განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/1929-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელიას მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ----–------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - პ-----------ა, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: ხ------–------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------
ბრალდებული - კ------–-----–---–ი, დაბადებული1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი N-----------), ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: ო------------------–------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ-–------------------------------------------------.
ადვოკატი - ზ-------------–-–---–ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები;
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 16 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე, თბილისში, კ-----------–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე პ-----------ასა და კ------–-----–---–ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ ე------ რესპუბლიკის მოქალაქეებთან - ვ--–--------–----------–-------თან და ჰ--------------------------------–-------თან. შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც პ-----------ამ, კ------–-----–---–მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა დაზარალებულებისათვის მსუბუქი ხარისხის დაზიანებების ერთობლივად მიყენების მიზნით, ხელებისა და დანის გამოყენებით, ჯგუფურად, სხეულის სხვადასხვა ადგილას განზრახ მიაყენეს დაზიანებები, კერძოდ: პ-----------ა, კ------–-----–---–თან და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად დაზარალებულებს აყენებდნენ ფიზიკურ დაზიანებებს, რომლებიც როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ასევე კ------–-----–---–მა ჰ--------------------------------–-------ს მიაყენა სკალპის ღია ჭრილობა და წინა მხრის მარჯვენა ღია ჭრილობა, რომლებიც როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ვ--–--------–----------–------რს მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა კეფის არეში და წინა მხრის მარჯვენა ღია ჭრილობა, რომლებიც როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა კ------–-----–---–ის და პ-----------ას მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულების აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, მოწმეების-ვ--–--------–----------–-------ის, ჰ--------------------------------–-------ის, ჯ----–-–-------–ის, ი---------------------------------ის, ი-----------------------------–-----------------ის, კ------–-----–---–ის, გ----------------იას, პ-----------ას, ი-----–--------ას, ე----------იას, ნ---------უას, ე-–---------იას, ლ------------ის გამოკითხვის ოქმებს, ამოღებული ნივთიერ მტკიცებულებებს, პირის ამოცნობის ოქმებს, საგამოძებო ექსპერიმენტს, ვიდეოსათვალთვალო ჩანაწერებს, დათვალიერების ოქმებს, პირის ამოცნობის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა როგორც სადავო მტკიცებულებად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ყველა მტკიცებულებები მიჩნეულ ყოფილიყო უდავოდ, ვინაიდან ბრალდებულები აღიარებდნენ და ინანიებდნენ მათ მიერ ჩადენილ ქმედებას, აღარ სურდათ სადავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა გამოკვლევა და მოითხოვა, რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს, რასაც ასევე დაეთანხმა ბრალდების მხარე. შესაბამისად საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების კ------–-----–---–ის და პ-----------ას სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებები მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 120-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნული დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედება ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, პ-----------ასა და კ------–-----–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ 2019 წლის 16 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე, თბილისში, კ-----------–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე პ-----------ასა და კ------–-----–---–ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ ე------ რესპუბლიკის მოქალაქეებთან - ვ--–--------–----------–-------თან და ჰ--------------------------------–-------თან. შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც პ-----------ამ, კ------–-----–---–მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა დაზარალებულებისათვის მსუბუქი ხარისხის დაზიანებების ერთობლივად მიყენების მიზნით, ხელებისა და დანის გამოყენებით, ჯგუფურად, სხეულის სხვადასხვა ადგილას განზრახ მიაყენეს დაზიანებები, კერძოდ: პ-----------ა, კ------–-----–---–თან და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად დაზარალებულებს აყენებდნენ ფიზიკურ დაზიანებებს, რომლებიც როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ასევე კ------–-----–---–მა ჰ--------------------------------–-------ს მიაყენა სკალპის ღია ჭრილობა და წინა მხრის მარჯვენა ღია ჭრილობა, რომლებიც როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ვ--–--------–----------–------რს მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა კეფის არეში და წინა მხრის მარჯვენა ღია ჭრილობა, რომლებიც როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, რომლებიც როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუქნტებით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.
საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია პ-----------ასა და კ------–-----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მითთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ კ------–-----–---–მა და პ-----------ამ მათ მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინეს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, რის გამოც ისინი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
პ-----------ას და კ------–-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნით.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ბრლდებულებს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
ბრალდებულების პ-----------ას და კ------–-----–---–ის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს. მართალია მოცემული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, თუმცა გასათვალისწინებელია მათი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები.
სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულების პ-----------ა და კ------–-----–---–ი სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დაადასტურა, რომ ბრალდებულები აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ ქმედებას, არ არიან ნასამართლევი პირები, შეურიგდნენ ერთ დაზარალებულს, მეორემ არ ისურვა მათთან კონტაქტი.
იმისათვის, რომ დამნაშავე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, პ-----------ას და კ------–-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შეურიგდნენ ერთ დაზარალებულს და რაიმე დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ, მათ დაუნიშნავს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვლებათ პირობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ------–-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
მსჯავრდებულ კ------–-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. კ------–-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 16 მარტიდან 2019 წლის 12 აპრილის ჩათვლით.
პ-----------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
მსჯავრდებულ პ-----------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. პ-----------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 16 მარტიდან 2019 წლის 12 აპრილის ჩათვლით.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განჩინებით (----------- (ამონაწერით სასამართლო სხდომის ოქმიდან) პ-----------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს 5.000 (ხუთი ათასი) ლარის და კ------–-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს 5.000 (ხუთი ათასი) ლარის სანაცვლოდ ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას - პ-----------ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ხ-----------------–--------------, საკადასტრო კოდით N--.---2--0---
მსჯავრდებულებს პ-----------ას და კ------–-----–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოთ პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულების მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
1(ერთი) ცალი დისკი შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილით, 1(ერთი) ცალი დისკი ადგილმდებარეობის ფოტოცხრილით, 1(ერთი) ცალი დისკი საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოცხრილით, 1(ერთი) ცალი დისკი გამოთხოვილი რესტორან ,,კ-------ან“, 1(ერთი) ცალი დისკი გამოთხოვილი რესტორან ,,ს----დან“, 1(ერთი) ცალი დისკი გამოთხოვილი რესტორან ,,ა--------დან“, 1(ერთი) ცალი დისკი გამოთხოვილი სასტუმრო ,,რ----–---იდან“, ჰ--------------------------------–--------ისგან ამოღებული 1(ერთი) ცალი დისკი, ვ--–--------–----------–-------ის და ჰ----------------------------------–--------ის ავადმყოფობის ისტორიები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
გ----------------იას პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ზურგჩანთა, პირსახოცი, სამედიცინო პრეპარატები, გ----------------იასგან ამოღებული ქურთუკი, პ-----------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მაჯის საათი და მობილური ტელეფონი, პ-----------ას მაისურები, ჯინსის შარვალი და ფეხსაცმელი, კ------–-----–---–ის შავი ფერის ქურთუკი და ლურჯი ფერის მაისური, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ელენე გოგუაძე