განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/1795-19
გამოძიების N0-----------
29 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--------–---------,დაცვის მხარე:
ბრალდებული რ--------------ი (პ/ნ 0-----------, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თბილისი, ქ---–---------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ბ-------------–----–----------------------–----------------------------------ში.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
ა) 2019 წლის 2--------ს, ქ. თბილისში, ბ-------------–----–----------------------–----------------------------------ში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა რ--------------მა, ოჯახური კონფლიქტის დროს, ფიზიკური ძალადობა განახორციელა დედაზე, ლ-------–--------------ე, კერძოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს რამდენიმეჯერ დაარტყა დასველებული პირსახოცი თავის არეში, რა დროსაც ლ-------–-----------ამ განიცადა ტკივილი (საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი).
ბ) 2019 წლის 2--------ს, (სახელმწიფო ბრალმდებელმა სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარდგენისას დააზუსტა ბრალდების დადგენილებაში არსებული ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის დრო) ქ. თბილისში, ბ-------------–----–----------------------–----------------------------------ში, რ--------------მა ოჯახური კონფლიქტის დროს მუქარა განახორციელა დედაზე, ლ-------–--------------ე, კერძოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ლ-------–-----------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. (საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 2--------ს, ქ. თბილისში, ბ-------------–----–----------------------–----------------------------------ში, რ--------------მა ოჯახური კონფლიქტის დროს მუქარა განახორციელა დედაზე, ლ-------–--------------ე, კერძოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ლ-------–-----------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. (საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თ----------------–-–---–მა და ვ---------------–-–---–მა, შსს ს----------–-------–-–-----------------------------–---------------------------–-------------–---------------მა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ 2019 წლის 2--------ს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, დაახლოებით 19:00-20:00 საათზე, მიიღეს შეტყობინება ქ.თბილისში, გ-------–----–----- გამზირზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულებს, კორპუსთან დახვდათ გამოძახების ინიციატორი - ლ-------–-----------ა, რომელიც საკმაოდ აღელვებული და შეშინებული ჩანდა. ქალბატონმა მათ განუცხადა, რომ შვილმა, რ--------------მა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, სველი პირსახოცი ურტყა სახეში და დაემუქრა მოკვლით, რამაც რეალურად შეაშინა, რადგან რ--------------ს წარსულში საკუთარი მამის მიმართაც ჩადენილი აქვს ძალადობრივი ქმედება. მისგანვე შეიტყვეს, რომ რ--------------ის მიმართ რამდენიმე თვის წინ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი. დაზარალებულთან საუბრისას, მათთან მივიდა თავად რ--------------ი, რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. რ--------------ი აგრესიას გამოხატავდა როგორც მათ მიმართ, ისე დედის მისამართით, რომელსაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი და ვინაიდან სახეზე იყო დანაშაულის აშკარა ნიშნები, რ--------------ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ ეცნობა საგამოძიებო სამსახურს.
N01---- შემაკავებელი ორდერის თანახმად, იგი გამოცემულია ქ. თ---–----------------–-------–-–-------------–-----------რ ვ---------------–-–---–ის მიერ, 2019 წლის 2--------ს, 21:00 საათზე, 30 დღის ვადით, რ--------------ის მიერ ლ-------–-----------ას მიმართ. შემაკავებელ ორდერს საფუძვლად დაედო რ--------------ის მიერ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები.
დაზარალებულმა ლ-------–-----------ამ, ბრალდებულ რ--------------ის დედამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შვილთან ერთად ცხოვრობს და მის ყოფას, ალკოჰოლური სასმელის ყოველდღიურ მოხმარებას, მტკივნეულად განიცდის, მით უფრო, რომ მთვრალ მდგომარეობაში რ------ აგრესიული ხდება. 2019 წლის 2--------ს რ------ ისევ მთვრალი დაბრუნდა შინ და მოუვიდათ კამათი. ჩხუბისას რ-----მა უთხრა - „აუცილებლად უნდა მოგკლა?! შემეშვი“-ო, რამაც შეაშინა, რადგან ნასვამ მდგომარეობაში არაადეკვატურია და მისგან ყველაფერს ელის. ორი დღით ადრე კი რ--------------მა პირველად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სველი პირსახოცი დაარტყა სახეში, რის გამოც განიცადა ტკივილი.
მოწმე ბ--------------–---–მა, შსს ს----------–-------–-–------------------------------–---------------------------–------------------------------–------ფროსმა გამომძიებელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითვისას განმარტა, რომ რ--------------ის ბრალდების საქმის გამოძიების დროს დაკითხა დაზარალებული ლ-------–-----------ა, რომელიც აცხადებდა, რომ შვილი - რ--------------ი ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს და ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულის განმარტებით, შვილისგან, რომელიც სიმთვრალეში თავს ვერ აკონტროლებდა, საფრთხეს გრძნობდა, რის გამოც მის იზოლირებას მოითხოვდა.
ბრალდებულმა რ--------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულები არ ჩაუდენია და ისინი მოგონილია მისი დედის და პოლიციის თანამშრომლების მიერ. შემთხვევამდე ერთი თვის განმავლობაში უწყვეტად სვამდა ალკოჰოლს, რამაც დედამისი აიძულა ამ მდგომარეობიდან მის გამოსაყვანად პოლიციისთვის მიემართა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ შეაფასა რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისია იმ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ რ--------------ი ლ-------–-----------ას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რამაც ამ უკანასკნელს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; რაც შეეხება ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით რ--------------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას - იგი საქმის არსებითი განხილვის შედეგად დადასტურებული ვერ იქნა.
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის
1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება
მტკიცებულებათა შეფასებამ ცხადჰყო, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, დაზარალებული ლ-------–-----------ას ჩვენება წარმოადგენს ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებას რ--------------ის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების დასადგენად, რადგან მხოლოდ ეს ჩვენებაა პირდაპირი მტკიცებულება, სხვა მტკიცებულებები (შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მ---------------------–-------------–----------------ს - თ----------------–-–---–ის და ვ---------------–-–---–ის ჩვენებები) კი ნაწარმოები მტკიცებულებებია და მათში ასახული ინფორმაციის წყარო ისევდაისევ დაზარალებული ლ-------–-----------აა, რაც დამოუკიდებელ მტკიცებულებებად მათი განხილვის შესაძლებლობას არ იძლევა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის და განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იქნეს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93). სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში. თავის მხრივ, მტკიცებულებათა სიმყარეს პირდაპირი სახის მტკიცებულებები ქმნიან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ, საფუძვლად არ უდევს საკმარისი მტკიცებულებითი ბაზა, რადგან რ--------------ის მხრიდან ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სასამართლოში, ფაქტობრივად, წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებული ლ-------–-----------ას ჩვენება, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმადაც, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 9 თებერვლის №453აპ-15 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8; აგრეთვე 2015 წლის 16 აპრილის №510აპ-14 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 21).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდებოდა ლ-------–-----------ას მიმართ რ--------------ის მიერ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი, აღნიშნული კი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ბრალდებული რ--------------ის გამართლების უპირობო საფუძველია.
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის
1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ რ--------------ის პოზიციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში მისი უდანაშაულობის შესახებ, რადგან გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ცალსახად დადგინდა, რომ მან დაზარალებულ ლ-------–-----------ას მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რამაც ამ უკანასკნელს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სავსებით აკმაყოფილებს უტყუარობის და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის საკმარისობის კრიტერიუმებს, რადგან დაზარალებული ლ-------–-----------ას ჩვენება მისი შვილის, რ--------------ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ, დასტურდება სხვა პირთა - თ----------------–-–---–ის და ვ---------------–-–---–ის არაირიბი ჩვენებებით, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულებს, ბრალდებული რ--------------ი აგრესიული დახვდათ და იგი არამხოლოდ მათ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, არამედ, მათი თანდასწრებით, ლ-------–-----------ასაც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.
სასამართლო თვლის, რომ დაზარალებული ლ-------–-----------ას ჩვენება, თ----------------–-–---–ის და ვ---------------–-–---–ის ჩვენებებთან ერთად, ქმნის მტკიცებულებათა იმ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იძლევა დანაშაულებრივი ფაქტის დადგენის შესაძლებლობას, კერძოდ, აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დარწმუნდა, რომ რ--------------ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას, ლ-------–-----------ას, რამაც, - მისივე განმარტებისა და მის მიერ სამართალდამცველი ორგანოსთვის მიმართვის ფაქტის მხედველობაში მიღებით, - დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩინა.
კანონმდებლის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რომელსაც, ამავე მუხლის თანახმად, განეკუთვნება 151-ე მუხლით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული დანაშაულიც, თუკი იგი ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, დედა, ამ მუხლის მიზნებისათვის, ითვლება ოჯახის წევრად.
სასამართლო თვლის, რომ რ--------------ის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) ნიშნები და არსებობს ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის რ--------------ის მსჯავრდების და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციის ფარგლებში მისთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდების საფუძვლები.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამავე კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ალკოჰოლის მოხმარებისადმი მის მიდრეკილებას და ბრალდებულისა და დაზარალებულის ერთად ცხოვრების ფაქტს და თვლის, რომ არსებობს ჩადენილი დანაშაულის რეციდივის რისკები. სისხლის სამართლის კანონმდებლობით სასჯელის ინდივიდუალიზაციისათვის დაწესებული ზოგადი კრიტერიუმებისა და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც ახასიათებს ბრალდებულ რ--------------ს და მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, სასამართლო თვლის, რომ თავისუფლების აღკვეთაზე მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის გაცნობიერებას და მომავალში ახალი დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციას.
ამავე დროს, სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ არსებობს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით (დანაშაულის რეციდივი) და ამავე კოდექსის 531-ე მუხლით გათვალისწინებული, მინიმალურ ზღვარზე უფრო მაღალი სასჯელის დანიშვნის კანონით დადგენილი აუცილებლობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ--------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
რ--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ რ--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 2--------იდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი