განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/2301-19
(0------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 აგვისტო, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ რ--------------ის,ბრალდებულ ე-----------–---–ის,ადვოკატ ნ-----------–-–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-----------------------–---–-------------------- - დაბადებულის 1----–-–--------------- რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ-------–-----------------–---–----------------------------------–- - მიმართ, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ე-----------–---–ს ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რაც გამოიხატება შემდეგში:
2019 წლის 12 აპრილს, ტაქსის მძღოლმა თ------------ემ ე-----------–---–ი მიიყვანა ქ. თბილისში, ქავთარაძის ქუჩა N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ე-----------–---–მა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თითქოსდა დასარეკად ტელეფონი სთხოვა თ------------ეს, რის შემდეგაც მოტყუებით დაეუფლა ამ უკანასკნელის 140 ლარად ღირებულ „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ე-----------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: თ------------ის, დ---------------ის და კა-----------------ნის გამოკითხვის ოქმები, ტელეფონისა და სალომბარდე ხელშეკრულების ამოღების ოქმები, ამოცნობის ოქმი, ე-----------–---–ის აღიარებითი ჩვენება და საქმეში არსებული სხვა მასალები) ერთობლიობა ე-----------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, მტკიცებულებები გახადა უდავო, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; მობილური ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუბდება დაზარალებულს, რითაც მას ფაქტობრივად აუნაზღაურდება მიყენებული ზიანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. მოუხდელი სასჯელის ნაწილი მიემატოს ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ე-----------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
გაუქმდეს ე-----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
ე-----------–---–ი დაკავებული იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში.
ე-----------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 09 აგვისტოდან.
ე-----------–---–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 19 აპრილიდან 2019 წლის 03 მაისის ჩათვლით
ნივთიერი მტკიცებულები:
თ------------ისაგან ამოღებული ხელჩანთა, მასში მოთავსებული ნივთებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
კა-----------------ნისაგან ამოღებული შავი ფერის „სამსუნგის“ ფირმის ტელეფონი, რომელიც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი