განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2019
საქმის ნომერი
330100119002975753
თარიღი
17.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/1932-19

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ---------------

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ლ-----------------–- - დაბადებული------–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–----------–------------------------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------------------------------------------------–--

ადვოკატი - ბ--------------–-----.

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 21 მარტს, დილის საათებში, ლ--------–- იმყოფებოდა რა საცხოვრებელ მისამართზე -------–-----------------------------------------–-, რა დროსაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა ოჯახის წევრს, ნ------–-–--–----, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. კერძოდ, ლ--------–-- დანა დაუსვა ნ------–-–--–---- მარცხენა ყურზე და თავში, ამავდროულად ხელი დაარტყა რამოდენიმეჯერ სახის არეში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ლ--------–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ლ--------–-ს მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების ------------------------------–-–--–--------------------–---–------------–-------–---------------–-–-------------------------–-----------–--–---–-- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, ნ------–-–--–---- სამედიცინო ისტორიით; სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად ბრალდებულიც.

ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ--------–-- ჩაიდინა:

ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.

ლ--------–-ს მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ისე დამამძიმებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისა და დამდგარი შედეგის მიმართ. ლ--------–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

ამდენად, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ლ--------–-ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის 1-ლი ნაწილი გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, ჯარიმის სახით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ--------–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6 500 (ექვსიათასხუთასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, ლ--------–-ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (-----–-–-------------------------–-–--------------------–---- შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა - 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ ლ--------–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნების და ნივთები:

_ ნ------–-–--–---- ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;

_ ლ--------–-ს ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;

_ ლ--------–-ს ავტომობილი, რაც გადაყვანილი ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;

_ ნერწყვის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

_ ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული დანისმაგვარი საგანი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

_ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ზეწარი, პირსაწმენდი და ანაწმენდები მოწითალო ფერის ლაქებიდან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი