განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100119002904696
#1/85-19 (№------------)
თელავის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 სექტემბერი 2019 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზვიად შარაძემ
თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ-–-------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--------------–---–ი - დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ა---------------------------–---
ადვოკატი - მ--------------–---–ი, ლ--–----------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი.
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 31 იანვარს ღამის საათებში, ა-------------------------–---–---ში, გ--------------–---–ს, მობილურ ტელეფონზე საუბრის დროს, სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდა ზ----------------–-–---–თან, რის შემდეგაც სანადირო თოფითა და ვაზნით შეიარაღებულმა გ--------------–---–მა შურიძიების მოტივით გადაწყვიტა ზ----------------–-–---–ის განზრახ მკვლელობა.
ა-------------------------–---–---ში მდებარე გ-----------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, იმავე დღეს გ--------------–---–მა, სანადირო თოფიდან განახორციელა ერთი გასროლა ზ----------------–-–---–ის მიმართ, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. მიზნის მიღწევის შემდეგ გ--------------–---–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ნ--------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ზ-----------------–-–---–ი არის მისი შვილი, რომელსაც ახლო ურთიერთობა ქონდა გ--------------–---–თან. მოწმის ჩვენებით 2019 წლის 31 ინავარს ზ----------------–-–---–ი იყო დაკრძალვაზე, საიდანაც დაბრუნდა მეგობრებთან ერთად, ხოლო სახლში მოსვლისას გაიგონა მისი ხმა, რომელიც იძახდა „ეს რა დაინახა ჩემმა თვალებმა სამი ერთზე წამოვიდაო“, სხვები მომეხმარნენ და გ------- არ ადგაო, ეს რა არაკაცი ყოფილა, მე მის გულითვის ტყვიას ვუშვერდი და ერთი არ მომეხმარაო“. მოწმის განმარტებით აღნიშნულს ზ----------------–-–---–ი ელაპარაკებოდა დ---------------–---–ს, ს---–-----, ფ--------------–--–---–ს, „პუსკუნას“ და პატარა ბიჭებს. შემდეგ ზ----- შევიდა სახლში, ცოტახანს გაჩერდა და ისევ გავიდა. საღამოს დაახლოებით 9 საათისკენ ზ----- დაბრუნდა სახლში, ივახშმა და იჯდა კომპიუტერთან. იმავე დრეს ღამის 11 ან 12 საათი იქნებოდა, რომ ზ-----მ ჩამოირბინა კიბეებზე და უთხრა, რომ უნდა გასულიყო, რადგან ეძახდნენ ბიჭები. იმავე ღამით დაურეკეს პოლიციიდან და უთხრეს, რომ ზ----------------–-–---–ი იყო დაჭრილი, ხოლო ღამის 4 საათზე მასთან მივიდნენ პოლიციელები და მის მეუღლეს უთხრეს, რომ მისი შვილი მოკლა გ--------------–---–მა. მოწმის განმარტებით მას არასოდეს გაუგია, რომ ზ----------------–-–---–სა და გ--------------–---–ს შორის სიტუაცია დაძაბულიყო. მოწმის განმარტებით ზ----- „ხონის“ ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გამოვიდა ვადაზე ადრე, ძალიან კარგი დახასიათებით. ექიმები ამბობდნენ, რომ ზ-----ს იქ არავისთან კომფლიქტი არ ქონია, იგი იყო საჩვენებელი, დღეში 4-5 საათი ვარჯიშობდა, იგი იყო ყველასთან კარგად, ზრუნავდა ყველაზე და თუ რამე სიტუაცია იყო მხოლოდ სიტყვით ურთიერთობდაო და ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ იყო გამოჯანმრთელებული.
გ-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2019 წლის 31 იანვარს იმყოფებოდა ა-------------------------–---–---ში, ხ-------------ის დაკრძალვაზე. დაკრძალვიდან გამოსვლის შემდეგ ზ-----------------–-–---–ს, რომელსაც ახლდა გ--------------–---–ი, უთხრა, რომ რომ ოჟიოში ყავდა მამიდაშვილი გ------- ჩანგაშვილი. აღნიშნულზე ზ----------------–-–---–მა მას უთხრა, რომ ის არ იყო სწორი ადამიანი და რატომ ახსენა და ხსენებულ პიროვნებას მიაყენა შეურაცხყოფები. აღნიშნულზე ზ----------------–-–---–ს უთხრა, იმის გამო არ უხსენებია გ------- ჩანგაშვილი, რომ მისთვის მიეყენებინა შეურაცხყოფა. ზ----------------–-–---–ს აღნიშნულზე გ--------------–---–მა უთხრა, თუ რატომ აყენებდა შეურაცხყოფებს, რაზეც ზ----------------–-–---–ი აგრესიულად შეურაცმყოფელი სიტყვების ძახილით წავიდა ქვევით მხარეს. აღნიშნულ ხმაურზე გამოვიდნენ სოფლელი ბიჭები, რომლებმაც უთხრეს, რომ ზ----------------–-–---–ს ქონდა ფსიქიკური პრობლემები, იყო არაადეკვატური და აზრი არ ქონდა საუბარს.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ზ-------–--–--–---–მა და კ-------–--–---–მა.
ვ----–----------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2019 წლის 31 იანვარს ღამის საათებში იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მასთან სახლში მივიდა გ-----------------–---–ი და სთხოვა 112-ში დარეკვა, ამასთან უთხრა, რომ მის სახლში გ--------------–---–მა დაჭრა ზ----------------–-–---–ი, ხოლო მიზეზი და თუ რითი მოხდა დაჭრა მისთვის არ უთქვამს. ამის შემდეგ კი მისი მობილური ტელეფონის გამოიძახეს სასწრაფო დახმარება.
დ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2019 წლის 01 თებერვალს მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებული იყო გარკვეული ნივთები, რომელიც სრულად აისახა ოქმში. მოწმის განმარტებით მან წაიკითხა ოქმი, რაიმე შენიშვნა ან დასამატებელი არ ქონდა და მოაწერა ხელი. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი ეგდო ძირს იატაკზე, რომელსაც ხელში არაფერი ჭერია, ხოლო ახლოს, როგორც ახსოვს ეგდო გატეხილი დანა.
დ----------–--–-–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2019 წლის 31 იანვარს, ღამის საათებში შეხვდა გ--------------–---–ს, რომელსაც კონფლიქტი ქონდა მოსული ზ-----------------–-–---–თან. მასთან ერთად ყოფნისას გ--------------–---–ს დაურეკა ზ-----------------–-–---–მა და აგინებდა ყველაფერს. დანაჭრელაშვილი ეუბნებოდა „ამაღამ უნდა მოგკლაო“. ამაზე როგორც შეეძლო დააწყნარა გ-------, მაგრამ გ-------მ ტელეფონი დაახეთქა და წავიდა. აღნიშნულმზე მან გ-------ს დაუწყო ძებნა და ვინაიდნ იყო ღამე ვეღარ იპოვა. ამის შემდეგ გაიგო, რომ სოფელ ოჟიოში, ერთ-ერთი მათი თანასოფლელის გ-----------------–---–ის სახლში გ--------------–---–მა, ზ-----------------–-–---–ს ესროლა თოფი. შემდეგ მას დაურეკა გ--------------–---–მა, უთხრა, რომ შეემთხვა ასეთი რამ და სთხოვა, წაეყვანა პოლიციაში, რათა ეღიარებინა თავისი დანაშაული. იგი გ--------------–---–ს შეხვდა სოფელ ოჟიოში, გ--------------–---–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც ხელში ეჭირა თოფი. რადგან მიხვდა რაშიც იყო საქმე და თანაც გ--------------–---–ი იყო განერვიულებული, პ-----–---–ი ჩაჯდა მანქანაში, ხოლო თოფი ჩადეს საბარგულში და წავიდნენ პოლიციაში. სოფელ ოჟიოს როდესაც გაცდნენ, მათ შეხვდათ პოლიციის მანქანა, რომელიც გააჩერეს. გაჩერების შემდეგ თავად გადავიდა მანქანიდან, პარალელურად მანქანიდან გადმოვიდნენ პოლიციელებიც, რომლებსაც უთხრა, მას მანქანაში ეჯდა გ--------------–---–ი, რომელსაც მოუხდა შემთხვევა და სურდა თავისი სურვილით ჩაბარებოდა პოლიციას. მოწმის განმარტებით მაშინვე მოხდა მისი ავტომანქანის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებული იქნა სანადირო თოფი.
გ-----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2019 წლის 31 იანვარს, ღამის საათებში იმყოფებოდა ა-------------------------–---–---ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში. იმავე საღამოს დაახლოებით 12:00 საათზე მასთან მივიდა ზ----------------–-–---–ი, რომელიც იყო აღელვებული და იძახდა, რომ გ--------------–---–თან მოუვიდა ჩხუბი. სახლიდან ზ-----მ დაურეკა გ--------------–---–ს და აგინეა. მოწმის განმარტებით ზ----------------–-–---–ი იმ საღამოს აპირებდა გ--------------–---–ის ნახვას, მაგრამ მან იგი გააჩერა და არ გაუშვა, კერძოდ ემუქრებოდა „გნახავ და მოგივლიო“. ამ საუბრის დასრულებიდან დაახლოებით 10-15 წუთში მასთან სახლში მივიდა გ--------------–---–ი, რა დროსაც თავად იყო წამოწოლილი, ხოლო ზ----------------–-–---–ი იჯდა მაგიდასთან. გ------- ოთახში, რომ შევიდა თქვა „რომ მეძახდი მოვედიო“, რა დროსაც ზ----- გ-------ს დანახვაზე წამოხტა და გაქანდა მისკენ, ხოლო როდესაც მიუახლოვდა მოხდა გასროლა. მოწმის განმარტებით, სროლის მომენტში ზ----------------–-–---–ი და გ--------------–---–ი ერთმანეთზე თითქმის იყვნენ გადაჯაჭვულები. სროლის შემდეგ, ზ----------------–-–---–ი იქვე დაეცა, ხოლო გ--------------–---–ი შებრუნდა და წავიდა. მოწმის ჩვენებით, როდესაც მასთან სახლში მივიდა გ--------------–---–ი, მის ხელში თოფი არ დაუნახავს, ასევე არ დაუნახავს ზ----------------–-–---–ის ხელში დანა. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ გასროლა მოხდა მას შემდეგ, რაც ზ----------------–-–---–ი და გ--------------–---–მა დაიწყეს ჭიდაობა თუ კინკლაობა. მოწმის ჩვენებით ასევე დგინდება, რომ გასროლის მომენტში ზ----------------–-–---–ი და გ--------------–---–ი იდგნენ ერთმანეთის პირისპირ და გასროლის მომენტში, ზ----- დაეცა მყისიერად. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ გ--------------–---–ი ოთახში არ შესულა და ფაქტი მოხდა შესასვლელ კარებთან.
დ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2019 წლის 31 იანვარს დაახლოებით 5 საათზე გავიდა უბანში, რა დროსაც დაინახა ზ----------------–-–---–ი, ამ დროს მივიდა ს---–--------------–---–იც და ზ----- ეუბნებოდა, ჩხუბი მოუვიდა ვარდისუბნელ ბიჭებთან. მოწმის განმარტებით ზ----------------–-–---–ი გ--------------–---–ზე იძახდა, რომ იმ მომენტში გვერდში არ დამიდგაო და იყო გაბრაზებული.
ს---–--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2019 წლის 31 იანვარს სახლიდან, რომ გამოვიდა სიგარეტის საყიდლად, მაღაზიასთან იდგა ზ----------------–-–---–ი და ამბობდა, ,,ვარდისუბნელებთან მომივიდა ჩხუბიო, რასაც ხედავდა გ--------------–---–ი და არ მომეხმარაო არადა ჩემი ძმაკაცი იყოო“. ამ დროს მივიდა დ---------------–---–ი და ისიც შეესწრო ამ საუბარს.
ლ-–-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2019 წლის 28-29 იანვარს იმყოფებოდა გ------------–---–ის სახლში, სადაც ბოთლიდან დალია წყალი.
კ--------–---–მა სასამართლო სხდომაზე კაჩვენა, რომ შემთხვევის ღამეს დაახლოებით 23:00–24:00 საათზე მასთან მივიდა გ--------------–---–ი, სადაც ასევე იყო დ----------–--–-–---–ი. გ--------------–---–ი უყვებოდა ზ----------------–-–---–ის მდგომარეობის შესახებ, კერძოდ იმას, რომ იმავე დღეს ზ----------------–-–---–ი აყენებდა აუტანელ შეურაცხყოფებს და კითხულობდა თუ რა უნდა ექნა. აღნიშნულზე მან დააწყნარა გ--------------–---–ი. მოწმის განმარტებით აღნიშნულ დროს გ--------------–---–ს ტელეფონზე დაურეკა ზ----------------–-–---–მა, რომელსაც უპასუხა და ეს უკანასკნელი გ--------------–---–ს აგინებდა ოჯახის მისამართით. მოწმის განმარტებით შემდეგ გავიდა საპირფარეშოში და როცა შემობრუნდა ოთახში იქ გ--------------–---–ი და დ----------–--–-–---–ი აღარ დახვდა, რის შემდეგ ოთახში დაბრუნდა მხოლოდ დ----------–--–-–---–ი, რომელიც ამბობა, გ--------------–---–ი წავიდა ქვემოთო. ამის შემდეგ იგი და დ----------–--–-–---–ი გამოვიდნენ გ--------------–---–ის მოსაძებნად, მაგრამ ეს უკანასკნელი ვერ იპოვეს. მოწმის განმარტებით იმავე ღამეს გ--------------–---–მა დაურეკა დ----------–--–-–---–ს, რომელსაც მოუყვა მომხდარის შესახებ.
გ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ გ--------------–---–ი და ზ-----------------–-–---–ი იყვნენ ერთად დაზრდილები, მაგრამ ბოლო დროს ქონდათ დაძაბული ურთიერთობა, რადგან ზ----------------–-–---–ს ქონდა ფსიქიკური პრობლემები. სამკურნალო დაწესებულებიდან, რომ გამოვიდა მას ქონდა იგივე პრობლემები. მოწმის განმარტებით 2019 წლის 31 იანვარს ზ----------------–-–---–ს და გ--------------–---–ს მოუვიდათ შეკამათება, რა დროსაც ზ----------------–-–---–ი მოდიოდა ზემოდან და აგინებდა გ--------------–---–ს. აღნიშნულზე კითხა თუ რატომ აგინებდა, რაზეც ზ-----მ უპასუხა, რომ გ--------------–---–ი მას არ დაეხმარა ჩხუბში, რასაც არ შეარჩენდა და მოკლავდა, რაზეც ცადა მისი დაწყნარება.
გ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2019 წლის 31 იანვარს იყო დაკრძალვის სუფრაზე, სადაც ასევე იყვნენ ვარდისუბნელი ბიჭები. სუფრაზე ხსენებულ ბიჭებს ზ----------------–-–---–მა შესთავაზა მარიხუანა, წამოვიდნენ და მოწიეს ერთად, ხოლო მას არ მოუწევია. ამის შემდეგ, როდესაც მან და ზ-----მ გააცილა ხსენებული ბიჭები, ამ დროს ერთერთმა იკითხა, რომ ოჟიოში ცხოვრობს ,,ტეტე“ და იცნობდნენ თუ არა მას. აღნიშნულზე ზ-----მ უთხრა, თუ ვინ იყო ,,ტეტე“ მას ეკიდა და ,,ტეტეს“ მისამართით დაიწყო გინება, რის გამოც ბიჭები გადმოვიდნენ მანქანიდან და კითხეს თუ რატომ აგინებდა. ზ----- კი მათ მიმართაც გადავიდა აგრესიაზე. ამ დროს მან ზ-----ს უთხრა, რომ იმ ბიჭებს ცუდი არაფერი უთქვამთ და თავი დაენებებინა, რის შემდეგაც მაშინვე მივარდა მას და ეუბნებოდა ,,იმის მაგიერ, რომ გვერდში დამიდგე რას აკეთებო“ და ჰკრა ხელი. ვინაიდან მან იცოდა, რომ ზ----- იყო ძალიან „არეული“, თანაც იყო მისი ბავშვობის ძმაკაცი და მისი მეჯვარე აღარაფერი აღარ უთხრა. ამ დროს ზ----- წავიდა მუქარით და გინებით და ეუბნებოდა, რომ ,,შენ ესე უნდა გაგიკეთო და ისე უნდა გაგიკეთო, ვიქნები გ------------–---–თან და იქ გადმოდითო“. ამის შემდეგ საღამოს საათებში იგი საუბრობდა დ----------–--–-–---–თან და კ--------–---–თან, რა დროსაც მას ტელეფონზე დაურეკა ზ----------------–-–---–მა, რომელმაც ოჯახის მისამართით დაუწყო გინება და მუქარა, რაზეც შეშინებული წავიდა სახლში. შემდეგ ფიქრობდა თუ რა გაეკეთებინა, ისიც იფიქრა დაერეკა პოლიციაში, მაგრამ იცოდა, რომ ზ----- მანამდეც ყავდათ დაკავებული და გამოუშვეს, რადგან ქონდა ფსიქიური პრობლემები. შემდეგ გადაწყვიტა წასულიყო გ------------–---–თან, სადაც ზ-----ს მოუხდიდა ბოდიშს და ყველაფერი მორჩებობა. ამასთან თავდაცვის მიზნით წაიღო თოფი. მოწმის განმარტებით, როდესაც იგი ავიდა მეორე სართულზე და შევიდა ოთახში, თოფი დატოვა გარეთ, თითონ კი შეაღო კარი და იქვე გაჩერდა. როდესაც ზ----------------–-–---–მა დაინახა იგი წამოდგა და დანით ხელში გამოექანა მისკენ, რაზე შეშინებულმა აიღო თოფი და ესროლა. მოწმემ აჩვენა, რომ თოფი წაიღო მხოლოდ იმ მიზნით, რომ თავი დაეცვა, ამასთან იცოდა ზ----------------–-–---–ს ქონდა ფსიქიკური პრობლემები და მისგან აგრესია და თავდასხმა იყო მოსალოდნელი. მოწმემ ასევე განმარტა, როდესაც ზ----- მისკენ გამოექანა დანით, ეუბნებოდა არ მოხვიდეო, რაც არ გააკეთა და ამ დროს მოხდა გასროლა. მოწმემ ასევე აჩვენა, როდესაც ზ----- წამოვიდა მისკენ, ეს უკანასკნელი იდგა მისგან მარცხენა მხარეს, ხოლო სროლის შემდეგ წაბარბაცდა და დაეცა მისგან მარჯვენა მხარეს, რა დროსაც ხელიდან დაუვარდა დანა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ გ--------------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდებისა და დაცვის მხარის სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
ბრალდებულის ჩვენებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: ზოგადად, იმ პირის ჩვენება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისამართლებრივი დევნა, ხშირ შემთხვევაში არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმეში დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს სამართალდარღვევის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით. ასეთი პირის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან და მოგონილია სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით. კერძოდ, შესაბამისი მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ქმედების ჩადენის მომენტში აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომელიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, ასევე რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--------------–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა. სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. შესაბამისად კანონი იცავს ადამიანის სიცოცხლეს მისი დაბადებიდან გარდაცვალებამდე. მკვლელობა, როგორც დანაშაული მიეკუთვნება მატერიალურ დანაშაულთა კატეგორიას და იგი დამთავრებულია სიცოცხლის მოსპობის მომენტიდან, შესაბამისად მისი ობიექტური შემადგენლობისათვის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს სიკვდილის დადგომა. ამასთან აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა მოქმედებასა და სიკვდილს შორის, რაც გულისხმობს, ქმედება ყოველთვის წინ უნდა უსწრებდეს სიკვდილს. ამასთან მკველობა შეიძლება ჩადენილი იქნეს მხოლოდ განზრახი ქმედებით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდაოდ გამხდარი მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ გ--------------–---–მა, განზრახ, შურისძიების მოტივით ზ----------------–-–---–ს სანადირო თოფით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. რაც შეეხება განზრახვას, რომ გ--------------–---–ს სურდა ზ----------------–-–---–ის მკვლელობა, აღნიშნულს ადასტურებს მისი ქმედებისა და ქცევის ხასიათი, მიყენებული დაზიანებების ლოკალიზაცია და ხასიათი. ამასთან დაცვის მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ გ--------------–---–ი მოცემულ მომენტში მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, აღნიშნული სასამართლო სხდომაზე არ დადასტურებულა. აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა, როგორც ხელმყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან. ამ გარემოებათა დადგენის გარეშე მდგომარეობა ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ზ----------------–-–---–ი გ--------------–---–ისკენ წავიდა დანით აღნიშნული არ დადასტურა ფაქტის შემსწრე მოწმემ. აღნიშნული ასევე არ დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოებით, სადაც არ არის დაფიქსირებული ზ----------------–-–---–ის ხელთან დანა. ფოტოებში გვამიდან მოშორებით გდია მხოლოდ გატეხილი დანის პირი, ხოლო ადგილზე დანის დარტყმის ან გატეხვის ფაქტი არც ბრალდებულს და არც მოწმეს არ დაუდასტურებია. ასევე დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით თითქოს ზ----------------–-–---–ი გ--------------–---–ისკენ წავიდა ამ უკანასკენის მარცხენა მხარიდან, ამასთან ეძახდა არ მოხვიდეო, აღნიშნულიც არ დაუდასტურებია ფაქტის შემსწრე მოწმეს. ასევე ყურადსაღებია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს დაფიქსირებული გვამის განლაგება, რომლითაც არ დასტურდება ის გარემოება, რომ გ--------------–---–მა გასროლა კარების შესავლელიდან განახორციელა, რადგან როგორც მოწმემ განმარტა, ზ----- დნაჭრელაშვილი გასროლისთანავე დაეცა ადგილზე, ხოლო გვამი შესასვლელი კარებიდან სხვა მიმართულებით არის დავარდნილი, შესაბამისად მიყენებულ დაზინებას შესასვლელი კარებიდან ეს უკანასკნელი ვერ მიიღებდა.
ამდენად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ გ--------------–---–მა ჩაიდინა: განზრახ მკვლელობა, შესაბამისად მისი ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემობები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ--------------–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
გ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 1 თებერვლიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი: - დანის ტარი და პირი, ლაქები, ხელის კვლები, ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუშები, სისხლის ნიმუშები, ბიოლოგიური მასალა, ფრჩხილის ნიმუშები, თმის ნიმუშები, პლასმასის და მეტალის უცხო სხეულები განადგურდეს. ტანსაცმელები და მობილური ტელეფონები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ხოლო სანადირო თოფი გადაეცეს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ზვიად შარაძე