განაჩენი

სისხლის სამართლის 30.07.2019
საქმის ნომერი
330100119002835487
თარიღი
30.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/475-19 (--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილმა,სოფიკო უგრეხელიძის მდივნობით,პროკურორ _ ა------–--------,ბრალდებულ _ რ-----------ის,ადვოკატების _ ვ-----------–------------------------- მონაწილეობით

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ რ-------------------------- (დაბადებული------–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------–-----------------------–-----------------------------------------–-) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების გამო.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:

2019 წლის 05 იანვარს, დაახლოებით 11:30 საათზე, თ---–--–---–-------------–--------------–------------–-------------–---------–--- კლინიკას მიმართა პაციენტმა რ-----------ემ და ამავე კლინიკის ექიმს, ნ---------–---–-, ტკივილის გაყუჩების მიზეზით სთხოვა ნარკოტიკული საშუალება „მორფინის“ გაკეთება. აღნიშნულზე შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევის გარეშე, ნ---------–---–-- უარი განუცხადა. უარის მიღების შემდეგ, რ-----------ე აგრესიული გახდა, ნ---------–---–- ცინიკურად მიმართავდა და იმავდროულად, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტი ძლიერად დაარტყა მარცხენა თვალის არეში, რითაც მიაყენა მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

რ-----------ის ქმედების შედეგად, ნ---------–---–- წაიქცა, მიიღო თავის ტვინის შერყევა და მარცხენა თვალის ქვედა ქუთუთოს მიმდებარედ ნახეთქი ჭრილობა, რომელზეც დაედო შვიდი ნაკერი.

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 05 იანვარს, დაახლოებით 11:30 საათზე, თ---–--–---–-------------–--------------–------------–-------------–---------–--- კლინიკას მიმართა პაციენტმა რ-----------ემ და ამავე კლინიკის ექიმს, ნ---------–---–-, ტკივილის გაყუჩების მიზეზით სთხოვა ნარკოტიკული საშუალება „მორფინის“ გაკეთება. აღნიშნულზე შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევის გარეშე, ნ---------–---–-- უარი განუცხადა. რის შემდეგაც ექიმსა და პაციენტს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, დაიძაბა ვითარება და ამ დროს რ-------- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ექიმ ნ------–---–-, კერძოდ მუშტი დაარტყა ძლიერად მარცხენა თვალის არეში, რითაც მიაყენა მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

რ-----------ის ქმედების შედეგად, ნ---------–---–- წაიქცა, მიიღო თავის ტვინის შერყევა და მარცხენა თვალის ქვედა ქუთუთოს მიმდებარედ ნახეთქი ჭრილობა, რომელზეც დაედო შვიდი ნაკერი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

ა) ბრალდების მხარის მტკიცებულებები:

დაზარალებულ ნ---------–---–-ს ჩვენებით, არის ექიმი და მუშაობს წ--------–--------------–------------–-------------–---------–--- კლინიკაში. 2019 წლის 05 იანვარს, დაახლოებით 11:30 საათზე, კლინიკაში სასწრაფო დახმარებამ მიიყვანა რ-----------ე, რომელთანაც თავდაპირველად, ანამნეზის შესაკრებად, მივიდა მისი უმცროსი ექიმი, შ--–-----------–---–-. რ------- პირველივე წუთიდან იყო აგრესიული და ითხოვდა „მორფინის“ გაკეთებას. როდესაც თავად გაესაუბრა, პაციენტი გამოთქვამდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მის დასახმარებლად არაფერს აკეთებდნენ, ამასთან, განუმარტა, რომ სტკიოდა თავი, აწუხებდა ჰაიმორიტი, გაკეთებული ჰქონდა რამდენიმე სახის გამაყუჩებელი, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც ითხოვდა „მორფინის“ გაკეთებას. აღნიშნულზე უთხრა უარი, ვინაიდან ამ მედიკამენტის გაკეთება შესაბამისი გამოკვლევის გარეშე, ასევე თავის ტკივილის დროს, მათ შორის ჰაიმორიტის დროს, არ ხდება. გარდა ამისა, რ-----------ეს არ ჰქონდა იმგვარი ძლიერი ტკივილები, რომ მისი გაყუჩება ნარკოტიკული საშუალებით მომხდარიყო. აღნიშნულის საფუძველს აძლევს ის გარემოება, რომ ზოგადად, ძლიერ ტკივილს ახასიათებს მაღალი წნევა, რაც რ-------ს არ ჰქონია. მას შემდეგ, რაც პაციენტს განუმარტა, რომ „მორფინს“ ვერ გაუკეთებდა, შევიდა სამუშაო ოთახში, სადაც ისმოდა მისი ყვირილი და გინების ხმა, რის შემდეგაც გავიდა ოთახიდან და ჰკითხა, ვის აგინებდა. რ-----------ემ უპასუხა, რომ აგინებდა მას და თუ მის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა, „მორფინი“ თავად დასჭირდებოდა. ვინაიდან პაციენტი მის საუბარზე ღიზიანდებოდა, დაუძახეს დაცვის თანამშრომელს, ხოლო მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გადაწყდა, რომ მას „მორფინს“ არ გაუკეთებდნენ და წასასვლელად შეტრიალდა, რ-------- მარცხენა თვალის არეში დაარტყა მუშტი, რის გამოც დაეცა გვერდით, პაციენტის საწოლზე, ხოლო შემდეგ მაგიდაზე. დარტყმის შედეგად მიიღო ტვინის შერყევა და თვალთან შვიდი ნაკერი დაადეს. მისი მხრიდან რ-----------ის მიმართ არც სიტყვიერი და მითუმეტეს არც ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შემდეგში, როდესაც კვლავ ჩავიდა მიმღებ განყოფილებაში, რ-----------ე ისევ წამოხტა და აგინა. მის მიერ თავის გაქნევა, რაც ასახულია ვიდეოჩანაწერში, არის უბრალო მოქმედება და აღნიშნულით რ-------------- არ უნიშნებია, რომ გაყოლოდა გარეთ ან ენახა შემდგომში რა მოხდებოდა. დაზარალებულის განმარტებით, რ-----------ისგან ითხოვს საჯაროდ ბოდიშის მოხდას.

მოწმე შ--–-----------–---–-ს ჩვენებით, მუშაობს წ--------–--------------–------------–-------------–---------–---ი კლინიკის მიმღებში, უმცროს ექიმად. 2019 წლის 05 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათზე, სასწრაფო დახმარებამ მიიყვანა რ-----------ე, რომელიც უჩიოდა ძლიერ თავის ტკივილს და ამბობდა, რომ ჰქონდა ჰაიმორიტი, ამასთან, შესაძლოა ჰქონოდა ღორის გრიპი, რის გამო იგი იყო შეშინებული და აფორიაქებული. რ------- აიყვანეს მონიტორზე შემდგომი კვლევებისთვის და შესთავაზეს ტკივილგამაყუჩებელის გაკეთება, რაზეც მან თქვა, რომ გაკეთებული ჰქონდა რამდენიმე სახის ჩვეულებრივი გამაყუჩებელი, თუმცა უშედეგოდ და ითხოვა „მორფინის“ გაკეთება. მის შემდეგ პაციენტი ნახა ექიმმა ნ---------–---–-- და განუმარტა, რომ „მორფინს“ ვერ გაუკეთებდა, ვინაიდან არ იყო რეკომენდებული და შესთავაზა სხვა მედიკამენტი, თუმცა რ-----------ემ სხვა გამაყუჩებლის გაკეთების საშუალება ექიმს არ მისცა. აღნიშნულის შემდეგ ნ------–---–- წავიდა და როდესაც დაბრუნდა, მასსა და რ-----------ეს შორის მოხდა სიტყვიერი კამათი. რ-----------ე ამბობდა, რომ თუ მას „მორფინს“ არ გაუკეთებდნენ, მათ დასჭირდებოდათ აღნიშნული, ამასთან, ექიმს უზრდელი უწოდა და ჰკითხა: „კაი ბიჭი ხარ თუ ვინ ხარ, გამაყუჩებელს რომ არ მიკეთებო“. მის კითხვაზე ექიმმა უპასუხა, რომ იყო პასუხისმგებელი ექიმი და „მორფინს“ ვერ გაუკეთებდა, რის შემდეგაც რ-------- ექიმს დაარტყა მუშტი სახის არეში, ხოლო ნ------–---–- დავარდა გვერდით, პაციენტის საწოლზე, შემდეგ წამოდგა და ისევ დაეცა. ნ------–---–- სახიდან მოსდიოდა სისხლი, რის გამოც გადაიყვანეს ყბა-სახის ქირურგიულ განყოფილებაში.

მოწმე მ---------------–---–-- ჩვენებით, არის წ--------–--------------–------------–----- კლინიკის დაცვის თანამშრომელი. 2019 წლის 05 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც რ-----------ე კლინიკაში მიიყვანეს სასწრაფო დახმარების საშუალებით, დახვდა მას კართან, შეუშვა კლინიკაში და შემდეგ ისევ დაიკავა პოსტი. გარკვეული პერიოდის შემდეგ მას დაუძახა ნ---------–---–-- და უთხრა, რომ იყო ხმაური და მისულიყო. როდესაც მივიდა, ნახა პაციენტი რ-----------ე, რომელიც ამბობდა, რომ ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილი და ითხოვდა „მორფის“ გაკეთებას. ნ---------–---–-- მას უთხრა, რომ გამოკვლევების ჩატარების შემდეგ გაუკეთებდა შესაბამის გამაყუჩებელს, რა დროსაც რ-----------ე წამოიწია და მარჯვენა ხელი, რომელზეც ეკეთა ე.წ. სატურაცია, დაარტყა ექიმს. დარტყმის შედეგად ნ---------–---–- სახე ჰქონდა სისხლიანი და ეტყობოდა დაზიანება. პაციენტსა და ექიმს შორის უცენზურო სიტყვებით საუბარს არ შესწრებია. რ-----------ე მის თხოვნას, რომ დამშვიდებულიყო, დაემორჩილა და ასევე, მომხდარის გამო ყველას ბოდიში მოუხადა.

მოწმე ა-–-----------–-–----- ჩვენებით, 2019 წლის 05 იანვარს, როდესაც მივიდა სამსახურში, წ--------–--------------–------------–----- კლინიკაში, შევიდა გამოსაცვლელ ოთახში და როდესაც გამოვიდა, მომენტალურად დაინახა, რომ პაციენტმა, რომელიც აღმოჩნდა რ-----------ე, დაარტყა უფროს ექიმ ნ---------–---–- და ექიმი დავარდა. რა სახის დიალოგი შედგა ექიმსა და პაციენტს შორის, ასევე იმ პირებს შორის, ვინც საწოლთან ედგა რ-------ს, არ იცის. შემდგომში, თანამშრომლებისგან გაიგო, რომ პაციენტი ითხოვდა „მორფინის“ გაკეთებას, რაზეც ექიმმა უთხრა უარი.

მოწმე მ--------------- ჩვენებით, მუშაობს წ--------–--------------–-------------------------------------–-----------–---–- ექთნად. 2019 წლის 05 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, სადაც სასწრაფო დახმარებით მიიყვანეს რ-----------ე, რომელიც იყო აგრესიული, ამბობდა, რომ სტკიოდა თავი და ითხოვდა მორფის გაკეთებას. ვინაიდან იყო ავად, ელოდებოდა შემცვლელს სახლში წასასვლელად, შესაბამისად, თავად პაციენტთან არ მისულა, ხოლო მისმა თანამშრომლებმა რ-------ს გაუწიეს პირველადი დახმარება და მონიტორზე შეაერთეს. როდესაც ექიმი ნ------–---–- შეხვდა რ-----------ეს, მან კვლავ მოითხოვა მორფის გაკეთება, რაზეც ექიმმა უთხრა, რომ გამოკვლევის გარეშე მორფს ვერ გაუკეთებდა. აღნიშნულს მოჰყვა კამათი და რ-------- ნ---------–---–- სახის არეში დაარტყა. ნ---------–---–- ჯერ გვერდით, პაციენტის საწოლს დაეცა, ხოლო შემდეგ მაგიდას. დარტყმის დროს იჯდა რ-----------ის საწოლის წინ მდგომ მაგიდასთან და უყურებდა განვითარებულ მოვლენებს. საავადმყოფოს თანამშრომლების მხრიდან რ-----------ის მიმართ შეურაცხმყოფელ საუბარს ადგილი არ ჰქონია, პირიქით, რ-----------ე იყო აგრესიული ექიმის მიმართ და ამბობდა, რომ თუ მორფს არ გაუკეთებდნენ, ის თავად ექიმს დასჭირდებოდა. პაციენტსა და ექიმს შორის ზუსტი დიალოგი არ ახსოვს, თუმცა ნ---------–---–-- პაციენტს უთხრა, რომ იყო უზრდელი, ვინაიდან პაციენტი მას უყვიროდა.

მოწმე ნ-------------- ჩვენებით, მუშაობს წ--------–--------------–-------------------------------------–-----------–---–- უმცროს ექიმად. 2019 წლის 05 იანვარს, სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში მიიყვანა პაციენტი რ-----------ე, რომელიც უჩიოდა თავის ძლიერ ტკივილს, ოფლიანობას და შესვლისთანავე ითხოვდა მორფის გაკეთებას. უმცროსმა ექიმმა შ--–-----------–---–-- მიიღო პაციენტი და აღმოუჩინა პირველადი დახმარება, ხოლო შემდეგ დაუძახა ექიმს, ნ---------–---–-. როდესაც ექიმი მოვიდა, რ------- ხმამაღლა და დაჟინებით მოითხოვდა, რომ მისთვის მორფი გაეკეთებინათ, რადგან გაკეთებული ჰქონდა სხვა გამაყუჩებლები, რომლებმაც ტკივილი ვერ გაუყუჩეს. ის ასევე ამბობდა, რომ არ აქცევდნენ ყურადღებას. ექიმმა მას აუხსნა, რომ პაციენტის მოთხოვნით ისეთ საშუალებას, როგორიცაა „მორფინი“, ვერ გამოიყენებდა, რადგან ამისათვის საჭირო იყო გამოკვლევების ჩატარება. ამ საუბარში რ-----------ე უეცრად წამოხტა და ექიმს მარჯვენა ხელი მოარტყა მარცხენა თვალის არეში. დარტყმის შედეგად ნ------–---–- წაბარბაცდა და ჯერ გვერდით, პაციენტის საწოლს დაეცა, ხოლო შემდეგ მაგიდას. რ-----------ე აგრესიულად იყო განწყობილი მხოლოდ ნ---------–---–-ს მიმართ და სხვა თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. კონფლიქტის დროს იმყოფებოდა მიმღებში და ხედავდა ყველაფერს, რაც იქ ხდებოდა.

მოწმე მ----------------–---–-- ჩვენებით, 2019 წლის 05 იანვარს, მაღალი სიცხით, მოთავსდა წ-------------–--------------–----------------------- მიმღებში. რამდენიმე წუთში შეიყვანეს რ-----------ეც, რომელიც იყო აგრესიული და ხმამაღლა ესაუბრებოდა ექთნებსა და ექიმებს. მას ჰქონდა თავის ტკივილები და ითხოვდა ტკივილგამაყუჩებელის გაკეთებას. აღნიშნულის შემდეგ გადავიდა მორფის მოთხოვნაზე, რაზეც ექიმებისგან მიიღო უარი იქიდან გამომდინარე, რომ არ აღენიშნებოდა მორფის გამოყენებისთვის შესაბამისი ტკივილები. რ-----------ის საწოლი იდგა მისი საწოლის გვერდით. როდესაც ექიმი რ-------ს ესაუბრებოდა, მათ ვიზუალურად ვერ ხედავდა, რადგან საწოლებს შორის ფარდა იყო ჩამოფარებული, შესაბამისად, დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს. თუმცა, რაღაც მომენტში ექიმი მის საწოლზე დაეცა, რის გამოც შეეშინდა და რამდენიმე საწოლის დაშორებით, სხვა ადგილას გადააწვინეს. რ-----------ისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, პირიქით, მას ყველა ზრდილობიანად ესაუბრებოდა.

მოწმე ი------------- ჩვენებით, მუშაობს პ-------------–-------------------–------–---------------------. 2019 წლის 05 იანვარს, დილის საათებში, იყო გამოძახებაზე ბ--–--------- ქუჩაზე, სადაც დახვდა პაციენტი რ-----------ე, რომელსაც ჰქონდა ძლიერი თავის ტკივილები, სახსრების კუნთების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა და ხველა. ეს იყო ბოლო სამი დღის ანამნეზი. პაციენტს ადგილზე მის მიერ გაეწია დახმარება, გაუკეთდა ანალგინ-დიმედროლი და შემდეგი ჰოსპიტალიზაციის მიზნით სასწრაფო დახმარების ავტომობილით გადაყვანილი იქნა წ--------–--------------–------------–----- კლინიკაში. რ-----------ე დატოვეს მიმღებში და დაბრუნდნენ უკან, მას შემდეგ აღნიშნულ პაციენტთან შეხება აღარ ქონია. გამოძახებაზე მასთან ერთად იყო მისი მეწყვილე, უმცროსი ექიმი თ--------------------

მოწმე ზ----------------- ჩვენებით, მუშაობს წ--------–--------------–------------–----- კლინიკაში და არის ნ-----------------. 2019 წლის 05 იანვარს, ტელეფონის საშუალებით შეატყობინეს, რომ მისი კოლეგა, ნ---------–---–- იყო ავად, მისმა თანამშრომლებმა დაუმუშავეს ჭრილობა, რაც ჰქონდა სახის არეში, ხოლო ანამნეზი შეკრიბა თავად. ნ---------–---–- უჩიოდა თავის ტკივილს, თავბრუსხვევას და გულისრევას, რის გამოც დაუსვა დიაგნოზი - თავის ტვინის შერყევა და მოათავსა განყოფილებაში სამკურნალოდ. პაციენტ ნ------–---–-ს სამედიცინო ისტორია მისი შედგენილია.

მოწმე ზ------–---------–---–-- ჩვენებით, 2----–-–----- მუშაობს წ-------------–--------------–--------------–---------–------–------------------------–----–---------------------------------------–-------------------------- თანამდებობაზე. არის ე------------------–----- 2019 წლის 05 იანვარს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც დაურეკა ნ------–---–-- და უთხრა, რომ პაციენტთან მოუხდა ინციდენტი და სთხოვა სამსახურში დასახმარებლად მისვლა. როდესაც მივიდა, კონფლიქტი უკვე ამოწურული იყო და ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია. ნ---------–---–- ედო საფენები და უამბო, რომ პაციენტი რ-----------ე იყო ძალიან აგრესიული, ითხოვდა მორფს, რის გამოც ვერ მოახერხა მასთან კომუნიკაცია და მოულოდნელად დაარტყა. ზოგადად, კლინიკაში შეყვანილი პაციენტი შეყვანისთანავე ბარდება უმცროს ექიმს, რომელიც პასუხისმგებელია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ასევე ექთანს და ექთნის დამხმარეს, რომლებიც რუტინულად ატარებენ შემდეგ პროცედურებს: ნებისმიერ პაციენტს უღებენ კარდიოგრამას, სისხლში უმოწმებენ გლუკოზის დონეს და აერთებენ მონიტორზე. ყველა ეს პროცედურა ჩატარდა რ-----------ის შემთხვევაშიც. რაც შეეხება „მორფინის“ გაკეთების საკითხს, აღნიშნულთან დაკავშირებით, მკვეთრად არის გაწერილი რეკომენდაციები, თუ რა შემთხვევაში, რა პათოლოგიებთან მიმართებით, რა თანმიმდევრობით, როდის და როგორ კეთდება ის. ჰაიმორიტი არის დაავადება, რომლის არსებობის შემთხვევაში შეიძლება სხვა გამაყუჩებელი არ აყუჩებდეს ტკივილს და საჭირო გახდეს „მორფინის“ გაკეთება, თუმცა ამისათვის სახეზე უნდა იყოს შესაბამისი ჩვენებები და ობიექტური მონაცემები, რასაც ექიმი დაეყრდნობა. ლიტერატურაში არ არის მითითება, რომ ჰაიმორიტის შემთხვევაში, ძლიერი ტკივილის დროს, პირველი, ან თუნდაც მეორე მედიკამენტი უნდა იყოს „მორფინი“. ინფორმაციით, რაც მას მიაწოდა ნ---------–---–-- და რაც ასახულია პაციენტ რ-----------ის სამედიცინო მასალებში, მასთან მიმართებით, „მორფინის“ გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა. როგორც მისთვის არის ცნობილი, რომ რ-------ს კლინიკაში მოთავსებამდე რამდენიმე სახის გამაყუჩებელი უკვე მიღებული ჰქონდა.

მოწმე ს------------–------ ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით და პაციენტის პირადი გასინჯვით, ჩაატარა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გასცა შემდეგი სახის დასკვნა: წარმოდგენილი შ---–-------------–--------------–------------–-------------–---------–-------–-------------------------- სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N--------- ჩანაწერის მიხედვით, ნ---------–---–- აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 2019 წლის 05 იანვარს 13:40 საათზე და გაეწერა 2019 წლის 06 იანვარს 16:00 საათზე. სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით ნ---------–---–- აღენიშნება ნახეთქი ჭრილობა მარცხენა თვალბუდის მიდამოში ზედა ქუთუთოზე, კანქვეშა ჰემატომით ამავე მიდამოში, ნეიროქირურგის კონსულტაციით დაუდგინდა თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი. ზოგადი ქირურგის კონსულტაციის ჩანაწერით აღენიშნება ჰიპერემია გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ მე-4 და მე-5 ნეკნების საპროექციოდ. პირადი გასინჯვით 2019 წლის 28 იანვარს, ნ---------–---–- აღენიშნება უსწორონაპირებიანი ნაწიბური მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე, რომელიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2019 წლის 05 იანვრის თარიღს და წარმოადგენს ამავე მიდამოში არსებული ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს. ჰიპერემია სასამართლო სამედიცინო თვალსაზრისით არ წარმოადგენს დაზიანების ობიექტურ ნიშანს და სასამართლო სამედიცინო შეფასებას არ ექვემდებარება. დაზიანებები ნახეთქი ჭრილობა მარცხენა ქვედა ქუთუთოს მიდამოში, კანქვეშა ჰემატომით და თავის ტვინის შერყევა განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2019 წლის 05 იანვრის თარიღს.

მოწმე გ------------–------- ჩვენებით, მუშაობს ს----------–-------–-–--–-----------–--------------- თანამდებობაზე. 2019 წლის 05 იანვარს შეატყობინეს წ-------------–--------------–------ საავადმყოფოში მომხდარი კონფლიქტის შესახებ. დაახლოებით 12:12 საათზე მეწყვილესთან, დ-------------------–---–---- ერთად მივიდა ადგილზე, სადაც მათ დახვდა ნ---------–---–-, რომელმაც განაცხადა, რომ პაციენტმა, რ------------ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა იმის გამო, რომ „მორფინის“ გაკეთებაზე უთხრა უარი. ნ---------–---–- გახეთქილი ჰქონდა თვალი და მოსდიოდა სისხლი, რის გამოც მას ჩაუტარდა გამოკვლევები, დაადეს ნაკერები და მოათავსეს იმავე საავადმყოფოში. ვინაიდან გამოკითხვისას რ-----------ემ დაადასტურა ნ---------–---–-ს მონაყოლი და გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, გამოიძახეს შესაბამისი საგამოძიებო სამსახური.

მოწმე დ-------------------–---–-- ჩვენებით, მუშაობს ს----------–-------–-–--–-----------–--------------- თანამდებობაზე. 2019 წლის 05 იანვარს, ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, მეწყვილესთან, გ------------–--------- ერთად იმყოფებოდა გამოძახებაზე ლ----–-------------- მდებარე წ-------------–--------------–------ სახელობის საავადმყოფოში. ადგილზე მათ დახვდათ ნ---------–---–-, რომელსაც მარცხენა თვალის არეში აღენიშნებოდა დაზიანება და სდიოდა სისხლი. მან აღნიშნა, რომ მისმა პაციენტმა, რ-----------ემ მიაყენა აღნიშნული დაზიანება, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. გამოკითხეს დაზარალებული, ასევე რ-----------ე და ვინაიდან იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, გამოიძახეს საგამოძიებო სამსახური.

მოწმე ი------------–---- ჩვენებით, მუშაობს ს----------–-------–-–-------------------–-----------------------------–--–--------------–-- თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას ხელმძღვანელობდა თავად და მისი დამხმარე გამომძიებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ინახებოდა მასთან. მოცემული საქმის ფარგლებში გამოკითხა ბრალდებული რ-----------ე, დაზარალებული ნ---------–---–-, ასევე სხვა თვითმხილველი მოწმეები, დაათვალიერა კლინიკაში არსებული კამერები, დააკავა ბრალდებული, პირადად გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და გააცნო მტკიცებულებები. მოწმის მიერ დადასტურებული იქნა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და ნამდვილობა.

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, რ-----------ე განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა 2----–-–-----------------------------.

2019 წლის 07 იანვრის ცნობის თანახმად, პაციენტი რ-----------ე 2019 წლის 06 იანვრის 13:20 საათიდან იმყოფება სტაციონალურ მკურნალობაზე შ-----------------------------------–---–-----–-----–-- დიაგნოზით პნევმონია. პაციენტს უგრძელდება სტაციონალური მკურნალობა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი შ---–-------------–--------------–------------–-------------–---------–-------–-------------------------- სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N--------- ჩანაწერის მიხედვით, ნ---------–---–- აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 05.01.19 წელს 13:40 საათზე, საიდანაც გაეწერა 06.01.19 წელს 16:00 საათზე. სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით ნ---------–---–- აღენიშნება: ნახეთქი ჭრილობა მარცხენა თვალბუდის მიდამოში ზედა ქუთუთოზე, კანქვეშა ჰემატომით ამავე მიდამოში (კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევით მარცხნივ ქვედა ყბის, ზედა ყბისა და პარაორბიტალურ მიდამოშიკანქვეშა რბილი ქსოვილების შეშუპება), ნეიროქირურგის კონსულტაციით დაუდგინდა თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი. ზოგადი ქირურგის კონსულტაციის ჩანაწერით აღენიშნება ჰიპერემია გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ მე-4 და მე-5 ნეკნების საპროექციოდ. პირადი გასინჯვით, 28.01.2019 წელს, ნ---------–---–- აღენიშნება უსწორონაპირებიანი ნაწიბური მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე, რომელიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 05.01.19 წლის თარიღს და წარმოადგენს ამავე მიდამოში არსებული ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს. ჰიპერემია (სისხლსავსეობა) სასამართლო სამედიცინო თვალსაზრისით არ წარმოადგენს დაზიანების ობიექტურ ნიშანს და სასამართლო სამედიცინო შეფასებას არ ექვემდებარება. დაზიანებები ნახეთქი ჭრილობა მარცხენა ქვედა ქუთუთოს მიდამოში, კანქვეშა ჰემატომით და თავის ტვინის შერყევა განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 05.01.19 წლის თარიღს.

2019 წლის 31 იანვრის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ ი------------–---- მიერ, განჩინების საფუძველზე დათვალიერებული იქნა შ---–-------------–--------------–------------–-------------–---------–-------–-------------------------- მიმღები განყოფილების, 2019 წლის 05 იანვრის 11:15 საათიდან 12:45 საათამდე პერიოდის ვიდეოჩანაწერები. კადრში ჩანს საავადმყოფოს მიმღები განყოფილება, სადაც 11:28 საათზე, სასწრაფოს ურიკით შეიყვანეს რ-----------ე. 11:31 საათზე, მასთან მიდის ლურჯ უნიფორმაში ჩაცმული ექიმი, პაციენტს აერთებს მონიტორზე. 11:39 საათზე რ-----------ესთან კვლავ მიდის ლურჯ უნიფორმაში ჩაცმული ექიმი, ხოლო შემდეგ მიდის ნ---------–---–-, რომლებსაც რ-----------ე ესაუბრება და საუბრისას იყენებს ხელების ჟესტიკულაციას. რამდენიმე წამიანი საუბრის შემდეგ. რ-----------ეს შორდებიან ნ---------–---–- და ლურჯ უნიფორმიანი ექიმი და 11:40:31 საათზე გადის კადრიდან. 11:40:40 საათზე ნ---------–---–- და ლურჯ უნიფორმიანი ექიმი კვლავ მიდიან რ-----------ის საწოლთან, ნ---------–---–- რამდენიმე წამი ჩერდება და 11:40:50 საათზე გადის კადრიდან, ხოლო ლურჯ უნიფორმიანი ექიმი რჩება საწოლის მიმდებარედ, რომელსაც ხელების ჟესტიკულაციით ესაუბრება რ-----------ე, რის შემდეგაც აღნიშნული ექიმი შორდება რ-----------ის საწოლს და დგას მიმღებ პალატაში. 11:41:28 საათზე კადრში ჩნდება ნ---------–---–-, რომელიც მიდის რ-----------ის საწოლთან, ასევე საწოლის მიმდებარედ დგანან განყოფილების სხვა ექიმები. რ-----------ე ნ---------–---–- ესაუბრება და საუბრისას იყენებს ხელების ჟესტიკულაციას, 11:41:36 საათზე რ-----------ის საწოლს ეფარება ფარდა, რა დროსაც ფარდის შიგნიდან ჩანს რაღაც მოძრაობა, რის შემდეგადაც 11:41:45 საათზე ნ---------–---–- ბარბაცით ეცემა რ-----------ის საწოლის გვერდით მდებარე საწოლზე, ჯდება ბარბაცით, მიდის და იქცევა რ-----------ის საწოლის წინ მდებარე მაგიდის გვერდით მიდგმულ სკამზე, ხოლო რ-----------ე საწოლიდან იქნევს ფეხებს. აღნიშნულის გამო ნ------ გვერდით საწოლიდან დგება პაციენტი. ნ---------–---–- ხელს ისვამს მარცხენა თვალის ქუთუთოს ქვედა ნაწილზე, საიდანაც მოსდის სისხლი და სახეზე ხელაფარებული 11:41:58 საათზე გადის მიმღები განყოფილებიდან. 11:45 საათზე მიმღებ განყოფილებაში შემოდის ნ---------–---–-, რომელსაც დაზიანებული თვალის უპეზე ხელით მიფარებული აქვს ნაჭერი. ნ---------–---–-ს დანახვაზე რ-----------ე დგება საწოლიდან და მიემართება მისკენ, რა დროსაც რ-----------ეს აჩერებს მის საწოლთან მდგომი დაცვის თანამშრომელი, ხოლო ნ---------–---–- გადის მიმღები განყოფილების მეორე კარიდან. 11:48 საათზე რ-----------ის საწოლთან მიდის ქალბატონი, რომელიც ესაუბრება რ-----------ეს და ფურცელზე აკეთებს ჩანაწერს, ხოლო 11:49:28 საათზე გადის მიმღები განყოფილებიდან, ხოლო რ-----------ის საწოლთან რჩება საავადმყოფოს დაცვის თანამშრომელი. 11:51 საათზე რ-----------ის საწოლთან მიდის წითელი ფერის უნიფორმაში ჩაცმული ექიმი, რომელიც მარჯვენა ხელის არეში უკეთებს სავარაუდოდ ნემსს, რის შემდეგაც აღნიშნული ქალბატონი გადის კადრიდან. აღნიშნულის შემდეგ, ჩანაწერის დასრულებამდე, კადრში ჩანს რ-----------ე, რომელიც თავზე იკიდებს ხელებს, საუბრობს ტელეფონზე და მასთან გარკვეული პერიოდულობით მიდიან საავადმყოფოს თანამშრომლები, რომლებსაც რ-----------ე ხელების გამოყენებით ესაუბრება (იხ. ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი სრულად). აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზეც.

ბ). დაცვის მხარის მტკიცებულებები:

ბრალდებულ რ-----------ის ჩვენებით, 2019 წელს, ახალი წლის დღეებში, დაახლოებით ხუთი დღის განმავლობაში იყო ძალიან ცუდად, ჰქონდა მაღალი სიცხე, ახველებდა და ბოლო დღეებში მდგომარეობა უფრო გაურთულდა. ტკივილების გამო ბოლო სამი ღამის განმავლობაში თითქმის არ ეძინა, ბევრი რაოდენობით „ნიმესილის“ მიღების შედეგად კუჭიც გაუღიზიანდა და ბოლოს გონებაც დაკარგა. ამასთან, წარსულში დასმული აქვს ქრონიკული ჰაიმორიტის და ფრონტიტის დიაგნოზი. რამდენიმე დღის განმავლობაში იძახებდნენ სასწრაფოს, თუმცა მაღალი მიმართვიანობისა და გადატვირთული გრაფიკის გამო, სასწრაფო ძალიან გვიან მოვიდა. სასწრაფო დახმარების ექიმს უთხრა ყველაფერი, რაც იმ დღეების განმავლობაში გადაიტანა, რის შემდეგაც გადაიყვანეს კლინიკაში. როდესაც წ-------------–--------------–------ საავადმყოფოში მიიყვანეს და დააწვინეს, მასთან მივიდა რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც სატურაციის აპარატი გაუკეთეს. მათ განუმარტა მისი მდგომარეობა და ჩამოთვალა ყველა გამაყუჩებელი, რაც გაკეთებული ჰქონდა, ამასთან ითხოვა ტკივილის მოხსნა მორფის მეშვეობით. სწორედ აქედან დაიწყო მის მიმართ ცუდი დამოკიდებულება, ვინაიდან მიიჩნიეს ე.წ. „მორფინისტად“. კლინიკაში ყოფნის პერიოდში, მისი გაღიზიანება გამოიწვია ექიმების უყურადღებობამ და ნ---------–---–-ს უხეშმა დამოკიდებულებამ, რომელიც პერიოდულად, გავლა-გამოვლის დროს, უხეშად ესაუბრებოდა. გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში, ტკივილი უფროდაუფრო ემატებოდა. იმ მომენტში, როდესაც მასთან სამი პირი მივიდა, მათ შორის დაცვის თანამშრომელი და ნ---------–---–- და ჩამოაფარეს ფარდა, ხოლო ნ------–---–- სახით მიიწია მასთან იმდენად ახლოს, რომ იგრძნო საფრთხე, თავდაცვის მიზნით დაარტყა ხელი. შემდგომ გაიგო, რომ მისი კლინიკაში შეყვანიდან 15 წუთში მოხდა კონფლიქტი, რადგან იმ პერიოდში, ტკივილების ფონზე, დრო გაცილებით დიდად ეჩვენებოდა. იმდენად ჰქონდა იმის განცდა, რომ ყურადღებას არავინ აქცევდა, დასახმარებლად მეგობარს, თ-------------------- სთხოვა მისვლა. მედ.პერსონალის ჩვენებები იმ ნაწილში, რომ ექიმებს არ აძლევდა საშუალებას, აღმოეჩინათ მისთვის დახმარება, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მისი საავადმყოფოში მისვლის ერთადერთი მიზანი იყო სწორედ ის, რომ მიეღო დახმარება და გაყუჩებოდა ტკივილი. გარდა აღნიშნულისა, მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში შეიყვანა მაღალი სიცხით, კლინიკაში მისთვის სიცხის გაზომვა მოხდა კონფლიქტის შემდეგ, როცა მიაკითხა დედამ.

მოწმე თ--------–-------- ჩვენებით, არის რ-----------ის დედა. 2019 წლის 02 იანვარს მის შვილს დაეწყო ხველა, ჰქონდა მაღალი სიცხე და ვინაიდან ანტიბიოტიკებმა არ უშველა, მეგობარს, ნ------------- სთხოვა გადასხმის გაკეთება. 02 იანვრიდან 05 იანვრამდე პერიოდში, ვიდრე რ-----------ეს კლინიკაში გადაიყვანდნენ, მისი მდგომარეობა უარესდებოდა, სიცხე 40 გრადუსამდე აეწია, დაეწყო ბოდვა, ღებინება და ბოლოს გონებაც დაკარგა. ყველაფერთან ერთად, რეკავდა სასწრაფოში, თუმცა ვინაიდან იყო ვირუსების პერიოდი და მიმართვიანობა იყო მაღალი, სასწრაფო დახმარება ვერ მიდიოდა. ბოლოს, როდესაც მივიდა სასწრაფო დახმარება, გაუკეთეს ანალგინ-დიმედროლი და გადაიყვანეს მ-----–----- საავადმყოფოში. თავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასწრაფოს ვერ გაჰყვა. მოგვიანებით, როცა სავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის შესახებ შეიტყო და მივიდა, რ------- კვლავ ცუდად იყო და უთხრა, რომ ექიმები ცუდად და აგრესიულად ექცეოდნენ. როცა ჰკითხა, რამდენი ჰქონდა სიცხე, აღმოჩნდა, რომ ჯერ სიცხე გაზომილი არ ჰქონდა. მისი იქ ყოფნის პერიოდშიც, ყურადღებას არავინ აქცევდა, რის გამოც რ-----------ე წაიყვანა სახლში და მეორე დღეს მიმართეს ბ--------–---–-- კლინიკას.

მოწმე ნ------------- ჩვენებით, რ-----------ე არის მისი მეგობრის, თ--------–-------- შვილი. 2019 წლის 03 იანვარს საღამოს საათებში დაურეკა თ---–-------- და უთხრა, რომ რ-------ს ჰქონდა ძალიან მაღალი სიცხე და სთხოვა მისთვის გადასხმის გაკეთება. იყიდა გადასხმის სისტემა და როდესაც მათთან მივიდა, რ-----------ე მართლაც ძალიან ცუდად იყო, ჰქონდა მაღალი სიცხე, ოფლიანობა და გაუკეთა გადასხმა. გადასხმის შემდეგ, ვინაიდან სიტუაცია არ გამოსწორდა, მეგობარს ურჩია სასწრაფოს გამოძახება.

მოწმე თ-------------------- ჩვენებით, 2019 წლის 05 იანვარს, საავადმყოფოდან დაურეკა რ-----------ემ და სთხოვა საავადმყოფოში მისვლა, რადგან ყურადღებას არ აქცევდნენ და ფიქრობდა, რომ მისი მისვლის შემთხვევაში, შესაძლოა დახმარებოდნენ. როდესაც ადგილზე მივიდა, დაცვის თანამშრომლებმა შეატყობინეს მომხდარი ინციდენტის შესახებ.

შ-----------------–-------------------–-------- ცნობის თანახმად, 2019 წლის 05 იანვარს 11:30 საათზე, რ-----------ე დიაგნოზით - გრიპი სხვა რესპირაციული გამოვლინებებით, მოთავსებული იქნა მ-----–----- საავადმყოფოში. პაციენტს აღენიშნებოდა მაღალი ცხელება 39-40 გრადუსი, ხველა, ოფლიანობა, მოუსვენრობა.

შ----–-------------–--------------–------------–-------------–---------–-------–-------------------------- მიერ გაცემული ფორმა N100-ის თანახმად, პაციენტი რ-----------ე სტაციონარში მოთავსდა 2019 წლის 05 იანვარს 11:30 საათზე და გაეწერა იმავე დღეს, 14:25 საათზე. ავადმყოფობის მიმდინარეობა არის შემდეგი: პაციენტი შესვლისას აღნიშნავდა თავის ტკივილს, მოთავსდა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, აყვანილი იქნა მუდმივ მონიტორულ კონტროლზე, კარდიომონიტორზე. ობ: T-------------------------------------------------------–------------------7-- ცნობიერება ნათელი, ემოციური ლაბილობა. პაციენტმა შემოსვლისთანავე ტკივილის გამო ითხოვა ნარკოტიკული საშუალების, მორფინის გაკეთება. მას განემარტა, რომ საჭიროებს კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ჩატარებას, ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციას, შეეთავაზა მედიკამენტური მხარდაჭერა, ტკივილის კუპირება სხვა ალტერნატიული ტკივილგამაყუჩებლებით, გარდა მორფინისა, გაუკეთდა ანალგინი, მედროლგინი, მიუხედავად ამისა, დაჟინებით მოითხოვდა ტკივილის გაყუჩებას ნარკოტიკული საშუალებით.

2019 წლის 04 იანვრის------------- ცნობის თანახმად, ექიმი თ----------- 18:31 საათზე, იყო გამოძახებაზე ბ--–--------- ქუჩაზე, პაციენტ რ-----------ესთან, რომელიც უჩიოდა სისუსტეს, ტემპერატურას, ხველას. პაციენტს დაესვა დიაგნოზი: ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექცია.

ა------------------------------–---–-----–------------------------------- ისტორიის თანახმად, რ-----------ე სტაციონარში მოთავსდა 2019 წლის 06 იანვარს 13:20 საათზე. ანამნეზი: პაციენტი ავადაა მეხუთე დღეა. დაავადება დაეწყო მწვავედ, შემცივნებით, ცხელებით 39-40-დე, ოფლიანობით, მშრალი ხველით. იღებდა ანტიპირეტიკებს, უშედეგოდ. ბოლო სამი დღეა იღებს აზიტრომოცინს 500მგ. 1-ჯერ. ცხელება და შემცივნება გაგრძელდა, ხველა გახდა პროდუქტიული. მდგომარეობის დამძიმების გამო მიმართა კლინიკას. ავადმყოფობის მიმდინარეობა: მწვავე, შემოსვლისას გამოხატული იყო ძლიერი ინტოქსიკაცია, ჰექტიური ცხელება, ჰაერის უკმარისობა, ხველა. ფილტვების რენტგენოლოგიური შესწავლით: ჰილუსები გაფართოებული. ფილტვის სურათზე გაძლიერებულია სისხლძარღვოვანი კომპონენტის ხარჯზე. მარცხნივ პრეჰილარულად და ქვემო ველში ისახება ინფილტრაციული ხასიათის ცვლილებები. შუასაყრის ჩრდილი გაფართოებული არ არის.ლატერალური სინუსები თავისუფალი. დაწყებული იქნა ანტიბაქტერიული, დეზინტოქსიკაციური და ოქსიგენოთრაპია. მკურნალობის ფონზე ტემპერატურა თანდათან ნორმალიზდა, ალაგდა სუნთქვის უკმარისობის მოვლენები. საკონტროლო ფილტვების რენდგენოლოგიური გამოკვლევით: მარცხნივ ინფილტრაცია ალაგებულია, არის ჰიპოპნევმატიზაცი, ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა. მკურნალობას აგრძელებს ამბულატორიულად. პაციენტი რ-----------ე გაეწერა 2019 წლის 10 იანვარს 18:00 საათზე.

სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარის მიერ გამოკვლეული იქნა მათ მიერ წარმოდგენილი აუდიოჩანაწერის დისკი, რომლის თანახმად, რ-----------ე რეკავს სადაზღვეო კომპანიაში და ამბობს, რომ სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა მ-----–----- საავადმყოფოში, სადაც მას ყურადღებას არ აქცევენ, უხეშად ესაუბრებიან, ექიმთან მოუვიდა ჩხუბი და ითხოვს სხვა საავადმყოფოში გადაყვანას. გარდა ამისა რ-----------ე რეკავს სასწრაფოში და ამბობს, რომ აქვს მწვავე ჰაიმორიტი და ვინაიდან ფიზიკურად იჩხუბა საავადმყოფოს ექიმთან, რადგან მას ყურადღებას არ აქცევენ, ითხოვა სხვა კლინიკაში გადაყვანა. საუბარში რ-----------ე სასწრაფო დახმარების ოპერატორი მას ეუბნება, რომ უახლოესი ერთი საათის განმავლობაში მასთან სასწრაფო დახმარება ვერ მივა. დაცვის მხარის მიერ გამოკვლეული იქნა ასევე სატელეფონო ზარების ჩანაწერები, რომლებიც განხორციელებულია რ.ნ------ საავადმყოფოში გადაყვანამდე. კერძოდ, რ------- და თ---–------- რეკავენ სასწრაფოში და ითხოვენ დროულად სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლას, რადგან რ-------ს აქვს სიცხეები, თავის ტკივილი, ჰაიმორიტი და ა.შ. დაცვის მხარის მიერ გამოკვლეული იქნა ასევე წ--------–--------------–------------–----- საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში დამონტაჟებული ვიდეოკამერის 2019 წლის 05 იანვრის ჩანაწერი 11:00 საათიდან 15:00 საათამდე.

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისთვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული შედეგის დადგომა (ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა), რაც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასთან.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის დაცვის მხარის მტკიცებულებებით, უტყუარად დადგინდა, რომ 2019 წლის 05 იანვარს, წ-------------–--------------–------------–-------------–---------–--- საავადმყოფოში, რ-----------ემ სახის არეში დაარტყა ამავე კლინიკის ექიმს, ნ---------–---–-, რომელსაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაუდგინდა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

მხარეთა მიერ სადაოდ არ გამხდარა ის ფაქტი, რომ რ-----------ე 2019 წლის 02 იანვრიდან იმყოფებოდა ავად, ჰქონდა თავის ძლიერი ტკივილი, რასაც ვერ იყუჩებდა, იძახებდა სასწრაფო დახმარებას და ბოლოს, გადაყვანილი იქნა წ--------–--------------–------------–----- საავადმყოფოში. ვიდეოჩანაწერის თანახმად, რ------- აღნიშნულ საავადმყოფოში მოათავსეს 2019 წლის 05 იანვარს, 11:28 საათზე. რამდენიმე წუთში პაციენტთან მიდის უმცროსი ექიმი, შ--–-----------–---–- და ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ რ-----------ე ხელების გამოყენებით ესაუბრება. თავად შ--–-----------–---–-ს ჩვენებით, რ-----------ემ უთხრა, რომ უჩიოდა თავის ძლიერ ტკივილს, ამბობდა, რომ ჰქონდა ჰაიმორიტი და შესაძლოა ჰქონოდა ე.წ. ’’ღორის გრიპიც’’, რის გამოც იგი იყო შეშინებული და აფორიაქებული. ჩანაწერის მიხედვით, 11:33 საათზე რ-----------ე აიყვანეს მონიტორზე და ხელზე გაუკეთეს სატურაციის აპარატი. 11:39 საათზე (რ.ნ------ საავადმყოფოში შეყვანიდან დაახლოებით 11 წუთის შემდეგ) მასთან მიდის ექიმი ნ---------–---–- და ესაუბრება. ნ------–---–-ს ჩვენების თანახმად, რ-----------ე საუბარში გამოთქვამდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ყურადღებას არ აქცევდნენ და ითხოვდა მორფის გაკეთებას. მის უკმაყოფილებას მედ.პერსონალის მხრიდან უყურადღებობის შესახებ, ადასტურებს უმცროსი ექიმი ნ-------------–. მიუხედავად იმისა, რომ 11:39 საათზე, ექიმ ნ---------–---–-სთვის ცნობილი ხდება რ-----------ის უკმაყოფილება და პრეტენზიები მომსახურების თაობაზე, მათი მხრიდან მაინც არ იდგმება რაიმე ქმედითი ნაბიჯი იმისათვის, რომ განესაზღვრათ რ-----------ის მდგომარეობა და აღმოეჩინათ მისთვის შესაბამისი დახმარება. აღნიშნულის საპირწონედ ექიმების განმარტება, რომ რ-----------ე ითხოვდა მაინცდამაინც მორფის გაკეთებას, რისი აუცილებლობაც მის შემთხვევაში არ არსებობდა, ხოლო სხვა ტკივილგამაყუჩებლის მიღებაზე აცხადებდა უარს, არ გამოდგება საკმარის არგუმენტად ვინაიდან, ჯერ ერთი, მოწმე მ----------------–---–-- ჩვენებით, თავდაპირველად რ-----------ე ითხოვდა ზოგადად ტკივილგამაყუჩებლის გაკეთებას, ხოლო შემდეგ მორფს, ამასთან, იმ დროისთვის პაციენტს არ ჰქონდა არანაირი კვლევა ჩატარებული და ზოგადად უცნობი იყო რა პრეპარატის გამოყენება იყო მისთვის მიზანშეწონილი და კიდევ, პაციენტის მხრიდან ტკივილის გაყუჩების მოთხოვნა, თუნდაც ისეთი საშუალებით, როგორიც არის მორფი, მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს რაიმე სახის სამართლებრივ დარღვევას. რაც შეეხება იმ გარემოებას, მის მდგომარეობაში იყო თუ არა რეკომენდებული ექიმის მხრიდან მორფის გამოყენება, აღნიშნული არის მკურნალი ექიმის გადასაწყვეტი და სასამართლო ცხადია მის კომპეტენციაში არ შეიჭრება, თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ მედიკამენტის გამოყენება/არგამოყენების საკითხის გადაწყვეტისას, აუცილებელია ჯერ გარკვეული იქნეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემდეგ დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა. მოცემულ შემთხვევაში კი პაციენტის გაღიზიანება გამოიწვია სწორედ იმან, რომ ყურადღება არ მიაქციეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ საავადმყოფოს თანამშრომლების მხრიდან, ხაზგასმა იმ ფაქტზე, რომ რ-----------ე საავადმყოფოში შესვლის მომენტიდან ითხოვდა მორფს, ემსახურება მხოლოდ მისი პიროვნების უარყოფით კონტექსტში წარმოჩინებას და ყურადღების მიღმა ტოვებს საკითხს, თუ რატომ ითხოვდა ის აღნიშნულ საშუალებას. სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში არ აქვს არანაირი საფუძველი იფიქროს, რომ რ-----------ის აღნიშნული მოთხოვნა არის როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი პირის მოთხოვნა, პირიქით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი ამგვარი მოთხოვნა პირდაპირ თუ არა ირიბად მაინც მიმართულია იქითკენ, რომ მას მიაქციონ ყურადღება და ჩაუტარონ შესაბამისი მომსახურება. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, დაახლოებით 11:41 საათზე, როდესაც ნ---------–---–- დაცვის თანამშრომელთან (----------------–---–----- ერთად ბრუნდება რ-----------ის საწოლთან, მ---------------–---–-- ჩვენებით, რ-----------ემ განაცხადა, რომ აქვს თავის გაუსაძლისი ტკივილი და ითხოვა მორფის გაკეთება, რაზეც ექიმმა უპასუხა, რომ გამოკვლევის შემდეგ გაუკეთებდა შესაბამის გამაყუჩებელს. ამ მომენტში მოულოდნელად რ-----------ემ წამოიწია და ექიმს სახის არეში ხელი დაარტყა. იმ პირობებში, როდესაც პაციენტის საავადმყოფოში შეყვანიდან 11:41 საათამდე გასულია დაახლოებით 13 წუთი და რ------- განმარტავს, რომ მას აქვს თავის ძლიერი ტკივილი, ისმის კითხვა? რამდენ ხანში უნდა დაწყებულიყო მისთვის გამოკვლევის ჩატარება. ასევე საინტერესოა ის გარემოება, რატომ მიდის ექიმი დაცვის თანამშრომელთან ერთად პაციენტის საწოლთან და რატომ ხდება ისე, რომ დაცვის თანამშრომელი, რომლისთვისაც მისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ცნობილია საავადმყოფოში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ადგილმდებარეობა, დგება კამერის მხარეს და კამერას ფარდას აფარებს ხელის მოძრაობით. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაზარალებულის ახსნას იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც კონფლიქტის შემდეგ ის ბრუნდება მიმღებ განყოფილებაში, ვიდეოჩანაწერში ასახული თავის მოძრაობა (ვიდეოჩანაწერის მიხედვით 11:45:05 და 11:45:09 საათზე) არის უნებლიე მოქმედება და არანაირად არ არის რ-------სთვის რაიმეს მანიშნებელი. პირიქით, აღნიშნული მოძრაობა ადასტურებს, რომ ექიმი ნამდვილად კონფლიქტშია შესული პაციენტთან.

ექიმის უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს პაციენტი (ადამიანი, რომელიც ექიმს მიმართავს ჯანმრთელობის პრობლემების გამო). ექიმი ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს, რომ მას საქმე აქვს არა მხოლოდ დაავადებასთან, არამედ პიროვნებასთან, რომელსაც საკუთარი ფასეულობები, შეხედულებები და მოლოდინები აქვს, თავისებურად განიცდის და აღიქვამს ავადმყოფობას. ექიმს, რომელსაც ურთიერთობა აქვს ყველანაირი ხასიათის მქონე პაციენტთან, ასევე სხვადასხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პაციენტებთან, უნდა ითვალისწინებდეს, რომ მას შეიძლება ჰყავდეს პრეტენზიული, მომთხოვნი, აგრესიული და ა.შ პაციენტი, ექიმი ასევე უნდა ითვალისწინებდეს, თუ რით არის განპირობებული პაციენტის თუნდაც აგრესიულობა და მინიმუმ უნდა შეეცადოს მოიპოვოს მისი კეთილგანწყობა სათანადო მომსახურების გაწევით და არცერთ შემთხვევაში არ უნდა შევიდეს კონფლიქტში მასთან. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ მომხდარა იმის გათვალისწინება, რომ რ.ნ------ აგრესიულობა შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და გაუსაძლისი ტკივილის გამო. მისთვის დროულად არ მომხდარა სამედიცინო მომსახურების გაწევა, ასევე იმის განმარტება, თუ რატომ არ იყო რეკომენდებული მისთვის მორფის გაკეთება და რეალურად, კონფლიქტამდე, ვინაიდან მას არანაირი სახის კვლევა ჩატარებული არ ჰქონია, არც სხვა ეფექტური საშუალების შეთავაზება მომხდარა.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას რ.ნ------ უდანაშაულობის შესახებ წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით, ასევე არ იზიარებს იმას, რომ რ-----------ე მოქმედებდა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებაში, კერძოდ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ისევე როგორც ექიმს ევალება პროფესიული ქცევის ეთიკის დაცვა, ასევე პაციენტსაც ევალდებულება დაიცვას ზოგადი ქცევის ნორმები და მიუხედავად მისი მოთხოვნების სამართლიანობისა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოს სხვას (ამ შემთხვევაში ექიმს).

სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების შესაფასებლად, მოქმედებდა თუ არა პირი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, უნდა დადგინდეს შემდეგი: 1. ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო; 2. ხელყოფა იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს; 3. ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი; 4. თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას (ხელყოფას). ანუ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა როგორც ხელმყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან. ამ გარემოებათა დადგენის გარეშე მდგომარეობა ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად.

მოცემულ შემთხვევაში კონფლიქტის დაწყების საფუძველი იყო რ.ნ------ სამართლიანი უკმაყოფილება გამოხატული ექიმის მიმართ თუმცა შეურაცხმყოფელი და აგრესიული ფორმით, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ექიმის უკმაყოფილება და პაციენტის დაწყნარების მიზნით დაუძახა დაცვის თანამშრომელს. რ-----------ის ჩვენების თანახმად, ექიმის მისვლამ დაცვის თანამშრომელთან და საავადმყოფოს სხვა თანამშრომელთან ერთად, ასევე ფარდის გაწევის მომენტმა და ექიმის მასთან ძალიან ახლოს მისვლამ აფიქრებინა, რომ მას სურდა ფიზიკური ზიანის მიყენება და თავდაცვის მიზნით მოიქნია ხელი. ბრალდებულის განმარტებით, იმ მომენტში მისთვის ცნობილი არ იყო, რომ ჩამოფარებული ფარდის უკან იყო ვიდეოკამერა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც რ-----------ისთვის უცნობია საავადმყოფოს მიმღებში დამონტაჟებული ვიდეოკამერის შესახებ, ამასთან აღნიშნული ფარდის ჩამოფარებით ყველა მხრიდან არ იზღუდება ხილვადობა და მას სახესთან უახლოვდება მხოლოდ ექიმი ნ---------–---–- და არა სხვა თანმხლები პირები, მას ობიექტურად არ უნდა გასჩენოდა იმის მოლოდინი, რომ მასზე ხორციელდებოდა თავდასხმა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში თავდასხმის საფრთხე იყო მხოლოდ რ-----------ის (მომგერიებლის) გონებაში წარმოსახული და რეალურად, ასეთი საფრთხე არ არსებობდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს რ-----------ის მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.

რ-----------ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს დამნაშავის წარსულ ცხოვრებას; პირად და ეკონომიკურ პირობებს.

რ-----------ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ასევე მის ქცევას ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, კერძოდ იმას, რომ მოწმე მ---------------–---–-- ჩვენებით, რ-------- მომხდარიდან მალევე ბოდიში მოუხადა ყველას.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რ-----------ის მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 200 (ორიათასორასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, რ-----------ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (-----–-–-------------------------–-–---------------------–---- შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ რ-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

_ ვიდეოჩანაწერების დათვალიერებისას ექსპერტების მიერ „------- ფირმის ვიდეოკამერით გადაღებული დათვალიერების პროცესი, გადატანილი ერთ ცალ DVD დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

_ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ერთი ცალი CD დისკი და ერთი ცალი ფლეშ მეხსიერების ბარათი, დალუქული ერთ პაკეტად, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი