განაჩენი

სისხლის სამართლის 13.09.2019
საქმის ნომერი
140100119003163760
თარიღი
13.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100119003163760

საქმე #1/408-19 (077050119002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - შ------- მ---–----–-–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ-----– მ-------–-–---–- (დაბადებული 1----–-–------------------, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ა---------------------------)

 

ადვოკატი - ს-------- ვ------–-–---–-

 

კვალიფიკაცია - სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია)

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2019 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 08:20 საათზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 83-ე კილომეტრზე, გორის რაიონის ტერიტორიაზე მოძრავმა ,,მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსის მძღოლმა მ-----– მ-------–-–---–მა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნა და შეეჯახა ,,ნისანის“ მარკის ავტომობილს, რომელსაც მართავდა გ----- გ---------. ამის გამო ,,ნისანის“ მარკის ავტომობილი გადავიდა სავალი გზის მარცხენა მხარეს და შეეჯახა ბეტონის ჯებირს, შემდეგ გადავიდა - გზის მარჯვენა მხარეს და შეეჯახა ლითონის ჯებირს. შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო ავტომანქანა ,,ნისანის“ მგზავრმა ნ-----–- წ------მ.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა მ-----– მ-------–-–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;

 

3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ნ-----–- წ-----ის, გ----- გ--------ის გამოკითხვის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. მ-----– მ-------–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს მ-----– მ-------–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობასა და სწრაფი მართლმსაჯულებისათვის ხელშეწყობას. მ-----– მ-------–-–---–ს ბრალად შერაცხული ქმედების შემდეგ გარდაეცვალა მამა, ჰყავს ავადმყოფი დედა, რომლის ერთადერთი მარჩენალია. იგი ცდილობდა, აუნაზღაურებინა ზიანი, თუმცა დაცვის მხარის განმარტებით, დაზარალებულმა შეუსაბამოდ დიდი თანხა მოითხოვა. ამასთან, დანაშაულის ჩადენიდან გასულია დაახლოებით 8 თვე. მანამდე ბრალდებული სახდელდადებულიც არ ყოფილა. ამდენად, სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად ამ შემთხვევაში ადეკვატურია სასჯელად ჯარიმის გამოყენება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ-----– მ-------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელად დაეკისროს ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარი;

 

აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს, ხოლო თანხა - დაუბრუნდეს მის შემტანს დადგენილი წესით;

 

ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა ,,მერსედესი“ და ,,ნისანი“ - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, ხოლო - ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი