განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4902-18
გამოძიების #------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ივლისი 2019 წელი Qქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ელენე გოგუაძე
სხდომის მდივანი ეკატერინა მანჯგალაძე, ანა სოსელია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ----------–-----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული – პ-----------–--ე, დაბადებული 1----–-–-------------ოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული და მცხოვრები: ბ--------------------–------------,ადვოკატები - უ--------–---–ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I ნაწილი
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. პ-----------–--ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის შუალედში, ქ. თბილისში, გ------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პ-----------–--ემ სახისა და თავის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით სცემა ო---------–--–---–ს, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. პ-----------–--ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I ნაწილით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. დაზარალებულმა ო---------–--–---–მა სასამართლო სდომაზე განაცხადა, რომ ცხოვრობს თბილისში კ----------------------ში, არის საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე.
აგვისტოს თვის ბოლოს საღამო ხანს დაცვის სამსახურიდან მიიღო ინფორმაცია კორპუსში ლიფტის ჩავარდნის თაობაზე, სადაც იმყოფებოდნენ ადამიანები და იყვნენ აღელვებულები. გამოცხადდა ადგილზე კ-----–----------------------ში, ადგილზე დახვდა ორი ქალბატონი, ახალგზარდა ბიჭი და ბავშვები, იყო ძალიან ცუდი ატმოსფერო და შეშინებულები იყვნენ, იყო უსიამოვნო ფაქტი, მოვიდა პოლიცია. პ-----------–--ე შემდგომ გამოცხადდა ადგილზე, თავად კი ამბობს, რომ ლიფტში იჯდა მარა ეს ასე არ იყო. მეორე დღეს თავჯდომარემ მოსახლეობას აუხსნა ვითარება, რომ ლიფტი არ ჩავარდნილა, ლიფტი რომ ჩავარდნილიყო, ამისთვის ტროსები უნდა გამწყდარიყო, მოხდა ლიფტის მწყობრიდან გამოსვლა, ვინაიდან ლიფტს აქვს სამუხრუჭე სისტემა ლიფტის გაჩერება მოხდა სართულებში, ანუ ადგილი ჰქონდა ლიფტის ავარიულ დაშვებას. რაც ასევე დაწერა სოციალურ ქსელში სამეზობლო ჯგუფში მომხდარის თაობაზე. გამოთქმულ აზრზე მოხდა მეზობლების მხრიდან ფაქტის განხილვები, ერთ-ერთი პიროვნება სახელად ,,ჯ-----------“ ითხოვდა ვიდეო-ჩანაწერების ჩვენებას. კამერის მონაცემის ამოღების უფლება მხოლოდ თავმჯდომარეს აქვს, ჯ----------- იყო პ-----------–--ე. როგორც გაარკვია ამ ვიდეოს დადების უფლება მას არ ჰქონდა, სანამ პოლიცია უფლებას არ მისცემდა, რაზედაც იყო გაფრთხილებული გამომძიებლის მხიდან, თუმცა პ-----------–--ე აგრძელებდა მუქარას და გინებას რომ მას დაედო ვიდეო.
მეორე დღეს საღამოს, ტერიტორია შემოიარა, დაცვას გაესაუბრა და წავიდა კომპლექსის შესასვლელთან, ამ დროს დაინახა ხანში შესული კაცი რომელმაც მიმართა მას, ,,შენ ვიღა ხარ აქო,“ მან უპასუხა რომ ,,ვიღაც არ ვარ, თავმჯდომარე ვარ თქვენი არჩეულიო“, ეს კაცი აგრძელებდა ლანძღვას, როგორც გაიარა 5-10 მეტრი, იქვე დახვდა პ-----------–--ე (რომელიც შემდგომ პოლციიაში ამოიცნო) და ეუბნება, ვის ეჩხუბები შენო. ეს რაღაც დადგმული სცენარივით იყო. მან აუხსნა რომ მას საერთოდ არ უჩხუბია და ხმაც არ აუწევია. მაგრამ აგრესია წამოვიდა მისგან. მათ შორის დაიწყო ჯიკაობა, გაწევ-გამოწევა და დაცვის თანამშრომლებმა გააშვლეს. პ-----------–--ემ ორჯერ ან სამჯერ დაარტყა სახეში მუშტი ზემოდანაც თავში ჩაარტყა მუშტი, აეწვა ლოყები, ეტკინა მაგრამ არ დამჩნევია, გაწითლებული ქონდა ლოყები, 1 საათი წყალიც ისხა სახლში რომ ავიდა. მისი ცემა მარტივია, თვალების გამო, კარგად ვერ ხედავს. თითები ლაჩრულად ამოუტრიალა და დააჩოქა ლამის, რის გამოც მიიღო სერიოზული დაზიანება, დაუწყდა იოგები. ტკივილი ღამეც აღვიძებს ხოლმე. ჩხუბის გაშველება შეძლეს დაცვის თანამშრომლებმა. კონფლიქტი გაგრძელდა 5-10 წუთი, ჰქონდა მცდელობა რომ მოეხვედრებინა მოწინააღმდეგისთვის, მაგრამ ვერ მოახერხა, თითები მოამტვრიეს ლამის. ხელი არ მოუჭერია პ------თვის, ასეთი არ ახსენდება. სამედიცინო ექსპერტიზა როცა ჩატარდა ხელთან დაკავშირებით (მყესებზე) არაფერი უთქვამს, ჩათვალა რომ არაფერი არ იყო ეს.
2.2. მოწმე ე--------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ არის ბრალდებულის სიმამრი 2018 წლის სექტემბერში იმყოფებოდა სამსახურში, როდესაც მასთან თანამშრომელი შევიდა და უთხრა, რომ მისი მეუღლე, ბავშვები და ბებია ლიფტის მეშვეობით ადიოდნენ სახლში რა დროსაც ლიფტი ჩაწყდა, მაგრამ არავინ დაზიანებულა. მივიდა სახლში სადაც შეამჩნია, რომ მის მეუღლეს ჰქონდა მაღალი წნევა და სასწრაფოს თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა, ხოლო მისი ბავშვები უკვე სახლში ჰყავდათ აყვანილი. მომხდარიდან მეორე დღეს, როდესაც სამსახურიდან დაბრუნდა სახლში მისი ქალიშვილისაგან და მისი დედამთილისგან შეიტყო რომ ამხანაგობის თავმჯდომარეს სოციალურ ქსელში „პოსტი“ დაუწერია, რომელშიც განმარტავდა, რომ „ლიფტის ჩავარდნას ადგილი არ ჰქონია, მაცხოვრებლებმა ღილაკებს არასწორედ მიაჭირეს ხელი და სწორედ ამას მოჰყვა ლიფტის გაჭედვა“. დაინტერესდა თავმჯდომარის პიროვნების შესახებ რაზეც ოჯახის წევრებმა უთხრეს რომ ის პიროვნება იყო რომელიც ჭრელი გეტრებით და შორტით იყო ლიფტის ჩავარდნის დღეს, მას გაახსენდა პიროვნების აღნაგობა. რამოდენიმე ხანში გამოვიდა მისი შვილის სახლიდან ნაგვის გადასაყრელად სადაც შეხვდა თავმჯდომარე, დაზუსტების მიზნით ჰკითხა იყო თუ არა ის კორპუსის თავმჯდომარე რაც მან დაუდასტურა. აღნიშნულის შემდგომ მათ შორის წარმოიშვა კონფლიქტი „პოსტის“ შესახებ რომელზედაც ო---------–--–---–მა დაწერა სოციალურ ქსელში ლიფტის ჩავარდნასთან დაკავშირებით, სადარბაზოსთან გაგრძელდა აღნიშნული დაპირისპირება რა დროსაც მან ხელით უბიძგა ო-----ს რომ გაცილებოდა აღნიშნულ ტერიტორიას რადგანაც ის იყო შარზე. შემდგომ გამოჩნდა მისი სიძე პ-----------–--ე, რა დროსაც პ----ა და დაცვის თანამშრომლები ჩადგნენ მათ შორის და აშველებდნენ მათ. მოწმე ე--------------ემ დაადასტურა, რომ იყო გაწევ-გამოწევა, თუმცა ფიზიკური ძალადობა აღნიშნულ დროს არ მომხდარა.
2.3. მოწმე მ----------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს შსს თბილისის ვ---------------–--------–-–----------------–-------- განყოფილებაში გამომძებლის პოზიციაზე, 2018 წლის 31 აგვისტოს შეტყობინება მიიღო „--“ -ის კორპუსში ლიფტის ავარიული დაშვების შესახებ რა დროსაც ბრალდებულ პ-----------–--ის ოჯახის წევრები სარგებლობდნენ აღნიშნული ლიფტით, მის მიერ ჩატარდა შესაბამისი კვლევა და გამოიკითხნენ მოწმეები, რაც შეეხება აღნიშნულ სს საქმეზე გამოკითხული ჰყავს პ-----------–--ე, ა------ე, ორი დაცვის თანამშრომელი, საიდანაც გაირკვა, რომ 2018 წლის 1 სექტემბერს კორპუსის თავმჯდომარემ ო---------–--–---–იმა სოციალური ქსელის მეშვეობით განმარტება გააკეთა ლიფტის ჩავარდნის ფაქტთან დაკავშრებით, სადაც განმარტავდა რომ ავარიულ დაშვებას ადგილი არ ჰქონია და იყო უბრალოდ ტექნიკური ხარვეზი, რაც ბრალდებულ ჯ---–--ის მხრიდან გახდა სადაო. ამავე საღამოს კორპუსის ეზოში მოულოდნელად შეხვდნენ ჯ---–--ე და ძ--–--–---–ი რომელთა შორის წარმოიშვა ფიზიკური დაპირისპირება. ასევე დათვალიერებული აქვს კონფლიქტის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერები რომელიც გამოთხოვილ იქნა შესაბამისი წესით.
2.4. მოწმე მ---------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ არის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. შემთხვევის დღეს 2018 წლის 1 სექტემბერს იმყოფებოდა სამსახურში კ----------------ში რა დროსაც, მას გამოელაპარაკა ო---------–--–---–ი, რომელიც გაემართა ეზოსკენ, არკაში, რა დროსაც ხმამაღალი ლაპარაკის ხმა მოესმა, სმენის უფროსის ვ-–----------------ას ხმა გაიგო, რომელიც მას ეძახდა, აღნიშნულზე ის გაემართა მათკენ. ადგილზე მისულმა დაინახა, რომ კონფლიქტი მიმდინარეობდა ორ პიროვნებას შორის, ო-----ძ--–--–---–სა და მეორე მისთვის უცნობ პიროვნებას შორის რომლის ვიზუალური მახასიათებლები აღარ ახსოვს, რაზედაც მან მოახდინა რეაგირება და გააშველა ისინი.
2.5. მოწმე ვ-–----------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ არის კ----------------------ში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, მის დაქვემდებარებაში შედის 5 დაცვის თანამშრომელი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 2018 წლის 1 სექტემბერს ის იმყოფებოდა დასაცავ ობიექტზე, საგუშაგოზე სადაც დაახლოებით 20-30 მეტრიდან მას შემოესმა ხმამაღალი საუბრის ხმა, რაზეც ის გაემართა სიტუაციის გასარკვევად, ადგილზე მას დახვდნენ პ-----------–--ე, ო---------–--–---–ი და კიდევ ერთი მისთვის უცნობი პიროვნება, ჯ---–--ესა და ძ--–--–---–ს შორის მიმდინარეობდა სიტყვიერი დაპირისპირება, ხოლო მესამე პიროვნება ცდილობდა მათ გაშველებას, აღნიშნულზე მან მოუხმო მის დაქვემდებარებაში მყოფ დაცვის თანამშრომელს მ----------------–---–ს რომელთან ერთადაც მოახდინა ჯ---–--ის და ძ--–--–---–ის გაშველება რა დროსაც პ-----------–--ემ ო---------–--–---–ს დაახლოებით 3 ჯერ დაარტყა ხელი კისრის არეში.
2.6. მოწმე ა------------------–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------------------–---ში, უფროსი გამომძიებლის პოზიციაზე. 2018 წლის 2 სექტემბერს დაიწყო გამოძიება ძალადობის ფაქტზე. მის მიერ გამოკითხულ იქნა ო---------–--–---–ი, რომელსაც განემარტა მისი უფლება-მოვალეობები, ო---------–--–---–მა აღნიშნა, რომ 2018 წლსი 1 სექტემბერს პ-----------–--ემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მონაწილეობა აქვს მიღებული კ----------------ში ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, სადაც ო---------–--–---–მა მიუთითა ადგილზე სადაც პ-----------–--ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ყოველივე ზემოაღნიშნულის შესახებ შედგა შესაბამისი ოქმი რომლის სისწორეც დადასტურებულ იქნა ხელმოწერით.
2.7. ბრალდებულმა პ-----------–--ემ სასამრთლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 1 აგვისტოს სახლიდან გასვლის დროს შეამჩნია მეზობლების ჩხუბი, ხმამაღალი საუბარი, სადაც ო---------–--–---–ი ამტკიცებდა რაღაც ფაქტს, კონფლიქტში ასევე მონაწილეობდა მისი სიმამრი ე--------------ე და სამი-ოთხი კაციც, ის კონფლიქტში ჩაერთო გაშველების მიზნით რა დროსაც მასაც მოხვდა ხელი მაგრამ სიბნელის გამო ვერ შეამჩნია თუ ვინ დაარტყა მას, არ ახსოვს უშუალოდ ვის მოარტყა ხელი, მას გამიზნუად არ დაურტყამს ო----- ძ--–--–---–--ათვის.
2.8. 2018 წლის 2 სექტემბრის N-------- შეტყობინების ოქმით დასტურდება, რომ ო---------–--–---–მა დარეკა 112-ში და შეატყობინა, რომ თბილისში, კ----------------------თან მისთვის უცნობმა მოქალაქემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (ს.ფ. 2).
2.9. 2018 წლის 18 სექტემებრის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ პირადი შემოწმებისას ო---------–--–---–ს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება და მას ჩივილები არ გააჩნია. (ს.ფ. 9 -12).
2.10. 2018 წლის 18 სექტემბერს ო---------–--–---–ის მიერ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------------------–---ში წარდგენილი იქნა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული სტატუსი და მასზე გაკეთებული კომენტარების „სქრინშოთი“.(ს.ფ.14-15)
2.11. 2018 წლის 2 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ო---------–--–---–მა მიუთითა ადგილზე სადაც განხორციელდა ფიზიკური ძალადობა მასზე.
2.12. სისხლის სამართის საქმეზე წარმოდგენილი 2018 წლის 29 სექტემბრის, პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დაზარალებულმა ამოიცნო პ-----------–--ე (ს.ფ. 58-62)
2.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
2.14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.15. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
2.16. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:
2.17. მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2018 წლის 1 სექტემბერს ქ. თბილისში, კ----------------------ში, მეზობლებს შორის მოხდა კონფლიქტი.
2.18. დაზარალებულმა ო---------–--–---–მა ერთმნიშვნელოვნად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად ისაუბრა იმის შესახებ, რომ 2018 წლის 1 სექტემბერს, პ-----------–--ემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მუშტი ჩაარტყა რამოდენიმეჯერ სახისა და თავის არეში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.19. გარდა დაზარალებულისა, ცემის ფაქტი ასევე დაადასტურა მოწმემ ვ-–----------------ამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მან უშუალოდ დაინახა პ-----------–--ის მიერ ო---------–--–---–ის მიმართ ხელის დარტყმის ფაქტი.
2.20. პ-----------–--ის მიერ ო---------–--–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი ასევე დადასტურდა გამოკვლეული შეტყობინების, საგამოძიებო ექსპერიმენტის და ამოცნობის ოქმებით.
2.21. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ვ-–----------------ამ დაადასტურა ბრალდებულ პ-----------–--ესა და ო---------–--–---–ს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, კერძოდ მან დაინახა ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე თუ როგორ გაარტყა მუშტი რამოდენიმეჯერ პ-----------–--ემ ო---------–--–---–ს. ხოლო მოწმე მ---------------–---–მა განმარტა, რომ შემთხვევის დროს ის აშველებდა ჩხუბში მონაწილე პირებს რომელთაგან იცნობს დაზარალებულს ო---------–--–---–ს, თუმცა მას არ შეუძლია პიროვნების ამოცნობა, რომელმაც გაარტყა მუშტი დაზარალებულს, რადგანაც მომხდარის ფაქტის შემდგომ დიდი პერიოდია გასული. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ე--------------ემ განმარტა, რომ თავდაპირველად სიტყვიერი კონფლიქტი წარმოიშვა მასსა და დაზარალებულს შორის, რა დროსაც გამოჩნდა მისი სიძე ბრალდებული პ-----------–--ე, რომელიც ცდილობდა მათ შორის არსებული კონფლიქტის განეიტრალებას და აშველებდა მათ რის შედეგადაც წარმოიშვა „შეხლა-შემოხლა“, ხოლო ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული დაპირისპირების მიზეზად კი დაასახელა დაზარალებულის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება რომელიც 31 აგვისტოს მომხდარი ლიფტის ჩავარდნის ფაქტს შეეხებოდა. თავად ბრალდებულმა კი განმარტა, რომ იგი მონაწილეობდა აღნიშნულ ფიზიკურ დაპირისპირებაში, მაგრამ მას არ ახსოვს უშუალოდ ვის მოარტყა ხელი და რომ ო---------–--–---–ისათვის გამიზნულად არ დაურტყამს. რაც შეეხება თავად დაზარალებულ ო---------–--–---–ის დაკითხვას, სასამართლო სდომაზე, მან განმარტა, რომ კონფლიქტი თავდაპირველად წარმოიშვა მასსა და ბრალდებულის სიმამრს ე--------------ეს შორის, სოციალურ ქსელში განთავსებული განცხადების გამო, კონფლიქტში ჩაერთო პ-----------–--ე, აღნიშნულმა პიროვნებამ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას კერძოდ, მუშტი რამოდენიმეჯერ ჩაარტყა სახეში, რა დროსაც განიცადა ტკივილი და ასევე ამოუტრიალა თითები, რის შედეგადაც დაუზიანდა ხელის იოგები, მათი გაშველება კი დაცვის თანამშრომლების მეშვეობით მოხდა. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ პ-----------–--ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტს ო---------–--–---–ის მიმართ. გარდა აღნიშნულისა დაზარალებულის ჩვენების სიცხადეს და დანაშაულებრივი ქმედების ფაქტის არსებობას ადასტურებს, საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ: 2018 წლის 18 სექტემბერს ო---------–--–---–ის მიერ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------------------–---ში წარდგენილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული სტატუსი და მასზე გაკეთებული კომენტარების „სქრინშოთი“, რომელზედაც დაზარალებული განმარტავს, რომ სწორედ აღნიშნული გახდა ბრალდებულის მხრიდან აგრესიის გამომწვევი მიზეზი, რომელზედაც მან გარკვევით ისაუბრა დაკითხვისას, ასევე საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 29 სექტმებრის, პირის ამოცნობის ოქმი, რომელშიც ამოსაცნობად წარდგენილ იყვნენ მონაწილე პირები ი-----–---------ია, ჯ----–----------ე და ასევე მოწმე პ-----------–--ე, ხოლო ამომცნობი იყო ო---------–--–---–ი, რომელმაც ამოიცნო მასზე ფიზიკური ძალადობის განმახორციელებელი პირი პ-----------–--ე. რაც შეეხება ე--------------ის ჩვენებას, რომელმაც საერთოდ უარყო ძალადობრივი ქმედება, სასამართლო მას ვერ გაიზიარებს, რადგან საპირისპიროს ადასტურებს საქმეში არსებული როგორც პირდაპირი ასევე ირიბი მტკიცებულებათა ერთობლიობა.
2.22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).
2.23. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვა ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა.
2.24. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან გამოკვლეული მასალები შეიცავენ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს პ-----------–--ის მსჯავრდებისათვის.
2.25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული ო---------–--–---–ი და მოწმეები ვ-–----------------ა და მ----------------–---–ი სასამართლოს აძლევენ პირდაპირ ჩვენებებს პ-----------–--ის წინააღმდეგ.
2.26. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 1 სექტემბერს, თბილისში, კ----------------------ში, პ-----------–--ემ ო---------–--–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, პ-----------–--ემ ო---------–--–---–ს დაარტყა მუშტი სახეში, რის შედეგადაც ო---------–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3.სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ძალადობა, რომელიც გულისხმობს ცემას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებულ ,,ძალადობაში“ კანონმდებელი მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.
3.5. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში (ცემა, ან სხვაგვარი ძალადობა), შედეგში (დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ბრალდებულ პ-----------–--ის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს.
3.6. ამდენად, საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია პ-----------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ პ-----------–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
3.7. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
პ-----------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5.2. სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულისთვის დანიშნული სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად, პ-----------–--ეს საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. სწორედ დანიშნული სასჯელი იქნება პ-----------–--ისათვის შემაკავებელი ხასიათის და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პ-----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
პ-----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
მსჯავრდებულ პ-----------–--ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
საგამოძიებო ექსპერტიმენტის დროს გადაღებული ფოტოები დატანილი 1(ერთ) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართის საქმეს, ასევე მაღაზია „ნ-------ს“ გარესამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი დატანილი 1(ერთ) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ელენე გოგუაძე