განაჩენი

სისხლის სამართლის 22.07.2019
საქმის ნომერი
080100119003079550
დავის ტიპი
337
თარიღი
22.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003079550 საქმე №1/543-19 (№041070319003)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ივლისი 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზ---------–------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: გ----------–-–---–-

დაბადების თარიღი: 0--------- წელი

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ვ--------------–--------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------–------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3771 მუხლი.

 

დისპოზიცია: მოვალის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის კანონით გათვალისწინებული ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2015 წლის 3 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ----------–-–---–- შპს ,,ევრო კრედიტ +“ -ის სასარგებლოდ დაეკისრა 3108 აშშ დოლარისა და 222,76 ლარის გადადა. 2015 წლის 27 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებლო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში 2017 წლის 03 თებერვალს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის საფუძველზე, გ----------–-–---–- გაეგზავნა შეტყობინება ქონებრივი ნუსხის ხუთი დღის ვადაში წარმოდგენის შესახებ, რომელიც გ----------–-–---–- ჩაბარდა 2017 წლის 14 ივლისს. გ----------–-–---–-- ქონებრივი ნუსხა აღსრულების ეროვნულ ბიუროში კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

გ----------–-–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გარდა მისი აღიარებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: 2019 წლის 5 მარტის წერილი იმერეთის სააღსრულებო ბიუროდან; 2017 წლის 3 თებერვლის შეტყობინება ქონებრივი ნუსხის წარდგენის თაობაზე; წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ; მოწმეების: თ-----------------, თ---------------, გ----------–-–---–-ს გამოკითხვის ოქმები, 2015 წლის 3 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 2015 წლის 27 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს სააღსრულებო ფურცელი, 2015 წლის 18 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ----------–-–---–-- ჩაიდინა მოვალის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის კანონით გათვალისწინებული ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3771 მუხლით;

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ----------–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, გასაკიცხაობის ხარისხი, ჩადენილი დანაშაულის კატეგორია (მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს), მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური მდგომარეობა, ყოფაქცევა ქმედების ჩადენის შემდეგ (ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) - გასათვალისწინებელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინივიდუალიზაციის პრინციპი, რომელიც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლიანი სასჯელის შეფარდებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ----------–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ბრალდებული სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ----------–-–---–- სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც არის ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით ადეკვატური და პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-279-ე მუხლებით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ----------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3771-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

 

გ----------–-–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

გ----------–-–---–-ს მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური