განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/803-19
№00----------
08 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------–---–-------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ-–--------, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ვა-------------–---–------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-------------------–-----------------------------------ში (პირადი №1----------)
ადვოკატი - ო---------–---, ვ---------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 29 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 2------------ს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.თბილისში, დ------------–-----------------–-----------------------------------ში ლ-–--------მ დანის გამოყენებით მეუღლის ძმას ვ-–---------------- მიაყენა დაზიანებები თხემის მიდამოში, გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედის გარეთა ზედაპირზე, მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსარში და მარცხენა ბარძაყის ქვემო მესამედის გარეთა ზედაპირზე. დაზიანებები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ბრალდებულმა ლ-–--------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ სცნო.
2.2. დაზარალებულმა ვ-–---------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 2------------ს შელაპარაკება მოუვიდა სიძესთან ლ-–--------სთან. შელაპარაკება გადაიზარდა ჩხუბში. გაშველებას ცდილობდნენ ქ-------------- და ი-----–-----------–---. ძიძგილაობის დროს იგრძნო დარტყმა, შებარბაცდა. ამ დროს ლ-–--------ს ხელში ეჭირა მოშავო ფერის დანა, რომელიც რამდენჯერმე დაარტყა.
2.3. მოწმე ქ--------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მეუღლესთან ლ-–--------სთან ერთად ცხოვრობდა ქ. თ---–--–-----------------------------------–-----------------------------------ში. 2018 წლის 2------------ს ვ-–---------------- და მის მეუღლეს ლ-–--------ს მოუხდათ შეკამათება. დაპირისპირება გადაიზარდა ჩხუბში. ი-----–-----------–---სთან ერთად ცდილობდა გაეშველებინა მოჩხუბრები. ძიძგილაობის დროს დაეცნენ იატაკზე, რა დროსაც დაკარგა გონება.
2.4. მოწმე ი-----–-----------–---მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 2------------ს მეუღლეს - ვ-–---------------- და ლ-–--------ს მოუვიდათ შეკამათება, რომელიც გადაიზარდა ჩხუბში. ქ--------------სთან ერთად ცდილობდა გაეშველებინა ისინი. კონფლიქტის დასრულების შემდეგ ვ-–---------------- დაზიანება ჰქონდა თავზე და მარცხენა ფეხის არეში. დაზიანება გულმკერდის არეში დააფიქსირა გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ.
2.5. მოწმე ნ----------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. თ---–-------------------------------------–-----------------------------------ში. დაზარალებული ვ-–--------------ა არის მისი შვილი. მათთან ერთად ასევე ცხოვრობს ქალიშვილი ქ-------------- და მისი მეუღლე ლ-–-------- და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2018 წლის 2------------ს, სამსახურში ყოფნისას დაუკავშირდა ვ-–--------------ა და აცნობა, რომ ჩხუბის დროს ლ-–--------მ დაარტყა დანა.
2.6. მოწმე შ-----------–------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს კლინიკა „--------–--- 2018 წლის 2------------ს კლინიკაში შეიყვანეს ვ-–--------------ა რომელსაც აღენიშნებოდა ჭრილობები.
2.7. სასამართლოს დასკვნა ლ-–--------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა ზემოთ განხილული მტკიცებულებებისა დასტურდება მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე, კერძოდ:
2.8. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილს წარმოადგენს ქ. თ---–-------------------------------------–-----------------------------------. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა: ორი ცალი ანაწმენდი საკონტროლო ნიმუშებთან ერთად, ერთი ცალი შავი ფერის სპორტული შარვალი, ღია ფერის ტილო, დიდი ზომის დანა მოყავისფრო ტარით და მცირე ზომის დანა მოწითალო ფერის ხის ტარით.
2.9. 2018 წლის 2-----------ის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ქ--------------საგან ამოღებული იქნა მოთეთრო ფერის ნაქსოვი, გრძელ მკლავიანი ჯემპრი, რომელსაც მარჯვენა მკლავზე და უკანა მხარეს ამჩნევია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები.
2.10. 2018 წლის 2-----------ის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 2------------ს, ქ. თბილისი, დ-------–-----–---------------------–-------------–----- „ვი------ში“, შ-----------–------საგან ამოღებულ იქნა ვ-–---------------- ტანსაცმელი და მოთეთრო ფერის ტილოს ნაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით.
2.11. ლ----------------–--------–-----------------–-----------------------------–- ბიუროს 2019 წლის 2-----------–-- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ შპს „ვი------ი“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N----- და ამავე დაწესებულების ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N-------- - ის ჩანაწერების მიხედვით ვ-–--------------ა აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 2--12.1--–--–----------------------------–----–--------------–-–-------- საათზე.
სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით ვ-–---------------- აღენიშნება დაჟეჟილი ჭრილობა თხემის მიდამოში კანქვეშა ჰემატომით, ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ მეცხრე ნეკნის საპროექციოდ ლავიწშუა (მედიოკლავიკულურ) ხაზზე. ასევე ნაკვეთი ჭრილობები: მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედის გარეთა (ლატერალურ) ზედაპირზე, მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრის საპროექციოდ და მარცხენა ბარძაყის ქვემო მესამედის გარეთა (ლატერალურ) ზედაპირზე.
დაზიანება თხემის მიდამოში არსებული დაჟეჟილი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2--12.2018 წლის თარიღს.
ნაკვეთი ჭრილობები განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან 2--12.2018 წლის თარიღს.
ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა ბარძაყის ზემო და ქვემო მესამედის გარეთა (ლატერალურ) ზედაპირებზე მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრის საპროექციოთ, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლით თუ მოუშლელად აღნიშნულის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია, ვინაიდან სამედიცინო საბუთში არ არის სრულად აღწერილი აღნიშნული ჭრილობის მორფოლოგიური სურათი.
2.12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პარაგრაფი 32).
2.13. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2018 წლის 2------------ს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. თბილისში, დ------------–-----------------–-----------------------------------ში ლ-–--------მ დანის გამოყენებით მეუღლის ძმას ვ-–---------------- მიაყენა დაზიანებები, თხემის მიდამოში, გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედის გარეთა ზედაპირზე, მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსარში და მარცხენა ბარძაყის ქვემო მესამედის გარეთა ზედაპირზე. დაზიანებები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას იხელმძღვანელა კანონმდებლის მიერ დაწესებული, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სამართლებრივი სტანდარტით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ისეთი დანაშაული, როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. შესაბამისად, მოცემული დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რომ სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით) მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე-1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე-2551, 3811 და 381 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები არიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს - 2018 წლის 2------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 2---------------- მოქმედი რედაქციით) კრიმინალიზებული იყო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ექვსი თვიდან ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 30 ნოემბრის საქართველოს კანონით ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ამოქმედდა 2018 წლის 29 დეკემბრიდან) ცვლილება შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლში, კერძოდ სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, რომელიც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3.5. სასამართლო უთითებს, რომ სისხლის სამართლის კანონის უკუძალის პრინციპიდან გამომდინარე ლ-–--------ს მსჯავრი უნდა დაედოს დანაშაულის ჩადენის დროს არსებული უფრო მსუბუქი კანონით. შესაბამისად, ლ-–--------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 29 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლზე (2018 წლის 2---------------- მოქმედი რედაქცია) და შეეფარდოს ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით სამართლიანი სასჯელი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ლ-–--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ლ-–--------ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 2---------------- მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
5.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს.
5.6. მოცემულ შემთხვევაში ლ-–--------ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლ-–--------ს მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ზოგადი და სპეციალური პრევენციული მიზნების მიღწევა, დამნაშავე პირთა რესოციალიზაცია, მათ მიერ დანაშაულის უარყოფითი შედეგების გააზრება, თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების გათავისება და მსხვერპლთათვის სამართლიანობის განცდის უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება ლ-–--------ს მიმართ სასჯელად მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პირობებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ-–--------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 29 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლზე (2018 წლის 2---------------- მოქმედი რედაქცია).
ლ-–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ლ-–--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 13 იანვრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
შარვლები, ერთი ცალი ტილო, ჯემპრი, სვიტერი, წინდები, მაისური, ტრუსი, მაისური და ნაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილს პირს.
ორი ცალი ანაწმენდი საკონტროლო ნიმუშთან ერთად, ერთი ცალი დიდი ზომის და ერთი ცალი მცირე ზომის დანა, სისხლის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი