განაჩენი

სისხლის სამართლის 01.08.2019
საქმის ნომერი
330100118002772092
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5562-18

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01 აგვისტო, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ,ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების - თ----------–--ის, ლ-----------–----ს, გ-------–---–-----ძის,ბრალდებულ - რ------------ის,ადვოკატ - ი----------–---–-ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ რ-------------------------ის (დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თბილისში, ვ-–----–----–----------------–------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და იმავე კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებების გამო.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:

 

2018 წლის 09 ნოემბერს, საღამოს საათებში, თ---–--–-----–----–----–------------------ში მდებარე სილამაზის სალონ „ფ---ის“ წინ, რ------------ემ, 2017 წლის 26 იანვრიდან - 2018 წლის აგვისტოს თვემდე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლის - ნ-----------–-----ს მიმართ განახორციელა სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ, მაჯებში ძლიერად მოუჭირა ხელი და შეანჯღრია. რ------------ის ძალადობრივი ქმედებით, ნ-----------–-----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 09 ნოემბერს, საღამოს საათებში, თბილისში, ა-–---------სა და ტ-–------ს ქუჩების გადაკვეთასთან, რ------------ემ აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობის გამოყენებით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის, ნ-----------–-----ს გასტაცა „ეფლის“ ფირმის „აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონი. ზემოაღნიშნული ქმედებით ნ-----------–-----ს მიადგა 1700 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა რ------------ის მიერ, 2018 წლის 09 ნოემბერს, ყოფილი მეუღლის - ნ-----------–-----ს მიმართ განხორციელებული ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა რ------------ის მიერ, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნ-----------–-----ს მობილური ტელეფონის დაუფლების ფაქტი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ა). ბრალდების მხარის მტკიცებულებები:

 

დაზარალებულ ნ-----------–-----ს ჩვენებით, 2017 წლის 26 იანვრიდან - 2018 წლის აგვისტომდე, ქორწინებაში იმყოფებოდა ბრალდებულ რ------------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში მეუღლესთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა. 2018 წლის აგვისტოში, როდესაც რ----სთან ცხოვრება გახდა შეუძლებელი, მიიღო მასთან განქორწინების გადაწყვეტილება. ამის შემდგომ, რ------------ე პერიოდულად აკითხავდა სამსახურში, იწყებდა ყვირილს, სთხოვდა შეხვედრას და ერთად ცხოვრების გაგრძელებას, რისი სურვილიც თავად არ ჰქონდა. 2018 წლის ოქტომბერში, რ------------ემ მიაკითხა სამსახურში, თბილისში, ვ-–----–----–-------ში მდებარე სილამაზის სალონ „ფ---ში“. ითხოვდა მასთან შეხვედრას, ეჩხუბებოდა თუ რატომ არ ურიგდებოდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ძლიერად ჩაავლო ხელი მაჯებში და ცდილობდა მის მანქანაში ჩასმას, რა დროსაც შეძლო მისგან თავის დაღწევა და პოლიციის თანამშრომლების გამოძახება, რომლებმაც რ------------ის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღეში, რ---- კვლავ მივიდა მასთან სალონში, საიდანაც აიღო სამართებელი და იმ შემთხვევაში თუ არ შეურიგდებოდა, იმუქრებოდა თავის მოკვლით. რაც შეეხება 2018 წლის 09 ნოემბერს მომხდარ ფაქტს, რ------------ე მივიდა მასთან სამსახურში, ყვიროდა და ითხოვდა მის გარეთ გასვლას. იმის გამო, რომ არ გამწვავებულიყო სიტუაცია გავიდა გარეთ მასთან შესახვედრად. იგი აგრძელებდა ყვირილს და ითხოვდა მასთან ერთად ცხოვრების გაგრძელებას. თანამშრომლები სთხოვდნენ რ----ს დაწყნარებულიყო, თუმცა იგი აგრძელებდა ყვირილს. სამსახურის უფროსმა - მ--------------–---–მა უთხრა, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანით წაიყვანდა სახლში, რათა გაერიდებინა აღნიშნულ სიტუაციას. როდესაც ჯდებოდა ავტომობილში, რ------------ემ მკლავში მოჰკიდა ხელი და დაუწყო ჯანჯღარი, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი. ავტომანქანის დაძვრისთანავე რ----მ გააჩერა ტაქსი და დაედევნა უკან. გზიდან დაუკავშირდა რ----ს მეგობარ ს---–---ს, შეხვდა მას ყ-------ს გამზირზე და სთხოვა რ----ს დაწყნარება. ს---–---თან საუბრის დროს, რ---- გადმოვიდა ტაქსიდან, მივიდა მასთან, ავტომანქანის ჩამოწეულ ფანჯარაში შეყო ხელი და ხელიდან გასტაცა მობილური ტელეფონი. აღნიშნულის დროს დაუზიანდა ფრჩხილები. მისივე ჩვენებით, ტელეფონი იყო „ეფლის“ ფირმის, „აიფონ 7“-ის მოდელის, რაც აჩუქა რ----მ. ტელეფონში მოთავსებული იყო რ----ს სიმ-ბარათი, რითაც სარგებლობდა 2018 წლის მაისიდან მომხდარ ფაქტამდე.

მოწმე თ---------------–---–-ს ჩვენებით, მუშაობს თ---–--–-----–----–----–------------------ში მდებარე სილამაზის სალონ „ფ---ში“ სტილისტის პოზიციაზე. ამავე სალონში ვიზაჟისტის პოზიციაზე მუშაობს ნ-----------–-----, რომელიც ქორწინებაში იმყოფებოდა რ------------ესთან. ბოლო პერიოდის განმავლობაში ნ-----------–-----ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მეუღლესთან. 2018 წლის ოქტომბერში, მისი სამსახურში არყოფნის დროს, რ------------ემ რამდენჯერმე მიაკითხა ნ-----------–-----ს სალონში, ითხოვდა მის გარეთ გასვლას და ადგილი ჰქონდა კონფლიქტურ სიტუაციებს. რაც შეეხება, 2018 წლის 09 ნოემბერს მომხდარ ფაქტს, რ------------ემ საღამოს საათებში სალონში მიაკითხა ნ-----------–-----ს, დაიწყო გარედან ყვირილი და ითხოვდა ნ-----ს გარეთ გასვლას. სიტუაციის განმუხტვის მიზნით ნ----- გავიდა მასთან შესახვედრად, თუმცა ვინაიდან რ---- იყო აგრესიული და კვლავ აგრძელებდა ყვირილს, ნ----- დაბრუნდა სალონში და რ----სთან შესახვედრად აღარ გასულა. რ---- დარჩა სალონთან და ელოდებოდა სამუშაო საათების დასრულების შემდგომ ნ-----ს გარეთ გასვლას. დაახლოებით 20:00 საათზე, სამუშაოს დასრულების შემდგომ, სხვა თანამშრომლებთან ერთად ნ-----------–-----ს გაჰყვა გარეთ, რა დროსაც რ------------ე წამოვიდა მათი მიმართულებით, ნ-----ს სწვდა მკლავებში და დაუწყო ჯანჯღარი. მოახერხეს ნ-----ს ჩასმა თანამშრომელ თ-----------–--–---–-ს ავტომანქანაში, რის შემდეგაც გაემართნენ ა-–---------ს გამზირის მიმართულებით, სადაც შეხვდნენ რ------------ის მეგობარს, რომელსაც ნ-----------–-----მ დაურეკა გზიდან, აუხსნა შექმნილი ვითარება და სთხოვა რ----ს დაწყნარება. სალონიდან წამოსვლის დროს, რ------------ე ტაქსით გაჰყვა მათ უკან. როდესაც მანქანა შეაჩერეს ა-–---------ს გამზირზე, რ------------ემ ხელი შეყო მანქანაში და ნ-----------–-----ს ხელიდან გასტაცა მობილური ტელეფონი. მოწმის განმარტებით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, მობილური ტელეფონი ნ-----------–-----ს აჩუქა დედამთილმა. მომხდარ ფაქტამდე რამდენიმე ხნით ადრე, რ------------ე არაერთხელ იყო მისული ნ-----------–-----სთან და სთხოვდა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის უკან დაბრუნებას.

მოწმე მ--------------–---–-ს ჩვენებით, ნ-----------–----- მუშაობს თ---–--–-----–----–----–------------------ში მდებარე მის კუთვნილ სილამაზის სალონ „ფ---ში“. ნ-----ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მის ყოფილ მეუღლესთან - რ------------ესთან, რომელიც პერიოდულად აკითხავდა მას და ითხოვდა ნ-----სთან შეხვედრას, რა დროსაც გამოხატავდა აგრესიას. 2018 წლის 09 ნოემბერს იმყოფებოდა სალონის შესასვლელთან. მოულოდნელად, სალონში შევარდა რ------------ე, რომელიც ითხოვდა ნ-----სთან შეხვედრას. რ------------ეს მოსთხოვა სალონიდან გამოსვლა, ვინაიდან იყო სამუშაო საათები და ქმნიდა დაძაბულ სიტუაციას. მიუხედავად მისი მოთხოვნისა, რ---- არ აპირებდა წასვლას და ელოდებოდა სამუშაო საათების დასრულებას ნ-----------–-----სთან შესახვედრად. იგი იყო განერვიულებული და აგრესიული, რის გამოც შესთავაზა ნ-----------–-----სთან საუბარი შემდგარიყო მისი თანდასწრებით, რასაც ორივე მათგანი დათანხმდა. ნ-----------–----- და რ------------ე საუბრობდნენ სალონის წინ, რა დროსაც ნ---- მოულოდნელად გამოიქცა მისი მიმართულებით, ხოლო უკან მისდევდა რ---- და ცდილობდა მის დაჭერას. ნ-----მ მოასწრო სალონში შესვლა, ხოლო რ------------ეს არ მისცა შიგნით შესვლის საშუალება. ამის შემდგომ, გადაწყვიტეს მისი შვილის - თ----------–--–---–-ს ავტომანქანით ნ-----ს სახლში წაყვანა. ავტომანქანაში ჩასმის დროს, რ------------ე ეჯაჯგურებოდა მას და ნ-----------–-----ს არ აძლევდა მანქანაში ჩაჯდომის საშუალებას. საბოლოოდ, მანქანის დაძვრის შემდგომ, რ------------ე ტაქსით დაედევნა მათ უკან, რის გამოც ნ----- იძულებული გახდა დაკავშირებოდა რ----ს მეგობარ ს---–---ს, რომელსაც შეხვდნენ ყ-------ს გამზირზე რ----ს დამშვიდების სათხოვნელად. მანქანის გაჩერებიდან რამდენიმე წუთში, მანქანაში მჯდომმა თანამშრომლებმა ატეხეს ყვირილი, რაზეც მიიხედა უკან და დაინახა ნ-----------–-----ს სისხლით დასვრილი თითები. თავად ტელეფონის წართმევის ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა როგორც მანქანაში მჯდომი თანამშრომლები აცხადებდნენ, რ------------ემ მობილური ტელეფონი გამოსტაცა ნ-----------–-----ს. ნ-----სთვის ტელეფონის წართმევის შემდგომ, რ------------ე გაიქცა თუ დარჩა ადგილზე, მისთვის უცნობია. რ---- აცხადებდა, რომ ტელეფონი იყო მისი ნაჩუქარი, რასაც ასევე ადასტურებდა ნ-----------–-----.

მოწმე ი--------–-–---–-ს ჩვენებით, მუშაობს თ---–--–-----–----–----–------------------ში მდებარე სილამაზის სალონ „ფ---ში“. ამავე სალონში ვიზაჟისტის პოზიციაზე მუშაობს ნ-----------–-----, რომელიც ქორწინებაში იმყოფებოდა ბრალდებულ რ------------ესთან. იგი პერიოდულად მიდიოდა სალონში და ითხოვდა ნ-----სთან შეხვედრას. ერთმანეთში ჰქონდათ კონფლიქტური ურთიერთობა და მათი საუბარი მიმდინარეობდა დაძაბულ რეჟიმში. რ------------ე ნ-----------–-----ს სთხოვდა მისი ნაჩუქარი ნივთების, მათ შორის მობილური ტელეფონის უკან დაბრუნებას. რაც შეეხება 2018 წლის 09 ნოემბერს მომხდარ ძალადობის ფაქტს, რ------------ე მისული იყო სალონში, ყვიროდა და ითხოვდა ნ-----ს გარეთ გასვლას. ნ----- შეეცადა მასთან დალაპარაკებას, თუმცა იგი იყო აგრესიული და განაგრძობდა ყვირილს. რ------------ე არ მიდიოდა სალონიდან და ნ-----------–-----სთან შესახვედრად ელოდებოდა სამუშაო საათების დასრულებას. 20:00 საათზე, სამუშაო საათების დასრულების შემდგომ, თანამშრომლები შეეცადნენ ნ-----------–-----ს გარეთ გაყვანას და მანქანაში ჩასმას, რა დროსაც რ------------ე მივარდა ნ-----ს, მოკიდა ხელები მკლავებში და დაუწყო ჯანჯღარი. ავტომანქანის დაძვრის შემდგომ, რ------------ე ტაქსით გაჰყვა მათ უკან, რის გამოც ნ-----მ დაურეკა რ----ს მეგობარს და შეხვდნენ მას ყ-------ს გამზირზე. მანქანის გაჩერებიდან რამდენიმე წუთში, რ------------ემ ხელი შეყო მანქანაში და ნ-----------–-----ს ხელიდან გასტაცა მობილური ტელეფონი, თუმცა იგი არ გაქცეულა და იმყოფებოდა ადგილზე. მოწმის განმარტებით, მისთვის არ იყო ცნობილი თუ საიდან ჰქონდა ნ-----ს მობილური ტელეფონი, თუმცა ახსოვს, რომ რ---- მის ყოფილ მეუღლეს სთხოვდა ნაჩუქარი ტელეფონის უკან დაბრუნებას.

მოწმე ე----------–---–-ს ჩვენებით, მუშაობს თ---–--–-----–----–----–------------------ში მდებარე სილამაზის სალონ „ფ---ში“. მასთან ერთად მუშაობს ნ-----------–----- ვიზაჟისტის პოზიციაზე. 2018 წლის ოქტომბერში, სალონში მისული იყო ნ-----ს ყოფილი მეუღლე რ------------ე, რომელიც იყო აგრესიული და ითხოვდა ნ-----ს გარეთ გასვლას. ნ-----მ უარი უთხრა საუბარზე, რის შემდეგაც რ----მ ძალით გაიყვანა გარეთ და ჩასვა მანქანაში. ვინაიდან იყო კონფლიქტური სიტუაცია, გამოიძახეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც გასცეს შემაკავებელი ორდერი რ------------ის მიმართ. დაახლოებით ათი დღის შემდეგ, რ---- კვლავ მივიდა სალონში და ნ-----ს მოსთხოვა სალაპარაკოდ გარეთ გასვლა, თუმცა ნ------–-----ს არ სურდა მასთან საუბარი. რ---- იყო იმდენად აგრესიული, რომ სამუშაო საათების დასრულების შემდგომ, ნ-----------–-----ს არ აძლევდა მანქანაში ჩაჯდომის საშუალებას, აჯანჯღარებდა და სთხოვდა გაჰყოლოდა მას. საბოლოოდ, ავტომანქანის დაძვრის შემდგომ, რ------------ე ტაქსით დაედევნა მათ, ხოლო თავად წავიდა სახლის მიმართულებით. საღამო საათებში დაუკავშირდა ნ-----------–-----, რომელმაც უთხრა, რომ რ----მ ხელიდან გამოგლიჯა ტელეფონი, რის გამოც დაზიანებული ჰქონდა თითები. როგორც სალონის თანამშრომლებისგან გახდა ცნობილი, რ----ს სურდა ნ-----სთვის ტელეფონის გამორთმევა, რის გამოც ხელი შეყო მანქანაში და გამოართვა ტელეფონი, რა დროსაც ნ-----ს დაუზიანდა ფრჩხილები. მოწმის განმარტებით, როგორც ნ-----------–-----სგან იცის, ტელეფონი მას აჩუქა რ------------ის დედამ. რ---- სთხოვდა მისი ნაჩუქარი ტელეფონის დაბრუნებას და ვინაიდან ნ-----ს აღარ სურდა რ----სთან ერთად ცხოვრება, რ----ს დაუბრუნა ტელეფონი, თუმცა შემდგომ რ----მ ისევ მისცა ნ-----ს აღნიშნული ტელეფონი.

მოწმე თ----------–--–---–-ს ჩვენებით, მუშაობს თ---–--–-----–----–----–------------------ში მდებარე სილამაზის სალონ „ფ---ში“ მენეჯერის პოზიციაზე. მასთან ერთად ვიზაჟისტის პოზიციაზე მუშაობს ნ-----------–-----, რომელიც ქორწინებაში იმყოფებოდა რ------------ესთან. მეუღლესთან დაშორების შემდგომ, რ------------ე პერიოდულად მიდიოდა სალონში და ითხოვდა ნ-----სთან შეხვედრას. 2018 წლის 09 ნოემბერს, რ---- სთხოვდა ნ-----------–-----ს სალონიდან გასვლას და დალაპარაკებას, რაზეც ნ----- უარს ეუბნებოდა. ცდილობდა მის მანქანაში ჩასმას და სახლში წაყვანას, თუმცა რ---- არ აძლევდა მანქანაში ჩასმის საშუალებას, იყო აგრესიული, აჯანჯღარებდა ნ-----ს და სთხოვდა ერთად ცხოვრების გაგრძელებას. საბოლოოდ, შეძლო ნ-----ს მანქანაში ჩასმა, რის შემდეგაც წავიდა ნ--–-----ის ქუჩის მიმართულებით, თუმცა ვინაიდან რ------------ე უკან დაედევნა მათ ტაქსით, ნ-----------–-----მ დაურეკა რ----ს მეგობარს და ყ-------ს გამზირზე შეხვდნენ მას. მანქანის გაჩერებიდან რამდენიმე წუთში რ----ც მივიდა მათთან და ხელი შეყო მანქანაში. თავად ტელეფონის წართმევის ფაქტი არ დაუნახავს. როგორც მანქანაში მჯდომი მისი თანამშრომლები აცხადებდნენ, რ----მ ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა ნ-----ს, რის გამოც მოტყდა ფრჩხილები. მოწმის ჩვენებით, ტელეფონის გატაცების შემდგომ რ---- სად წავიდა, არ დაუნახავს.

მოწმე ხ-------------ის ჩვენებით, 2018 წლის 10 ნოემბერს, ძარცვის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს მისი ძმა - რ------------ე. მობილური ტელეფონი, რომელიც ამოღებულ იქნა ბრალდებულისგან, წარმოადგენდა რ------------ის საკუთრებას. ტელეფონი იყო „ეფლის“ ფირმის, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოუგზავნა დედამ რ------------ეზე გადასაცემად. მობილური ტელეფონი იყო პოლიეთილენის შეფუთვაში და ეტყობოდა, რომ იყო ვარდისფერი. რ----ს დაკავების შემდგომ, დედამისმა ასევე გამოაგზავნა მობილური ტელეფონის ყუთი. ტელეფონში იდო რ----ს კუთვნილი ნომერი, თუმცა როდესაც უკავშირდებოდა რ----ს, ტელეფონზე პასუხობდა ნ-----------–-----, რომელმაც უთხრა, რომ სილამაზის სალონში სურათების გადაღების მიზნით რ----მ ათხოვა ტელეფონი.

მოწმე კ------------–-ს ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა მ--------------–---–-. სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

მოწმე ს---------------–--ს ჩვენებით, 2018 წლის ნოემბერში დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. თანამშრომელ ლ-–---------სთან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც მდებარეობდა თ---–--–-----–----–----–------------------ში არსებულ სილამაზის სალონ „ფ---ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. დათვალიერებით დადგინდა, რომ სილამაზის სალონის გარშემო არსებულ ობიექტებზე არ იყო დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერები, ხოლო თავად სილამაზის სალონის კუთვნილი კამერა აფიქსირებდა მხოლოდ სალონის შიდა პერიმეტრს.

მოწმე ლ-–---------ს ჩვენებით, 2018 წლის 10 ნოემბერს, დაზარალებულ ნ-----------–-----ს განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მის მიმართ განხორციელებული ძალადობის და ძარცვის ფაქტზე. გამოკითხა მოწმეები და ბრალდებულ რ------------ისგან ამოიღო მობილური ტელეფონი, ასევე „ჯ------–-დან“ გამოითხოვა ინფორმაცია კონკრეტულ ტელეფონის ნომერზე განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების შესახებ.

მოწმე ლ-–-------ს ჩვენებით, 2018 წლის 10 ნოემბერს დაიწყო გამოძიება ნ-----------–-----ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. მოწმის სახით გამოკითხა ბრალდებული რ------------ე და წარუდგინა დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ნ-------------ს ჩვენებით, 2018 წლის 19 ნოემბერს გასცა სასაქონლო ექსპერტიზის N2----- დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის „iPhone 7 Plus“ 128 Gb-ის საბაზრო საცალო სარეალიზაციო ღირებულება, ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს 1700 (ათასშვიდასი) ლარს.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ---–--------------–---–-ს ჩვენებით, 2018 წლის 07 დეკემბერს გასცა სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად ირკვევა, რომ სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ პაციენტის სამედიცინო ბარათი N3--------დან, ნ-----------–-----ს სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა 10.11.2018წ. 18:11 საათზე. სასწრაფოს ჩანაწერში აღწერილია მტევნის დორსალურ ზედაპირზე ორი ესკორიაცია.

12.11.2018წ. მოქალაქე ნ-----------–-----ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა მტევნის მიდამოში ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. მოწმის განმარტებით, ფრჩხილის მოტეხილობა არ მიეკუთვნება სხეულის დაზიანებას, შესაბამისად, თუ სისხლჩაქცევა არ იქნებოდა დაფიქსირებული, ფრჩხილის მოტეხილობის არსებობის შემთხვევაშიც კი, დასკვნაში ასახული არ იქნებოდა.

2018 წლის 22 ოქტომბერს შედგენილი შემაკავებელი ორდერის თანახმად, რ------------ეს, რომელიც ნ-----------–-----ს მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, აეკრძალა მასთან მიახლოება და ყველანაირი კომუნიკაციის დამყარება.

ამოღების ოქმის შესაბამისად, რ------------ისგან ამოღებულ იქნა „ეფლის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც გაწყობილია მოთეთრო-მოვარდისფრო ფერებში.

ბრალდებულის დაკავების ოქმის მიხედვით, რ------------ე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2018 წლის 10 ნოემბერს, 19:33 საათზე.

ამოღების ოქმის თანახმად, ხ-------------ისგან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონის ყუთი, შემდეგი მახასიათებლებით: ყუთი არის თეთრი. ზედა მხრიდან მასზე გამოსახულია მოვარდისფრო მობილური ტელეფონი. ყუთს მარცხენა და მარჯვენა მხარეს აქვს წარწერა ლათინური ასოებით „iPhone“, ხოლო ყუთს ქვედა მხრიდან აღენიშნება შტრიხკოდი, რომლის ქვემოთაც გამოსახულია იმეი-კოდი: 3-------------.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შესაბამისად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თ---–--–-----–----–----–------------------ში არსებულ სილამაზის სალონ „ფ---ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული სალონის გვერდით, მარცხენა მხარეს განთავსებულია ტანსაცმლის მაღაზია „ჰ----“, რომელსაც გარე პერიმეტრზე არ აქვს დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერები. ტანსაცმლის მაღაზია „ჰ----ს“ გვერდით მდებარეობს ქიმწმენდა „ბ------------“, რომელსაც ასევე გარე პერიმეტრზე არ აქვს დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერები. „ბ------------ს“ გვერდით, მარცხენა მხარეს მდებარეობს საფოსტო კომპანია „USA 2 GEORGIA“, რომელსაც გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული არ აქვს ვიდეოსამეთვალყურეო კამერები. სილამაზის სალონ „ფ---ს“ გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული არ აქვს ვიდეოსამეთვალყურეო კამერები.

დათვალიერების ოქმის მიხედვით, დაზარალებულ ნ-----------–-----ს თანდასწრებით დათვალიერებულ იქნა სს „ს--–------დან“ 2018 წლის 30 ნოემბერს გამოთხოვილი ინფორმაცია, კერძოდ, GSM ნომრის: 5--------, 01.01.2018-09.11.2018 წლამდე პერიოდში განხორციელებული შემავალ-გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, რა დროსაც დაზარალებულმა ნ-----------–-----მ განაცხადა, რომ აღნიშნული ტელეფონის ნომერი არის რეგისტრირებული რ------------ის სახელზე, მაგრამ იყო მის მფლობელობაში, დაახლოებით 2017 წლის ნოემბრიდან, ხოლო დაახლოებითი 2018 წლის აპრილიდან აღნიშნული ტელეფონის ნომერი მოთავსებული ჰქონდა მის კუთვნილ „ეფლის“ ფირმის „აიფონ 7“-ის მოდელის მობილურ ტელეფონში, რომელიც რ------------ემ გასტაცა 2018 წლის 09 ნოემბერს. დათვალიერების დროს ნ-----------–-----მ აღნიშნა, რომ დეტალურ ნუსხაში მითითებული ტელეფონის ნომრები, კერძოდ, 5-------- ეკუთვნის დედამისს - შ-----------------–--ლს; 5-------- - მისი ყოფილი მეუღლის დას - მ------------ს; 5--------- მის ბიძაშვილ ლ--------–---ს; 5-------- და 5-------- - რ------------ეს; 5-------- - მის მეგობარ ს---------------–--ლს; 0--------- - ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომლის დასახელებაც არ ახსოვს; 1----- - მაგთიკომს; 5-------- - მისი ყოფილი მეუღლის დედას - მ------------ს; 5-------- - მის დას - თ-----------–-----ს; 3-------- - ერთ-ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებას, საიდანაც უკავშირდებოდა მისი ყოფილი მეუღლე პ-------------- სასჯელის მოხდის პერიოდში; 5-------- - მის მამიდას - ი-----------–-----ს; 0--------- - ერთ-ერთ ტაქსის კომპანიას, ხოლო მისთვის უცნობია თუ ვის ეკუთვნის შემდეგი ტელეფონის ნომრები: 5--------, 5--------, 5--------, 5--------, 5--------, 5--------, 5--------, 5--------, 5--------, 5--------, 0--------8, 5--------, 5------, 5--------, 5--------, 5--------, 5--------, 5--------, 5--------, 5-------0, 5--------, 5--------, 5--------, , 5--------, 5-------------------------------------------------------------------------------------- 5--------, 5--------------------------------------------------------------------------- 5--------------------------------------------------------------------------- 5------------------------------------------------------------------------------------- 3-------------------------------------------------------------------------------------- 5--------, 5-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 5-------------------------------------------------------------------------------------- 5------------------- და 5--------. ნ-----------–-----ს განმარტებით, ისინი შესაძლოა ეკუთვნოდეს მის მეგობრებს, ახლობლებს და კლიენტებს.

დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ნ-----------–-----ს მიერ წარდგენილი „NOKIA“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც გაწყობილია იასამნისფერ და მონაცრისფრო ფერებში. მობილური ტელეფონი არის გამორთულ მდგომარეობაში. წინა მხრიდან ზედა ნაწილში აქვს განთავსებული ეკრანი, ხოლო ქვედა ნაწილში აქვს განთავსებული ღილაკები. ეკრანსა და ღილაკებს შორის იკითხება მუქი წარწერა ლათინური ასოებით: „NOKIA“, ხოლო ზედა ნაწილში, მარჯვენა მხარეს აღენიშნება იასამნისფერი წარწერა „T1080“. წარმოდგენილი მობილური ტელეფონი უკანა მხრიდან მთლიანად არის იასამნისფერი და შუა ნაწილში აღენიშნება ფოტოკამერის ლინზა. წარმოდგენილ ტელეფონზე უკანა ნაწილში არსებული ხუფის მოხსნის შემდგომ იხსნება ტელეფონის უკანა ნაწილი, რომელშიც მოთავსებულია ელემენტი. მისი ამოღების შემდგომ გვხვდება სიმ-ბარათების მოსათავსებელი ადგილები და იმეი-კოდები: IMEI 1:3-------------- IMEI 2:0 3---------------.

დათვალიერების ოქმის შესაბამისად, დაზარალებულ ნ-----------–-----ს თანდასწრებით დათვალიერებულ იქნა სს „ს--–------დან“ 2018 წლის 12 დეკემბერს გამოთხოვილი ინფორმაცია, კერძოდ, GSM ნომრის: 5--------, 01.11.2017-22.05.2018 წლამდე დაფიქსირებული იმეი-კოდების და ამავე ნომრის 2017 წლის 01 ნოემბრიდან - 2018 წლის 01 იანვრამდე პერიოდში განხორციელებული შემავალ-გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, რა დროსაც დაზარალებულმა ნ-----------–-----მ განაცხადა, რომ GSM ნომერზე - 5--------, 01.11.2017 წლიდან - 13.03.2018 წლამდე დაფიქსირებული იმეი-კოდი: 3-------------- არის მისი ძველი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონის. მისთვის უცნობია თუ რომელ ტელეფონს ეკუთვნის შემდეგი იმეი-კოდები: 3-------------- და 3--------------, ხოლო იმიე-კოდი - 3--------------, არის იმ ტელეფონის, რომელიც მას 2018 წლის 09 ნოემბერს გასტაცა რ------------ემ. დათვალიერებისას ნ-----------–-----მ აღნიშნა, რომ დეტალურ ნუსხაში არსებული ტელეფონის ნომრები, კერძოდ, 5-------- ეკუთვნის რ------------ეს; 5-------- - მის ბიძაშვილ ლ--------–---ს; 5-------- - მ------------ს; 5-------- - მის დას - თ-----------–-----ს; 5-------- და 5-------- - მ------------ს, ხოლო მისთვის უცნობია თუ ვის ეკუთვნის შემდეგი ტელეფონის ნომრები: 5--------, 5------------------------------- 5----------------------------------------------------, 5--------, 5-------------------, 5----------------------------------------------------, 5--------, 5------------------- და 5--------. ნ-----------–-----ს განმარტებით, ისინი შესაძლოა ეკუთვნოდეს მის მეგობრებს და ახლობლებს.

 

ბ). დაცვის მხარის მტკიცებულებები:

 

მოწმე ს---–--- ს--------ის ჩვენებით, რ------------ესთან აკავშირებს დიდი ხნის მეგობრობა. მის ოჯახთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა. ერთ დღეს რ----სგან შეიტყო, რომ მას დაშორდა მეუღლე და აინტერესებდა დაშორების მიზეზი. ესაუბრა ნ-----------–-----ს, რომელმაც უთხრა, რომ აღარ უნდოდა მასთან ურთიერთობა და აღარ უყვარდა რ----. 2018 წლის 09 ნოემბერს, თბილისში, ა-–---------ს გამზირზე შეხვდა ნ-----------–-----, რომელმაც სთხოვა რ------------ისთვის გადაეცა, რომ აღარ უყვარდა იგი და არ სურდა მასთან ერთად ცხოვრება. ნ-----სთან საუბრის დროს მასთან მივიდა რ------------ე, რომელმაც ნ-----ს ჰკითხა დაშორების მიზეზი, რაზეც დაზარალებულმა უპასუხა, რომ აღარ უყვარდა და არ ჰქონდა მასთან ერთად ყოფნის სურვილი. ამის შემდგომ, რ------------ემ მოსთხოვა ნ-----------–-----ს ტელეფონის დაბრუნება. ნ-----მ გამოუწოდა ტელეფონი, რაც გამოართვა რ----მ. ტელეფონის გამორთმევის შემდეგ, ტელეფონზე განხორციელდა მამაკაცის ზარი, რომელიც დაინტერესებული იყო გარკვეული დეტალებით, თუ ვინ იყო რ---- ნ-----სთვის და სხვა პირადი საკითხებით. რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ უცნობი მამაკაცის ადგილზე მისვლას, თუმცა უშედეგოდ. მანქანის დაძვრისას ნ-----------–-----მ მიაძახა რ----ს, რომ მის თავს აუცილებლად დააჭერინებდა ციხეში. მოწმის განმარტებით, დანამდვილებით იცის, რომ მობილური ტელეფონი იყო რ----ს საკუთრება, რადგან საჭიროებიდან გამომდინარე არაერთხელ ჰქონდათ ის დალომბარდებული.

მოწმე გ---------------–--ს ჩვენებით, 2018 წლის ნოემბერში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, ს---–--- ს--------ესთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ა-–---------ს გამზირზე, სადაც ავტომანქანით მივიდა ნ-----------–----- თანამშრომლებთან ერთად. ნ-----მ ს---–--- ს--------ეს სთხოვა გადაეცა რ------------ისთვის, რომ დაენებებინა მისთვის თავი, ვინაიდან უყვარდა სხვა. ამ დროს მათთან ტაქსით მივიდა რ------------ე, რომელიც გადმოვიდა მანქანიდან და მივიდა ნ-----------–-----სთან. ჰკითხა მას თუ რა შეიცვალა მათ ურთიერთობაში და რატომ აღარ უნდოდა მასთან ერთად ცხოვრება. რ------------ემ მის ყოფილ მეუღლეს მოსთხოვა ტელეფონის და ოქროულობის დაბრუნება, რაზეც ნ-----მ გადმოაწოდა ტელეფონი რ----ს, რისი წინააღმდეგიც იყვნენ მისი თანამშრომლები, რომლებიც ნ-----ს ეჯაჯგურებოდნენ ხელზე, რომ რ----სთვის არ გადაეცა ტელეფონი. ნ-----ს წასვლის შემდგომ, მობილურ ტელეფონზე დარეკა მამაკაცმა, რომელიც კითხულობდა ნ-----ს. რ----მ უთხრა, რომ იყო ნ-----ს მეუღლე და გარკვეული საკითხების გასარკვევად შეთანხმდნენ შეხვედრაზე, თუმცა დაახლოებით ერთსაათიანი ლოდინის მიუხედავად, არავინ მისულა. მოწმის განმარტებით, როგორც მისთვის ცნობილია, მობილური ტელეფონი ეკუთვნოდა რ----ს, რომელიც საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ჰქონდა დედამისს.

ბრალდებულ რ------------ის ჩვენებით, თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და აცხადებს, რომ ნ-----------–-----სთან თანაცხოვრების პერიოდში რაიმე სერიოზული კონფლიქტი მასთან არ ჰქონია. ნ-----სთან ელემენტარულ თემაზე მოუვიდა კამათი, რის შემდეგაც იგი წავიდა სახლიდან. ნ-----მ სახლიდან წაიღო პირადი ნივთები, გარდა მობილური ტელეფონისა, რომელიც იყო მისი საკუთრება. დაკავებამდე რამდენიმე ხნით ადრე ნ-----ს ათხოვა თავის ტელეფონი, რაც სჭირდებოდა სალონში სურათების გადასაღებად. ნ-----------–----- მასთან საცხოვრებლად აღარ დაბრუნებულა. პერიოდულად აკითხავდა მას სალონში და ჰქონდა მიმოწერა. ნ----- უარს ეუბნებოდა თანაცხოვრებაზე, თუმცა არ ეუბნებოდა რა იყო ამის რეალური მიზეზი. რადგან ნ-----ს არ სურდა მასთან ერთად ცხოვრება, მოსთხოვა მისი კუთვნილი ტელეფონის დაბრუნება. ნ-----------–----- ტელეფონის დაბრუნებას დაჰპირდა მას შემდეგ, რაც იგი გადაიფორმებდა მისი სახელით დალომბარდებულ ავტომანქანებს. რაც შეეხება 2018 წლის 09 ნოემბერს მომხდარ ფაქტს, ნ-----ს სანახავად მისული იყო სალონში, რა დროსაც სთხოვა სალაპარაკოდ გარეთ გასვლა. აღნიშნულზე თ----------–--–--ლმა უთხრა, რომ იყო სამუშაო საათები და დალაპარაკებოდა სამუშაო საათების დასრულების შემდგომ. საღამოს, ნ-----------–----- მისმა თანამშრომლებმა გამოიყვანეს სალონიდან და აპირებდნენ მის მანქანაში ჩასმას, რა დროსაც კიდევ ერთხელ ჰკითხა დაშორების მიზეზი, რაზეც ნ-----მ უპასუხა, რომ ვერ იტანდა მას, არ უნდოდა მასთან საუბარი და სთხოვდა თავის დანებებას. ამასთან, იგი ემუქრებოდა დაჭერით. თანამშრომლებმა ნ----- ისე ჩასვეს მანქანაში, რომ არ მისცეს მასთან მიახლოების საშუალება. ამის შემდგომ გააჩერა ტაქსი და წავიდა მეგობარ ს---–--- ს--------ესთან შესახვედრად, რომელიც იმყოფებოდა თბილისში, ა-–---------ს გამზირზე. ადგილზე მისვლისას დაინახა, რომ ს---–--- ს--------ე ესაუბრებოდა სალონიდან წამოსულ მანქანაში მჯდომ პირებს. მანქანასთან მისვლისას ნ-----მ კიდევ ერთხელ უთხრა, რომ ვერ იტანდა და არ უნდოდა მასთან ურთიერთობა, რის შემდეგაც მოსთხოვა მისი ნაჩუქარი ოქროს სამკაულების და ტელეფონის დაბრუნება. ნ-----------–-----მ გამოუწოდა ტელეფონი და გადასცა ხელში, ხოლო ოქროულობაზე უთხრა, რომ ჰქონდა დალომბარდებული და გადასცემდა მოგვიანებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რ------------ის მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია იმავე კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულ რ------------ის მხრიდან, 2018 წლის 09 ნოემბერს ნ-----------–-----ზე ძალადობის ფაქტი დასტურდება, როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ, დაზარალებულმა ნ-----------–-----მ სრულად დაადასტურა მისი ყოფილი მეუღლის - რ------------ის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი და აღნიშნა, რომ თანაცხოვრების პერიოდში მეუღლესთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, რის გამოც მიიღო მასთან დაშორების გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, რ------------ე ხშირად აკითხავდა სამსახურში, იწყებდა ყვირილს, სთხოვდა შეხვედრას და ერთად ცხოვრების გაგრძელებას. ვინაიდან რ------------ე ძალადობდა მასზე და აიძულებდა მასთან ერთად ცხოვრებას, მის მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია, რომელმაც მოძალადის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი. მიუხედავად ბრალდებულის მიმართ დაწესებული შეზღუდვისა, რომელსაც აკრძალული ჰქონდა მეუღლესთან მიახლოება და ყოველგვარი კომუნიკაცია, 2018 წლის 09 ნოემბერს კვლავ მივიდა მასთან სამსახურში, იყო აგრესიული და ითხოვდა მის გარეთ გასვლას. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, სამსახურის უფროსმა - მ--------------–---–მა შესთავაზა ავტომანქანით სახლში წაყვანა. როდესაც ცდილობდა მანქანაში ჩაჯდომას, რ----მ მკლავში მოჰკიდა ხელები და დაუწყო ძლიერ ჯანჯღარი, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

დაზარალებულ ნ-----------–-----ზე ყოფილი მეუღლის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას ასევე ადასტურებენ ფაქტის თვითმხილველი მოწმეები: მ--------------–---–-, თ---------------–---–-, ი--------–-–---–-, ე----------–---–- და თ----------–--–---–-, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებში განმარტეს, რომ ნ-----------–-----ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მის ყოფილ მეუღლე - რ------------ესთან, რომელიც პერიოდულად აკითხავდა სამსახურში და სთხოვდა ერთად ცხოვრების გაგრძელებას, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც იყო ნ-----. 2018 წლის 09 ნოემბერს, რ------------ე კვლავ მივიდა სილამაზის სალონ „ფ---ში“, სადაც მუშაობდა ნ-----------–----- და სთხოვდა მას სალაპარაკოდ გარეთ გასვლას. რ------------ე იყო იმდენად აგრესიული, რომ სამუშაო საათების დასრულების შემდგომ ნ-----ს შესთავაზეს თანამშრომელ თ----------–--–---–-ს მანქანით სახლში წაყვანა, თუმცა რ------------ემ ხელი მოკიდა ნ-----------–-----ს მკლავებში და დაუწყო ჯანჯღარი, რითაც არ აძლევდა მანქანაში ჩაჯდომის საშუალებას.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ კ------------–-ს, ს---------------–--ს, ლ-–---------ს და ლ-–-------ს ჩვენებებით დგინდება, რომ გამოძიება დაიწყეს და სისხლის სამართლის საქმე აწარმოეს შემდგომში დაზარალებულად ცნობილი ნ-----------–-----ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, რომელმაც ჩვენების მიცემისას სრულად დაადასტურა ყოფილი მეუღლის - რ------------ის მხრიდან, მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დგინდება, რომ ნ-----------–-----ს სხეულზე არსებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტის დასკვნით დეტალურად არის აღწერილი დაზარალებულ ნ-----------–-----ზე მიყენებული დაზიანებები, აღწერილია მათი სიმძიმე და რაოდენობა. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ 2018 წლის 12 ნოემბერს პირადი შემოწმებისას ნ-----------–-----ს აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა მტევნის მიდამოში ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–--------------–--ლმა. შესაბამისად, ბრალდებულის ჩვენება, რომელმაც უარყო დაზარალებულ ნ-----------–-----ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი წინააღმდეგობაში მოდის, როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებთან, ისე საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობასთან, რის გამოც სასამართლოს მიერ იგი ვერ იქნება გაზიარებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულ რ------------ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.

ამდენად, რ------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა. ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

რაც შეეხება, რ------------ის მიმართ ბრალად წარდგენილ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ რ------------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ს---–--- ს--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 09 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ნ-----------–-----მ კატეგორიული ფორმით უარი განუცხადა რ------------ეს ერთად ცხოვრების გაგრძელებაზე, ბრალდებულმა მოსთხოვა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის უკან დაბრუნება, რის შემდეგაც ნ-----------–-----მ, რომელიც ესაუბრებოდა მანქანიდან, რ------------ეს გადააწოდა მობილური ტელეფონი. ს---–--- ს--------ემ კატეგორიულად უარყო რ------------ის მხრიდან ტელეფონის ძალადობრივი გზით წართმევის ფაქტი და აღნიშნა, რომ „აიფონ 7“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რაც ნ-----------–-----მ გადასცა მის ყოფილ მეუღლეს, წარმოადგენდა რ------------ის საკუთრებას. შესაბამისად, არანაირი საჭიროება მისი ძალადობრივი გზით მისაკუთრების არ ყოფილა.

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა გ---------------–--მ, რომელმაც განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც რ------------ემ მოითხოვა მისი კუთვნილი ნივთების უკან დაბრუნება, ნ-----------–-----მ ნებაყოფლობით, ყოველგვარი ძალადობის გარეშე დაუბრუნა რ----ს თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონი.

მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ბრალდებულ რ------------ის ჩვენებასთან, რომელმაც კატეგორიულად უარყო მობილური ტელეფონის ძარცვის ფაქტი და განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ნ-----------–-----მ კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ აღარ სურდა მასთან ერთად ცხოვრება, მოსთხოვა მისი პირადი ნივთების და ოქროულობის უკან დაბრუნება, რის შემდეგაც ნ-----------–-----მ მანქანიდან გადააწოდა დედამისის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოგზავნილი მობილური ტელეფონი, ხოლო ოქროულობის გადაცემას დაჰპირდა მოგვიანებით, ვინაიდან იმ მომენტისთვის ჰქონდა დალომბარდებული.

დაზარალებულმა ნ-----------–-----მ სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში მართალია დაადასტურა 2018 წლის 09 ნოემბერს რ------------ის მხრიდან ძალადობრივი ქმედებით მობილური ტელეფონის ხელიდან გატაცების ფაქტი, რაც ასევე დაადასტურეს მოწმეებმა: თ---------------–--ლმა და ი--------–-–--ლმა, თუმცა მათივე ჩვენებებით დადგენილია, რომ „ეფლის“ ფირმის „აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, რითაც სარგებლობდა დაზარალებული ნ-----------–-----, თანაცხოვრების პერიოდში აჩუქა რ------------ემ. ამასთან, ე----------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მიუხედავად იმისა, რომ რ------------ეს ნ-----------–-----მ გადასცა მობილური ტელეფონი, ბრალდებულმა უკან დაუბრუნა მას. მობილური ტელეფონის რ----სთვის გადაცემის და შემდგომ რ----ს მხრიდან უკან დაბრუნების ფაქტი, ასევე დაადასტურა თავის ჩვენებაში დაზარალებულმა ნ-----------–-----მაც.

სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სასამართლო განმარტავს, რომ ობიექტური მხრივ ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება, რა დროსაც ხდება სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა, მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ძარცვა გამიზვნითი დელიქტია და გულისხმობს მისაკუთრების მიზნის არსებობას, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ რ------------ის მიზანს წარმოადგენდა სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, ვინაიდან როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ რ------------ე ნ-----------–-----სგან ითხოვდა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დაბრუნებას, რაც ნ-----------–-----მ გადასცა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდგომ, ბრალდებულმა უკან დაუბრუნა ნ-----ს. ბრალდებულის და მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ რ------------ეს არ უცდია შემთხვევის ადგილიდან გაქცევა და მის მიზანს წარმოადგენდა არა მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, რომელიც ისედაც მის საკუთრებას წარმოადგენდა, არამედ ეჭვიანობის ნიადაგზე სურდა ენახა მისი მეუღლის მხრიდან გახორციელებული მოკლეტექსტური შეტყობინებები, რაც ვერ შეძლო იქიდან გამომდინარე, რომ ტელეფონს ჰქონდა პაროლი. შესაბამისად, ბრალდების მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ რ------------ის მიზანს წარმოადგენდა სხვისი კუთვნილი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზე, რაც უტყუარად დაადასტურებდა პირის ბრალეულობას ამა თუ იმ ინკრიმინირებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 273-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა უნდა იყოს დასაბუთებული. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც სასამართლოს დასკვნა ემყარება.

მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება ინფორმაციის წყაროა, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში, რაც უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობის და შინაარსის შევსება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხასიათს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, უნდა შემოწმდეს კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49)

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no.30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმფციიდან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა რ------------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას. ეჭვი ვერ იქნა გაბათილებული სხვა დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით, რომლებიც დაადასტურებდა რ------------ის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვის მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების ფაქტს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად, სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და მასში ასახული ძირითადი პრინციპებით, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რ------------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც იგი უნდა იქნეს ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულ რ------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახში ძალადობა. ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ რ------------ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში უნდა დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

რ------------ისაგან ამოღებული მობილური ტელეფონი და ხ-------------ისგან ამოღებული მობილური ტელეფონის ყუთი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს, ხოლო ადგილმდებარეობის დათვალიერების ფოტოცხრილი გადატანილი დისკზე და მობილური ტელეფონის დათვალიერების ფოტოცხრილი ჩაწერილი დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

რ------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვისა და 22 (ოცდაორი) დღის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, რ------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ რ------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 10 ნოემბრიდან - 2019 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო, რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია სრულად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ რ------------ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

რ------------ისაგან ამოღებული მობილური ტელეფონი და ხ-------------ისგან ამოღებული მობილური ტელეფონის ყუთი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს, ხოლო ადგილმდებარეობის დათვალიერების ფოტოცხრილი გადატანილი დისკზე და მობილური ტელეფონის დათვალიერების ფოტოცხრილი ჩაწერილი დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ----- გუდაძე