განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/898-19
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი ანა ზაბახიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ე-–---------------–-–--ლი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნ---------------–---ძე
ბრალდებული - გ------ ა-------ი, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N3----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ო----------ი, სოფელი შ---------ი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
დისპოზიცია: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ სხვისთვის გამორჩენით და უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1. გ------ ა-------ი საქართველოს გ-------------------------------------------–------------------------–-–-------------–---------–-------–----------------–--------------------–---------------------ის უფროსის 2----–-–------------ის ბრძანებით, დაინიშნა ამავე დეპარტამენტის დ-----–-----------------–--------------–-------------------------–---------------–--------------–------------------------------–--ის უფროსის თანამდებობაზე. 2----–-–-----------ის ბრძანებით, დაინიშნა ამავე განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მის სამსახურებრივ მოვალეობაში, სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად შედიოდა განყოფილების საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, განყოფილების თანამშრომლებს შორის მოვალეობების განაწილება, მითითებებისა და დავალებების მიცემა, განყოფილების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე თვალყურის დევნება და კონტროლი, პასუხისმგებელი იყო განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. განყოფილების ძირითად კომპეტენციას, სხვა მოვალეობებთან ერთად შეადგენდა გ------------–--------------------------------ით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, მათი გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე, ასევე დათვალიერება/შესწავლისას დადგენილი წესით შესაბამისი ინსპექტირების აქტის შედგენა, ხოლო დათვალიერება/შესწავლის პროცესში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა ან საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გამოწერა და სამმართველოს უფროსთან წარდგენის უზრუნველყოფა. სსიპ ,,გ-------------------–----------ოს“ 2----–-–-------------ერს გაცემული N------- ლიცენზიით, საქართველოს მოქალაქე ს-------------–ას უფლება მიეცა ო----------ის მუნიციპალიტეტში, სოფელ მ-----ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნ-------ზე მოეპოვებინა 20 000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში, რასაც ს-------------–ა ახორციელებდა შპს „ნ------------ი“-ს და შპს „ვ----–--------“-ს მეშვეობით. 2----–-–--------რში, საქართველოს გ-------------------------------------------–------------------------–-–-------------–---------–-------–----------------–--------------------–---------------------ის დ-----–-----------------–--------------–-------------------------–---------------–--------------–------------------------------–--ის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა გ------ ა-------მა ამავე განყოფილების თანამშრომლებს მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტებს გ------------ეს, ე-------–------–--ეს, მ----------------–--ეს, ი-----–-----------ს, რ--------------–---–ს, მ---------------–---–ს, შ--–------–-----სა და გ-----------ეს მისცა დავალება, რომ არ მოეხდინათ ო----------ის მუნიციპალიტეტში, სოფელ მ-----ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ნ-------ის კალაპოტში მომუშავე შპს „ნ------------ი“-სა და შპს „ვ----–--------“-ის ტექნიკის შემოწმება, რომლებიც ახორციელებდნენ ქვიშა-ხრეშის მოპოვებას ლიცენზიით გათვალისწინებული კოორდინატების ფარგლებს გარეთ ან შეექმნათ ისეთი პირობები, რომ არ მომხდარიყო აღნიშნული კომპანიების დაჯარიმება. დავალების მიღების შემდეგ, 2----–-–-------------ს, ო----------ის მუნიციპალიტეტში, სოფელ მ-----ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნ-------ის კალაპოტში, სადაც მუშაობდნენ შპს „ვ----–--------“-ისა და შპს „ნ------------ის“ ექსკავატორები, შემოწმების მიზნით მივიდა შ--–------–-----ი. მიუხედავად იმისა, რომ შპს „ნ------------ის“ ექსკავატორი მუშაობდა ლიცენზიით გათვალისწინებული კოორდინატების გარეთ, მან შპს ,,ნ------------ის“ ექსკავატორი საერთოდ არ შეამოწმა, ხოლო შპს „ვ----–--------“-ის ექსკავატორს, რომელიც იმყოფებოდა კონტურში აუღო კოორდინატები და ამის შესახებ აცნობა ხელმძღვანელობას. აღნიშნული ქმედებით შ--–------–-----მა უპირატესობა მიანიჭა შპს „ნ------------ს“, რითაც ხელოვნურად მოხდა მისი დაჯარიმების თავიდან აცილება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ასევე, 2----–-–-------------ს, ო----------ის მუნიციპალიტეტში, სოფელ მ-----ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნ-------ის კალაპოტში, სადაც მუშაობდნენ შპს „ვ----–--------“-ისა და შპს „ნ----------ის“ ექსკავატორები, შემოწმების მიზნით მივიდნენ მ----------------–--ე და ი-----–-----------ი. მიუხედავად იმისა, რომ შპს „ნ------------ის“ ექსკავატორი მუშაობდა ლიცენზიით გათვალისწინებული კოორდინატების გარეთ, მათ შპს ,,ნ------------ის“ ექსკავატორი საერთოდ არ შეამოწმეს, ხოლო შპს „ვ----–--------“-ის ექსკავატორს, რომელიც იმყოფებოდა კონტურში აუღეს კოორდინატები და ამის შესახებ აცნობეს ხელმძღვანელობას. აღნიშნული ქმედებით მ----------------–--ემ და ი-----–-----------მა უპირატესობა მიანიჭეს შპს „ნ------------ს“, რითაც ხელოვნურად მოხდა მისი დაჯარიმების თავიდან აცილება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ასევე, 2----–-–-------------ს, ო----------ის მუნიციპალიტეტში, სოფელ მ-----ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნ-------ის კალაპოტში, სადაც მუშაობდნენ შპს „ვ----–--------“-ისა და შპს „ნ------------ის“ ექსკავატორები, შემოწმების მიზნით მივიდნენ მ---------------–---–ი და გ-----------ე. მიუხედავად იმისა, რომ შპს „ნ------------ის“ ექსკავატორი მუშაობდა ლიცენზიით გათვალისწინებული კოორდინატების გარეთ, მათ შპს ,,ნ------------ის“ ექსკავატორი საერთოდ არ შეუმოწმებიათ, ხოლო შპს „ვ----–--------“-ის ექსკავატორს, რომელიც იმყოფებოდა კონტურში აუღეს კოორდინატები და აცნობეს ხელმძღვანელობას, რომ მ-----ში სხვა არავინ მუშაობდა. აღნიშნული ქმედებით მ---------------–---–მა და გ-----------ემ უპირატესობა მიანიჭეს შპს „ნ------------ს“, რითაც ხელოვნურად მოხდა მისი დაჯარიმების თავიდან აცილება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ასევე, 2----–-–-------------ს, ო----------ის მუნიციპალიტეტში, სოფელ მ-----ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნ-------ის კალაპოტში, სადაც მუშაობდნენ შპს „ვ----–--------“-ისან და შპს „ნ------------ის“ ექსკავატორები, შემოწმების მიზნით მივიდნენ გ------------ე და ე-------–------–--ე. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ექსკავატორი მუშაობდა ლიცენზიით გათვალისწინებული კოორდინატების გარეთ, მათ შპს ,,ნ------------ის“ ექსკავატორი საერთოდ არ შეუმოწმებიათ, ხოლო შპს „ვ----–--------“-ის ექსკავატორის კოორდინატები აიღეს არა უშუალოდ ექსკავატრორის მუშაობის ადგილიდან, არამედ ცარიელი ადგილიდან, სადაც რეალურად იყო ლიცენზიით გათვალისწინებული კოორდინატი, რაც შეიტანეს კოორდინატების აღების აქტში. აღნიშნული ქმედებით გ------------ემ და ე-------–------–--ემ უპირატესობა მიანიჭეს შპს „ვ----–--------“-სა და შპს „ნ------------ს“, რითაც ხელოვნურად მოხდა მათი დაჯარიმების თავიდან აცილება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ასევე, 2----–-–-------------ს ო----------ის მუნიციპალიტეტში, სოფელ მ-----ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ნ-------ის კალაპოტში, სადაც მუშაობდნენ შპს „ვ----–--------“-ისა და შპს „ნ----------ის“ ექსკავატორები, შემოწმების მიზნით მივიდნენ მ----------------–--ე და ი-----–-----------ი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ექსკავატორი მუშაობდა ლიცენზიით გათვალისწინებული კოორდინატების გარეთ, მათ შპს ,,ნ------------ის“ ექსკავატორი საერთოდ არ შეუმოწმებიათ, ხოლო შპს „ვ----–--------“-ის ექსკავატორს მ----------------–--ემ შეაწყვეტინა მუშაობა და გააჩერებინა ისეთ მდგომარეობაში თითქოს არ მუშაობდა, რა დროსაც გადაუღო ფოტო და აცნობა ხელმძღვანელობას, რომ ექსკავატორი არ მუშაობდა. აღნიშნული ქმედებით მ----------------–--ემ და ი-----–-----------მა უპირატესობა მიანიჭეს შპს „ვ----–--------“-სა და შპს „ნ------------ს“, რითაც ხელოვნურად მოხდა მათი დაჯარიმების თავიდან აცილება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ასევე, 2----–-–-------------ს, ო----------ის მუნიციპალიტეტში, სოფელ მ-----ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნ-------ის კალაპოტში, სადაც მუშაობდნენ შპს „ვ----–--------“-ისა და შპს „ნ------------ის“ ექსკავატორები, შემოწმების მიზნით მივიდნენ მ---------------–---–ი და შ--–------–-----ი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ექსკავატორი მუშაობდა დასახელებულ ტერიტორიაზე, მათ შპს ,,ნ------------ისა“ და შპს „ვ----–--------“-ის ექსკავატორები საერთოდ არ შეუმოწმებიათ, თუმცა აცნობეს ხელმძღვანელობას, რომ მ-----ში არავინ მუშაობდა. აღნიშნული ქმედებით მ---------------–---–მა და შ--–------–-----მა, უპირატესობა მიანიჭეს შპს „ნ------------ისა“ და შპს „ვავილონი“. ასევე, 2----–-–----------------–ს, ო----------ის მუნიციპალიტეტში, სოფელ მ-----ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნ-------ის კალაპოტში, სადაც მუშაობდნენ შპს „ვ----–--------“-ისა და შპს „ნ------------ის“ ექსკავატორები, შემოწმების მიზნით მივიდნენ რ--------------–---–ი და მ----------------–--ე. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ექსკავატორი მუშაობდა ლიცენზიით გათვალისწინებული კოორდინატების გარეთ, კერძოდ მდინარის წყლის დინების შესაცვლელად კონტურს გარეთ ახორციელებდნენ არხის გაჭრას, მათ შპს ,,ნ------------ის“ ექსკავატორი საერთოდ არ შეუმოწმებიათ, ხოლო შპს „ვ----–--------“-ის ექსკავატორს რ--------------–---–მა შეაწყვეტინა მუშაობა და გააჩერებინა ისეთ მდგომარეობაში თითქოს არ მუშაობდა, რა დროსაც გადაუღო ფოტო და აცნობა ხელმძღვანელობას, რომ ექსკავატორი არ მუშაობდა. აღნიშნული ქმედებით რ--------------–---–მა და მ----------------–--ემ უპირატესობა მიანიჭეს შპს „ვ----–--------“-სა და შპს „ნ------------ს“, რითაც ხელოვნურად მოხდა მათი დაჯარიმების თავიდან აცილება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ასევე, 2----–-–----------------–ს, ო----------ის მუნიციპალიტეტში, სოფელ მ-----ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნ-------ის კალაპოტში, სადაც მუშაობდნენ შპს „ვ----–--------“-ისან და შპს „ნ------------ის“ ექსკავატორები, შემოწმების მიზნით მივიდნენ გ------------ე და ლ-–----------ე. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ექსკავატორი მუშაობდა ლიცენზიით გათვალისწინებული კოორდინატების გარეთ, მათ შპს ,,ნ------------ისა“ და შპს „ვ----–--------“-ის ექსკავატორი არ შეუმოწმებიათ. აღნიშნული ქმედებით გ------------ემ და ლ-–----------ემ უპირატესობა მიანიჭეს შპს „ვ----–--------“-სა და შპს „ნ------------ს“, რითაც ხელოვნურად მოხდა მათი დაჯარიმების თავიდან აცილება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ასევე, 2----–-–----------------–ს, ო----------ის მუნიციპალიტეტში, სოფელ მ-----ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნ-------ის კალაპოტში, სადაც მუშაობდნენ შპს „ვ----–--------“-ისა და შპს „ნ------------ის“ ექსკავატორები, შემოწმების მიზნით მივიდა რ--------------–---–ი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ექსკავატორი მუშაობდა ლიცენზიით გათვალისწინებული კოორდინატების გარეთ, მას შპს ,,ნ------------ისა“ და შპს „ვ----–--------“-ის ექსკავატორები არ შეუმოწმებია, თუმცა აცნობა ხელმძღვანელობას, რომ მ-----ში არავინ არ მუშაობდა. აღნიშნული ქმედებით რ--------------–---–მა უპირატესობა მიანიჭეს შპს „ვ----–--------“-სა და შპს „ნ------------ს“, რითაც ხელოვნურად მოხდა მათი დაჯარიმების თავიდან აცილება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ბრალდებულმა გ------ ა-------მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაადასტურა 2----–-–--------რ-თ-------–ის თვეებში, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეთა მიერ მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებებად და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული.
2.2 გ------ ა-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით: კ-----------------–---ის, გ---–-----–---–--–---–ის, დ--------------ის, ი-------------–---–ის, მ-----–---–-ას, გ------------ის, ე-------–------–--ის, მ----------------–--ის, რ--------------–---–ის, მ---------------–---–ის, გ-----------ის და სხვათა გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად ბრალდებულის სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით ბრალის აღიარების შესახებ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები, პირადი ჩხრეკის ოქმები, ჩხრეკის შედეგად ამოღებული მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ამოღების ოქმები და ამოღებული დოკუმენტაცია, დათვალიერების ოქმები.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი პოზიციების დასასაბუთებლად.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ------ ა-------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ სხვისთვის გამორჩენით და უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, აღნიშნული დანაშაულის ქმედებად დაკვალიფიცრებისათვის აუცილებელია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად ჩაითვალოს მოხელის ისეთი ქმედება, რომელიც მისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარეობს და დაკავებული თანამდებობის საფუძველზე მის უფლება-მოვალოებათა განხორციელებასთან არის დაკავშირებული. ტერმინი ,,გამოყენება“ გულისხმობს როგორც აქტიურ, ისე პასიურ მოქმედებას. სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა არ იქნება, თუ მოხელის ქმედება არ არის დაკავშირებული მის სამსახურებრივ უფელბა-მოვალეობათა განხორციელებასთან. მოხელის მიერ სამსახურებრივი უფელბამოსილების ბოროტად გამოყენება საშიშია იმით, რომ იგი, დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას, არ არღვევს თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, მოქმედებს მის ფარგლებში. მოხელის ქმედება დაკავშირებულია ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, რომელიც მას სწორედ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო აქვს მინიჭებული.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.4. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ------ ა-------ი საქართველოს გ-------------------------------------------–------------------------–-–-------------–---------–-------–----------------–--------------------–---------------------ის უფროსის 2----–-–------------ის ბრძანებით დაინიშნა ამავე დეპარტამენტის დ-----–-----------------–--------------–-------------------------–---------------–--------------–------------------------------–--ის უფროსის თანამდებობაზე, ხოლო 2----–-–-----------ის ბრძანებით დაინიშნა ამავე განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. გ------ ა-------ი იყო რა საჯარო მოხელე, სხვისთვის უპირატესობის მინიჭების გზით (რაც გამოიხატა ბუნებრივი წიაღის მომპოვებელი ტექნიკის მიერ ნაწარმოები სამუშაოს არაჯეროვან კონტროლში) მან ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ სხვისთვის გამორჩენით და უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რის გამოც, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. გ------ ა-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის მხრიდან ბრალის ნებაყოფლობით აღიარებას.
6.3. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ------ ა-------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის მას უნდა დაენიშნოს ადეკვატური სასჯელი, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე (აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის წარსულში ნასამართლევი) უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------ ა-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. არასაპატიმრო სასჯელის აღსრულებაზე და მსჯავრდებულ გ------ ა-------ის ყოფაქცევაზე კონტროლი, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ,,საქმე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გაუქმდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–----- თ-------–ის, N------- განჩინებით, გ------ ა-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ნ------–---------ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ო----------ის მუნიციპალიტეტი, სოფელ ნ--------ში, საკადასტრო კოდი - 2-----------., 5 000 (ხუთი ათასი) ლარის პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა.
4. ნივთიერი მტკიცებულება:
- 29 ცალი კონვერტი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე