განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1322-19
(--------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილმა,სხდომის მდივან სოფიკო უგრეხელიძის,სახელმწიფო ბრალმდებელ _ გ--------–----------,ბრალდებულ _ დ--–---------–---ს,ადვოკატების _ დ-----------------–---–-------------------------,თარჯიმნების - ლ--–-------–-–---–---------------–------------–---------–----------------------------------------------–--------------–--------------------–---- მონაწილეობით,განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ დ--–--------–-----------–---- (------------–-------–-–-------------------------------–-----------------–-----------–----------------------------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------–---–-------------------------–-) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
2----–-–----------------–-,--------–--–---–-------–-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე დ--–---------–--- არასრულწლოვან 2----–-–---------–--- დაბადებულ დ-----–----–---- მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ აჯანჯღარებდა, ძლიერად აჭერდა ხელს სახეზე, რა დროსაც დ-----–----–--- განუწყვეტლივ ტიროდა და განიცდიდა ძლიერ ტკივილს.
1. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ა) ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ დ-------------–---–-- ჩვენებით, 2----–-–----------------–- მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის #---------- დასკვნა, რომლის თანახმად დ-----–----–--- სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ დ---------------- ჩვენებით, ექსპერტების ნ--------–---–---–----------------------- მონაწილეობით, 2----–-–------------–- მის მიერ გაცემული იქნა სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად, დ--–---------–---ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - შერეული პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი - F61, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა შერეული პერსონოლოგიური აშლილობა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. დ--–---------–---ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. იგი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.
მოწმე ა-------------–---- ჩვენებით, მუშაობს ს--–---–--------------------------------–------–---–---------–---- პოზიციაზე. 2----–-–---------------–-------------–-------–-–--- მხრიდან მიღებული შეტყობინების თანახმად,-–-------–-------------- იმყოფებოდნენ დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელიც იყო სეზონისთვის შეუფერებლად ჩაცმული და ითხოვდნენ დახმარებას. ადგილზე მისვლისას დახვდა დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარება. ბავშვი იყო შეციებული, ეცვა თხელი წინდები და შარვალი, ხოლო როგორც ს----------–-------–-–--- თანამშრომლისგან იცის, ადგილზე მის მისვლამდე ბავშვს ტანზე საერთოდ არაფერი ეცვა. გარემო პირობების გადამოწმების მიზნით მისული იყო ბავშვის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც დახვდა ჰიგიენურად მოუწესრიგებელი მდგომარეობა, რაზეც დედას - დ--–---------–--ს მიეცა გაფრთხილება. დაახლოებით ორ დღეში,----–---–---------–---- მიერ საცხოვრებელ მისამართზე განხორციელდა ვიზიტი, თუმცა მითითებულ მისამართზე არავინ დახვდათ, ხოლო ტელეფონის ნომერზე დაკავშირება აღმოჩნდა შეუძლებელი.--------------–--------------–-------–-–------ მიღებული იქნა მეორე შეტყობინება, რომ-–-------–--------------–- იმყოფებოდნენ იგივე დედა-შვილი და ადგილი ჰქონდა ბავშვზე ძალადობის ფაქტს. დ--–---------–--- სასწრაფო დახმარების ექიმებს არ აძლევდა ბავშვის დამოუკიდებლად გასინჯვის საშუალებას. ბავშვი იმყოფებოდა კვლავ თხელი წინდით და შარვლით და იყო შეციებული. მოწმის განმარტებით, ბავშვზე ძალადობის ან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს პირადად არ შესწრებია.
მოწმე ბ------------–---–--- ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მოწმეები და დანიშნა სასამართლო ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული და სამედიცინო ექსპერტიზები.
მოწმე გ--–----–---–------ ჩვენებით, 2----–-–----------------–- საღამოს საათებში იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ სკვერში და უსმენდა მუსიკას. მასთან მივიდა ქალბატონი დ--–---------–---, რომელსაც ხელში ეჭირა მცირეწლოვანი ბავშვი და სთხოვა დახმარება. გადასცა 10 ლარი, რა დროსაც შეამჩნია, რომ ბავშვი იყო ნახევრად შიშველ მდგომარეობაში და ვინაიდან იყო სიცივე, სთხოვა მას ბავშვისთვის მიეფარებინა რაიმე და მიაწოდა ბავშვის ეტლში არსებული პლედი, რაზეც დ--–---------–---მ დაუწყო უცენზურო სიტყვებით შეკამათება, ჰკრა ხელი და დაიწყო ბავშვის ქნევა, როგორც ჩვარის. როდესაც ბრალდებულმა დაინახა, რომ რეკავდა სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად, მოკიდა ბავშვს ხელი და გაიქცა გზაზე, თუმცა შეძლო მისი შეჩერება. მოწმის განმარტებით, ბავშვს უნდოდა ტირილი, რის საშუალებასაც ბრალდებული არ აძლევდა, ვინაიდან სახეზე აფარებდა ხელს და იკრობდა გულ მკერდზე, რომ არ ეტირა ბავშვს.
მოწმე ქ--------------–---- ჩვენებით, 2----–-–----------------–- დაახლოებით 19:30 საათზე ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ქალბატონის ყვირილის და ბავშვის ტირილის ხმა. ნახა, რომ ქალბატონს, რომელიც იყო გაღიზიანებული და ჩხუბობდა, ხელში ეჭირა ნახევრად შიშველ მდგომარეობაში ბავშვი, რომელსაც ფეხები ჰქონდა გალურჯებული. ბავშვს არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა და მასზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს არ შესწრებია.
მოწმე მ--–--------------- ჩვენებით, 2----–-–----------------–- საღამოს საათებში მიღებული იქნა შეტყობინება, რომ-–-------–-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალბატონი უდიერად ექცეოდა მცირეწლოვან ბავშვს. მეწყვილე ა-–----------------------- ერთად გამოცხადდა მითითებულ ადგილას, სადაც შენიშნეს ბრალდებული დ--–---------–--- მცირეწლოვან შვილთან ერთად, რომელსაც იქ შეკრებილი მოქალაქეები არ აძლევდნენ წასვლის საშუალებას, ვინაიდან გამოძახებული ჰყავდათ სასწრაფო დახმარება. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები გამოკითხვისას აცხადებდნენ, რომ ქალბატონს ბავშვი ჰყავდა სეზონის შეუსაბამოდ ჩაცმული, ბავშვი იყო ნახევრად შიშველ მდგომარეობაში და იყო შეციებული. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მამაკაცი აცხადებდა, რომ გარდა იმისა, რომ ბავშვს არ ეცვა სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი, დ--–---------–--- ძალადობდა მასზე, რაც გამოიხატებოდა ყელის და მკერდის არეში ხელის მიჭერაში. მოწმის განმარტებით, ვიზუალურად ბავშვს დაზიანება არ აღენიშნებოდა.
მოწმე ა-–------------------- ჩვენებით, 2----–-–----------------–- მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე მ--–---------------თან ერთად გამოცხადდა-–-------–-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შენიშნეს ბრალდებული დ--–---------–---, მის მცირეწლოვან შვილთან ერთად, რომელიც იყო ნახევრად შიშველ მდგომარეობაში და იყო შეციებული. ადილზე მყოფ ერთ-ერთი მამაკაცის განმარტებით, გარდა იმისა, რომ ზამთრის პერიოდში ბავშვი იყო ნახევრად შიშველ მდგომარეობაში, ბრალდებული დ--–---------–--- ძალადობდა მასზე, რაც გამოიხატებოდა ყელის და მკერდის არეში ხელის მიჭერაში. მოწმის განმარტებით, ვიზუალურად ბავშვს დაზიანება არ აღენიშნებოდა.
ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, დ--–---------–--- ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2----–-–----------------–-------- საათზე. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა შავი ფერის ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო შავი ფერის „------------ მობილური ტელეფონი, პასპორტი, ასოცდაათი ლარი, ორმოცდათხუთმეტი თეთრი, სახლის გასაღები და პირადი მოხმარების ნივთები.
2----–-–---------------–---------- შემაკავებელი ორდერით, მოძალადე დ--–---------–--- ბავშვს ანუ მსხვერპლს დ-----–----–--- უქმნიდა საფრთხეს, რაც გამოიხატა იმაში, რომ ზამთრის ამინდში შიშველ მდგომარეობაში დაყავდა ბავშვი ქუჩაში და ცდილობდა ეძალადა ბავშვზე აუზში ჩაგდების მცდელობით.
2. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ დ--–---------–---ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა დ--–---------–---ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნენ მოწმეები მ--–------------------–------------------------------------–---–--- რომლებმაც აწარმოეს გამოძიება არასრულწლოვან დ-----–----–---- მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ 2----–-–----------------–- მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ-–-------–-----------------–-, სადაც ადგილზე დახვდათ დ--–---------–--- მის მცირეწლოვან შვილთან ერთად, რომელიც იმყოფებოდა ნახევრად შიშველ მდგომარეობაში და ეცვა ზამთრის სეზონის შეუსაბამოდ. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე და მათ მიერ არ მოპოვებულა სხვა ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა დ--–---------–---ს მიერ განხორციელებულ ოჯახურ ძალადობაში.
ბრალდებულ დ--–---------–---ს მხრიდან არასრულწლოვან შვილზე ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა მოწმე ქ--------------–---- ჩვენებით, რომელიც თავად შეესწრო მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ბრალდებული დ--–---------–---, რომელიც ეჩხუბებოდა სკვერში შეკრებილ მოქალაქეებს, ხელში ეჭირა ბავშვი ნახევრადშიშველ მდგომარეობაში, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ფეხები ჰქონდა გალურჯებული და იყო შეციებული, არანაირი ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა და დ--–---------–---ს მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს არ შესწრებია.
მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ა-------------–---- ჩვენებასთან, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ს----------–-------–-–--- მხრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა-–-------–-----------------–-, სადაც იმყოფებოდა ბრალდებული დ--–---------–--- მის მცირეწლოვან შვილთან ერთად, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებოდა თხელი წინდით და შარვლით და იყო შეციებული, მას ძალადობის ან ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა და თავადაც არ შესწრებია დედის მხრიდან ბავშვზე ძალადობის ფაქტს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე გ--–----–---–------ ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც დ--–---------–--ს მოუწოდა მისი მცირეწლოვანი შვილისთვის ტანსაცმლის ჩაცმა, რომელიც ზამთრის ცივ საღამოს იმყოფებოდა ნახევრადშიშველ მდგომარეობაში, ბრალდებულმა მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაიწყო ბავშვის ქნევა, როგორც ჩვარის, პირზე ხელის აფარებით არ აძლევდა ტირილის საშუალებას და შეექმნა შთაბეჭდილება მისი გადაგდების მცდელობის. სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოწმის შეფასებით ადგილი ჰქონდა ბავშვის გადაგდების შთაბეჭდილების შექმნას, რაც არ მომხდარა, არის მისი აღქმის სუბიექტურად შეფასების ნაწილი და წარმოდგენილი ჩვენებით ვერ იქნა დადასტურებული დ--–---------–---ს მიერ დ-----–----–---- მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის და დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო სხვა ნიშნები.
დ-----–----–----- ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი ასევე არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვით, რითაც დადგენილია, რომ დ-----–----–--- სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის სისწორეც დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ----------------- დადგენილია, რომ დ--–---------–---ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - შერეული პერსონოლოგიური აშლილობა. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა შერეული პერსონოლოგიური აშლილობა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. დ--–---------–---ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. იგი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ დ--–---------–---ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და მასში ასახული ძირითადი პრინციპებით, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა დ--–---------–---ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რის გამოც დ--–---------–--- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ--–---------–--- გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------–-- განჩინებით, დ--–---------–---ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ დ--–---------–--ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი