განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/213-19
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ივლისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელიას მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ----------–-----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-----–----------–---–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1----–-–---------------ს, ნასამართლობის არ მქონე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ვ----------------------------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები : თბილისი, გ---------–---–-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქ/პ;
დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
ბრალდებული - ა-------------ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1----–-–----------ს, ნასამართლობის არ მქონე, დასაოჯახებელი, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები : თბილისი, ვ------------------------------------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქ/პ;
დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 3 აგვისტოს შუადღის საათებში, თბილისში, ს--–--–-----------ში მდებარე სუპერმარკეტ „ კ---------ის “ მიმდებარე ტერიტორიაზე, ა------------ემ და ი-----–----------–---–მა თავის, სახისა და ტანის არეში ხელ-ფეხის რამდენჯერმე დარტყმით სცემეს ლ-–--------–-–---–ს, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ი-----–----------–---–მა და ა------------ემ ჩაიდინეს დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი-----–----------–---–ის და ა------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა როგორც სადავო მტკიცებულებებად, რის გამოც საქმის არსებითი განხილვისას სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა. დაკითხულ იქნა დაზარალებული ლ-–--------–-–---–ი და მოწმე მ----–---–-----ე.
საქმის არსებითი განხილვისას, მტკიცებულებების ნაწილის გამოკვლევის შემდგომ, ბრალდებულებმა იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები მიჩნეულ ყოფილიყო უდავოდ, ვინაიდან ბრალდებულები აღიარებდნენ და ინანიებდნენ მათ მიერ ჩადენილ ქმედებას და მათ აღარ სურდათ მტკიცებულებათა გამოკვლევა და მოითხოვეს, რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს, რასაც ასევე დაეთანხმა ბრალდების მხარე. შესაბამისად საქმეში არსებულ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით დასტურდება შემდეგი:
დაზარალებულ ლ-–--------–-–---–ის ჩვენების თანახმად, ის იცნობს ბრალდებულებს, წარსულში მას სამსახურეობრივი კავშირი ჰქონდა ი-----–----------–---–თან, ხოლო ბრალდებული ა------------ე შემთხვევის დღეს გაიცნო. დასაქმებულია მაღაზია „კ---------ში“ ს----------–ოს ფილიალში (მის: ც--–--------) მიმღები დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე, არის სუპერვაიზერი. 2018 წლის 3 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში და ჩვეულ რეჟიმში ახორციელებდა მის უფლება-მოვალეობას, რა დროსაც მაღაზიის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ შპს „კ-----“-ს დისტრიბუტორები, ი-----–----------–---–ი და ა------------ე, რომლებმაც მოახდინეს პროდუქციის მიწოდება მაღაზიისათვის, გაირკვა, რომ არსებობდა დარღვევა, რაზეც მოახდინა შესაბამისი რეაგირება და ასევე შეატყობინა გვერდით არსებულ „კ---------ის“ ფილიალს, რომ ანალოგიური ხასიათს დარღვევა მათთანაც არ მომხდარიყო. დაახლოებით 30 წუთში შემოესმა ხმა, ეძახდნენ, როგორც გაირკვა მასთან მივიდნენ ი-----–----------–---–ი, ა------------ე და მისთვის უცნობი პიროვნება, რომლებმაც უთხრეს რომ ჰქონდათ მასთან სასაუბრო, რაზედაც გაიყვანეს მაღაზიიდან მოშორებულ ტერიტორიაზე სადაც ი-----–----------–---–მა ჰკითხრა თუ „რა გააკეთა?“ რაზეც მას პასუხი არ გაუცია, რის შმდგომაც მის წინ მდგარმა ირაკლიმ მარჯვენა ხელი დაარტყა მას საფეთქლის მიდამოში, რა დროსაც გაინცადა ძლიერი ტკივილი, ი-----–-- გვერდით მდგარმა უცნობმა პიროვნებამაც გაარტყა მას ხელი რის შემდგომაც მის ზურგს უკან მდგარმა ა------------ემაც დაარტყა, რა დროსაც იგრძნო ტკივილი ზურგის არეში. ზემოაღნიშნული სამი პიროვნება აგრძელებდნენ მის ცემას ხელ-ფეხის გამოყენებით ტანის არეში. მას არ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა ა------ისათვის რადგანაც მის წინ არსებული პიროვნებებიდან ერთი საყელოზე ეჭირა, ხოლო მეორე მკლავზე. შემდგომ უკვე მოხდა მათი გაშველება, საბოლოოდ კი ისინი შერიგდნენ.
მოწმე მ----–---–-----ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს დასაქმებული იყო კომპანია მაგისტრში დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე და იცავდა ს----------–ოზე არსებულ „კ---------ის“ ობიექტს. შესვენებაზე გასვლის დროს შეამჩნია, რომ ორი პიროვნება საუბრობდა ერთმანეთში, რომელთაგან ერთ-ერთ დაზარალებული ლ-–--------–-–---–ი იყო. მან დაინახა, რომ საუბრისას ლ-–--------–-–---–ს მისთვის უცნობმა ორმა პიროვნებამ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მას არ ახსოვს უშუალოდ რა ადგილებში სცემდნენ ლ-–--------–-–---–ს.
თავად ბრალდებულებმა ი-----–----------–---–მა და ა------------ემ თავი ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოხატეს სინანული მომხდარის გამო, თუმცა მათ დააფიქსირეს, რომ ლ-–--------–-–---–ის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობდნენ მხოლოდ თავად და სხვა მესამე პირს ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
ბრალდებულ ი-----–----------–---–ის და ა------------ის ბრალეულ ქმედებას ადასტურებს ასევე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობა: გ----------------ის, ზ---------–---–-იას გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ადასტურებენ ი-----–----------–---–ის და ა------------ის მიერ ლ-–--------––---–ის მიმართ ძალადობრივი ქმედების ჩადენას. დაზარალებულ ლ-–-------–-–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მას ი-----–----------–---–მა ხელი დაარტყა საფეთქელში, მასვე ა------------ემ დაარტყა ზურგის არეში, ასევე მათთან ერთად იმყოფებოდა მესამე უცნობი პირი და აგრძელებდნენ მის ცემას ხელების და ფეხების გამოყენებით, რის გამოც ორივე შემთხვევაში იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი, აღნიშნული დადასტურებულია ასევე 2018 წლის 10 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N---------, რომლის თანახმადაც, ლ-–--------–-–---–ის პირადი შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაიზანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. კერძოდ, მარცხნივ კეფის მიდამოში ნჭდევი ზომით 1.5 1 სმ, ირგვლივ სისხლნაჟღენთი, ზომით 2,5 2 სმ. კეფაზე ცენტრალურად ნაჭდევი, ზომით 0,5 0,3 სმ, მარკვნივ კეფის არეში ნაჭდევი ზომით 0,5 0,5 სმ, თხემის მიდამოში ცენრტალურად ნჭდევი, ზომით 1 0,5 სმ. მარცხენა თვალბუდის ზედა ქუთუთოზე სისხნაჟღენთი 2 1,5 სმ. მარცხენა მხრის წინა ზედაპირზე შუა მესამედში სისხლნაჟღენთი ზომით 1,5 0,7სმ.
ასევე დაზარალებულ ლ-–--------–-–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება დაადასტურა, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე მ----–---–-----ემ, თუმცა მან მიუთითა, რომ ძალადობრივ ქმედებას ახორციელებდა მხოლოდ ორი პირი და სხვა მესამე პირის არსებობაზე მას არაფერი განუცხადებია.
გამოძიების ეტაპზე დაკითხულმა მოწმეებმა ზ---------–---–-იამ და გ----------------ემ, რომელთა ინფორმაციები მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე უდავოდ იქნა მიჩნეული, დაადასტურეს ასევე, ძალადობრივი ქმედების განხორციელების ფაქტი, ა------------ის და ი-----–----------–---–ის მხრიდან ლ-–--------–-–---–ზე, თუმცა არცერთი მოწმე არ მიუთითებს ძალადობრივ ქმედებაში მონაწილე მესამე პირზე.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ი-----–----------–---–ის და ა------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულების ი-----–----------–---–ის და ა------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან ძაალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ქმედებაში (ცემაში ან ძალადობაში); ბ) შედეგში (დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის გამოწვევა) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აქვე სასამართლო მიუთითებს, რომ ამგვარი კატეგორიის დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედება ჩადენილი ჯგუფურად. ბრალდების მხარის მიერ ბრალის დადგენილებაში მითითებულია, რომ ბრალდებულებმა ი-----–----------–---–მა და ა------------ემ დანაშაული ჩაიდინეს ჯგუფურად, სხვა გამოძიებით დაუდგენლ მესამე პირთან ერთად, ამ გარემოებასთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებით, მხოლოდ დაზარალებული ლ-–--------–-–---–ი მიუთითებს, ძალადობრივი ქმედების განხორციელების დროს ი-----–--თან და ა------თან ერთად მესამე პირის არსებობის თაობაზე, თუმცა როგორც გამოძიებაში ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებენ და უთითებენ რომ ლ-–--------–-–---–ის მიმართ ძალადობრივი ქმედების განხორციელების დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მხოლოდ ბრალდებულები ა------------ე და ი-----–----------–---–ი, რასაც ასევე უთითებენ თავად ბრალდებულებიც, რომ მათთან ერთად სხვა მესამე პირი დანაშაულის ჩადენის დროს არ ყოფილა. ამრიგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულება (მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება) აჩენს ეჭვს, რომ ბრალდებულებთან ერთად დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებდა მესამე პირიც, რასაც გამორიცხავენ სხვა თვითმხილველები, სასამართლოს განმარტავს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ი-----–----------–---–ის და ა------------ის დამნაშავედ ცნობისათვის და მათთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–----------–---–მა და ა------------ემ მათ მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინეს - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რის გამოც ისინი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი-----–----------–---–ის და ა------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელ გარემოება არ გააჩნიათ.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებუების ი-----–----------–---–ის და ა------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ი-----–----------–---–ს და ა------------ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 180-დან 240 საათამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთას ვადით 2 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო მოცემული მუხლის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
სასამართლომ ასევე აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულების ი-----–----------–---–ის და ა------------ის სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ.
იმისათვის, რომ დამნაშავე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ი-----–----------–---–ის და ა------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და მათ დაუნიშნავს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვლებათ პირობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი-----–----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ ი-----–----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
ა------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ ა------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ი-----–----------–---–ს და ა------------ეს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოთ პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულების მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისსამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
საგამოძიებო მოქმედების დროს ლ-–--------–-–---–ისაგან ამოღებული პერანგი, სამკერდე ბეიჯი, ზონარი და მოწმობა (რომელიც ინახება ვ---------------–----------------–--------–-–-------- განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთ) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართის საქმეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ელენე გოგუაძე