განაჩენი

სისხლის სამართლის 22.07.2019
საქმის ნომერი
330100119002911115
თარიღი
22.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1260-19

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ივლისი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ზ--------------–ია,დაცვის მხარე:

ბრალდებული - თ--------------–---–ი, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის არ მქონე, დასაოჯახებელი, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ---------–-------------------------------------------

 

ადვოკატი - ლ----–--------ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი

 

დისპოზიცია: სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, თბილისში, გ-–----–-----------------------ში, თ--------------–---–მა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ხელი გაარტყა სახის არეში ე--------------–---–სა და ვ----------–------ს, რის შედეგადაც ორივე მათგანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა თ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:

 

დაზარალებულმა ე--------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ თ--------------–---–ი გაიცნო ,,ფეისბუქის“ საშუალებით და 2017 წლიდან დაიწყეს ურთიერთობა, თავიდან მეგობრობდნენ, შემდეგ ჰქონდა ახლო სქესობრივი ურთიერთობა და დარჩა ორსულად. თ--------------–---–ი წავიდა პ---–------ში ვითომ ბავშვისთვის მომავლის შესაქმნელად. ამ ყველაფრის გამო მოეშალა მუცელი როდესაც იყო 6 თვის ორსული. თ--------------–---–ი პ---–------იდან ჩამოსვლის შემდეგ, 2019 წლის იანვრის თვეში მიდიოდა მასთან და რჩებოდა ხოლმე დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში. თ--------------–---–ი ეუბნებოდა, რომ ის იყო მისი ცოლი. 2019 წლის 4 თებერვალს მასთან მივიდა თ--------------–---–ი. მანამდე მასთან სტუმრად იყო ჩამოსული ბიძაშვილი ვ----------–------ი და პირად საქმესთან დაკავშირებით გავიდნენ სავაჭრო ცენტრ ,,--------–--თან“. სახლში დარჩა ტელეფონი. თ--------------–---–მა ნახა ,,სმს“-ები და გამოტოვებული ზარები და ითხოვდა მისგან პაროლს, რომ სრულად ენახა მიმოწერა. არ მისცა პაროლი. ბრალდებული ამაზე გაბრაზდა, დაუწყო გინება, მანაც მიაყენა შეურაცხყოფა, ამაზე გაბრაზდა თ--------------–---–ი, სახეში შეაფურთხა და შემდეგ გაარტყა მარცხენა მხარეს ლოყაში ერთხელ, რა დროსაც განიცადა ტკივილი, მაგრამ დალურჯება არ ჰქონია. მისი ბიძაშვილი ჩადგა შუაში და დამშვიდნენ. შემდეგ ვ----------–------ი გავიდა საძინებელში. მასთან მივიდა ბრალდებული და ყვირილით უთხრა, იცოდა თუ არა ის ფაქტი, რომ ე-----ის ბიჭებთან ჰქონდა მიმოწერა. ვ----------–------მა უთხრა თ------ს, რომ ტონს დაუწიეო. ამაზე გაბრაზდა თ--------------–---–ი და ისე დაარტყა ვ----------–------ს ლოყაზე, ზუსტად ვერ დაინახა ადგილი, რომ წაიქცა და დაეცა ძირს იატაკზე. შემდეგ თ----- წავიდა და დაემუქრა, რომ პოლიციას მიიყვანდა და დააჭერინებდა მის თავს რადგან იყო საიტზე დარეგისტრირებული და ეწეოდა პროსტიტუციას. ის და მისი ბიძაშვილი წავიდნენ ხ------–---–ის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში, საიდანაც გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. პატრულმა გადაამისამართა გლდანის პოლიციაში. ამის შემდეგ თ--------------–---–ი ეკონტაქტებოდა, სთხოვდა გირაოს თანხის გადახდას, ეუბნებოდა რომ თავს მოიკლავდა. ბრალდებულის მეგობარიც დაემუქრა მოკვლით. თ--------------–---–ი ეუბნებოდა, რომ მის სასარგებლოდ მიეცა ჩვენება, რაზედაც უარი უთხრა. ამის გამო თ--------------–---–მა მის მამას უთხრა ყველაფერი, რის გამოც ოჯახთან გაუფუჭდა ურთიერთობა და ყველა დაკარგა. ძალიან ცუდად გრძნობს თავს, ბევრი სტრესი გადაიტანა, მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი და ითხოვს ბრალდებულის სათანადო დასჯას.

 

დაზარალებულ ვ----------–------ის ჩვენების თანახმად 2019 წლის 3 თებერვალს დარჩა ე-------------–---–თან, გ-–----–--------------------------ში, რადგან მეორე დღეს უნდა ეშოვა სამსახური და ე-------------–---–ი უნდა გაყოლოდა. დღის პირველ ნახევარში, სადღაც 12:00 – 13:00 საათისკენ მივიდა თ--------------–---–ი. ისაუბრეს სხვადასხვა თემებზე. მან და ე-------------–---–მა გადაწყვიტეს წასულიყვნენ ,,ქ-------–-ში“ სამსახურის საშოვნელად. 8 საათისკენ დაბრუნდნენ სახლში. თ--------------–---–ს ამ დროის განმავლობაში უპოვია ე-------------–---–ის ტელეფონი, რომლის პაროლსაც ე-------------–---–ი არ ეუბნებოდა და თ--------------–---–ი ითხოვდა, რომ ე-----ს პაროლი ეთქვა. თ------ი გადავიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ე-------------–---–მაც უპასუხა შეურაცხყოფით, ამაზე გაბრაზდა თ------ი, გამოემართა ე-----ისკენ, შეაფურთხა და სახეში გაარტყა ერთხელ ხელი. მან სცადა დაემშვიდებინა სიტუაცია. თ------მა უთხრა, რომ მისი საქმე არ იყო და გასულიყო ოთახიდან. გავიდა ოთახში და ჩამოჯდა ლოგინზე. ე-------------–---–მა და თ--------------–---–მა განაგრძეს კამათი. გაირკვა, რომ ე-------------–---–ი რამდენიმე პარტნიორს ემესიჯებოდა. თ--------------–---–ი მასთან შევიდა ოთახში და კითხა, იცოდა თუ არა მან ეს ყველაფერი. ის ფეხზე წამოდგა, უპასუხა თ------ს რომ იცოდა და ტონისთვის დაეწია. ამ დროს თ--------------–---–მა მარჯვენა ხელი დაარტყა მარჯვნივ, თავის არეში, ყურთან. დარტყმა ისეთი ძლიერი იყო, მოწყვეტით დაეცა ძირს. რის გამოც განიცადა ტკივილი. შემდეგ ჩაერია ე----- ჩ-------–---–ი, რომ დაენებებინა მისთვის თავი. თ--------------–---–ი ამასობაში აყენებდა შეურაცხყოფას, ეძახდა ,,მამაშას“ და ეუბნებოდათ რომ მიიყვანდა საპატრულო პოლიციას და დააჭერინებდა მათ თავს. თ--------------–---–ის ქმედებით მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

ბრალდებულმა თ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ე-------------–---–ი გაიცნო დაახლოებით 3 წლის წინ საიტზე ,,ქალი გამოძახებით“. დაახლოებით თვეში 2-3-ჯერ ჰქონდა ურთიერთობა თავიდან, ხოლო შემდეგ სამ თვეში ერთხელ ჰქონდა ურთიერთობა. 2019 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 4-5 საათისკენ გამოვიდა სამსახურიდან, მუშაობდა კაზინოში. გლდანში მივიდა ე-------------–---–თან სახლში, რადგან ე-----მა მიწერა, რომ სასმელი ჰქონდათ და გასულიყო. გარდა ამისა სურდა დალაპარაკებოდა ე-----ს, რადგან ე-----ი დედამისს წერდა ხოლმე. სახლში ე-----მა გააცნო ვ----------–------ი, როგორც მისი ნათესავი. ცოტა ხანში ე-----მა და ვ-----ამ უთხრეს, რომ სამსახურის საძებნელად აპირებდნენ გასვლას. წავიდნენ და მალევე მობრუდნენ, დაახლოებით 30-35 წუთში. სანამ გასულები იყვნენ ე-----ი და ვ-----ა, იმ პერიოდში რეკავდა ე-----ის ტელეფონი და ეწერა „სასტუმრო მამაშა“. ოთხი ზარი იყო შემოსული მისგან. ამასთან დაკავშირებით ჰკითხა ე-------------–---–ს ვინ ურეკავდა, ე-----მა მას უთხრა, რომ ისევ საქმიანობდა. კონფლიქტი მოუვიდათ ასევე იმასთან დაკავშირებით , რომ წერდა დედამისს და ეუბნებოდა რომ მისი ცოლი იყო, რასთან დაკავშირებითაც აფრთხილებდა, რომ აგარ მიეწერა დედამისისთვის. ე-----მა უპასუხა, რომ „მე ვისაც მინდა იმას მივწერო“. შემდეგ მიტრიალდა ქურთუკი აიღო, გადაიხვია ხელზე და გამოვიდა კარებთან. კარი ჩაკეტილი იყო შიგნიდან. მან სთხოვა ე-----ს რომ კარი გაეხსნა. ე-------------–---–ი რომ მივიდა კარებთან უწმაწურად ელაპარაკა, მან ისევ გაუმეორა ე-----ს, რომ დედამისისთვის არ მიეწერა, რადგან დედა იყო ავად და შეაგინა. ამასობაში ე-----ი არ ხსნიდა კარებს, თან დედამისს ცუდად მოიხსენიებდა, ყვიროდა რამდენიმე წუთის განმავლობაში. როგორც იქნა ე-----მა გახსნა კარი და მან უთხრა რომ წავიდოდა პოლიციაში და ეტყოდა რასაც აკეთებდნენ. ე-----ი აგრძელებდა საუბარს დედამისზე, ამაზე იგი ისევ შებრუნდა სახლში და კვლავ დაუწყო საუბარი, რომ არ დაკონტაქტებოდა დედამისს, ისევ რომ დააპირა ბინიდან გასვლა ამ დროს ე-------------–---–ი უკნიდან მიეკრა და ეუბნებოდა მიყვარხარო. იგი იშორებდა ე-----ს, მაგრამ იგი ისევ ეჯაჯგურებოდა, რა დროსაც ხელი დაიქნია ასე, რომ ვთქვათ ,,დაიფერთხა“ ხელი ე-----ის თავიდან მოშორების მიზნით და გამოაღო შესასვლელი კარი. როდესაც ხელი ,,დაიფერთხა“ მაგ დროს მოხვდა ე-----ს მისი ხელი სახეზე. შემდეგ გამოვიდა ვ-----ა და ცდილობდა განემუხტა სიტუაცია. ამ დროს კარებს მიარტყა ხელი, მოტრიალდა და ეხლა უკვე ხელზე ე-----ი და ვ-----ა ერთად ჩამოეკიდნენ. ვ----------–------ისთვის ხელი არ დაურტყამს, ხოლო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როდესაც გამოვიდა ე-------------–---–ისგან მას დაზიანებები ჰქონდა ყელზე.

 

2019 წლის 4 თებერვლის N------ შეტყობინების თანახმად დასტურდება, რომ ინიციატორ ე----- ჩ-------–---–ს შეყვარებული გაუსწორდა ფიზიკურად როგორც მას, ასევე მის ნათესავს და სურს საჩივრის დაწერა აღნიშნულის გამო. (ს.ფ. 2)

 

2019 წლის 4 თებერვლის N------ შეტყობინების თანახმად, თბილისში, გ-–----–----------–---–----------თან მოქალაქეების ე-------------–---–ის (დაბ. 1----–--–ს) და ვ----------–------ის (დაბ. 1----–--–ს) განცხადებით თბილისში, გ-–------------------------ში თ--------------–---–მა მიაყენა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. (ს.ფ. 3)

 

2019 წლის 5 თებერვლის N------ შემაკავებელი ორდერის თანახმად, 2019 წლის 4 თებერვალს თ--------------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ე-------------–---–ს, რის გამოც მოძალადეს 30 დღით აეკრძალა მსხვერპლის სახლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, ასევე თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. (ს.ფ. 9-12)

 

ე----- ჩ-------–---–ი და ვ----------–------ი გამოძიების ეტაპზე ცნობილნი იქნენ დაზარალებულებად (ს.ფ.30-36)

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ ბრალდებულის სახით ცნობილი იქნა თ--------------–---–ი (ს.ფ.38-40)

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის შესავალ ნაწილში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:

 

მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2019 წლის 4 თებერვალს დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თბილისში, გ-–----–-----------------------ში თ--------------–---–სა, ე----- ჩინდაშვილსა და ვ----------–------ს შორის მოხდა შელაპარაკება, რაც უკავშირდებოდა როგორც ე----- ჩ-------–---–ის სატელეფონო მიმოწერებს, რომელიც ნახა თ--------------–---–მა, ასევე იმას, რომ არ მიეწერა ე-----ს თ------ის დედისათვის გაურკვეველი და ცრუ ინფორმაციები.

 

დაზარალებულებმა ე----- ჩ-------–---–მა და ვ----------–------მა ერთმნიშვნელოვნად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად ისაუბრეს იმის შესახებ, რომ 2019 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, თბილისში, გ-–----–-----------------------ში, თ--------------–---–ი სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკურად გაუსწორდა ე----- ჩ-------–---–სა და ვ----------–------ს, კონფლიქტის მიზეზი გახდა ე-----ის ტელეფონში არსებული გაურკვეველი ზარები, რა დროსაც თ------ი სთხოვდა ე-----ს აეხსნა თუ ვინ ურეკავდა მას, ასევე სთხოვდა პასუხს იმის თაობაზე, თუ რატომ ეკონტაქტებოდა დედამისს და რატომ აწვდიდა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს ის იყო მისი მეუღლე. ე----- ჩ-------–---–მა ასევე თავად დაადასტურა, რომ მანაც მიაყენა თ------ს სიტყვიერი შეურაცხყოფა რაზედაც გაბრაზებულმა თ------მა სახეში გაარტყა, რაც ეტკინა, სიტუაციის განმუხტვის მიზნით ვ----------–------ი ჩაერია ე-----ისა და თ------ის კამათში და ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ვ----------–------ს ასევე თ------მა სახეში გაარტყა ხელი. თავად ვ----------–------ის ჩვენებიდან რომელიც მან სასამართლოს მისცა - თ------ის დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ იგი მოწყვეტით დაეცა იატაკზე, რა დროსაც იგრძნო ტკივილი, აღნიშნულს ასევე ადასტურებს ე----- ჩ-------–---–ი. თავად ბრალდებული არ უარყოფს სიტყვიერ დაპირისპირებას დაზარალებულებთან, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით თავდაპირველად სასამართლოში საქმის განხილვის საწყის ეტაპზე მან თავი დამნაშავედ ცნო მხოლოდ ე----- ჩ-------–---–ის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებაში და საერთოდ უარყო ვ----------–------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ძალადობრივი ქმედების ჩადენა, ხოლო ბრალდებულის დაკითხვისას საქმის განხილვის საბოლოო ეტაპზე მან განმარტა, რომ ძიძგილაობის დროს ხელზე ეკიდებოდნენ ვ-----ა და ე-----ი და ხელიდან მათი ე.წ. „ჩამოფერთხვის“ დროს ე-----მა ალბად მაშინ მიიღო დაზიანება, თუმცა ვ-----ასათვის არ დაურტყამს ხელი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს თ--------------–---–ის ჩვენების იმ ნაწილს, რომ მან ხელის „დაფერთხვით“ შეეცადა მოეშორებინა ე----- ჩ-------–---–ი და ვ----------–------ი, რადგან საპირისპიროს უთითებენ დაზარალებულები, ასევე თავად ბრალდებულის მიერ სასამართლოში მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მას ე----- ჩ-------–---–თან არც თუ ისე კარგი დამოკიდებულება აქვს, რადგან თავს თვლიდა დამცირებულად, როცა ე-----ი მის სამეგობრო წრეს სოციალურ ქსელში უგზავნიდა ცრუ ინფორმაციებს მათი ახლო ურთიერთობის თაობაზე, ასევე ძალიან მტკივნეულად აღიქვამდა თ------ი ე----- ჩ-------–---–ის მხრიდან დედამისთან გაგზავნილ შეტყობინებებს, სადაც ე-----ი დედამისს წერდა, რომ ის იყო თ------ის ცოლი და იგი მისგან იყო ფეხმძიმედ, ბრალდებულმა არაერთხელ ახსენა, რომ ყავდა ავადმყოფი დედა, რომელიც ამ ფაქტს ძალიან განიცდიდა, შესაბამისად თ------ს არ სურდა, რომ ე-----ი მას ეკონტაქტებოდა, მითუმეტეს, რომ მათ არაფერი აკავშირებდათ ერთმანეთთან. შესაბამისად ბრალდებული თ--------------–---–ი ე----- ჩ-------–---–თან მიდის სიტუაციის გასარკვევად, ამავდროულად ზემოღნიშნულ გარემოებებს დაერთო ე-----ისაგან წამოსული იმწუთიერი აგრესიაც, რაც გახდა თ--------------–---–ისათვის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის საფუძველი.

 

დაზარალებულების მიმართ განხორციელებული ქმედებები ასევე დასტურდება სატელეფონო შეტყობინების ოქმებით, სადაც ე----- ჩ-------–---–ი ატყობინებს მომხდარი ფაქტის ირგვლივ სამართალდამცავებს და აცხადებს, რომ მასსა და ვ----------–------ზე განხორციელდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა თ--------------–---–ის მხრიდან.

 

2019 წლის 5 თებერვალს გამოიცა N------ შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, თ--------------–---–ის მხრიდან 2019 წლის 4 თებერვალს განხორციელდა რა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ე-------------–---–ის მიმართ, რის გამოც მოძალადეს 30 დღით აეკრძალა მსხვერპლის სახლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, ასევე თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).

 

ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვა ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან გამოკვლეული მასალები შეიცავენ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს თ--------------–---–ის მსჯავრდებისათვის.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულები ე----- ჩ-------–---–ი და ვ----------–------ი სასამართლოს აძლევენ პირდაპირ ჩვენებებს თ--------------–---–ის წინააღმდეგ.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2019 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, თბილისში, გ-–----–-----------------------ში, თ--------------–---–მა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ხელი გაარტყა სახის არეში ე--------------–---–სა და ვ----------–------ს, რის შედეგადაც ორივე მათგანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ძალადობა, რომელიც გულისხმობს ცემას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებულ ,,ძალადობაში“ კანონმდებელი მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.

ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში (ცემა, ან სხვაგვარი ძალადობა), შედეგში (დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ბრალდებულ თ--------------–---–ის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს, ხოლო ამ დანაშაულის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ძალადიბრივი ქმედების ჩადენა ორი პირის მიმართ.

 

ამდენად, საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია თ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ თ--------------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

თ-------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულისთვის დანიშნული სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად, თ--------------–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. სწორედ დანიშნული სასჯელი იქნება მისთვის შემაკავებელი ხასიათის და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200(ორასი) საათის ოდენობით.

 

თ--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ თ--------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ თ--------------–---–ის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე