განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1140100119003084967
საქმე #1/310-19 (092100619003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ
9 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზ------ წ--------–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ-------- კ------ (დაბადებული 1----–-–----------------–-, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ----–------–---–---–------------ში)
ადვოკატი - ტ---- რ-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 მ-------- კ------მ, რომელიც არ იყო რეგისტრირებული მეწარმედ ან გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, 2010-2015 წლებში, შიდა ქართლის რეგიონში, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით განახორციელა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და 11 მოქალაქეზე - ზ----- ნ-------ზე, მ--- ჩ--–-----ზე, ლ-- კ-------ზე, ლ------ კ----–---ზე, ვ-–-------- კ-----–---–ზე, გ----–- ჯ--–-----ზე, თ------- ჯ-------–---–ზე, ო----- რ------–---–ზე, ვ----– კ------–---–ზე, მ---- ო----–-–---–სა და გ--–- მ---------ზე სესხის სახით გასცა 54 000 ლარი, რომელთაგან მ-------- კ------მ საპროცენტო სარგებლის სახით მიიღო დიდი ოდენობით შემოსავალი - 33 721 ლარი. ვინაიდან იგი არ იყო რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტად და არ გადაიხადა საშემოსავლო გადასახადი, სახელმწიფოს მიადგა 2 067 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1 საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა მ-------- კ------მ აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული ქმედება. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ.A
3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად ო-–--- ტ-------ის, ზ----- ნ------ის, მ--- ჩ--–-----ის, ლ-- კ------ის, ლ------ კ----–--ის, ვ-–-------- კ-----–---–ის, გ----–- ჯ--–----ის, თ------- ჯ-------–---–ის, ო----- რ------–---–ის, ვ----– კ------–---–ის, მ---- ო----–-–---–ის, გ--–- მ--------ისა და სხვათა ჩვენებებით, ამოღების ოქმებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით, თემატური და საგადასახადო შემოწმების ცნობით და აქტით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. მ-------- კ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს მ-------- კ-----ის აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობასა და სწრაფი მართლმსაჯულებისათვის ხელშეწყობას, მის წარსულ ცხოვრებას (მისი წარსული არაფრითაა შებღალული), ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს (ნაკლებად მძიმე), დანაშაულის ჩადენიდან დღემდე გასულ დროს, დადებით დახასიათებას. ამასთან, მ-------- კ------ არის ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ჰყავს ორი შვილი და ერთი შვილიშვილი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია - მიღწევა ამ შემთხვევაში შესაძლებელია მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშეც, პირობითი მსჯავრისა და პრობაციის ბიუროს ზედამხედველობის პირობებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-------- კ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
2. მსჯავრდებულს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს ამავე ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
3. აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს;
4. ნივთიერი მტკიცებულება - საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს არქივიდან ამოღებული დოკუმენტაციის დედანი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი