განაჩენი

სისხლის სამართლის 01.08.2019
საქმის ნომერი
330100119003069466
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2916-19

№0-----------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

1 აგვისტო, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - შ-----------–---–-, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: ს---------------------------–---------------------------–-----; ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------–--------------–------------------------------------;

 

ადვოკატი - ლ---- ჯ------ე

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი ;

 

დისპოზიცია:

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (გამართლდა);

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, შ-----------–---–-- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ------–--–--------------–--------------–--------------------------------–------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას შ-----------–---–-- ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს მ---------------ს, კერძოდ ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყაზე, ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად მ---------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ შ-----------–---–-- ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

2.1. სასამართლომ შ-----------–---–- წარდგენილი ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

3.1. დაზარალებულმა მ---------------მ სასამართლოს მოახსენა, რომ შ-----------–---–- მისი ყოფილი მეუღლეა. 2015 წელს ის და შ-----------–---–- შეუღლდნენ და ცხოვრობდნენ განმარტოებით ვ---------–ში, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათთან სახცხოვრებლად გადავდნენ შ-----ს მშობლები, მათ შორის არსებული ურთიერთობა დაიძაბა. მას კონფლიქტები ჰქონდა დედამთილთან და აღნიშნულიდან გამომდინარე, შ-----ც რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა.

2019 წლის 26 აპრილს იმყოფებოდა წ--–-------ში შვილთან და დედასთან ერთად, ხოლო თბილისში, დაახლოებით 9:00 საათისთვის ჩამოვიდა და მივიდა სახლში. კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი გახდა ის, რომ მათი შვილი სახლში შესვლისას არ მიესალმა შ-----------–---–-ს დედას, რის გამოც ბებია განაწყენდა. მან სთხოვა შ-----------–---–-, რომ მასთან ერთად გასულიყო იმ ოთახიდან, სადაც შ----- მშობლები იმყოფებოდნენ, მაგრამ შ-----------–---–- მას არ მიჰყვებოდა. ბოლოს მამამთილმა მას უთხრა, რომ მათ წინაშე ესაუბრათ, რის გამოც მან, შ-----ს მიმართ გამოთქვა პრეტენზია, რასაც მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება. მან დატოვა ოთახი და შევიდა საძინებელში, შ-----------–---–- გავიდა მასთან, რათა დაემშვიდებინა და მიუთითებდა, რომ შესულიყო ოთახში, რა დროსაც ხელით შეაჯანჯღარა. ამ დროს ის წაბარბაცდა და დაეჯახა სკამს, რაზეც მან დაიწყო ყვირილი, ხოლო შ-----------–---–-- დარეკა მის დედასთან, რომელმაც ტელეფონიზე საუბრის დროს მოისმინა მისი ყვირილი და ეგონა, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს და დარეკა პოლიციაში. მან დაურეკა დედას და სთხოვა, რომ არ დაერეკა პოლიციაში, რადგანაც პოლიციის დახმარება მას არ ესაჭიროებოდა. ადგილზე მისულ პოლიციელებს, აღელვების გამო მან განუცხადა, რომ შ-----------–---–-- მას ხელი გაარტყა, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. პოლიციის თანამშრომლებმა შ-----------–---–-ს მიმართ გამოწერეს 1 თვიანი შემაკავებელი ორდერი. კონფლიქტის შემდეგ იგი 2 თვის მანძილზე ცხოვრობდა მის დედასთან, წ--–-------ში. ამ პერიოდში მას დედასთნ წარმოეშვა კონფლიქტი და იძულებული გახდა ჩამოსულიყო კვლავ თბილისში, ხოლო შვილი იზრდება შ-----------–---–-ს მშობლებთან. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მისი დახმარება შეეძლო იყო შ-----------–---–-.

 

3.2. მოწმე გ---------------მ სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის აპრილის თვეში მუშაობდა თ---–---------–-–------------------------------------------ განყოფილებაში, გამომძებლად. გამოძიება დაიწყეს შეტყობინების საფუძველზე ოჯახში ძალადობის ფაქტზე. გამოკითხა დაზარალებული მ---------------, რომელმაც დააფიქსირა, რომ მეუღლემ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მან ბრალდებულის სახით დააკავა შ-----------–---–-.

 

3.3. მოწმე გ-----------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ შემთხვევის დღეს მუშაობდა თ---–---------–-–---------------------------------–-------- განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ნ-----–--------------–-------------------------–-, სადაც მათი ინფორმაციით იყო ოჯახური ძალადობა. ადგილზე გაირკვა, რომ კონფლიქტი მიმდინარეობდა შ-----------–---–-ა და მის მეუღლეს მ---------------ს შორის, რა დროსაც შ-----------–---–-- მ---------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახეში გაარტყა ხელი. დაზარალებულს სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე. შემდგომ მან დაზარალებული გადაიყვანა განყოფილებაში.

 

3.4. მოწმე ბ------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ მუშაობს თბ--–---------–-–-------------------–-------------------------------–-------- განყოფილებაში. შემთხვევის დღეს იყო მორიგე, შევიდა შეტყობინება მათთან, რომ ნ-----–--------------–---ში იყო ოჯახური ძალადობის ფაქტი. ადილზე დახვდათ დაზარალებული მ--------------- რომელიც იყო აღელვებული ტიროდა და აცხადებდა რომ მეუღლემ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სახის არეში ხელი დაარტყა და ითხოვდა, რომ წაეყვანათ სახლიდან რადგანაც მეუღლესთან ცხოვრება აღარ შეეძლო.

 

3.5. შეტყობინებების N1------ და N1------ შეტყობინების აქტებით დასტურდება, რომ 2019 წლის 25 აპრილს, ფ-–------–----------ამ განახორციელა ზარი 112-ში და განაცხადა, რომ მასთან დარეკა მისმა შვილმა 1--- წელს დაბადებულმა მ---------------მ, რომელსაც ესაჭიროებოდა დახმარება. კონფლიქტი მიმდინარეობდა ოჯახის წევრებს შორის: ცოლსა და ქმარს შორის, დედამთილსა და რძალს შორის (ს.ფ. 2-3).

 

3.6. 2019 წლის 26 აპრილის №0----- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ შ-----------–---–-ს მიმართ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი, ვინაიდან მან 2019 წლის 25 აპრილს თავის მეუღლეს - მ---------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (ს.ფ. 9-11).

 

3.7. ბრალდებულმა შ-----------–---–-- არ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედება და სასამართლოს მოახსენა, რომ 4 წელია რაც მ---------------სთან ერთად ნორმალურად ცხოვრობს და ისინი არ ჩხუბობდნენ. შემთხვევის დღეს მ--------------- იმყოფებოდა დედამისთან წ--–-------ში. როდესაც იგი დაბრუნდა სახლში, იგი მას დახვდა მამამისთან ერთად და მანქანით წაიყვანა სახლში. გზაში მ---------------ს ეტყობოდა, რომ ცოტა გაღიზიანებული იყო, შემდეგ გიარკვა, რომ დაღლილი იყო. როდესაც სახლში მივიდნენ, მ---------------ს მის დედასთან მოუვიდა შეკამათება ბავშვის მისალმების გამო. მათი საუბარი გადაიზარდა ხმამაღალ ურთიერთშელაპარაკებაში. იგი ორივეს ამშვიდებდა და მოუწოდებდა, რომ თუ რამე ჰქონდათ ერთმანეთისთვის სათქმელი, ცივილიზებულად მოეგვარებინათ. მას ფიზიკური ძალა არ გამოუყენებია მეუღლის მიმართ. მან მხოლოდ შეანჯღრია მეუღლე და უთხრა ნუ ყვირიო. იგი დავარდა სკამზე და ისევ აგრძელებდა ყვირილს. მან დაურეკა მ---------------ს დედას, რომელთანაც არ აქვს კარგი ურთიერთობა და უთხრა, თუ რა უთხრა ასეთი თავის შვილს მათზე. მ---------------ს ეტყობოდა, რომ გაქეზებული იყო. მ---------------ს დედამ მას უთხრა, რომ იცოდა რასაც გააკეთებდა და გაუთიშა ტელეფონი. ცოტა ხნის შემდეგ მ---------------მ დაურეკა დედამისს და ჰკითხა თუ რას აპირებდა, რომ იმუქრებოდა. დედამისმა უპასუხა, რომ დარეკა პოლიციაში და ნახავდნენ რაც მოხდებოდა. მ---------------მ დედამისს უსაყვედურა, თუ რატომ დარეკა პოლიციაში, რადგან ამის მიზეზი არ ყოფილა. როდესაც პოლიცია მივიდა, მათ მამამისმა გაუღო კარი. პოლიციამ მას ჰკითხა თუ რა ხდებოდა, რაზეც მან უპასუხა, რომ მისმა სიდედრმა გამოიძახა პოლიცია იმის გამო, რომ მისი მეუღლე ყვიროდა. მ---------------ს თავის ოთახში გაესაუბრა პოლიციელი, რა დროსაც იგი მათ საუბარში არ ჩარეულა და გავიდა ოთახიდან. შესაბამისად, რა უთხრა მისმა მეუღლემ პოლიციელს, არ იცის. კონფლიქტის შემდეგ მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, მეუღლე წავიდა საცხოვრებლად დედამისთან, ხოლო მას შემაკავებელი ორდერი არ დაურღვევია.

 

3.8. სასამართლომ შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით, მიიჩნია, რომ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, შ-----------–---–-ს ბრალეულობის დასადასტურებლად.

 

3.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ შ-----------–---–-ს მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. სისხლის სამართლის საქმეში შ-----------–---–-ს მიმართ არ წარმოდგენილა არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. დაზარალებულმა მ---------------მ სასამართლოს მიუთითა, რომ შ-----------–---–- მისთვის სახეში არ გაურტყავს ხელი, მან მხოლოდ ხელით შეაჯანჯღია იგი, რა დროსაც სკამს დაეჯახა, ხოლო ოჯახურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. როდესაც პოლიცია მივიდა ადგილზე, მან აღელვების გამო უთხრა პოლიციელებს, რომ შ-----------–---–-- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მართალია მოწმეები გ---------------, გ-----------------ე და ბ------------–---–ი აცხადებენ, რომ მათ შემთხვევის ადგილზე მისვლისას დახვდათ მ---------------, რომელსაც სახეზე სიწითლე ეტყობოდა და აცხადებდა, რომ მეუღლემ სახეში გაარტყა ხელი, მაგრამ მათი ჩვენებები არ არის გამყარებული პირდაპირი ხასიათის ჩვენებით, რის გამოც სასამართლო მათ ირიბი ხასიათის ჩვენებას ვერ გაიზიარებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ მომხდარი შემთხვევის თაობაზე პოლიციას შეატყობინა არა დაზარალებულმა მ---------------მ, არამედ მისმა დედამ, რომელმაც თავის მხრივ ბრალდებულისგან შეიტყო კონფლიქტის შესახებ, რომელმაც ტელეფონზე დაურეკა.

 

3.10. სასამართლო აღნიშნავს, მტკიცებულები ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების მიერ შ-----------–---–-ს მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ შ-----------–---–-ს მიმართ არ არსებობს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

3.11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

 

3.12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

3.13. შესაბამისად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული შ-----------–---–- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ შ-----------–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებულ დანაშაულებში დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.

 

4.2. კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვერც ერთი მოწმე უშუალოდ ვერ მიუთითებს შ-----------–---–-ს მიერ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტზე. დაზარალებულმა მ---------------მ არ დაადასტურა მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, ხოლო ბრალდების სხვა მოწმეთა ჩვენებები არ არის გამყარებული პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებით.

 

4.3. სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა (მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება), წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებით სტანდარტს. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში (მაგ. საქმე №561აპ-15, 28/04/2016წ).

 

4.4. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ შ-----------–---–-- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა.

 

4.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შ-----------–---–-ს მიმართ ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

 

4.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.7. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

4.8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის Nშ1/1/548 გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების დაშვების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებასაც გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება. აღნიშნული მსჯელობა შესაძლებელია ასევე გაზიარებულ იქნეს საქმის არსებითი განხილვის დროსაც, რადგანაც სასამართლო საქმის არსებითად განხილვის დროს ვალდებულია გაიზიაროს ან არ გაიზიაროს საქმეში არსებული მტკიცებულებები მათი გამოკვლევის შედეგად.

 

4.9. სასამართო შეფასებისას ზოგადად იყენებს - გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს. ასეთი მტკიცება კი უნდა მომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებულ დასკვათა ერთობლიობიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი ინფორმაციებიდან. (იხ. The Irland V. UK, 1978 18 january. No. 25, pp, 64-65, paragraph 161)

 

4.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.

 

4.11. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.

 

4.12. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;

 

4.13. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

4.14. ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ შ-----------–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შ-----------–---–- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

შ-----------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

შ-----------–---–- განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ელენე გოგუაძე