განაჩენი

სისხლის სამართლის 18.09.2019
საქმის ნომერი
060100119003162318
დავის ტიპი
126
თარიღი
18.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/138-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 სექტემბერი, 20-9 წელი ქ. სამტრედია.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან მეშველიანი

სხდომის მდივანი - ლევან ლეჟავა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მა----- მე-–--ე.

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გი-----ი ნი----–--–---–ი.

მამის სახელი: ვლ--------ი.

დაბადებული: 0-.0-.1--- წელი.

დაბადების ადგილი: საქართველო.

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე.

განათლება: უმაღლესი.

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.

პირადი ნომერი: 3-----------

მცხოვრები: ქ. სამტრედია, შა----ს ქ. N8-ში.

 

ბრალდებული - ავ-------ლ თა---ე.

მამის სახელი: რო---ი.

დაბადებული: 0-.0-.1--- წელი.

დაბადების ადგილი: საქართველო.

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე.

განათლება: უმაღლესი.

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.

პირადი ნომერი: 3----------.

მცხოვრები: ქ. სამტრედია, გა-–--------ის ქ. N26-ში.

 

ადვოკატი - ნი---–ი ქო---ა.

 

სხდომის სახე - ღია

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ ,მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჯგუფურად.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 20-9 წლის 0- აგვისტოს დაახლოებით 12:00 საათზე სამტრედია დავით აღ--–-----–ის ქუჩის N361-ში ყოფილი რკინიგზის სავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავ-------ლ თა---ე და გი-----ი ნი----–--–---–ი რომლებიც მოძრაობდნენ ავტო---ქანით საავტომობილო გზის გადაკვეთასთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ მო-----დ ბა-----თ ჯა--მ მო-----დთან, რომლის მიმართაც გი-----ი ნი----–--–---–მა და ავ-------ლ თა---ემ განახორციელეს ძალადობა კერძოდ: ავ-------ლ თა---ემ თავი დაარტყა სახის არეში, ასევე ფეხი დაარტყა მუცლის და ტანის არეში. ასევე გი-----ი ნი----–--–---–მა ფეხი დაარტყა მუცლის და ტანის არეში, დაზარალებულმა ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

2. ბრალდებულებმა გი-----ი ნი----–--–---–მა და ავ-------ლ თა---ემ სასამართლოს წინაშე თავი სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმნენ საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. სასამართლოს მიაჩნია, რომ გი-----ი ნი----–--–---–ის და ავ-------ლ თა---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მათ ბრალეულობას, კერძოდ:

 

5. დაზარალებულ მო-----დ ბა-----თ ჯა--მ მო-----დის გამოკითხვის ოქმი, მოწმე ქე-----ნ კა------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმე გი-----ი კა–---ს გამოკითხვის ოქმი, მოწმე ზ------ ფან----–--ის გამოკითხვის ოქმი, გი-----ი ნი----–--–---–ისა და ავ-------ლ თა---ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა და ინფორმაციათა ერთობლიობა.

 

6. ზემოაღნიშნული არასადავო მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გი-----ი ნი----–--–---–ისა და ავ-------ლ თა---ის მიერ განხორციელებული ქმედებით - განზრახ, ფიზიკური ძალის გამოყენებით იძალადეს მო-----დ ბა-----თ ჯა--მ მო-----დის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჯგუფურად.

 

7. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“.

 

8. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება :

 

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა გი-----ი ნი----–--–---–მა და ავ-------ლ თა---ემ ჩაიდინეს დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

11. გი-----ი ნი----–--–---–ისა და ავ-------ლ თა---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.

 

12. გი-----ი ნი----–--–---–ისა და ავ-------ლ თა---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

14. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხა--ათი.

 

15. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

16. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

17. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

18. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

19. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხა--ათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი-----ი ნი----–--–---–ს უნდა დაენიშნოს მითითებული მუხლით გათვალისწინებული სასჯელი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 0- (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 0- (ერთი) წელი, ასევე ავ-------ლ თა---ეს უნდა დაენიშნოს მითითებული მუხლით გათვალისწინებული სასჯელი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 0- (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 0- (ერთი) წელი, რაც გახდება მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულებისათვის, რათა მათმა უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხა--ათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გი-----ი ნი----–--–---–ისა და ავ-------ლ თა---ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გი-----ი ნი----–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0- (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად გი-----ი ნი----–--–---–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 0- (ერთი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, გი-----ი ნი----–--–---–ის ზედამხედველობა და კონტროლი განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურმა მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დაევალოს გი-----ი ნი----–--–---–ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

გაუქმდეს გი-----ი ნი----–--–---–ის მიმართ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ 20-9 წლის 04 აგვისტოს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს თანხა 1000 (ათა--) ლარი, რომელიც შეტანილია საქართველოს ბანკში (ბანკის კოდი BAGAGE22) აღსრულების ეროვნულ ბიუროს N GE27BG0000000999999999 ანგარიშზე განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს ლ-–- ბა-----ეს (პ/ნ.3------------

 

გი-----ი ნი----–--–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 20-9 წლის 02 აგვისტოდან 20-9 წლის 04 აგვისტოს ჩათვლით.

 

ავ-------ლ თა---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0- (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ავ-------ლ თა---ეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 0- (ერთი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, ავ-------ლ თა---ის ზედამხედველობა და კონტროლი განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურმა მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დაევალოს ავ-------ლ თა---ეს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

გაუქმდეს ავ-------ლ თა---ის მიმართ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ 20-9 წლის 04 აგვისტოს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს თანხა 1000 (ათა--) ლარი, რომელიც შეტანილია საქართველოს ბანკში (ბანკის კოდი BAGAGE22) აღსრულების ეროვნულ ბიუროს N GE27BG0000000999999999 ანგარიშზე განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს ს----- თა---ეს (პ/ნ.3----------).

 

ავ-------ლ თა---ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 20-9 წლის 02 აგვისტოდან 20-9 წლის 04 აგვისტოს ჩათვლით.

 

ქე-----ნ კა------ისაგან ამოღებული მაისური, გი-----ი ნი----–--–---–ისაგან ამოღებული სათვალე და ავ-------ლ თა---ისაგან ამოღებული მაისური, რაც ინახება შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).

 

მოსამართლე ლევან მეშველიანი