადაც დამოუკიდებლად გაეცნო შემაკავებელი ორდერის შეზღუდვებს, გარდა ამისა, დაცვის მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია ფორმა #100 ან სხვაგვარი სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც კატეგორიულად გამორიცხავდა სათვალის გარეშე ტექსტის წაკითხვის შესაძლებლობას.

 

ე).მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოებაც, რომ შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით ძალადობის მსხვერპლთან და მოძალადესთან სატელეფონო გასაუბრების ოქმების მიხედვით, როგორც მოძალადემ, ისე მსხვერპლმა ინსპექტორ-გამომძიებელ ლ--–- ც------–--ეს განუმარტეს, რომ - შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევას მოძალადის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, მათი ეს განმარტება მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დასახალებულმა პირებმა იცოდნენ შემაკავებელი ორდერის არსებობის შესახებ, ისინი დაობდნენ არა შემაკავებელი ორდერის გამოცემის ფაქტობრივ გარემოებებზე, არამედ საკითხზე იყო თუ არა ორდერის პირობები დარღვეული.

 

ვ).მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, დ-------- მ-----–-–---–ს გაცნობიერებული და შეგნებული ჰქონდა, რომ მამის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, ამ უკანასკნელის თხოვნით, მისივე თანდასწრებით 2019 წლის 18 თებერვალს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, ასევე ცნობილი იყო ორდერით დაწესებული აკრძალვების ფაქტი, მათ შორის მსხვერპლთან კომუნიკაციისა და იმ სახლთან მიახლოების შეზღუდვის შესახებ, სადაც მსხვერპლი ცხოვრობდა. თუმცა აკრძალვის მიუხედავად, მოძალადემ განზრახ დაარღვია მისთვის დაწესებული მოთხოვნები და ვალდებულებები და განაგრძო მსხვერპლთან თანაცხოვრება. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მსხვერპლის პოზიციაზე, მან სასამართლოში უარი განაცხადა ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მისი ეს არჩევანი არათუ გამორიცხავს ბრალდებულის უდანაშაულობას, არამედ ადასტურებს, როგორც შემაკავებელი ორდერის გამოცემის, ასევე დარღვევის ფაქტობრივ გარემოებას, ვინაიდან სასამართლოს არ მოუსმენია დაზარალებულის მხრიდან დასახელებული ფაქტების უარყოფა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.

 

3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, შემაკავებელი ორდერი კი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ნორმის ძირითად სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითს ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს, იგი არის პირდაპირ პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე რაც ჩაიდინა.

 

3.4.სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ დ-------- მ-----–-–---–მა დაარღვია 2019 წლის 18 თებერვალს მის მიმართ გამოცემული #0----- შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, ორდერის მოქმედების ვადაში მივიდა მამის - დ-------- მ-----–-–---–-ს საცხოვრებელ სახლში: თბილისში, მ---–------ის ქუჩა #--ში. დ-------- მ-----–-–---–-ს მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალეული ქმედება (ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა), რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. დ-------- მ-----–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი დანაშაული არ არის იმ მასშტაბის, რომ აუცილებელი იყოს დამნაშავე პირის იზოლაცია საზოგადოებისაგან. სასჯელის მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებით.

 

5.4. სასამართლოს შეფასებით კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა დ-------- მ-----–-–---–მა მომავალში აღარ ჩაიდინოს განზრახი დანაშაული, მოახდინოს მისი ქმედებების კორექტირება, თვითშეგნების ამაღლება და რესოციალიზაცია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ-------- მ-----–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 215 (ორას თხუთმეტი) საათი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, 2019 წლის 27 თებერვლიდან - 2019 წლის 1 მარტის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათი.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის განჩინებით დ-------- მ-----–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

3.საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა